Showing posts with label საწყალი. Show all posts
Showing posts with label საწყალი. Show all posts

November 12, 2009

თბილად, მაგრამ თხლად


ძალიან მცივანა ვარ და ამავე დროს ვერ ვიტან ბევრი და თბილი ტანსაცმელი რომ მაცვია, ამიტომ როგორც კი შემოდგომა მოდის, მაშინვე იწყება თავისტკივილი სახელწოდებით "არაფერი მაქვს ჩასაცმელი" მაშინ, როცა კარადაში ჯემპრების მთელი არმია მილაგია.
(ჯემპრები დედაჩემის ნაყიდია, მე გამორიცხულია, ოდესმე ნაქსოვ რამეში ფული გადავაგდო).
სანამ თბილოდა, მეტნაკლებად გამქონდა თავი ბაიკის ჟაკეტებით და შიგნით თხელი მაიკა ან პლაში+"საროჩკა".
ახლა რომ აცივდა, თბილი დუტის კურტკა და შიგნიდან მოკლემკლავიანი ან სახელოიანი თხელი მაიკები მაცვია და რომ შემხედო, სეზონის გიჟს ვგავარ ამ ბეწვიანი დუტით.
მეორე დუტიც მაქვს, გარანტიას ვიძლევი, ჩრდილო პოლუსზე არ შეგცივდებათ, ისეთი თბილია, ყინვებში თხელი ჯემპერივით რამით და ამითი ისე დავდივარ, ვერც კი ვგრძნობ რომ ცივა + ქუდის ბურძგლები ქარს და სიცივეს იჭერს 100%-ით და სახემდე არ უშვებს.

ხოდა რატომ დავწერე ეს ყველაფერი...
ორი დღეა ვაგზალზე დავეხეტები, რამე სახელოიანი თხელი მაიკა მინდა, კურტკის ქვეშ ჩასაცმელად, და ვერ მიპოვნია, სულ უთბილესი ჯემპრები ან ფრონცქი საროჩკებია, კურტკის ქვეშ რომ შეგეცოდებიან გასაჭყლეტად პლიუს ჩემთვის მოუხერხებელია. ძალიან ვეცადე მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიწონე : (

რა უბედურებაა, რატომ აცვია ამ ხალხს თხელი მოსაცმელი და ნაქსოვი ჯემპრი,რომელშიც ქარი და სიცივე ატანს?
რამე მაზოხისტური კაიფია და მე ვერ ვიგებ?
არა კი ვიცნობ ადამიანს, რომელსაც უყვარს სიცივე, წვიმა, ქარი, მაგრამ ის არც ცდილობს "თბილად" ჩაიცვას, თხლად აცვია ხოლმე.

May 13, 2009

ის რისიც თურმე ყველაზე ძალიან მეშინია

ეს არის წნევა!
ტოესწ,დაბალი წნევა.
სისხლის მიმოქცევის რეგულირების დარღვევაა თუ არ ვცდები და დღეს ძალიან რომ მტკიოდა თავი, წნევა გამიზომეს და ჩვეული 110/70-ის მაგიერ 80/40 მქონდა, აი რასაც ქვია მიფეთქავდა და მეწვოდა თავი. ასე ცუდად მართლა არ ვყოფილვარ არასოდეს, არა,ვიტყუები, ამაზე ცუდადაც ვყოფილვარ, მარა ასე შეშინებული არასოდეს.
იმდენად შემეშინდა, რომ ვაღიარე, მეშინია თქო, არადა მქონია კენჭის გავლა თირკმელში, ისეთი რამეა, კედლებზე გადი-გამოდიხარ. გამსიებია კბილი, ფილტვების ანთება საკმაოდ მძიმედ, ბატონები... მაგრამ "მომირჩება რა პრობლემაა". მარა აი წნევააა, ძლიერი თავისტკივლის და კვნესების ფონზე წარმოვიდგინე როგორ მიმდის გული, როგორ მებნიდება გონება, როგორ მემართება ათასი საშჳნელება.


სასწრაფოდ შოკოლადი და ტკბილი და მაგარი ყავა ვშთანთქე,(ფუ რა საძაგლობა იყო სიროპივით ყავა) მაგრამ არ გამიარა.
მერე სახლში წავედი, გზაში გულისრევის შეგრძნება მქონდა, ყურებში წუოდა და მივხვდი რას ნიშნავს ფეხები უკან მრჩებაო, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს მე მივდიოდი და კიდურები მომთრევდნენ. ტანი ძირს მქაჩავდა, მიწისკენ, მუხლები კი ვეღარ უძლებდა და სადაცაა მომეკეცებოდა, პლიუს მზეზე ვიდექი, ანგორის ჟაკეტი მეცვა და მაინც მამცივნებდა.

კოფეინი ვიყიდე, ამპულის, დავლიე, ფეხები ზემოთ შემოვალაგე, არ მივაქციე ყურადღება აკანკალებულ თითებს და დაველოდე შედეგებს, პარალელურად იმაზე ვფიქრობდი ღირს თუ არა სასწრაფოს გამოძახება და ძალიან დამცინებენ თუ არა რომ გამოვიძახო. არადა 3-4- საათის განმავლობაში არ მქონდა დადებითი შედეგი.

მერე წავედი ცხელ წყალს შევუშვირე ხელები,თან საჭმელი გავიკეთე (მშიოდა და რა მექნა), ცხელმა წყალმა ცოტა აზრზე მომიყვანა, ამასობაში მეგობარმა, გამო ჩემთან მე გიშველიო, ყავა და შოკოლადი დამახვედრა შავი და დავლიე-ვჭამე და კიდევ უფრო უკეთ გავხდი.
მოკლედ, გადავრჩი!

ასე რატო შემეშინდა?


  1. ჩემის მოკლე ჭკუით, წნევა რომ დაბალია,სისხლი კარგად არ მოძრაობს, ტვინსაც არ მიეწოდება წესიერად საკვები და ჟანგბადი და ძალიან თუ დაიწია ალბათ გული წაგივა და სახლში როცა მარტო ხარ, ძალიან საშიშია, ერთხელ ადრეც წამივიდა გული დასიცხულზე და ეგეც ეყოფა ჩემს საწყალ ტვინს, თან ისიც არ ვიცი მაშინ რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, მარტო ვიყავი და...
  2. ბავშვობაში, 2 წლისაც არ ვიყავი, ბებიაჩემის თვალის წვეთები დავლიე, იმან ვერ დაინახა და დასაძინებლად რომ დამაწვინა და აღარ გავიღვიძე, არ ვიცი ვინ, მარა ვიღაცამ შეამჩნია ცარიელი პიპეტკა და სასწრაფოდ გამაქანეს საავადმყოფოში, თურმე არც კი მესინჯებოდა წნევა. გამომათრიეს რასაც ქვია, "იქიდან".

პ.ს. თუ ოდესმე კოფეინის დალევას გადაწყვეტთ, ამპულის არ იყიდოთ, უსაზიზღრესი გემო აქვს!
პ.პ.ს. დიდი შანსია ჩემი შიშები სიმართლეს არ შეესაბამებოდეს და ოდესმე თუ დაბალი წნევა შემოგიტევთ ჩემსავით არ დაპანიკდეთ, უბრალოდ დალიეთ ბევრი ცხელი მაგარი ყავა, რაც შეიძლება მუქი შოკოლადი, წამოწექით და ფეხები ზემოთ აწიეთ და რამე სასიამოვნოზე იფიქრეთ.