May 13, 2009

ის რისიც თურმე ყველაზე ძალიან მეშინია

ეს არის წნევა!
ტოესწ,დაბალი წნევა.
სისხლის მიმოქცევის რეგულირების დარღვევაა თუ არ ვცდები და დღეს ძალიან რომ მტკიოდა თავი, წნევა გამიზომეს და ჩვეული 110/70-ის მაგიერ 80/40 მქონდა, აი რასაც ქვია მიფეთქავდა და მეწვოდა თავი. ასე ცუდად მართლა არ ვყოფილვარ არასოდეს, არა,ვიტყუები, ამაზე ცუდადაც ვყოფილვარ, მარა ასე შეშინებული არასოდეს.
იმდენად შემეშინდა, რომ ვაღიარე, მეშინია თქო, არადა მქონია კენჭის გავლა თირკმელში, ისეთი რამეა, კედლებზე გადი-გამოდიხარ. გამსიებია კბილი, ფილტვების ანთება საკმაოდ მძიმედ, ბატონები... მაგრამ "მომირჩება რა პრობლემაა". მარა აი წნევააა, ძლიერი თავისტკივლის და კვნესების ფონზე წარმოვიდგინე როგორ მიმდის გული, როგორ მებნიდება გონება, როგორ მემართება ათასი საშჳნელება.


სასწრაფოდ შოკოლადი და ტკბილი და მაგარი ყავა ვშთანთქე,(ფუ რა საძაგლობა იყო სიროპივით ყავა) მაგრამ არ გამიარა.
მერე სახლში წავედი, გზაში გულისრევის შეგრძნება მქონდა, ყურებში წუოდა და მივხვდი რას ნიშნავს ფეხები უკან მრჩებაო, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს მე მივდიოდი და კიდურები მომთრევდნენ. ტანი ძირს მქაჩავდა, მიწისკენ, მუხლები კი ვეღარ უძლებდა და სადაცაა მომეკეცებოდა, პლიუს მზეზე ვიდექი, ანგორის ჟაკეტი მეცვა და მაინც მამცივნებდა.

კოფეინი ვიყიდე, ამპულის, დავლიე, ფეხები ზემოთ შემოვალაგე, არ მივაქციე ყურადღება აკანკალებულ თითებს და დაველოდე შედეგებს, პარალელურად იმაზე ვფიქრობდი ღირს თუ არა სასწრაფოს გამოძახება და ძალიან დამცინებენ თუ არა რომ გამოვიძახო. არადა 3-4- საათის განმავლობაში არ მქონდა დადებითი შედეგი.

მერე წავედი ცხელ წყალს შევუშვირე ხელები,თან საჭმელი გავიკეთე (მშიოდა და რა მექნა), ცხელმა წყალმა ცოტა აზრზე მომიყვანა, ამასობაში მეგობარმა, გამო ჩემთან მე გიშველიო, ყავა და შოკოლადი დამახვედრა შავი და დავლიე-ვჭამე და კიდევ უფრო უკეთ გავხდი.
მოკლედ, გადავრჩი!

ასე რატო შემეშინდა?


  1. ჩემის მოკლე ჭკუით, წნევა რომ დაბალია,სისხლი კარგად არ მოძრაობს, ტვინსაც არ მიეწოდება წესიერად საკვები და ჟანგბადი და ძალიან თუ დაიწია ალბათ გული წაგივა და სახლში როცა მარტო ხარ, ძალიან საშიშია, ერთხელ ადრეც წამივიდა გული დასიცხულზე და ეგეც ეყოფა ჩემს საწყალ ტვინს, თან ისიც არ ვიცი მაშინ რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, მარტო ვიყავი და...
  2. ბავშვობაში, 2 წლისაც არ ვიყავი, ბებიაჩემის თვალის წვეთები დავლიე, იმან ვერ დაინახა და დასაძინებლად რომ დამაწვინა და აღარ გავიღვიძე, არ ვიცი ვინ, მარა ვიღაცამ შეამჩნია ცარიელი პიპეტკა და სასწრაფოდ გამაქანეს საავადმყოფოში, თურმე არც კი მესინჯებოდა წნევა. გამომათრიეს რასაც ქვია, "იქიდან".

პ.ს. თუ ოდესმე კოფეინის დალევას გადაწყვეტთ, ამპულის არ იყიდოთ, უსაზიზღრესი გემო აქვს!
პ.პ.ს. დიდი შანსია ჩემი შიშები სიმართლეს არ შეესაბამებოდეს და ოდესმე თუ დაბალი წნევა შემოგიტევთ ჩემსავით არ დაპანიკდეთ, უბრალოდ დალიეთ ბევრი ცხელი მაგარი ყავა, რაც შეიძლება მუქი შოკოლადი, წამოწექით და ფეხები ზემოთ აწიეთ და რამე სასიამოვნოზე იფიქრეთ.

5 comments:

Anonymous said...

ყველაზე ძალიან ასეთ სიტუაციებში რაც მაშინებს, ისაა, როდესაც აკეთებ, აკეთებ რაღაცას და არ შველის.. მე მქონდა ერთხელ, სიცხემ დამიწყო აწევა, 5 საათის განმავლობაში 37,3 –დან 40,1–მდე ავიდა, იმის გათვალისწინებით რომ პარალელურად წამლებსაც ვსვამდი, ნემსებსაც მიკეთებდნენ და ჩემი ფეხები. აი, მაშინ მართლა ძალიან ძალიან ძალიან შემეშინდა.. წნევაც საოცრად ცუდი რაღაცაა, იმიტომ რომ სიცხის პარალელურად წნევა დამივარდა და სტანდარტული 120/70–ს მაგივრად 70/50–ზე მქონდა xD . ახლა კი მეღიმება, მაგრამ მაშინ რეალურად "ანდერძს ვწერდი".. და მახსოვს, დედაჩემის მართლა დაპანიკებული სახე რომ ვნახე პირველად (და იმედი მაქვს ერთადერთხელ).. )

Chaotic said...

მე მქონდა ბავშვობაში ეგეთი "გამოთრევის" მომენტი. ნაწლავების გადახლართვა მქონდა და ექიმებს დიფტერია ეგონათ. დედაჩემი სამედიცინოზე სწავლობდა და მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო კარგად და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით -მომიპარეს საავადმყოფოდან ოჯახის წევრებმა და გამაქანეს სოხუმში (2 თვის და 20 დღის ვიყავი). იქ 7 საათიანი ოპერაციის შემდეგ, გადავრჩი :D

თორე, რა ბლოგერი დავაკლდებოდი ბლოგოსფეროს :ვაიჩემსპატრონს: :D


წნევაზე ყავა მშვენიერია. თუმცა, დაბალი და მაღალი წნევის დროს სხავდასხვა ადგილას გტკივა და სულ მერევა ეგენი და ვპანიკდები, მაღალი ხომ არ მაქვს, კიდევ ყავას რომ ვსვამთქო... ჯერ ცოცხალი ვარ, ესე იგი, დაბალი მაქვს ხოლმე :D

ntvare said...

isa da cxeli cylistvis xelebis SeSveraze ki giceria miSvelao, magram eg idea maincdamainc ar momecona. cxeli cyali sisxlZarRvebs afarTovebs da aman SeiZleba kidev ufro daagdos cneva :yes:

პერწკლი said...

ნტვარე--კიდევ უფრო უცნაური, დაბალი წნევის სიმპტომების დროს ცხელი წყლით თავის დაბანაც მშველის მე :უსერ:
ეტყობა მაღალი მაქვს და დაბალი მგონია? : )))

გურამი said...

ა კამპოტ? :)

წნევის მომატების ბევრი ხერხია. აი დაწევისა რა გითხრათ. გაზაფხულზე საერთოდ ვარდება ხოლმე წნევა და ბევრი სითხე უნდა მიიღო ნორმაში ჩასადგომად.