Showing posts with label სადაც ვყოფილვარ. Show all posts
Showing posts with label სადაც ვყოფილვარ. Show all posts

August 29, 2011

პრომეთესკენ მიმავალი გზა რომელიც კუჭზე გადიოდა

მიყვარს, როცა ადამიანებს შეუძლიათ, ყველაფრის მიუხედავად, აი ასე, უცებ, აიღონ ჩანთები და ყოველგვარი გეგმის გარეშე გაუდნენ გზას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს სადმე.




პარასკევს დილით ყაზბეგში მივდიოდი, საღამოსკენ ბორჯომი გადავწყვიტე, შაბათს დილის ათ საათზე ქუთაისის მარშუტკაში ვიჯექი და სადღაც რომელიღაც მღვიმეში მივდიოდით მე, ხათო, იმედა და გიორგი.

ბავშვი რომ მიგყავს სადმე და ხუთ წუთში ერთხელ კითხულობს, როდის ჩავალთო, აი ის ტიპი ვიყავი მე იქითა გზაზე, სანამ სადგურთან მდგარ მაკდონალდსში არ შევედით და ჩიზი და ყავა არ დავიდგი წინ და მივხვდი რომ სამყარო მშვენიერი და ფერადია.

პრომეთეს მღვიმის ძიებაში ცოტა ვიბოდიალეთ და დავასკვენი, რომ:
  • ქუთაისში და მიმდებარე ტერიტორიებზე ყველა მარშუტკა რატომღაც ლარი ღირს, სადაც არ უნდა მიდიოდეს ის
  • ზურგჩანთიანი ადამიანი უცხოელი გონიათ (თუმცა, ორი წითელთმიანი და ორი ქერა ცოტა დამაბნეველია, ვიცი) და ისტერიულად იწყებენ მის ლანძღვას ან შეცოდებას (აბა ახლა ამათი ცხოვრება ცხოვრებააო?)
  • და როგორც კი ქართულად დავილაპარაკებდით ყველას იმედები უცრუვდებოდა
  • ბავშვები უფრო თამამებიარიან და "ჰელოუ"-ზე ჩვენს "გამარჯობას" აიგნორებდნენ და ლამის სამჯერ მოგვესალმა ვიღაც საყვარელი პატარა ბიჭი
ხოდა გამოვედით მაკიდან, გავუყევით გზას, ვიყიდეთ მაღაზიაში არაქისი, კეტჩუპი, პური, სემიჩკა, მწნილი, (ჩემს ჩანთაში იყო სამი შეკვრა მდნარი ყველი+ხლებციც+შოკოლადიც) ალაგებს გიორგი ჩანთაში და უცებ გაუფართოვდა თვალები და "ეს უნდა ვჭამოთ ორი დღეე?" და დაამატა ძეხვი და შესქელებული რძე. არადა ჩემთვის რომ გეკითხა, ზედმეტიც კი გვქონდა. მოგვიანებით მე და ხათომ დავასკვენით რომ მამრები რაღაც განსაკუთრებულად ჭედავენ საჭმელზე, აი ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ყავაზე...



ასე ორი თუ სამი მარშუტკის გამოცვლის მერე მივედით ყუმისთავში, ქუთაისიდან ჯერ წყალტუბოს გადიხარ და მერეა ყუმისთავი, ანუ პრომეთეს მღვიმე. ტესტირების რეჟიმში მუშაობდა, შესვლა უფასო იყო და ხალხი დედაბუდიანად იყო მოსული, ახალშობილიც კი შევნიშნეთ იქვე. ჩვენ 23-ე ჯგუში ჩავეწერეთ და ჯერ მხოლოდ მეცამეტე შედიოდა, ყოველ თხუთმეტ წუთში შეყავდათ ჯგუფები, მაგრამ ისა, დიდხანს ლოდინმა არ მოგვიწია იმიტომ რომ ხალხს სავარაუდოდ, ძალიან დაეზარა ლოდინი და უცებ, ანუ ასე საათნახევარში შევედით, შესვლის წინ ვიღაც დეიდამ საყვარლად დამაშინა, იქ ღამურები იქნება, ყინავს, და საერთოდაც ძალიან საშიშიაო.



საშიში არ ვიცი და იმის გაცნობიერება, რომ მიწის ქვეშ დადიხარ, ცოტა ისა... ლამაზი იყო, ჰაერი ნესტიანი, გრილი, სულაცარცივი, სტალაქვიღაცეებიც კაი ტიპები იყვნენ, მაგრამ ხელის შეხება არ შეიძლებოდა.



გამოსასვლელში მოხუცი დაგვხვდა, რომელიც თურმე აგერ უკვე 70 წელია, გამოქვაბულს დარაჯობს.

საყვარელი, ძლივსღა იდგა ფეხზე, ჯოხით ხელში და სიბერეს არ ეპუებოდა.




ყუმისთავიდან მარშუტკას გამოვყევით ვიღაც არქეოლოგი გოგოების ჯგუფთან და მღვიმის გამცილებელთან ერთად ხოდა იმ გამცილებელმა რატომღაც გადაწყვიტა რომ სათაფლიის გადასახვევთან კი არა, 500 მეტრით იქით უნდაჩამოვსულიყავით, წყალტუბოს "ცენტრში". აქ ისევ ვიყიდეთ რამეები, ანუ პამიდორი და პეჩენიები და შევუდექით გზას ფეხით.
ძალიან არ მიყვარს ასფალტიან გზაზე ბოდიალი, ამიტომაც თუ სადმე რამემ გაიარა ყველას და ყველაფერს ხელები ვუქნიე, ამასობაში გიორგი ყველა მაღაზიასთან, რაც კი შემოგვხვდა, იმაზე მსჯელობას იწყებდა, კიდევ ხომ არ გვეყიდა რამე, იმიტომ რომ ცოტა საჭმელი გვაქვს.



საბოლოოდ, ერთი თავისითგაჩერებული სვანმძღოლიანი და ერთიც ჩემგაჩერებული სათაფლიელი თანამშრომლის წყალობით მივაღწიეთ მინდორს, ნაკრძალამდე არმისული, სადაც იყო სწორი ადგილი კარვისთვის, 50 მეტრში წყარო და გარშემო (ერთი შეხედვით) ტყე, შეშისთვის.

არასოდეს, არც ერთ ტყეში, არც ერთ ლაშქრობაში არ გვიწვალია ამდენი ორი კონა ფიჩხისთვის. ხეების გამხმარი ტოტები ვტეხეთ, ძირს დაყრილი ფიჩხები ვაგროვეთ, ეკლებში ვიძრომიალეთ იმისთვის რომ დიდი ტოტი გვეშოვნა. ერთს ეკლებიანი ბარდი ეჭირა და ანათებდა , მეორე ტეხავდა, მერე მეორე იჭერდა იმ ეკლიან ბარდს და პირველი მოტეხილ შეშებს მიათრევდა. ბარდების ეკლები ცალკე ხომ გვერჭობოდა და იმ ხეებსაც ეკლები ქონდათ და ისინიც მწარედ ირჭობინებოდნენ, ერთი ჯაჯგურისას პირდაპირ ფრჩხილში გამერჭო და ცოტა ხანი ჰიტლერივით დავდიოდი ხელაწეული, როგორმე ტკივილი რომ შემეცოტავებინა.



მერე წყაროზე წავედით, სანამ პამიდორები ირეცხებოდა და ბოთლები წყლით ივსებოდა რომ ბანაკში დარჩენილი ხალხისთვის მიგვეტანა დასალევად, (აქ უნდა დავწერო, რომ ხათომ თერმოსი მოგვცა წყლისთვის და თურმე შიგ ყავა ყოფილა და გადმოისხა და კინაღამ თან გავყევი, ისე მინდოდა კბილი მიკაწკაწებდა), აღმოვაჩინეთ რომ წყლის რეზერვუარში ანუ საიდანაც ეს წყარო გადმოდიოდა, ძალიან საყვარელ ბაყაყს ეძინა.

ხოდა, გვქონდა კარავი, კოცონი, ქარი, და ძალიან ვარსკვლავიანი ცა და ვიწექით პარალონებზე, საძილეებში გახვეულები, ვუყურებდით ცას და მე ვფიქრობდი რომ აი რა სისულელეა, კოსმოსში მივფრინავთ და სამყაროს მიკრონაწილაკები ვართ არა ისა...


და მე არ ვიცი რა ვუჯადოქრეთ წივწივას კარავს ასეთი, რომელიც მთელი ღამე თავზე გვემხობოდა, რამდენი ქარი დაუბერავდა იმდენი თავიდან ვაწყობდით კარავს, თან შიგნიდან, ხელების ფათურით. ცოტა რომ გამოთენდა, მერე საერთოდაც იმედა ადგა და ჯოხებს უჩხიკინა, მერე მეც ავდექი და ვუჩხიკინე და ამასობაში ხათომ ისეთი სახით გაიღვიძა, თავზე საძილე წაიფარა და გადაბრუნდა, მივხვდი, ჯობდა სასწრაფოდ მოგვეკეტა და დაგვეძინა.



სათაფლიამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი და წავცახცახდით, მე მწყუროდა წყალი და მინდოდა ყავა, ერთი კილომეტრი გავიარეთ აღმართ-აღმართ და მე საკუთარ თავს ვპირდებოდი რომ აი ცოტაც, მალე მიხვალ და მე შენ ყავას დაგალევინებ და აი ავიარე ბოლო აღმართი, დავაგდე ჩანთა, მივვარდი მოლარეს, ხეპლ მი, სადაა აქ წყალი? და პასუხი- დაღმართზე ჩადი და მოსახვევში იქნება და ვაიმე, აი ვაიმევაიმევაიმე! ამხელა ფილარმონია სათაფლიაა, ექვსი ლარი ღირს შესვლა და ერთადერთი, ქეციანი, უქეციანესი წყაროა შესასვლელიდან 50 მეტრში და აი მე მოვედი ზურგჩანთიანი ამოფოფხებული ფეხით და თურმე უკან უნდა დავბრუნდე რომ წყალი დავლიო... კერქით რა :/

ვიშოვეთ წყალი, ყავები, გამოვიხედე თვალებში და ვიგრძენი რომ აი ემ სოუ ხეპი და სანამ ბიჭები სათაფლიას ათვალიერებდნენ, ჩვენ გარეთ ვიჯექით, ყავას ვსვამდით და ისა...



მერე იყო ბოდიალი ქუთაისში, საჭმლის ძიება-ძიებაში აღმოვაჩინე რომ აქურობა ლამაზი ყოფილა, უგემურზე უგემური ხინკლები ქუთაისის მაჭახელაში, (თუმცა ეს ხინკლები სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბიჭებს სახეზე ბედნიერი ღიმილი დაბრუნებოდათ) ჩემს მიერ სამჯერ ოფიციანტის მიერ წაღებას გადარჩენილი ლიკანის ცარიელი ბოთლი (შიგ წყალი ესხა და გადამიქციეს და რად მინდოდა არ ვიცი მარა ხელს არ ვუშვებდი)



და მერე ვნახეთ ლიკა და წავედით მოწამეთაში და ისა, იქ იწერდნენ ჯვარს ისინი, მონადირე და მარმენიო და ძალიან ლამაზი იყო ის ცერემონია, ხანჯლების წკარუნის ქვეშ რომ გამოვიდნენ ეკლესიიდან და მე მივხვდი რომ ასეთი ჯვრისწერა/ქორწილში არის რაღაც, ისეთი, ქართულსულიანი.

ხოდა მერე კიდევ შევედით მაკში და ვჭამეთ რამეები (მე მოვასწარი და მგონი ვიღაცას ვეჩხუბე იმიტომ რომ კატაზე ვდარდობდი და ისა) და წამოვედით სახლში.






დასკვნებისნაირი რამეები:
  1. ყველაზე ძალიან ასეთი, არეულდარეული, სადაცდაგიღამდებაიქდაბანაკებადი და ცოტაადამიანი ლაშქრობები მიყვარს მე
  2. ლაშქრობებში დალეულ ყავებზე გემრიელი ყავები მე ჯერ არსად არ დამილევია
  3. კაცების გზა კუჭზე გადის, ქალებისა ყავაზე
  4. ადამიანების უმეტესობა ისე კვდება, რომ იქვე, ყურისძირში მდებარე ულამაზეს ადგილებს რატომღაც არ ნახულობს.
  5. ყუმისთავის (პრომეთს) მღვიმე ჩემთვის სამუდამოდ იმ მოხუც ბაბუასთან იქნება ასოცირებული, 70 წელი რომ იცავდა.

July 26, 2011

თუშური ჩემ-ფესვ-ტური II

ჩვენ ამ დღეს ორჯერ გაგვიმართლა, ორმაგად დავიკარგეთ:
  • დიკლოში მიმავლები ომალოს ბილიკს დავადექით
  • და ომალოს ბილიკზე დამდგრებმა ეგ ბილიკიც დავკარგეთ
  • კიდევ კარგი დავკარგეთ, გადავრეკეთ და დიკლოს ბილიკი მიგვასწავლეს
  • მეორე გამართლება-დათვის ბუნაგს ვესტუმრეთ და სახლში არ დაგვხვდა

ხოოოოდა, მეორე დღეს დილით წვიმიანი დილა რომ დავინახე, გულზე შემომეყარა, გამოვძვერი კარვიდან, გავშალე ცალი ფეხი, მივლასლასდი ნაკოცონარ ადგილთან და შევუშვირე ჩემი შავი შორტიკები გასაშრობად.

ამასობაში რკინის კრუშკები შემოდგეს ცეცხლზე, მე მივხვდი რომ ცხელი წყლის მათხოვრობას აზრი არ ქონდა, რიგში ისედაც ბევრი იდგა ჩემამდე, ალექსას გაზი გამახსენდა და ოლია მათხოვრის და აბეზარი ბუზის როლში შესულმა მივაჭერი, ფლიიიიზ ყავა თქო, ხოდა ასე და ამდაგვარად მე და ხათოს და კიდევ მაკას გვერგო ცხელი ქაფქაფა ყავა იმ ცივ დილას. (ალექსა ამასობაში მთის ქონდარს არეკლამებდა, მაგრამ ყავა ჩვენი არსობისა-ო მივუგეთ ჩვენ )





მერე წავცანცარდით მე და ხათო, წინა დღეს ალვანის სახლში შუქი დაგვეტოვებინა და გასაღები გამოატანეთ ბესოსო დამირეკა თამაზიმ, მივეცით გასაღებები, შევარჭეთ დასატენად ტელეფონ-ფოტოაპარატები, გავისეირნეთ დართლოში და დავალევინეთ თვალებს წყალი, ვითამაშეთ კდემამოსილი მანდილოსნების როლები, მე ამასობაში მივხვდი რატომ მქონდა შატილში "სახლშიდავბრუნდი" შეგრძნება, სიპისქვებიანი სახლების გამო, ხოდა ამასობაში სხვებიც მოვიდნენ, ბრაზიანმა შორენამ გვითხრა ეკლესიის ადგილიდან გამოდით დროზე, თორემ წვიმა მოგივათო (შორენასთვის ექსკლუზიურად არ გაწვიმდებოდა რამდენიმე კვადრატულ სანტიმეტრზე ეტყობა :უსერ:)

ჩანთები დავტოვეთ, დიკლომდე უჩვენოდ წაიღებდა მანქანა და დავადექით ბილიკებს, რომლებითაც უნდა გადავსულიყავით დართლოდან დიკლოში ჩიღოს გავლით.



ჩიღომდე მარტივი იყო, თუ რამდენიმე ცხვრის ბინას არ ჩავთვლით, წარმოიდგინეთ, მიდიხარ შენთვის, უცებ ხედავ ცხვარს სადღაც შორს და მოექანება შენკენ კბილებდაღრჭენილი უზარმაზარი ქოფაკი და გიყეფს. თან ვიღაც ძაღლი აგვეკიდა და მთელი გზა წარმატებულად მიშლიდა ნერვს, იმიტომ რომ ძაღლის დანახვაზე უფრო წიოკდებოდნმენ ის ქოფაკები.

იდეაში მეცხვარის ძაღლი არ იკბინება, უბრალოდ გიყეფს და განახებს რომ "აქ მე ვარ და აბა დროზე დასტოვა ტერიტორია", თუ ბილიკზე ერთად შეჯგუფდება რამდენიმე კაცი და მშვიდად გაივლის, ხელის ქნევის, ჯოხის მოღერების, ქვის სროლის, წივილ-კივილის და მსგავსი მანიპულაციების გარეშე, არც თვითონ არ ერჩის , ყეფა-ყეფით გააცილებს, სანამ იმ ტერიტორიას არ გადაცდება, რომელიც თვითონ აქვს "მონიშნულ-მისაკუთრებული" და შორს წასულსაც მიაყეფებს ერთ-ორს, პროფილაქტიკისთვის.

თავიდან ძალიან მეშინოდა, აი უძალიანესად, დიკლოდან გასულებიც არ ვიყავით, მეცხვარე შემოგვხვდა ცხვარი მიყავდა სადღაც და ეს მოგზაური ძაღლები ისეთი გაცოფებულები იყეფებოდნენ, ბოლო ხმაზე ვიკივლე გაიყვანეთ თქო, მოვიდა მერე, გვიშველა. მერე და მერე მივეჩვიე, ისინი ყეფდნენ, ჩვენ ერთად ვქუჩდებოდით და ნელა გავდიოდით ბილიკზე, აქეთ-იქიდან ძაღლები მოგვდევდნენ და ყეფდნენ, მეცხვარეები არც კი გვიმჩნევდნენ, ერთს გამოიხედავდნენ (ან არც გამოიხედავდნენ) და საქმეს აგრძელებდნენ, ამით კიდევ უფრო ვმშვიდდებოდი, ე.ი. იცის რომ არაფერს არ გვიზამენ თქო და ვაგრძელებდი ბილიკზე სიარულს.

იმჰო, თუ ცხვრის გადარეკვისას შემოხვდი და არა ჩვეულ ადგილას, კიდევ უფრო აგრესიულები არიან.


ხოდა ამასობაში მივედით ჩიღოში, დიდი არაფერი, პაწუკა სოფელი, ერთი ოჯახი დაგვხვდა სულ და იქაური მყეფარი, რომელსაც ჩვენი ძაღლი შემოეკბინა, საოჯახო სასტუმროც იყო, სამჯერადი კვებით 50 ლარიო, უკვებოდ 30. თითქმის ყველა სოფელშია მსგავსი სასტუმროები, დაგაძინებენ, გაჭმევენ, შხაპსაც მიგაღებინებენ.


იქ აგვიხსნეს რომ "ქვასთან მარჯვნივ უნდა გადაგვეხვია", მერე მდინარე გადაგველახა ხიდით, მერე ბილიკით ავიდოდით, გადავივლიდით დიკლოს მთას და დავინახავდით მთის წვერიდან დიკლოს. ხოდა, ძალიან მოვინდომეთ და დავინახეთ "ქვა", გადავუხვიეთ მარჯვნივ, დავიწყეთ დაშვება ციცაბო ბილიკზე, ტყეში, გავიგონეთ მდინარის ჩხრიალი, გაგვიხარდა, მივედით ახლოს და... მდინარეზე გადებულია ოთხი მორი, რამდენიმე ადგილას გარდიგარდმო სხვა მორით გამაგრებული, დაბლა ლოდებზე მოჩქეფს მდინარე და ვიღაც ღადაობს რომ ერთი ხელ-ფეხის აცდენა და ვსო, კაპუტ... ცურვა თუ არ იცი, მართლა 100% კაპუტ, თუ ცურვა იცი, ან გადარჩები ან არა, სწრაფი დინებაა და შეიძლება რომელიმე ლოდზე მიგახეთქოს.









წარმოდგენა რომ შეგექმნათ, აქ დაშვება ახალი დაწყებული გვაქვს არასწორ ბილიკზე და ხეობაში ჩავდიართ, სიღრმე არ ჩანს...





პირველები გერმანელი გოგო და ორი ჩვენი ბიჭი გადავიდნენ, მერე კიდევ სხვა გოგოები, მე ვიდექი და მუცელი ამტკივდა შიშისგან და სანამ სიმხდალე მომრევია წავალ თქო, ჩანთა ქსოვრელმა გადამიტანა, შარფი მოვიხსენი მხრებიდან (ბუზ-კოღო-ქინქლებს ძალიან გაუხარდათ) თავი ხელში ავიყვანე, მორებზე დავჯექი და ისე დავიწყე გადასვლა.

ამ დროს მთავარია, ძირს არ ჩაიხედო და პირდაპირ იყურო, თორემ მოგეჩვენება რომ ხიდი მდინარეში მიცურავს, დაგეხვევა თავბრუ და მოადენ ტყაპანს, ძალიან ვცდილობდი წინ მეყურა, მაგრამ ისიც ხომ უნდა დაინახო, რას კიდებ ხელს და სად ჯდები და უცებ მივხვდი რომ დამერხა, მეჩვენება რომ "მივცურავ", თან საშინელი სისწრაფით, დავხუჭე თვალები, თავბრუმ უცებვე გამიარა, წამოვდექი და ახლა ოთხზე მდგარმა გავაგრძელე გადასვლა (აქ ზურგსუკან ვირაცის ყვირილი მომესმა, ხათო ყოფილა). ოთხით უფრო მარტივი აღმოჩნდა და ასე გავედი მეორე ნაპირზე. რეალურად, რომ არა ჩემი ცურვის არცოდნა, ძალიან მშვიდად გადასასვლელი ხიდი იყო, ჯუსტ ცოტა უნდა გაგეჭირვებინა და გეფოფხა.

მეორე ნაპირზე დაგვხვდა წელამდე ბლახები და ბილიკის არანაირი ნიშანწყალი, არადა უნდა ყოფილიყო. რატომღაც მდინარის მიმართულებით გადავწყვიტეთ წასვლა, გავუყევით ნაპირს, ჯუნგლი, ბლახი, ბუზი, კოღო, ჩახერგილი ტყე, წაქცეული მორები, ზოგგან დამპალი, უამრავი ტყის მარწყვი (გამოვკსტი, ისეთი გემრიელი იყო), ალაგ-ალაგ დათვის ნაგორავები. პარალელურ რეჟიმში რამდენიმე კაცი ცდილობდა სწორი მიმართულების დადგენას.





ნაგორავებს რომ გადავაწყდით და დათვი ვახსენეთ, ნაიამ მოიმარჯვა მობილური და რომელიღაცა კეთილი ადამიანის და შემდგომ მეორე კეთილი მწყემსის დახმარებით და რჩევით დავბრუნდით უკან, ისევ გადავფოფხდით იმ ხიდზე (დიდხანს ვბჭობდით ღირდა თუ არა გადასვლა, ნაწილი ამტკიცებდა რომ დიკლო მაინც აქეთ მხარესაა და ასევე უნდა ავაჭართ მდინარის გაყოლებაზეო), უკან გადაფოფხება უფრო რთული აღმოჩნდა, მეორე ნაპირი ამჯერად უფრო მაღლა იყო ვიდრე აქეთა და ხიდის ბოლოსკენ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უკან ვვარდებოდი.

ავიარეთ ის აღმართი უკან. უფრო სწორად, ავფოფხდით, ასვლა არ ერქვა ამას. წყალიც გვითავდებოდა და თან ნერვი მეშლებოდა, იმხელა დაღმართ-აღმართს რომ მივასკდით უაზროდ. გზადაგზა წამდაუწუმ ვჩერდებოდით და მე სერიოზულად ვიფიქრე ჩიღოში გაგვეთია ღამე, მეორე დღეს გადავიდოდით დიკლოში, ფიფლებმა არაო და ნუ კაი, ავფოფხდით როგორც იქნა ზემოთ, ქსოვრელის ჩხუბის თანხლებით, დავინახეთ ნანგრევები და ნაიას მეცხვარის მითითების მიხევით დავეშვით ქვემოთ, მერე იყო ხიდი, ხიდის ზემოთ წყარო, სადაც თვალებში გამოვიდეხედეთ და შევუდექით ბილიკს სულ ზემოთ და ზემოთ, ალაგ მდელოზე, ალაგ ტყეში, თან სერპანტინებად იყო ეს ბილიკი და სადაც დასასვენებლად დავჯექით ყველგან ქონდარი გავჭყლიტეთ და ეს ლაშქრობა ამ სუნთან ასოცირდება ჩემთვის. ზოგადად, ძალიან მინდოდა დამეჩივლა დავიღალე თქო, მაგრამ ერთ-ერთ მოლაშქრეს მუხლი ქონდა ნატკენი, ტკივილგამაყუჩებელი დალია და ისე მოდიოდა, ორი ჯოხით და იმას რომ ვუყურებდი, ვკეტავდი და გზას ვაგრძელებდი ჩუმად.



ის ნამდვილი ხიდი რომ დავინახე, მეორე სუნთქვა გამეხსნა

გზადაგზა არყის ხეების ტყეს შევხვდით, თუშეთში და არყის ხეები, არ ველოდებოდი.



წიწვიანების იყო ალაგ-ალაგ


ამასობაში ჩამოღამდა, ფაქტიურად ოთხით მივფოფხდი მთის წვერამდე, საიდანაც დიკლო ჩანდა და ქვებზე დავეხეთქე დასასვენებლად. მციოდა, მყინავდა, თბილი არაფერი არ წამოვიღე რატომღაც (შტერ) და საწვიმარში გავეხვიე.

წვერზე საყვარელი მესაზღვრე დაგვხვდა, ცოტაზე გაგვაცილა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ძაღლების დანახვისას შევჯგუფებულიყავით და ისე გაგვევლო, დაგვემშვიდობა და ჩვენ სრულ უკუნეთში გავაგრძელეთ გზა, ტყეში.



დიკლოს ახლოს ძაღლების ყეფა გავიგონეთ, ვიცადეთ იქნებ ვინმე გამოვიდესო (ახლოს ისმოდა ყეფა), არავინ რომ არ გამოვიდა, რაღას ვიზამდით, წავცანცარდით და აღმოჩნდა რომ საერთოდაც მეორე მთაზე ყეფდნენ ის ძაღლები.



სოფელთან არმისული ჯიპის ეკიპაჟს დაენთო ცეცხლი და გველოდებოდნენ, ისე უბოდიშოდ დავასკდი პარალონზე, არც კი მიკითხავს შეიძლებოდა თუ არა და რაღაც პურს წავეპოტინე. ვერ შევჭამე, თავი არ მქონდა, გადავაგდე, ვიჯექი და ცეცხლზე ვლღვებოდი.

ამასობაში ჩვენი ბარგიც მოიტანეს და მოდით აქო დაგვირეკეს სოფლიდან, წავჩანჩალდი, ახლა უკვე ავტოპილოტზე (მომთენთა ცეცხლმა) კინაღამ კრაზანების თაიგული დამრჩა, გზადაგზა რომ ვაგროვე, ჩავედით სოფელში, ახლა იქ დავსხედით რაღაც სკამზე... ხოდა ისხდნენ ის ქალები და ჩაღმურად ქოთქოთებდნენ რა უთავბოლო ხალხიაო, თავი რომ ვერ შევიკავე და პასუხი რომ გავეცი ცოტაარიყოს გაუკვირდათ, როგორ გავიგე რას ლაპარაკობდნენ, მერე ავუხსენი რომ თუში ვიყავი და ახლა ის გაუკვირდათ, რატომ ჩაღმურად არ ვლაპარაკობდი. მერე გამომკითხეს ვინ ვიყავი და ააა, საბდოს გერის შვილი ხარ-ო? (საბედა ბაბუაჩემის მეშვიდე თუ მეექვსე ცოლია, ანუ ჩემი ბებიანაცვალი)... საბედნიეროდ გამოკითხვა ამით დამთავრდა და ლეონკე ბელადიძემ მოგვაკითხა, სახლის კარი გაგვიღო...
















მე სასწრაფოდ ყველაზე რბილი ლოგინი დავიკავე ჩემთვის და ხათოსთვის, იქვე მდგარი სავარძელი საწყობად გამოვიყენე, დავიკიდე ყველანაირი ხმაური-ყაყანი-ვიღაცისფეხის და კედლებში გამჯდარი ცხვრის სუნი, პლედი დავიფარე ფეხებთან, ტანსაცმლიანად ჩავძვერი საძილეში, ისე რომ შარვლის ღილიც კი არ გამიხსნია, გადავბრუნდი კედლისკენ, არადა არ მეძინებოდა, უბრალოდ, არაფრის თავი აღარ მქონდა, დაღლილობისგან გული მერეოდა, თან ძალიანძალიან მშიოდა და ვნატრობდი ნეტა ვინმე მოიფიქრებდეს, პურის ფინჩხას შემომთავაზებდეს თქო მარა ვის ქონდა ჩემი თავი ყველა გაჭირვებული იყო იქ.

ბუნდოვნად მახოვს როგორ ხმაურობდნენ და ჭამდნენ ვიღაცეები ოთახის მეორე ბოლოში, როგორ ომახიანად გეგმავდა ნიკოლოზი რაღაცას, როგორ ჩაძვრა ხათო საძილეში და რაღაცეებს იძახდა (თუ არ იძახდა?), როგორ შევუღრინე რომელიღაც ტიპს, შენი ფეხსაცმელი ოთახიდან გაიტანე თქო, როგორ იმტკიცებდნენ ვიღაცეები საწოლებს და წინ და უკან დაათრევდნენ ლეიბებს და მერე აღარაფერი არ მახსოვს მეორე დილამდე, როცა შორენა შემოჩხუბდა ოთახში, ადექით, ორეთის ტბაზე უნდა წავიდეთ ცხენებითო....


პ.ს. ოდესმე თუ დართლოდან დიკლოში ფეხით გადასვლას დააპირებთ - დართლოდან ჩიღომდე მართლა ერთადერთი ბილიკი მიდის, ჩიღოში რომ შეხვალთ, სოფლის გავლით ქვემოთ უნდა დაეშვათ, გადალახოთ პატარა ღელე/ხევი ქვებზე სკუპსკუპით, გაყვეთ მარცხენა, ყველაზე ზემოთა ბილიკს, ბილიკი მოუხვევს და აიწევს ცოტა ზემოთ, ცოტას გაივლით და დაინახავთ ნანგრევებს (სოფლიდან გამოსვლიდან ასე 10-15 წუთში ან არც), დაეშვებით დაბლა ისე რომ ნანგრევები მარჯვნივ დარჩეს, ბილიკზე შემოგხვდებათ დიდი წითელი ქვა და წახვალთ მარჯვნივ, ზიგზაგისებურად ეშვება ბილიკი ტყეში, ზოგგან მაღალ ბლახებში იკარგება და წყლიანდება და რუს გავს და არ შეიმჩნიოთ, გააგრძელეთ გზა, მიადგებით ადამიანურმორებიან ხიდს, ხიდთანვე გრძელდება ბილიკი, რომელიც ადის მარჯვნივ და ზემოთ და რაც მთავარია, 5-ოდე წუთში გხვდებათ წყარო, ასერომ მდინარის წყლის ამოხაპვით თავს ნუ მოიკლავთ. მერე გაყვებით ამ ბილიკს, ივლით-ივლით, ერთადერთია და ვერ დაიკარგებით. მთის წვერზე ცოტა მდელოზე იკარგებასავით მარა უკვე იმ ადგილას, საიდანაც დიკლოც მოჩანს. მერე ძაღლებია და უნდა შეჯგუფდეთ, მერე გზა ისევ ტყეში შევა და ისევ ვერ დაიკარგებით და ასე ჩაბილიკდებით დიკლოში და არ დაგავიწყდეთ მანდაურობა მომიკითხეთ და გულნაზის გადაეცით დიდი მადლობა შხაპისთვის და საყვედური ძროხის ყველის და არაკოტრული ხაჭაპურებისთვის.

May 30, 2011

ექსკურსნახევარას ამბავი ანუ ყვაყვაჩოები


იყო და არა იყო რა, იყო ერთი მე, რომელსაც შუაღამის თორმეტზე მოუარა, სადმე ბლახებში მოუნდა და ექსკურსიაზე ჩაეწერა.
ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიებზე უნდა ენახა რამეები
  • ხოდა, მაღვიძარამ რომ ვერ დარეკა დილით და ნინძასავით ლოგინიდან წამომხტარი ყავადაულევლად რომ მიასკდა შეკრების ადგილას და კინაღამ რომ დააგვიანდა, ეგ არაუშავს.
  • მარშუტკაში რომ აუტანლად ცხელოდა, ეგეც არაუშავს.
  • მეზობლები რომ ძალიან ყაყანებდნენ, ერთდროულად სამი პარტია, ჯანდაბას, ხალხია, ლაპარაკი უყვართ.
კიდევ კარგი, ნაცნობები მაინც იყვნენ, ნუ, 60% ხომ იყო.

დღისოთხად-ოთხი კაიფი იყო

1. სკამი ბოლნისის სიონის ეზოში და იმ სკამის ზემოთ დიდი თუთა და მე ვიწექი სკამზე და მდუმარებით ვკაიფობდი







2. წუღრუღაშენთან არსებული მაღლობი ბლახებით და თეთრი-ფერადი ყვავილოზავრებით









3. გვირილებიანი მინდორი რაღაცნაირსახელიან ეკლესიასთან, წყალს რომ უგავდა სახელი






4. ყაყაჩოებიანი მინდვრის დანახვით გამოწვეული ეიფორია, სიხარული, ხტუნვა, სუნთქვის შეკვრა.









და ვსო

მერე ვიგრძენი, რომ ყაყაჩოების მძაფრი სუნი მაინცადამაინც არ მსიამოვნებდა, ამტკივდა თავი (მეწვოდა ტოესწ), დამეწყო გულისრევის შეგრძნება და ერთადერთი, რაც მჭირდებოდა, იყო მარტო ყოფნა, თვალების დახუჭვა, არაჯანჯღარა ადგილი და რამე მჟავე, ამ შემთხვევაში ალუჩა. ხალხი ციხეზე ავიდა, მე დავჯექი ბალახზე, ცოტა მძღოლს ვეჭორავე, ცოტა გავისეირნე და მეტ-ნაკლებად კარგად ვიყავი, სანამ ისევც დავიძვრებოდით ადგილიდან

ზუსტად არ მახსოვს, რა ხდებოდა სანამ თბილისამდე ჩამოვიდოდი, რაღაც პერიოდი გავითიშე, მეძინა და თან არც მეძინა, ამან ცოტა მიშველა, ზანავი-ნუნისის გახსენება დავიწყე იანოსთან ერთად, მერე ისევ დავიძარით და ერთადერთი, რაც დარჩა, იყო ნატვრა, რამენაირად სახლამდე მიმეღწია და ყავა დამელია, ძლიერი, მუქი, ტკბილი... თან ფანჯრები დაგმანეს და საერთოდ გავაფრინე, ჰაერი მშველოდა ცოტა.

ჩამოვედით.. ამიგოს წყალობით სახლში ძალიან სწრაფად მივედი, მოვიდგი ყავა, ვიბანავე, ალუჩა ვჭამე და აზრზე მოვედი, თუმცა მეორე დღესაც გადმომყვა ცოტა...
ხოდა ასე

ჩემსავით რომ არ დაგემართოთ, ძალიან დიდხანს ნუ იკოტრიალებთ ხოლმე ყაყაჩოებში )))