Showing posts with label ალვანი. Show all posts
Showing posts with label ალვანი. Show all posts

March 03, 2011

Letter to someone I’ve drifted away from

მაიკო

არასოდეს არ მესმოდა შენი
არც ემოციების, არც საქციელის, არც ცხოვრების, არც იმის, რატომ იყავი ისეთი, როგორიც იყავი.
კარგი ბავშვი იყავი, უბრალოდ, იქაურობისთვის ზედმეტად თამამი იდეაში კი, სრულიად ნორმალური საშუალოსტატისტიკური თინეიჯერი.

თავის დროზე დედაჩემს და შენს შორის გავაკეთე არჩევანი,
მაშინ ვდარდობდი, ახლა აღარ.

როცა გავიზარდე, მივხვდი რომ დროთა განმავლობაში აღარაფერი მექნებოდა შენთან საერთო, გარდა ბავშვობის წლებისა, თამაშისა და იმისა, რომ იმ პერიოდში, იმ ადგილას და იმ ზაფხულებში ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა, გარდა ერთმანეთისა, და იმიტომ ვიყავით ერთად.

შენ რომ არა, მე არასოდეს
  • გამოვაცხობდი კოცონზე ნამცხვარს,
  • ვივლიდი წისქვილზე საბანაოდ
  • ვიჯდებოდი ვაშლის ხეზე და მივიღებდი "ზაგარს"
  • ვიწუწავებდი მზეზე გამთბარი წყლით
  • ჯერ დავიჭერდი და მერე დავასაფლავებდი ფუტკრებს და გავუფორმებდი საფლავებს (რა სადისტობა იყო ისე)
  • გადავიპარებოდი მეზობლის ბაღში ყურძნის მოსაპარად (არადა სახლში უკეთესები გვედგა)
  • გავსინჯავდი მკვახე სიმინდს
  • სასაფლაოზე სიარული მხოლოდ ბებიასთან ერთად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა

მიხარია, რომ შენნაირი მეგობარი მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში დარჩი და აზრზე არ ვარ სად ხარ და როგორ ხარ, მაინც მიყვარხარ, აი ისე, ნათესავები რომ უყვართ ხოლმე, უპირობოდ, რაც არ უნდა ჩაიდინონ და როგორი უცხოებიც არ უნდა იყონ მაინც, ძველი დროის ხათრით.

April 06, 2010

სააღდგომო არდადეგები

არდადეგები მოვიწყე სერიოზული. სოფელში წავედით, ალვანი დაბლობზეა და საშინლად ცხელა ხოლმე, თბილისიდან თხელი კურტკით წასული მაიკით დავდიოდი ისე დამცხა. ყველაფერი აყვავებული, ხეების უმეტესობა გაფოთლილი, სასწაული სურნელები, ჩემს სოფელში საქონელი როგორც წესი არ ყავთ ან ძალიან ცოტა ყავთ და სულისშემაწუხებელი ყროლიზმები არ აღინიშნება ხოლმე. მოვიმარჯვე ჩემი ჯაბახანა და შევეცადე ცოტა მაინც დამეფიქსირებინა



ატმის ყვავილები



მაგნოლია




ტრიფოლიატის ღობის ელემენტი. ჩვენთან ჯერ კიდევ შემორჩა ეს ტრადიცია, ადრე ლამის მთელ სოფელს ასეთი ღობეები ქონდა. ციტრუსის რაღაც ნაირსახეობაა, რომელი, არ მახსოვს.

შიგადაშიგ ჰიაცინტებიც მოჩანს.


სასაფლაოზე რომ მივედი თვალი მომჭრა, ისე თეთრად ანათებდა.



გაიცანით, ალბათ 100 წლის პანტა მსხალი.



ჩემი საინტერესო საფლავების კოლექციიდან. ეკლესის ფორმის ძეგლი, სადღაც 1.50 მეტრი
90-იან წლებშია გაკეთებული. ალბათ ერთადერთი შვილი ყავდათ.



ისევ პანტები




ეს უკვე მეორე სასაფლაო, ძველი ნამოსახლარის ახლოს, ახლანდელი სოფლიდან 2-ოდე კილომეტრშია, ან უფრო ახლოს, მანძილის ზომვაში ორიანი მყავს მინუსით. ტყის წინ რომ მინდორია, მანდ იყო დედაჩემის გვარის და კიდე ერთიორი გვარის სოფელი, ნიტო კურცხლი-ყურე ნიტო ფარცხალ-ყურე, ადგილობრივ, წოურ დიალექტზე კურდღლის ყურეს ნიშნავს. (ვინც არ იცის, წოვა-თუშები და ჩაღმა-თუშები არიან, 24/7 კამათობენ და კინკლაობენ თუმცა ძალიან უყვართ ერთმანეთი, ფაქტიურად და-ძმებივით არიან :D ) წოვები ადრე ამ გორაკების ძირებში ცხოვრობდნენ, ტყეების პირას, ჩაღმები (ანუ ჩემი წინაპრები) მთაში, 1921-ში მოკიდეს ყველას ხელი, შექმნეს და დაგეგმეს ალვნები და გადმოასახლეს, დედის დედა ყვებოდა ხოლმე, ჩვენი სახლი იქიდან წამოღებული ფიცრებითაა აშენებულიო.



სადაც ახლა ცხვარი ძოვს, ადრე პაწუა სოფელი იყო, ტყეში თეთრი ლაქები ოდესღაც არსებული ხეხილის ხეებია, ეტყობა ტყემ ცოტა წინ გამოიწია და...




კიდევ უფრო შორეული ხედი, გზას თუ გაუყვები, სხვა "ყურებსაც" გაივლი.
სასაფლაო მთაზეა შემოკოფსებული, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, და ცისკარიშვილები კიდევ სუუუუუულ ზემოთ, სურათზე ბაბუაჩემია, დედის მამა, უკან კიდევ ტყე მოჩანს.


ეს ქართული ჯადვარია, ჩემს ბავშვობაში ძალიან ბევრი იყო, ახლა ცოტაღაა შემორჩენილი :(


აღდგომას შუამთის დედათა მონასტერში შევხვდი, ჩემი მეგობარი მიდიოდა და როგორ არ წავყოლოდი... ტრადიციულად, მრევლმა ნერვი მომიშალა, ჯვრის მთხვევისას გადავიწერე პირჯვარი, მივდივარ და წინ ვიღაც კაცი ისე ჩამიხტა, გეგონება იღუპებოდა და სიკვდილის წინა წამებში უნდა მოესწრო... ვერ ვიტან მსგავს რაღაცეებს, კონცენტრირება მიჭირს ძალიან. ბავშვები ყავდათ კიდევ ჩვილი, ზოგი ჭყაოდა, ზოგს გული მისდიოდა და იყო ერთი ამბავი.
მერე გათენდა და მე რის მე იყო, სურათები რომ არ გადაეღო. ადრე კარავთან ერთად ვიყავი და არ გადაგვაღებინეს, უცებ შეგვიშვეს და გამოგვიშვეს, ხმაც კი არ ამოგვაღებინეს, აპარატებს ვინ ჩიოდა, ხოდა ახლა ავამუშავე... ეს ეზოა, სულ ქვებითაა მოპირკეთებული.

თვითონ ტაძარი.

გარეთა ეზოში, სანამ თვითონ ტაძრის ეზოში შეხვალ, ეს ხე შემიყვარდა ჯერ კიდევ წინა ექსკურსიაზე.



გათენდა და მზემ გააფერადა.



ია იყო ბევრი და ბევრზე ბევრი


ქვებს შორისაც კი.

მონასტრის შიდა ეზო.


სახლში რომ დავბრუნდი, სადარბაზოდან გადავუღე, იმდენი მიპოზიორა...

დაბოლოს, ნანდული კახური მწვადები made by პერწკლი და მარი. ასეთი გემრიელი დიიიიიდი ხანია არაფერი მიჭამია, ნაცნობისგან იყო ხორცი ნაყიდი, ახალდაკლული, რბილი, წვნიანი, მოკლედ, მნამ!
პ.ს. დედაჩემი პასკას საერთოდ არ აცხობს, არადა ისე მიყვარს და სადაც მივდიოდი და მივდივარ ვიხვეწები მაჭამეთ თქო :D
დღეს მოიტანა უფროსმა და ისეთი ნეტარებით ვჭამდი, კიდე მოგიტანო :მორცხვ: