Showing posts with label მოგონებები. Show all posts
Showing posts with label მოგონებები. Show all posts

July 13, 2011

საკუთარი თავის გადასარჩენად



პარასკევს, 15 ივლისს
ვიღებ ჩანთას და
მივდივარ
საკუთარ სახლში
როგორც სტუმარი და
კარზე დაკაკუნების მერიდება

არც ვიცი ვინ გამიღებს,
როგორ გამიღებს
გამიღებს კი საერთოდ?

თბილ, მზიან ამინდებს შემომთავაზებს
რბილ ბალახს დამიფენს
გზას დამილოცავს

თუ

სი იყავ, რად არ მოხველ ამდენ ხანს, მონა ხარი-ვ
მეტყვის
და
ცხვირწინ მომიჯახუნებს
წვიმებს და ცივ ამინდებს.


მივდივარ
დედულეთ-მამულეთის სანახავად,
რომელიც არასოდეს მინახავს,
სახლის-
რომელიც არასოდეს მქონია
და
მეს საპოვნელად.

ჩემი სოფელი


თქვენ ვერასოდეს ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს ჩემთვის წინაპრების საფლავებთან დაბრუნება.

სოფელი, რომელიც ბავშვობაში მოყოლილ ზღაპრებს გავს, გულის სიღრმეში გჯერა რომ სადღაც მართლა არსებობს ის სამყაროები, რაზეც გიყვებიან... ჩემი ნევერლანდია )))))

მივდივარ იქ, სადაც წესით მე უნდა დავბადებულიყავი, გავზრდილიყავი და სად მოვკვდებოდი ეგ კაცმა არ იცის, მარა მაინც... აქაურობა უნდა ყოფილიყო ჩემი სახლი და არა ის უსახლკარობა, რასაც ნაცრისფერ სკაში ერთი ოთახი ქვია...

და ვინც მიხვდება, იმან ისედაც იცის, რომ ისა...

  • ერთი შეღრენვა ვალი მაქვს გადასახდელი,
  • ალუდი დასალევი
  • ქვა სანახავი
  • დეკა წამოსაღები

ვთქვა რომ გზის მეშინია?

ეს ნიშნავს რომ არაფერი არ ვთქვა,
იმიტომ რომ
მე ხომ ისედაც ემოციურგაუწონასწორებელშეფერთხილი ვარ და
იმ გზაზე სატვირთო მანქანით გავლა, სადაც ჩემი წინაპრების მინიმუმ 40%-ია დაღუპული,
ემოციების იმხელა თაიგულს მთავაზობს,
მეზობლებს რომ ეთხოვოთ ნერვული უჯრედები, მაინც არ გეყოფათ
ალფათ )))

და იმედი მაქვს
რომ უკან, თბილისში დავბრუნდები (თ)
(მადოლის ძალა და მადლი გვეწეოდეს...)

და მოვყვები
რა
სად
როგორ...

შემოიარეთ იმ კვირაში


პ.ს. ვინც არ იცით, მე თუში ვარ, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ თუშეთში, უბრალოდ, რაღაც, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პატარა ასაკში ასე მოხდა და დიდ ასაკში უკვე მე აღარ მინდოდა სხვის სახლში წასვლა :)
პ.პ.ს. ძალიან სოპლებიანი პოსტია, ვიცი :)
პ.პ.პ.ს. მართალია მე მტკიცედ მჯერა, რომ ხატის/სალოცავის გზაზე დამდგარ ადამიანებს არაფერი მოუვათ გზაში, მაგრამ, რომ რამე, ანდერძი ძალაშია.

March 03, 2011

Letter to someone I’ve drifted away from

მაიკო

არასოდეს არ მესმოდა შენი
არც ემოციების, არც საქციელის, არც ცხოვრების, არც იმის, რატომ იყავი ისეთი, როგორიც იყავი.
კარგი ბავშვი იყავი, უბრალოდ, იქაურობისთვის ზედმეტად თამამი იდეაში კი, სრულიად ნორმალური საშუალოსტატისტიკური თინეიჯერი.

თავის დროზე დედაჩემს და შენს შორის გავაკეთე არჩევანი,
მაშინ ვდარდობდი, ახლა აღარ.

როცა გავიზარდე, მივხვდი რომ დროთა განმავლობაში აღარაფერი მექნებოდა შენთან საერთო, გარდა ბავშვობის წლებისა, თამაშისა და იმისა, რომ იმ პერიოდში, იმ ადგილას და იმ ზაფხულებში ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა, გარდა ერთმანეთისა, და იმიტომ ვიყავით ერთად.

შენ რომ არა, მე არასოდეს
  • გამოვაცხობდი კოცონზე ნამცხვარს,
  • ვივლიდი წისქვილზე საბანაოდ
  • ვიჯდებოდი ვაშლის ხეზე და მივიღებდი "ზაგარს"
  • ვიწუწავებდი მზეზე გამთბარი წყლით
  • ჯერ დავიჭერდი და მერე დავასაფლავებდი ფუტკრებს და გავუფორმებდი საფლავებს (რა სადისტობა იყო ისე)
  • გადავიპარებოდი მეზობლის ბაღში ყურძნის მოსაპარად (არადა სახლში უკეთესები გვედგა)
  • გავსინჯავდი მკვახე სიმინდს
  • სასაფლაოზე სიარული მხოლოდ ბებიასთან ერთად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა

მიხარია, რომ შენნაირი მეგობარი მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში დარჩი და აზრზე არ ვარ სად ხარ და როგორ ხარ, მაინც მიყვარხარ, აი ისე, ნათესავები რომ უყვართ ხოლმე, უპირობოდ, რაც არ უნდა ჩაიდინონ და როგორი უცხოებიც არ უნდა იყონ მაინც, ძველი დროის ხათრით.

July 18, 2010

თვალზეცრემლმომდგარი

წეღან ფეისბუქზე ხაჩიკამ დაწერა:
"ძველი დრო.... კრუსები სტერვები სლიპები ენფფერნლები ხესები... დაჟე ფოთოლიც... :)). ეჰჰჰ ... ხო ვითამაშებთ ისევ ყველა?....."
ხოდა შემომახსენდა ყველაფერი, ის გათენებული ღამეებიც, ნერვების წყვეტები, გაკეთებული თამაშები, სლიპების გუნდი, ენქაუნთერის ღამეული ბოდიალობები, დილის 4 საათზე ომენის ქარხნის ვერგავლილი ეტაპი და მანქანაში უძილობის კაიფში ჩაბჟირებები, თავსატეხებზე კისრის ტეხვა, ყველა თამაშის მერე ელდეპოში შესვლები, (ნეტა რას ფიქრობდა პერსონალი, 30+კაცი რომ შელაგდებოდა დილის 6 საათზე, ყველა ერთნაირად გასვრილ-გატიალებული) ყველაფერი-ყველაფერი გამახსენდა და მომენატრა, ლილოს თურქების(მუსულმანების) დასახლებაში რომ წავედით, საააააადღაც დასაკარგავშიც კი, დამტვრეულ ხიდზე...
დიდს ვერაფერს ვაკეთებდი მე იმ გუნდში, მაგრამ თამაში მომწონდა, პროცესი, აზარტი, ერთხელ ლისის ტბაზე რომ გადავედით ვაშლიჯვრიდან რამაგარი იყო :უსერ:
სამი წლის წინ დაიწყო თუ არ ვცდები, ეს ყველაფერი,აბსოლუტურად შემთხვევით მივეხეტე გარემოებათა გამო და ბოლოს გარემოებებისგან დამოუკიდებლად გავაგრძელე იქ თამაში.რომელიც ჩემთვის 1.5 წლის მერე დასრულდა და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეტაპი იყო.
როგორც ვიცი, ახლაც თამაშობენ, ბევრი მათგანი სტრაიკსაც თამაშობს, რაღა ბევრი, ნახევარზე მეტი ჩემ დროს სტრაიკერი იყო, ძველ მონაწილეებს სახეზეც ვცნობ, ოღონდ ძირითადად ნიკებით, სახელები არ ვიცი, და ეჭვი მაქვს, ვინმეს თუ ვახსოვარ, არც იმათ იციან ჩემი ნამდვილი სახელი.(არცაა საჭირო, მაია და პერწკლი აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპაჟია).

ხოდა, უბრალოდ, მე მიყვარს ენქაუნთერი :)
პ.ს. არადა რა მწარე ღამეები მახსოვს, განსაკუთრებით ზამთარში, ყინვებში ბოტასებით რომ დავრბოდით იპოდრომზე. (თბილის ჩაცმა ვერ მოვიფიქრე და დასაბრუნებლად დრო და გარემოება არ იყო), რამდენჯერ სახლში მისულს ლოგინზე დაბერტყების თავიღა მქონია და რამდენჯერ მიფიქრია ერთი ამ კოდის დედაც თქო, როცა ვერ ვპოულობდით, მაააგრამ რომ ვიპოვიდი დ არშემჩნეული სახით ვითომცაქარაფერი სხვა რამეზე გადაგვქონდა ყურადღება...

პ.პ.ს. მიყვარს მე ისეთი მოგონებები, რომელიც იმწუთას მწარეა და მერე ტკბილად გახსენდება :ღვინისჭიქიანი სმაილი:

თუ მეტი გინდათ გაიგოთ ჩემზე და ენკაზე დაკლიკეთ ამეებზე
1. http://bunbunland.blogspot.com/2009/01/en.html
2. http://bunbunland.blogspot.com/2008/07/blog-post_216.html (ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მწარედ ნუ განსჯით )
3.http://bunbunland.blogspot.com/2008/06/blog-post_29.html (ღიმილ)

პ.ს. რუსული ჟარგონები არ შეიმჩნიოთ, ენკაში ძალიან ბევრი რუსულენოვანი იყო და შესაბამისად ჩემი იმპერიოდის ლექსიკონიც გამოტენილია რუსული სიტყვებით

October 13, 2009

თელავი



ამ შაბათკვირას წავედი თელავში, დედის და კატის მოსანახულებლად.
ესეიგი იმდენი ბროწეული ვჭამე, მთელი წლის მარაგი შევივსე.


ნადიკვარზე ვიპროწიალეთ მე და ბერომ.



მიაუ-აუ-ო მითხრა კატამ და ასე მიყურებდა რაც იქ ვიყავი, ეს თუ ფეხზე ვიდექი. თუ ვიჯექი ან ვიწექი, ზედ მეჯდა-მეწვა და კრუტუნებდა ტრაქტორივით.


ესეც ნადიკვარი.




ეს რაცხა საყვარელი სახლი ნადიკვართან. შარშან "აღმოვაჩინე" რატომღაც, მანამდე იმდენჯერ მაქვს არადა ჩავლილი მის გვერდით......



ხედი ნადიკვრიდან... აი ეგ სახლები რომ გამოაკლო და ალაზნის ველი ცოტა უკეთ გამოაჩინო, ზუსტი ხედი იქნება ჩემი სახლის ფანჯრიდან.


ჩემი კორპუსის ეზო. პირველმოსახლეები იყვნენ ჩემი მშობლები და სხვა მეზობლები და ერთობლივი ძალებით გააშენეს ბაღი, ეს ნაძვებიც სანერგიდან მოიტანეს თურმე, ტყის მიწა დაყარეს და ახლა ყველანაირი ხეხილია, ბროწეული, ბალი-ალუბალი, ატამი, ლეღვი, ალუჩა, ტყემალი, კომში, თხილი, ქლიავი, კაკალი... ჭერამიც იყო და გახმა :( პატარა რომ ვიყავი, მაგ ნაძვების წინ მახსოვს, ყვავილნარი იყო, ბეეეეეეეეევრი ნარცისებით და ფერადი ყვავილებით. ახლა აღარაა, ბევრი გადავიდა და მოსულებმა აღარ მოუარეს :(



ესეც ეზოს შესასვლელი და ცაცხვის ძირი.
ლამაზი და სუფთა ქალაქია თელავი. მართლა სუფთაა, განსაკუთრებით ჭუჭყიანი და გამონაბოლქვიანი თბილისის მერე იგრძნობა, ჰაერშიც შემოდგომის სუნი დგას.
იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩემია და იქ გავიზარდე, საქართველოს ცოტაზე მეტ ქალაქში ვარ თუნდაც გავლით ნამყოფი ან ერთიორი დღე დარჩენილი და ასეთი მშვიდი და სუფთა ბორჯომი ვიცი მხოლოდ.

July 24, 2009

სიმინდი, დიდი ბებია, შალაფა და ბავშვობა ერთ ფლაკონში


ბიცოლაჩემის სიმინდის ყანა, სოფელში,შარშან.
რა ბედნიერი სახე მაქვს ლოლ, ნანდული სოფლის ჩასუქებული ვარიასავით გოგო ვარ :D

ახლა სანამ ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე კიარადა სიმინდი იწვის, იდაგება და იხარშება, ნამ.


თურმე ეს გენიალური მცენარე ასე 8000 წლის წინ მოუშინაურებიათ მექსიკაში, რომელი მცენარისგან, ეს სხვა და გრძელი საკითხია, არც ისე საინტერესო, სამაგიეროდ საინტერესოა ის, რომ მაიას ტომის კალენდარი მთლიანად ამ მცენარის სასიცოცხლო ციკლზეა დაფუძნებული და საერთოდაც მეზოამერიკული კულტურების განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვის, იმიტომ, რომ მიწათმოქმედების მთავარი ობიექტი გახლდათ.

მეთხუთმეტე საუკუნეში კოლუმბმა პირველად ჩაიტანა ამ მცენარის თესლები ევროპაში ( თუნდაც ამის გამო ღირდა ამერიკის აღმოჩენა) და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც დაიწყეს მოშენება, შემდეგ, მეჩვიდმეტე საუკუნეში რუსეთშიც შემოვიდა და შედეგად, საქართველოში, დაბოლოს, 1990-იან წლებში ჩემემდეც მოაღწია იმ ინფორმაციამ, რომ არსებობს ისეთი გემრიელი რაღაც, როგორიცაა სიმინდი.

ბევრისთვის სიმინდი ალბათ ზღვასთან ასოცირდება, ჩემთვის კი სოფელში, ბებიაჩემისეული ძველ სახლში რომ ოთახი იყო, ცემეტის იატაკით და ბუხრით, იმ ოთახთან. პატარა ოთახი იყო, შიგ ერთი მაგიდა, ძველისძველი დამტვერილი კარადა და ხისგან გაკეთებული მასიური ოთხფეხა ტახტი ეტეოდა. ოთახის ბოლოში ბუხარი იყო მოწყობილი და ცემენტისგანვე ჩამოსხმული პრიმიტიული ჭურჭლის ნიჟარა, ყველაზე ნაკლებად კი გავდა ნიჟარას, მარა ფუნქცია კი ქონდა იგივე. ერთი ბეწო ფანჯარაზე გისოსი იყო დამაგრებული და კარი გასაღების მაგიერ ურდულით იკეტებოდა, ზედ კოდიანი ბოქლომი ედო. ამ ოთახში დიდი ბებია ცხოვრობდა, დედაჩემის ბებია ანუ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დაბადებამდე კაი ხნით ადრე მოკვდა, ასემგონია, რომ ვიცნობდი მოხუც ქალს, მუდმივად შავებში ჩაცმულს, რომელიც ბუხრის წინ ზის, მარტო, გვერდით კატა უწევს და ქინდას ქსოვს. თავშალი თვალებზე აქვს ჩამოფხატული და იქიდან ჭაღარა თმის ღერებია გამოჩრილი. შეშა ტკაცატკუცობს, კატა კრუტუნებს, ჯაჭვე ჩამოკიდებულ გამურულ ქვაბში რაღაც იხარშება.

ისეთი ზღაპრული იყო ბავშვობაში ეს პატარა ოთახი, იმდენი საინტერესო წვრილმანი ელაგა კარადაში და თან ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატო ერჩივნა ამ კედლებშელესილ ოთახში ცხოვრება მეორე სართჲლზე ორ მშვენიერ, მოხატულ ოთახს და უუუზარმაზარ აივანს. ისეთი აივანი მეტი აღარსად აღარ მინახავს, სულ ხის, ხისავე რიკულებით, იმსისქე მოაჯირით, რომ თავისუფლად ვეტეოდით ზედ მე და ჩემი წიგნი, მკვახე ვაშლი და მარილი. დარწმუნებული ვარ, სახლი რომ დაიშალოს, იმ აივნის ფიცრებს არაფერი მიუვა, იმდენად კარგი და მასიური ხისგანაა ნაკეთები.

ხო, ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ ყოველ ზაფხულს სოფელში ვატარებდი,ხეხილიან-ყველაფრიან ეზოში,ხოდა სიმინდი რომ შემოვიდოდა, ბებია აიღებდა ზეძალიანსუსტ დენის პლიტას, ალბათ თქვენც გქონიათ, მრგვალი დასადები რომ აქვს და გაცხელების გარდა ყველაფერს აკეთებს, დადგავდა ზედ უზარმაზარ ქვაბს და მთეეეელი დღე უნდებოდა სიმინდი მოხარშვას. 13-14 წლამდე მეგონა, რომ სიმინდის მოხარშვას მართლა ამდენი დრო უნდა. მე კიდევ კბილებაკაწკაწებული, ყოველწუთას შევრბოდი, მივყნოს-მოვყნოსავდი არომატებს, ჩავიჭყიტებოდი ქვაბში და ბებიაჩემის შეძახილის ფონზე "აცალე გოგო რ იქნება ჯერ" გულდაწყვეტილი გამოვიდოდი და ურდულს გავაჩხაკუნებდი... და ასე, სანამ არ მოიხარშებოდა და ყველაზე დიდი და გემრიელი ტარო ჩემი არ გახდებოდა, რომ მარცვალ-მარცვალ ამეკენკა და გამომეზოგა რაც შეიძლებოდა დიდხანს. ახლაც ასეთი ჭამის მანერა მაქვს, სათითაო მარცვალს ვაწყვეტ, მარილს ვაყრი და ისე ვუშვებ პირისკენ.


ნედლი სიმინდიც მიჭამია, ჭყინტი ტაროები მოვკრიფეთ ერთხელ და პირდაპირ ვჭამეთ, გემრიელია, მოტკბო გემო დაკრავს და პირს ცოტა "ქლეშავს". ანუ კარალიოკს რო აქვს რაღაც ეგეთი მოგდის, მარა ეს სასიამოვნოა. სოფელში სიმინდის ყანა გვქონდა ხოლმე ,ადრე ბებია თვითონ უვლიდა, მერე და მერე მეზობლებს აძლევდა "სანახევროზე", ანუ ის ამუშავებს და შენ წლის ბოლოს 1/3-ს გაძლევს მოსავლის, ხოდა ისე მიყვარდა ეს ოხერი სიმინდი, ვიპარავდი ხოლმე დამიდიოდა მერე ბებიაჩემის ჩხუბი და ჩემი " ხო რა იყო წავალ იმ კაცს/ქალს ფულს მივცემ, აბა უკან ხო არ მივაბამ და საერთოდაც ნუ გამოართმევ წლის ბოლოს სიმინდებს და ეგ იქნება!!"

შემწვარი სიმინდიც მიყვარდა, წელიწადში ერთხელ მქონდა მაგის ჭამის ბედნიერება, არაყს როცა ვხდიდით, დავკრიფავდით ხოლმე და ვტუცავდით ნაცარში, ისე ნეტა რატო არ მტკივდებოდა მუცელი, დაენახა დედაჩემს, რას ვჭამდი, საწყალი ალბათ გადაირეოდა, ექიმთან გამაქანებდა, მოიწამლა უშველეთო : ))


სიმინდი დაგიცეხვიათ? სავარაუდოდ არა..... შემოდგომაზე მოიტანენ და დაყრიან ბეეეეეეეეევრ სიმინდის ტაროებს გასაშრობად, ჩვენ დიდ აივანზე სულ მოფენილი იყო ხოლმე იატაკი და კოჭებამდე დავაბოტებდი და დავგორ-ძრომიალობდი ამ სიმინდებში (9-12 წლის ალბათ ),ბევრჯერ კისრის მოტეხვას ვარ გადარჩენილი, ძალიან ცურავს ერთმანეთზე, ჰმ. კარგად როცა გაშრებოდა, მოქონდათ საცეხველა. წარმოიდგინეთ სპორტულ დარბაზში რომ გრძელი სკამებია, იმას რომ დაუმაგრო ხორცსაკეპი მანქანა, ოღონდ ეს მანქანა როცხის დაკეპვის მაგიერ ტაროებს აცლის მარცვლებს და ნაქუჩალს ტოვებს. ხელის რამდენიმე მოქნევა, "ჩხრრრრრრრ" ხმა და ერთი ტარო გაცეხვილია.. და ასე ბოლომდე, სანამ ყველა არ გაიცეხვება და ფერად-ფერადი მარცვლებით არ მოიფინება იქაურობა. მმმმ, რა გემრიელია, ხელებს რო ამოურევ შიგ, მნამ. დიდებს ძალიანაც არ ეხალისებოდათ ხოლმე, ზატო მე და ჩემი მეზობელი გოგო ვხოცავდით ერთმანეთს, ვინ მეტს გაცეხვავდა.


სიმინთან დაკავშირებით ერთი ტრაგიკული ისტორიაც გადამხდა თავს, მოგეხსენებათ ძალიან წვერბასრა კიდეები აქვს ერთ სარეველას, სახელად შალაფას, იზრდება სიმინდებში და მოკლედ ერთ-ერთი დამალობანას თანაშის დროს კაი გემრიელად გამოვკარი ხელი და საჩვენებელი თითი გავიჭერი. ნუ კაი ,გავიჭერი, დავიკიდე, არც არავინ მომხედა, ვის რაში ადარდებს სოფელში შენი გაჭრილი თითი, შეგიხორცდება, არ მოკვდები, ხოდა სიკვდილი არა მარა ისეთი ანთება წავიდა, თბილისში გავუხდი წამოსაყვანი, ისე მტკიოდა, ვყვიროდი, კედლებზე დავსეირნობდი. მემგონი იმის მერე მეზიზღება შემწვარი ხახვი, თითზე მადებდნენ და... მოკლედ, მარცხენა ხელის საჩვენებული თითის ერთი სახსარი დღესაც არ მუშაობს : )))


თითები მეტკინა და ამასობაში მემგონი მოიხარშა კიდეც ,წავალ დავაყუმბარებ.
ბევრ, ნარჩევ და გემრიელ ტაროებს გისურვებთ, მომავალ პოსტამდე : )))

July 14, 2009

ფესვწერა კიარადა მთები

კიარადა

ესეიგი წუხელ ვნახე კარავზე თუშეთში ცხენებითო თემა და შემომახსენდა რომ


  • ბაბუაჩემი მთაში გაიყინა, პერევალზე, ჩაეძინა და ნამქერმა დაფარა, ნაბდით ჩამოასვენეს თურმე. ბავშვობაში პერევალი თოვლის ორმო მეგონა, მერე გავიგე უღელტეხილი ყოფილა.
  • დედაჩემმა მთაში მოიტეხა ფეხი, ხატი ახსენა აუგად და სიპზე დაცურდა აგრევე. მოიტეხაც აღარ ერქვა, სერიოზული ოპერაციები და ვარჯისები დაჭირდა მერე ასამოზრავებლად, მუხლი დაეფშვნა რასაც ქვია.
  • ნუ ხო კაი, ბიძაჩემი ჰაერში გახდა ცუდად მარა მაინც ხო მაღლა იყო.
  • ბებიას და პატარაობისას ხურჯინში ჩასმული რო მიყავდათ მთაში, ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა
  • მეორე ბებია წკიპზე გადარჩა ცხენმა აითრია და თავი არახუნებია კლდეებზე (აბადოკმა გადაარჩინა)
  • დანარჩენ ნათესავებსაც ექნებათ "ტკბილი" ისტორიები, უბრალოდ მე არ ვეკონტაქტები, მხოლოდ უახლოესი ნათესავების სიკვდილის მიზეზები ვიცი.

ოდა

რას მივეფხოტები ყველგან, დავეტიო სახლში

ნუ მეორე მხრივ თუშები რაჭაში ან კახეთში ხო არ ჩამოვადებონენ ამ ცხენებიდან და გაიყინებონენ ნამქერებში ჰხა?

და ყვეელაზე მაგარი და პრიკოლი, დედაჩემს და მის დეიდაშვილს წამოცდათ, როგორ დააჭენებდნენ ცხენებს და სოფელ-სოფელ დადიოდნენ უწვრილეს ბილიკებზე, ისე რომ ერთი ფეხი უფსკრულზე ქონდათ გადაკიდული. წამოცდათ რა, შემოახსენდათ და "ვაიმე ნეტა როგორ დავდიოდითო"

ჰმ, ეგენი მიშლიან აწი მე სადმე სიარულს?

პ.ს. ბებიაჩემის ძმამ მოაგროვა იქაური ლექსები, ხალხური, ერთია, დედა დასტირის ორ შვილს, მერე ბებიაჩემმა მომიყვა რა მოხდა.

ბებიაჩემის მოყოლილი საშინელი ისტორიები (1920-იან წლებშია დაბადებული)

  1. მაშინ ტრანსპორტი სად იყო და ხურჯინში სვამდნენ ბავშვებს, ერთს იქეთ, მეორეს აქეთ, გასაწონასწორებლად რამეს ჩაუდებდნენ და ჰაიდა... მთის ცხენს შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, ჯერ ფლოქვით მოსინჯავს, სად ადგავს და მერეღა დეყრდნობა, (მე პირადად ოდესმე მთაში გაზრდილ ცხენზე თუ მოვხვდი, საკუთარ თავზე და გამცილებელზე მეტად ცხენს მივენდობი) ხოდა მეწყერი ჩამოწვა უცებ და გადაიჩეხა ეს ცხენი დედის თვალწინ, ბავშვებიანად.ორი ბიჭი ყავდათ სულ.
  2. ამ ისტორიას თვითონ შეესწრო. მთაში მიდიოდნენ ბევრნი, ერთი ბავშვიანი ქალიც ერია, ღამე ცუდად გამხდარა ეს ბავსვი, სულ ტიროდა, გამუდმებით, მერე გაჩუმდაო და დილას ამ გოგოს კივილმა გააღვიძათ, ბავშვი გალურჯებული იყო, მკვდარი. სოფელში ვინღა დააბრუნებდა, ატარეს ეს ბავშვი მკვდარი და იქვე დაასაფლავეს, დასაფლავებაზე არ გმოჩენილა, ბებიაჩემი წასულა და მარანში მიაგნო, დამალული იყო და მონოტონურად ბუტბუტებდა ჩემი შვილი მოვკალიო. (არადა სავარაუდოდ რამე დაავადება ჭირდა და ვერ გაუძლო გზას)

ახლაც არ ვიცი რას მერჩოდა 7-8 წლის ბავშვს, მარა ისე მწარედ მახსოვს და მაშინ ისე ცხადად წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ ზის ის დედა ფარდულის კუთხეში და აქეთ-იქეთ ირწევა...

ნუ, მოეყოლა რამე ლამაზი და კარგი, არაა, მაინცადამაინც ეს საშინელი ისტორიები.

ან მე რას გერჩით ნეტა, რომ გიყვებით : ))

June 13, 2009

ჩემი მეგობარი



ორი დღეა ჩემთან ცხოვრობს, დილაზე ერთად ვიღვიძებთ, საჭმლის საჭმელად მივბანდალებთ, მთელი დღე წიგნებში თავჩარგულები ვსხედვართ, საღამოს ვბოდიალობთ, და წეღან მაღაზიაში იმდენი ვარჩიეთ ლობიოსთვის რა მწვანილები უნდა გვექნა, კაცი გამყიდველებიც კი ჩავითრიეთ დისკუსიაში.
მიყუარს.
დედამისის მუცელში რომ იჯდა გოგო დაიბადება თქო და მართლაც დაიბადა და მის მერე ვიცნობ, ფაქტიურად მაშინ გავიცანი როცა არც კი არსებობდა, ლოლ.
კიდე ბევრს ვილაქლაქებდი მარა მცხელა ძალიან :(

April 21, 2009

ბავშვის საფლავი



ხუთი თვის მოკვდა, თარიღებს თავადაც ხედავთ. სავარაუდოდ ნათესავად მეკუთვნის დედის მხრიდან. წითელი კვერცხი გავუგორე, სანთელი ავუნთე და ქარისგან ვიცავდი სანამ ჩაიწვებოდა. ხო, პირჯვარიც გადავიწერე, მერე სურათს მტვერი გადავწმინდე და წამოვედი.

ბავშვობაში ბებიას დავყავდი სასაფლაოზე და სანამ ის რაღაცეებს აკეთებდა, მე საფლავებს ვათვალიერებდი, იქიდან მახსოვდა ეს საფლავი და ამდენი წლის მერე რომ მივაგენი, გამიხარდა. სიპის ქვებისგან გაკეთებულ კედელშია ოთხი ნიშა, ბავშვი, 2 წელში ქალი და რამდენიმე წლის მერე კაცია გარდაცვლილი. კიდევ ბებია ყავთ. სასაფლაო ტყეშია, ზოგი საფლავი გაბურდულია,მაგრამ ეს მგონი მოვლილია, ბავშვობისასა როგორიც მახსოვს ზუსტად ისეთი.

ნეტა ვინ იყვნენ...

დედაჩემს არ ახსოვს.

April 07, 2009

უსათაუროდ


ზაფხულში მუხლამდე ყვავილებიან მინდორში რომ შეხვალ და გულაღმა დაწვები, გრძნობ როგორ გეღვრება მზე სხეულში.
სიცხით გათანგული მწერების ბზუალი და გათელილი ბალახის და მიწის სურნელი, ერთმანეთში არეული.
მოჭუტული თვალებიდან წამწამებს მიღმა დანახული ლურჯი და ღრუბლები, რომლების მუდმივად სადღაც მიიჩქარიან ზაფხულობით.
სოფელში, შუადღის ბუღს გამოქცეული ფეხშიშველა რომ გახვალ ბოსტანში, სიმინდის კვლებში ლობიოს და გოგრებს შორის ალაგ-ალაგ გაბნეულ კიტრის ხვიარებში რის ვაი-ვაგლახით რომ იპოვი სამიოდ პაწუკა, ხორკლიან კიტრს, მიწას გააცლი, მერე პამიდორებს მოწყვეტავ, დაჯდები რუვის პირას, თხილის და ვაშლის ხების ჩრდილში, რუვთან მუდმივად გრილა, ფეხებს ააჭყაპუნებ და ჯერ ისევ თბილ და მოტკბო პამიდორს გაკბეჩ, სპეციფიკური სუნი რომ ასდის ფოთლის.

არ მშურს იმ ადამიანების ვისაც ბავშვობაში ზაფხულები სოფელში არ გაუტარებიათ, ფეხშიშველებს არ ურბენიათ, ხეებზე არ უძრომიალიათ და ნამდვილი სოფლის ბავშვივით არ უცხოვრიათ. ზაფხულობით ყოველ წელს სოფელში მგზავნიდნენ ბებიასთან, იმას სულ არ ედარდებოდა დედაჩემის ბავშვის ბამბაში შეფუთვნის მეთოდიკა და მათოხნიებდა, კოლორადოს ხოჭოებს მაკრეფინებდა, კარტოფილიც ამომიღია და ხორბალიც გამირეცხავს. სიმინდიც დამიცეხვია. ტურტლიანი ფეხებით წყაროზე მირბენია და საერთოდაც იქაურებისგან თუ არ გავირჩეოდი, იმათზე ნაკლები ნამდვილად არ ვიყავი.

მაშინ გული მწყდებოდა რას მერჩიან თქო და ახლა მიხარია, რომ ასეთი "სოფლური" ზფხულები მქონდა.

საიდან გამახსენდა არ ვიცი, ალბათ უფრო იმიტომ ,რომ აღდგომებზე სოფელში უნდა ჩავიდეთ და საფლავებზე გავიდეთ,ბიცოლასთან მივდივართ, მერე რა რომ იქ ისე ვარ როგორც საკუთარ სახლში, იქ კი სადაც ჩემი წინაპრები ასაფლავია, ჩემი სახლი აღარ დგას. არადა ვერ ვიტანდი იქ ყოფნას, რაც წამოვიზარდე, ჩასვლისთანავე გამოქცევაზე ვიყავი, იმდენად არ მომწონდა მეზობლური სიტუაცია, ახლა კი ვნანობ, ერთი მაინც დაგვეტოვებინა...

ოდესმე ფული თუ მექნა, აუცილებლად ვიყიდი რომელიმე მივარდნილ სოფელში პატარა სახლს.

March 24, 2009

სად მიხეტიალია?

ფორუმში მახათს ეძებდი არ მეძინებოდა და თემას გადავაწყდი, სად გიხეტიალიათო, იქვე აივერსონის კომენტს, ვერ ვიტან ამ სიტყვასო, ისე მართლა რა უბედურებაა, გიხეტიალია,ისეთი შეგრძნებაა თითქოს უგზო-უკვლოდ დადიხარ-ხეტიალობ.
ნწ, მე არ ვხეტიალობ, მე დავბოდიალობ, ყოველგვარი მიზნის და პატრონის გარეშე. ოღონდ არ უნდა ციოდეს და კაკ მინიმუმ ორი-სამი არაფანატრელიგიური დაადამიანური ადამიანი უნდა იყოს გარშემო, და საერთოდაც ამ ბოლო დროს ჩემს გარშემო იმდენს ლაპარაკობენ ეკლესიაში სიარულზე რომ ნერვული შეტევა მეწყება მარხვის და ასეთების გაგონებაზე :( და აგრესიული გამოხტომები რაც იდეაში იმის ბრალია რომ ძალიან ბევრს ყალბად ჯერა, გაუცნობიერებლად აი იმიტო რო "უნდა" ჯეროდეს და აიაიაიაი საერთოდ არ უფიქრდება იმას რისიც ჯერა და მე სიყალბეზე წიუწიუწიუწიუ სენსორები მერთვება და არაადეკვატური ვხდები და პრი ეტამ ირონიის შეტევამომდის ხოლმე და ვერ ვჩერდები.
ჰხომ,რაც შეეხება იმას სად მიხეტიალია, აი თითქმის არსად, მართლა, ხალხს ნახევარი და მთელი საქართველო აქვს ფეხით მოვლილი, მე კი.... არა მომენტ ბევრს ვერც დავდივარ ფეხით, მითუმეტეს მთაში, სუსტი ვარ მაინც, მერე რა რომ არ მაგრძნობინებენ კეთილი ხალხი, მე ხო ვხვდები და ვკომპლექსდები.
ჰხომდა,იმას ვიძახდი,სად ვყოფილვარ თქო და სადა და ხევსურეთში-შატილი ვნახე ,ერთიორი სოფელი და ჭაუხებში დავიკარგე კიდე, მერე იყო და ნუნისი-რკონი-სამთავისი,მოკლედ,ასეთი უწიპუწი რაღაცეები. ბირთვისებში ვიყავი კიდე და ძალიან მომეწონ-შემიყვარდა,კაი პონტია იქ, სულ ზემოთ რომ ზიხარ და ისეთი შეგრძნებაა თითქოს იმ დროში დაბრუნდი დედამიწის კეთილმოწყობა ახალი დაწყებული რომ ქონდა ღმერთს და მთები ჯერ ისევ აბდაუბდად ყრია. კიდე ბევრი ეკლესიები მაქვს ნანახი, აქედან ნახევარი მართლა არ მახსოვს, ძალიან ბევრი მომივიდა ერთად და ამიტო, რაც მახსოვს იყო ბეთანია, გრემი, ნუ ალავერდი ბავშვობიდან "მოვიშინაურე",იმდნად რომ სილამაზეს ვერც აღვიქვამდი სანამ არ დამანახეს, კიდე სამთავისი, ბოდბე (ეს ძალიან ლამაზია), ფიტარეთი, მმმ... კიდე არ მახსოვს :( ვარძია, მმმნამ, აქ უნიდან ვიყავი და ძალიან მაგარი იყო, მეორედ წასვლაზე არ ვიტყოდი უარს, დავით გარეჯში ვიყავი, სიღნაღი ვნახე,მარა ძველი ჯობია ახალი ბანძია, ნამეტანი გაალამაზეს. ბასათუმანი ვნახე კიდე, ლამაზია,მყუდრო, და ისეთი საყვარელი სახლებით, მნამ. ეემ, ჩემ სოფელთან არსებული ცხრაკარაც ითვლება მგონი 3-4-5-ჯერ ვარ ნაფოფხი ზედ. ნუ კიიდე ერეკლე მეფის მუზეუმი,ბოლობოლო თელავში გავიზარდესავით. ლაგოდეხის და ბორჯომის ნაკრძლაებში ვარ ნამყოფი, კიდე ბირთვისის კანიონში და ყველაზე-ყველაზე ლაშქრობა აქ იყო, ტავისი თოკებით ფოფხვით და წყლით და ამბებით.
კიდე ჟინვალის წყალსაცავთან ღია ცის ქვეშ რომ მეძინა ეგეც ითვლება მგონი, თან მერე ანანურიც იქვე იყო, შევიარეთ, იქ დანგრეული ეკლესიის ნარჩენია, თავზე ხავსებით და ბალახებით და შიგ ძროხები ბალახობდნენ, მეტიც, იქვე იმდენი მიტოვებული სახლი იყო, ერთი საერთოდაც 1910-იანებში აგებული,ზედ ეწერა. ერთგან ყველაფერი დატოვებული ,სურათების ალბომები,საბუთები, და გატეხილი იყო სახლის კარი, ნეტა ვინ მიატოვა ასე ულმობლად ისე რომ აღარც ჩამოუკითხია კომუნისტების მერე..... კიდე ძველისძველი გაუგებარი შენობა ვნახეთ, ძლივს გადავძვერით და კიბე მიდიოდა არსაით, ჰაერში იყო გამოკიდული მასიური ბეტონის კონსტრუქცია, აპარატი კი არავის ქონდა რომ გადაგვეღო.... იმ დღეს რაღაც კოშკუნაც ვნახეთ, შევძვერ-ავძვერით, არც იმ სოფლის სახლეი ვიცი........

მოკლედ ისა...... დათბეს მალე რა.
ამ კვირას ალბათ წავყინწვისდები,ვნახოთ თუ მექნა საერთოდ რამის ხალისი და გავანიავებ ცოტა ჩემ იმეებს, ემოციებს.
და
კიდე იმდენია სანახავი რომ აი ბზზზზზზ :(
ჰხომდა რა მინდა რომ ვნახო?
იდეაში, თუშეთი მთლიანად, სვანეთის კოშკები და კიდევ გერგეთის სამება.
აუ კიდე ახალციხესთან რომ ციხე-სიმაგრეა ის მინდა ძალიან ,გზაზე სულ ნერწყვების ყლაპვით ვაყოლებ ხოლმე თვალს.
ვაჩნაჩიანშიც მინდა მისვლა.
არც ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი მინახავს.
ბავშვობაში ფიროსმანისაში ვიყავი და ისე ცუდად მახსოვს,იქაც წავიდოდი დიდი სიამოვნებით.
წინანდალში მილიონჯერ ვარ ნამყოფი და ერთი იმდენჯერ კიდე წავიდოდი და საერტოდაც სახლი მიდნა მანდ :( მანდ რა,სოფელში, და შევირბენდი ხოლმე იმ ბაღში.

ესენი კიდე, ნეტა რაღა დაგრძა სანახავიო, ჰმ...

February 26, 2009

ჩემი ზაფხულის ზაფხულები












































aauau

ფასხული მინდა მზე მინდა პახოდში მინდა წყალში ტოპვა მიდნა და ბევრიბევრი ბუნება მინდა.
ბალახზე წოლა მინდა, კანის ჯანსაღი ფერი მინდა, ფხოტიალი მინდა ბორიალი ბორჯრნიალი

და

რავიცი ასე შემდეგ და თან სუ კაი ხალხთან ერთად

უფფფფ

ისადა ეს ჩანთა ასე რატოა ნეტავ გადახრილი უცნაურად

უნდა გავასწორო რამენაირად ;9

February 07, 2009

ბებია

ბებია ხო მყავდა მარა ვაღიარებ ბებიაჩემის და უფრო მევასსებოდა, მკაცრი ქალი იყო, შემტევი, გეტყოდა დაგაგდებდა ძირს, მარა მევასებოდა ანიკო. ერთი წელი მაგის სახლში ვიცხოვრეთ, ეზოიანი სახლი ქონდა, ეზოში ბზის ბუჩქებით და თუთით. მეორე სართულზე ხვეული კრინის კიბე ადიოდა, იმ კიბემ გამიჩინა მე სიმაღლის შიში, ახლაც მახსოვს ის შეგრძნება შუა კიბეზე რომ ვიდექი და ვერც წინ მივდიოდი ვერც უკან.

ვაჟას ყველა პოემა იცოდა მგონი ზეპირად და ვეფხისტყაოსნის "ფანი" იყო. მაგ ქალის დამსახურებაა ოდესღაც საერთოდ რომ დავინტერედსი პოეზიით და ქართული მწერლობიტ ზოგადად.
კიდევ მისი დამსახურებაა ის, რომ მურაბები და ჩაი მიყვარს.
კიდევ პელმენები.
დაქალოჩკები ყავდა, 80-ს რომ გახდა, დაბდღე გადაიხადა და დედაჩემი და დეიდაჩემი გარეთ გამოყარეს ბაბუშკებმა, ჩვენ ახლა "ცუდი" ანეგდოტები უნდა მოვყვეთო. : ))

ახლა სიბერისგანაა ცუდად, აღარაფერი ახსოვს, ზის თურმე მთელი დღე, იყურება უაზროდ, რამე კიდევ სახლს ვერ ცნობს და გონია რომ სხვის სახლებში აძინებენ და ტირის თურმე სახლში წამიყვანეთო. მარტოა თელავში უზარმაზარ სახლში, ორივე შვილი სხვაგან ცხოვრობს და მას დაქირავებული მომვლელი უვლის. თურმე ისე უნდა შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნა მარა იმათ თავისი გასაჭირი აქვთ და არ ცალიათ.მართლა არ ცალიათ და ვერ მიხედენ :(

ამ ზამთარს ვიყავი თელავში ორი დღით და დედამ, ნახეო. აი არ შემიძლია მივიდე და ვნახო როგორ კვდება ნელ-ნელა და ამის გამო სინდისი მაწუხებს :(

January 23, 2009

ადამიანები წარსულიდან

ამასწინათ მოვიდა ლაბში ჩემი ბაღის ჯგუფელი, დედამისიც მოყვა, თავის დროზე ჩემი ბაღის მასწავლებელი იყო ის ქალი. თელავიდან ჩამოსული მაინცადამაინც აქ მოვიდა და მაინცადამაინც მე რო ვიყავი იქ, მაშინ...

დღეს ადნაკლასნიკებზე ვიღაც ცისკარიშვილი იყო შემოსული, კვალს გავყევი და ბავშვობაში სოფელში ზაფხულობით რომ ჩავდიოდი და მეზობლად მაიკო რომ ცხოვრობდა, იმას გადავაწყდი... დედაჩემს არ მოწონდა ის და მისი ოჯახი და იმდენი ქნა, აღარ ვკონტაქტობთ აგერ უკვე 6 წელია მგონი. კაი ბავშვი იყო არადა, უბრალოდ აქაურობისთვის ზედმეტად ემოციური და თავისუფალი.

მერე კიდევ ერთი გოგო ვნახე, და მისი ძმა, ეს გოგო სკოლის მოსწავლე და ძმა საერთოდ ბავშვი მახსოვს, ახლა წვერებიანი თინეიჯერია.

ამ ზაფხულს ქუჩაში რომ მივრბოდი ჩანთით ხელში, ვიღაც ბიჭმა გამაჩერა, მაიკოო. აი რომ არ გამომცნაურებოდა ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ ეს ბიჭი ჩემი ნათესავი იყო, ჩემზე ორი თუ სამი წლით პატარაა, სულ პატარაობაში ერთად ვთამაშობდით, ერთხელ მანქანას ტალახი ვესროლეთ, (გასართობი გვქონდა ესეთი) და მართლა მოხვდა წინა მინაზე და კინაღამ რაღაცას შეასკდა. საბურავების წივილზე გავიქეცით და სიმინდებში დავიმალეთ, ის კაცი კიდე მის დედას ეჩხუბა და მერე კარგად დავისაჯეთ )))) კაი ბოვშვი იყო, ახლა კიდევ დიდი ბიჭია, თანაც კაი ბიჭი : ))
კიდევ......

ერთხელ ბიძაშვილმა მთხოვა, ვიღაც უნდა ვნახო, გამყევიო.... ჩემი ყოფილი მეზობელი, თელავიდან, მეხუთეზე ცხოვრობდნენ. ძმა ყავდა პატარა, რაღაც დეფექტით თვალებზე. საბერძნეთშჳ წავიდნენ მერე, ეს გოგო აქ გათხოვდა და დაიკარგნენ. თურმე საბერძნეთში ეს ბავშვი, ანუ ბიჭი, ანუ გიორგი რომელიც ახლა ასე 18-19 წლისაა და საერთოდ ვეღარ ხედავს, ოპერაციის გასაკეთებლად ჩაიყვანეს უკრაინაში სადაც ჩემი ბიძაშვილის სიძე პატრონობდა ,დაატარებდა, ექიმია თვითონაც და იცოდა სად და როგორ, ბოძაჩემთან ცხოვრობდნენ. მოკლედ, ბიძაშვილისთვის "პატივი რომ ეცათ" რაღაც უნდა გაეკეთებინათ და ამ გოგომ მე წამიყვანა მხარდამჭერად და უხერხულობის გასაფანტად : ))) საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა მე და იმ გოგომ გავიხსენეთ ჩვენი ძველი კორპუსი და სამეზობლო, გაჭირვების პერიოდში , ანუ იმ პერიოდში რაც ეს ოჯახი იქ ცხოვრობდა, ერთ ოჯახად რომ ვცხოვრობდით : )) 12 თუ მეტი წელი არ მყავდა ნანახი....

თჲ წაიკითხეთ და გაიფიქრეთ რომ აბდაუბდაა, ბოდიშს ვიხდი, რისი თქმა მინდოდა მეც არ ვიცი, უბრალოდ, ასეთი შემთხვევითი ადამიანები სიხარულის ნაცვლად ხანდახან ისეთ სევდას იწვევენ ხოლმე......

June 13, 2008

მოგონებული ნივთები


ხოდა

დღეს რა მეტაკა არ ვიცი და ჩემი მოსაგონარი ნივთების დალაგება გადავწყვიტე, ბოლობოლო როდესმე ხომ უნდა მომეწესრიგებინა. სველი ტილო ავიღე, გადმოვყარე,გავწმინდე და თავიდან დავალაგე:

ძალიან ლამაზი დეკორატიული ქვა სარფიდან და იდიოტურად მოხატული ქვა ბათუმიდან,პრაქტიკებზე რომ ვიყავი , მაშინ ნაპოვნი, ზღვის ქვები ბათუმიდან, დავხვეტე და წყლიან ვაზაში ჩავყარე, არ არიან მეტის ღირსები....
ხო... მერე გათლილი ჯოხი და პაწუკა გირჩი რკონიდან, ჩემი პირველი "კარვიანი", ფორუმილი ლაშქრობიდან გამოყოლილი... : )))) არც არავის ვიცნობდი, არც არავინ მიცნობდა... მაშინ ვნახე მექსი, ფეხსაცმელი რომ დამისველდა და მოწყენილი ვიჯექი პარალონზე, მოვიდა დაპარკის ფეხსაცმელები გამიკეთა... არადა არ მომეწონა მაშინ, უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა ძალიან.... მეტჯერ არც მინახია, პრინციპში, მაგრამ სიკვდილმა იმოქმედა... იმდენაც ადამიანზე არ დამწყდა გული, ვისაც არ ვიცნობდი, იმაზე დავფიქრდი რომ ერთ დღესაც , ასე, სადმე წასული, შეიძლება ვერასოდეს დავბრუნდე სახლში.....
ნუნისელი გაფხოკილი, წიწვებგაცვენილი ნაძვის თუ რაღაც ამდაგვარის რტო.... რატომ ვინახავ? პატაპუტინას მაგონებს... და მგლებს... და კოცონთან ღამე, სპალნიკში ძილს,( არ ვაპირებდი არადა, ვერც გავიგე ისე ჩამეძინა)))). იქ გავიცანი წივწივა და ალექსაც. უფრო სწორედ, წივწივამ თავისი კურტკა მომახურა, ძალიან რომ მციოდა, მე კი ასეთი რამეები მამახსოვრდება კარგად... თან თურმე მთაში დადიოდა და კლდეზე ცოცავდა.... პირველი მთაშიბოდიალა გავიცანი და ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა.... ალექსაც ყოფილა, არ მახსოვს,თვითონ მითხრა : ))))
შატილელი მთის ბროლი........ შატილი....მიხაროდა შატილში, თითქოს დაკარგული სახლი ვიპოვე დიდი ხნის შემდეგ... მთის ბროლის კრისტალები წყალში ვიპოვე,მდინარეში.
ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტი------ეისიდ ბარი, ჰერმიონი, ჯინი, მორეირა, ხვიარა, ჰარი პოტერი, ჯადოსნური პორტალი, ინტერვიუ... :)))) ბავშვობა..... ჯადოსნური სამყაროს პატარა ნაწილი, დადებითი ნაპერწკალი ჩემს ცხოვრებაში.
თიხის შეღებილი პატარა სოსკიანი ბავშვი... 16 გავხდი რომ მაჩუქეს, მგონი. სკოლასთან,მარის,ბეროსთან ასოცირდება და უბრალოდ, ჩემ იმდროინდელ მეს მაგონებს.
ბირთვისელი ხის ქერქი, და გამხმარი უვიწყარები..... არ დამავიწყდება ბირთვისები.... ის კლდეები, ქარი, და ენიას კელტური მელოდიები..... შენ სულსულ მაღლა ზიხარ, ყველა კლდეზე მაღლა, ქიმზე, ფეხები ჰაერში ქანაობს, ცოტა გადაიწევი და....ფრი...... და აღარ იქნები..... სასწაული სიჩუმე და სიმშვიდე , მიუხედავად იმისა ,რომ ქარი გიწეწავს თმებს, არ არსებობს არაფერი ამ მომენტის და ამ წამის გარდა.. დრო ჩერდება თითქოს ბირთვისებში.... ლამაზია საქართველო.... განსაკუთრებით ლამაზია ბირთვისები, მზე როცა ჩადის.... სისხლისფერ-აგურისფერ-შავია კლდეები, გადაგრეხილი ერთმანეთში, მთელი სისტემა, კუნძულივით ამოსული ვაკეზე.... შორს ჩანს როგორ მოდის წვიმის ღრუბელი, ქუხილიც აღწევს, მოვიდა ნელ-ნელა ჩემამდე, ქარი და წვიმის მსხვილი წვეთები დამიშინა... ჯიუტად გავაგრძელე კლდეებზე ჯდომა, მაწვიმა-მაწვიმა და მერე ისევ თავისი გზით წაწვიმდა.... მიყვარს საქართველო...
დადუკას მოსაგონარიც მაქვს... დადასი კიარადა, დადუკასი.... ბანანებიანი სამაჯური, ჟუვაჩკა, ხურდა და წითელთვალება თავისქალა.... შესანდობარი იყოს....... წითელი კულული აკლია მხოლოდ......
კიდევ..... ხევსურეთიდან ჩანთით ნათრევი სიპის ქვა და ჯოხი მაქვს.... საწყალი ჯოხი თავიდან მეტრი იყო... მერე....მესამე დღე იყო, დილის 9 საათიდან დაწყებული მოვდიოდით ,დაღამდა , საშინლად წვიმდა,ელავდა, გრუხუნებდა, მთელი დღის ნასიარულებს, ფეხები მტკიოდა ისე, რომ ავტოპილოტზეც ვეღარ მივდიოდი, წამოფარებული მქონდა საწვიმარი, მხრები მტკიოდა ჩანთისგან ,მივდიოდი ქვიან გზაზე,ხეობაში, ველოდებოდი ყოველი მოსახვევის მერე სოფლის სინათლეების გამოჩენას, და არადა არ ჩანდა... გაგვაფრთხილეს თან ,მეცხვარის ძაღლები დადიანო,ფრთხილადო და მეჭირა ეს ჯოხი,ხელს ვუწერდი და იმხელა ძალას მაძლევდა... ვერ გადავაგდე, ახლაც შენახულია....
......
ბაღიდან გაფერადებული ბალახი წამოვიღე... სადღეღამისო ბაღი იყო, ფაქტიურად არაფორმალური "პრიუტი". ერთი ბავშვი მომწონდა, დაგლეჯილ ტანსაცმელში, ბუთხუზა,კეთილი თვალებით. მოუქნელად მივეფერე, ვერ მეხერხება და, ისე მომეკრო, გული მომიკვდა. მამიკო მოკვდაო, დედას არ შეუძლია და აქ მომიყვანაო... მონოს ბარათებით თამაშობდა ბავშვი.... საკუთარ თავს პირობამივეცი, დავბრუნდებოდი და საჩუქრებს გავუკეთებდი ,მაგრამ ვერ შევძელი.... არ შევძელი...... ახლა უკვე აღარ იქნება ბაღის ასაკის, იქნებ აღარც ის ბაღია, არ ვიცი....... სადაა, როგორაა..... აჩიკო ერქვა.
ჟონჟოლის გამხმარი ყვავილი--წიფადან, დიადი აღმოჩენების სოფლიდან. მიყვარს ეს მოგონება..... ხის სახლი, შეშის ღუმელი, "ძევიჩნიკი" და მკითხაობა, მწვანე ეზო, ნეო, ულამაზესი ხედი დილით, აივნიდან,ახალგაღვიძებულზე, ერთ-ერთი კარგად გასახსენებელი ქეიფი და გემრიელი ღვინო...შვილების დაბადების და გარდაცვალების თარიღები, ფანქრით, ოთხკლასდამთავრებული ქალის მიერ კარადის კარზე დაწერილი...
გამხმარი ბურთულიანი ნაყოფი--მარი რომ მესტუმრა, და ნარინჯისფერი სამაჯური-- სიღნაღიდან----ისე, შემთხვევით შემოეკედლნენ თაროს.
ბროლი მაქვს კიდევ დავითგარეჯელი. ესეც,პრინციპში, შემთხვევითი სტუმარია.....
გადაჭრილი თოკი... წივწივამ მაჩუქა, ბირთვისული ნათლობის მოსაგონარია, პირველი დაშვებისა კლდიდან,ცურვა და ცოცვა რომ არ ვიცოდი და მაინც წავედი, უფრო სწორად წამიყვანეს და გამამხნევეს, ხელი შემაშველეს,ბევრი მეხუმრეს, ბევრიც მეკაიფეს, რო ვიმხდალე გამომთათხეს კიდეც... აქ გავეცანი როგორია ნამდვილი ლაშქრობა... კლდის ქვეშ ძილი, სიურპრიზული დაბდღე, წვიმა და ჩემი სიგარეტები და რომ მაინც უნდა დავანებო თავი, ჩუნგა-ჩანგა მდინარის პირას...
ფორთოხლის ჩაი და წითელი ბანწიკი აბასთუმნიდან-- არადა არ მომეწონა ჩაი, მაგრამ რამე მინდოდა წამომეღო და... წითელი ბანწიკი, მოვაჭერი რასაც ება, გადავაგდე და ბანწიკი შევინახე, სიმბოლისტკას სიმბოლისტკური ქცევა... : )))) მზე იყო იქ ძალიან ძალიან თბილი, ისეთი შემოდგომის, მე რომ მიყვარს. დაკიდევ ბევრი სიმყუდროვე იყო. უი ხო, მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო იქ, მაგრამ მოვიგერიე :მო:
საყვარელი მიაუ სტიკერი მაჩუქა სვითიმ და შევინახე,დამენანა მიკვრა. იყოს, ბლოგერობისდა აღსანიშნავად. სვითიმ პირველმა იპოვა ჩემი ბლოღი...
ცაცხვის ჩაი უფრო სწორედ, ნარჩენი... აფჩხი რომ მჭირდა, მომინახულეს, მომიტანეს და ბოლომდე არ დავლიე
კიდევ უცნაურად მოხატული და მოსამკუთხო-ტეტრაედრული ფორმის ქვები მაქვს ვერე-რეჩკული ბოდიალიდან..... ომგ, რა საშინელი ბოდიალი იყო, უმიზნო და უშინაარსო... ფეხები ორი დღე მტკიოდა, კედებით ვიყავი და.... გზაში მე და ტარზანკამ გადავაპრიკოლეთ იქაურობაზე და იქაურებზე თორემ რა მეშველებოდა მარტო რომ წავსულიყავი....
კარსანის წუბდისპანსერიდან წამოვაპროწიალე რაღაც წიწვიანის ნაყოფი.... ახლა უკვე გახმა და მილიონ ნაწილად გაიფარჩხა, თავის დროზე ლამაზი ბურთი იყო, მაგრამ მე ასეთი საწყალიც მიყვარს......
მუხის გამხმარი ფოთლები არ მახსოვს საიდან წამოვიღე...... : ((((( არადა აშკარად ახალი მოტანილია...... სად ვიყავი ნეტავ....
კონუსივით დახვეული ნიჟარები კვერცხთა ომიდან და მსოფლიო წარღვნის დღიდან ,მასეთი გემრიელი წვიმა თჲ მენახოს სადმე, მე ვიყო შპროტის ბანკა.
ჩვეულებრივი დახვეული ნიჟარები ბაზალეთის ტბაზე რომ ვიყავით რამდენიმე კაცი, შებოლილი ძეხვივით რომ ჩამოვედი და ორი კვირა კურტკას ვანიავებდი და ვერ ვანიავებდი.
წითელი ვარდი, გამხმარი, ცაბამ დამიტოვა და გადასაგდებად დამენანა, იდგა,იდგა, გახმა და დავდე ჩემს ნივთებთან ერთად.
რაჭველი ქვა შაორიდან და ზნაკვიდან,გადატეხილი ქვაა ჩაქვავებული სხვა ქვაში და მე მელამაზა... ლამაზი იყო ჭრაჭა, სველი, წვიმიანი და გემრიელი...
კიდევ რამდენი მოგონებაა უსიმბოლოებოდ...... და მავიწყდებიან.....