Showing posts with label ბზუ. Show all posts
Showing posts with label ბზუ. Show all posts

June 29, 2011

გავიზარდე


აღმოვაჩინე, რომ უკვე აღარ შემიძლია/მეხალისება
  • 24/7 მეგობრებთან ერთად (დრო აღარ მაქვს)
  • ჩატებში/ ფაცეზე/ფორუმებზე უცნობებთან ჭორაობა
  • ძალიან ადვილად დამეგობრება
  • ახალ ადამიანებთან ადაპტაცია
  • თავზესაყრელი დრო აღარ მაქვს
  • ზაფხულში ორ-სამთვიანი დასვენება და სოფლის ბირჟაზე გატარებული უსაქმური დღეებიც წარსულს ჩაბარდა
  • ღამისთევაც
  • მომავალზე ოცნებაც
ძალიან გავიზარდე.
სიმშვიდე მინდა
და
მეგობარი
მაკლია.

May 20, 2011

რა არის თქვენი ჰობი?


მაშინ ის ვუპასუხე, რაც ჩემს ჰობებში ყველაზე ბანალური იყო

აბა იმას ხომ არ ვუპასუხებდი, ემოციების და მოგონებების შეგროვებაა თქო

იმიტომ რომ

მოხუცი რომ/თუ გავხდები და წითელი კვერცხების შესაღებად მივუჯდები გამურულ ქვაბს,
შემთხვევით მოხეტებული უცხო ხალხისთვის რამე ხომ უნდა მქონდეს მოსაყოლი
თუნდაც ის, როგორ დავდიოდი და როგორ მოვიარე საქართველო ახალგაზრდობაში,
რა გადამხდა, რა არ გადამხდა
და...

რაშუაში იყო ახლა ეს...

როცა სულ მარტო დავრჩები, ფიცრებისგან აგებულ ფიცრულში
ხომ უნდა მქონდეს რამე
რის გამოც გავიღიმებ
კაი ხო
თუ არ გავიღიმებ, ის მაინც ხომ მეცოდინება, რომ
აი იმ სასახლეში 213213 ადამიანთან ერთად მცხოვრებ ადამიანზე მეტი მაქვს მოსაყოლი.

ჩემი ემოციები ჩემი სიმდიდრე...
რაღაც ნამეტანი ბევრი ფული მაქვს ამ ბოლო დროს
თან შავი

ვისესხებ ოქროს, პროცენტებით დაბრუნების გარანტიით.

მე აღარ მაქვს, გამომელია, და ჩემს ბანკს ჯერ არ მოუჭრია ახლები, ბოდიში.

April 29, 2011

ამ მთისა, იმ ბარისა...


ბანანის გემო ტუჩებზე
Redbull+vodka
და
თავისუფლება უდაბნოს ცხელ ქვიშებში.

არაფერია იმაზე მარადიული ვიდრე ემოციები.

დედამიწა არც ისეთი მრგვალია, როგორც ჩვენ გვგონია
ქვა ვერ შეხვდება ქვას
თუმცა ჩვენი მთები ერთ დროს ოკეანის ფსკერზე იყვნენ,
ზღვის ვარსკვლავებს, როგორც ფოსტალიონებს
მიმოქონდათ ამბები
იმ მთისა, ამ ბარისა...

ისე, უბრალოდ...
იმ მთისა...
ამ ბარისა...

March 05, 2011

ყაყაჩო


ჩვენ გვიყვარს და გვედარდება ადამიანები, როლებიც გვტკენენ
ჩვენ ვტკენთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ და ვედარდებით
ალბათ იმიტომ რომ
ვინც გიყვარს, იმასთან ის ხარ, ვინც ხარ
და
ჩვენ ძალიან იშვიათად ვართ კარგები
ხოლო როცა კარგები ვართ
მაინც მოგვეძებნება საქციელები
რომლებითაც ვტკენთ მათ, ვინც გვიყვარს.


მე არ მჯერა სიტყვის "მიყვარხარ"
და არასოდეს არ მითქვამს
პირველის გარდა, რომელიც უკანასკნელი გახდა.

მე თქვენ არასოდეს არ გეტყვით რომ "მიყვარხარ"
იმიტომ რომ
სისულელეა
სასაცილოა
და
ყალბად ჟღერს
(ყოველშემთხვევაში, ჩემგან).

მე შეიძლება მიყვარდეს ბალახში წოლა, ხეზე ჯდომა,
დახუჭულ თვალებში შემოპარული მზე...

ადამიანები, უბრალოდ, ვეგუებით ერთმანეთს
როგორც გასაღები და კლიტე
სიყვარულის სახელით
ალბათ იმიტომ რომ
გავართლოთ, რატომ ვართ ადამიანებთან
რომლებიც
გვტკენენ
თუნდაც უნებურად
თუნდაც ხანდახან
თუნდაც სინანულით და მონანიებით
და
თუნდაც თვლიდნენ რომ ჭრილობიდან ჩიქრია ამოსაღები
ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე
ჩვენ მაინც არ გავრბივართ

ვრჩებით

და როცა ვერ ვხვდებით, რატომ ვრჩებით

სიყვარულის სახელით ვამართლებთ
საკუთარ თვალებში
რომლებშიც მზეეები დადიან მაშინ
როცა მასთან ვართ,
ვინც გვტკენს
ხოლმე
ხანდახან
და
ნებ-უნებურად.

March 01, 2011

წერილი ადამიანს, ვინც მინდა რომ მაპატიოს



  • პატიების ფუნქცია გამორთული მაქვს კაკ მინიმუმ, ან საერთოდ არ მაქვს ჩამონტაჟებული.
  • საბედნიეროდ საპატიებელი რამეების სიაში ძალიან ცოტა და ძალიან უცნაური რამეები შედის. უცნაური, "სტანდარტული" ადამიანებისთვის.
  • და მე არასოდეს მავიწყდება ის, რაც ჩემს თვალში სიტყვა "პატიების" ღირსი გახდა.
  • ფეხზე მკიდია ის, რომ დაიგვიანეთ, უხეშად მიპასუხეთ, უხეშად მომმართეთ, დამცინეთ და ა.შ. (უბრალოდ, ადამიანების ჩემეული კლასიფიკაციის შესაბამის კატეგორიაში გადახვალთ ავტომატურად) გააფუჭეთ ჩემი ნივთი (ნივთია, ან გაფუჭდება ან გამოფუჭდება), ნუ კიდევ რაზე პატიავდებიან ხოლმე?.... სულერთია რა,
  • რასაჭიროა ჩვენს გარშემო ადამიანები, რომლებიც ყველაფრისგან პრობლემებს ქმნიან და იგრუზებიან და ცდილობენ ჩვენც შემოგვახოცონ ემოციები? გაცილებით უფრო გაგიიოლდებოდათ თქვენც და მეც ცხოვრება, თუ ბევრ რამეს ცოტა უფრო მარტივად შეხედავდით.

არ არსებობენ ადამიანები, ვისდამი მსგავს წერილს დავწერდი, ადამიანების უმეტესობა საამისოდ ზედმეტად უმნიშვნელოა, ნაწილი ჩემი აზრით არაადეკვატურად ითხოვს და ითხოვდა ბოდიშებს, იმ ადამიანმა, კი ვისი აზრიც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთხელ მითხრა, რაც არ უნდა "დააშავო", შენზე აზრი არ შემეცვლებაო (ნეტა თუ ახსოვს რომ მითხრა :D ) ხოდა მეც არაფერსაც არ მივწერ, ისედაც იცის რომ თუ რამეს ვაშავებ, უნებურად მომდის. :უსერ: .

გმადლობთ ყურადღებისათვის და მაპატიეთ თქვენი დრო რომ დავხარჯე ისეთ სისულელეზე ლაქლაქით როგორიცაა რევერანსობანა და მოცლილიდამახათმომარჯვებულიადამიანებისგასართობობანა :D

პ.ს. ვინაიდან მე საშინლად სუბიქეტური ვარ, ყველა ზემოთჩამოთვლილი პუნქტი პირველი ორის გარდა ძალიან ინდივიდუალურია ხოლმე სხვადასხვა ადამიანების მიმართ. :D

August 09, 2010

ვიკ-ენდი ტყეში


განა რა, მაგრამ ამ შაბთკვირას წლის პირველი ნამდვილი ტყიანი და მდინარიანი გასვლა მქონდა.



თავისი მოტეხილი ხეებით, ბალახების ჯუნგლებით, ფეხებს რომ კაწრავდნენ (მე შორტები მეცვა)

ფონად ტყიანი მთებით და სუფთა ჰაერით


ჩახერგილი ხეებით (მე ქვემოდან გავძვერი, როგორც კომპაქტური, დანარჩენები გადაფოფხდნენ.



ალაგ-ალაგ ჩრდილებიც იყო. პირველად ვიყავი წიწვოვან ტყეში, რომელიც არც ისეთი გრილი, ტენიანი და შრიალაა, როგორც ფოთლოვანი.




ლურჯი


ბლაბლაბლუდა



მდინარის ნისლები



აქ გზა დაგვებნა, სხვაგან გავედით, მდინარის სხვა ნაწილას გვინდოდა მთიდან დაშვება... გზას ეძებენ, ზოგი ეწევა, მე ვმედიტირებ.



ასეთი სატოპბი იყო ბევრი-ბევრი, ტვინს ღუნავდნენ



მწწწწწ


წწ


მზიური პეპელა.

იმდენი სატოპები იყო, ბოლოს ფეხზე გავიხადე დ ბავშვობა გავიხსენე. (არა, ბავშვობაში ასე არ მტკიოდა).



ცხელოდა-ცხელოდა მაგრამ ძნელი არ იყო, სასიამოვნოც კი... ხალხები გაწითლდნენ, მე არც შემეტყო მზე.


ალაგ-ალაგ მინდორებიც იყო.


ალაგ გზა პირდაპირ მდინარეს მიუყვებოდა



ეს ისე...


გადამიღე თქო და გადამიღეს.

ტოპ-ტოპ, არ იცით რა კარგია შიშველფეხიანი მტვრიან გზაზე სიარულის მერე მდინარეში ჩასვლა. თან რა ცივი იყო, ყინულივით.



კლდეები უცნაური ფორმის, თითქოს ჩაუწიკწიკებიათ ხელოვნურად.





ცის მდინარე...


დავიღალე, ვა!

May 14, 2009

პოზიტივი


ყოველ დილას დაუზარებლად ადგომის მიზეზი მაქვს.
ისე სულ მეზარება ხოლმე

May 13, 2009

ის რისიც თურმე ყველაზე ძალიან მეშინია

ეს არის წნევა!
ტოესწ,დაბალი წნევა.
სისხლის მიმოქცევის რეგულირების დარღვევაა თუ არ ვცდები და დღეს ძალიან რომ მტკიოდა თავი, წნევა გამიზომეს და ჩვეული 110/70-ის მაგიერ 80/40 მქონდა, აი რასაც ქვია მიფეთქავდა და მეწვოდა თავი. ასე ცუდად მართლა არ ვყოფილვარ არასოდეს, არა,ვიტყუები, ამაზე ცუდადაც ვყოფილვარ, მარა ასე შეშინებული არასოდეს.
იმდენად შემეშინდა, რომ ვაღიარე, მეშინია თქო, არადა მქონია კენჭის გავლა თირკმელში, ისეთი რამეა, კედლებზე გადი-გამოდიხარ. გამსიებია კბილი, ფილტვების ანთება საკმაოდ მძიმედ, ბატონები... მაგრამ "მომირჩება რა პრობლემაა". მარა აი წნევააა, ძლიერი თავისტკივლის და კვნესების ფონზე წარმოვიდგინე როგორ მიმდის გული, როგორ მებნიდება გონება, როგორ მემართება ათასი საშჳნელება.


სასწრაფოდ შოკოლადი და ტკბილი და მაგარი ყავა ვშთანთქე,(ფუ რა საძაგლობა იყო სიროპივით ყავა) მაგრამ არ გამიარა.
მერე სახლში წავედი, გზაში გულისრევის შეგრძნება მქონდა, ყურებში წუოდა და მივხვდი რას ნიშნავს ფეხები უკან მრჩებაო, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს მე მივდიოდი და კიდურები მომთრევდნენ. ტანი ძირს მქაჩავდა, მიწისკენ, მუხლები კი ვეღარ უძლებდა და სადაცაა მომეკეცებოდა, პლიუს მზეზე ვიდექი, ანგორის ჟაკეტი მეცვა და მაინც მამცივნებდა.

კოფეინი ვიყიდე, ამპულის, დავლიე, ფეხები ზემოთ შემოვალაგე, არ მივაქციე ყურადღება აკანკალებულ თითებს და დაველოდე შედეგებს, პარალელურად იმაზე ვფიქრობდი ღირს თუ არა სასწრაფოს გამოძახება და ძალიან დამცინებენ თუ არა რომ გამოვიძახო. არადა 3-4- საათის განმავლობაში არ მქონდა დადებითი შედეგი.

მერე წავედი ცხელ წყალს შევუშვირე ხელები,თან საჭმელი გავიკეთე (მშიოდა და რა მექნა), ცხელმა წყალმა ცოტა აზრზე მომიყვანა, ამასობაში მეგობარმა, გამო ჩემთან მე გიშველიო, ყავა და შოკოლადი დამახვედრა შავი და დავლიე-ვჭამე და კიდევ უფრო უკეთ გავხდი.
მოკლედ, გადავრჩი!

ასე რატო შემეშინდა?


  1. ჩემის მოკლე ჭკუით, წნევა რომ დაბალია,სისხლი კარგად არ მოძრაობს, ტვინსაც არ მიეწოდება წესიერად საკვები და ჟანგბადი და ძალიან თუ დაიწია ალბათ გული წაგივა და სახლში როცა მარტო ხარ, ძალიან საშიშია, ერთხელ ადრეც წამივიდა გული დასიცხულზე და ეგეც ეყოფა ჩემს საწყალ ტვინს, თან ისიც არ ვიცი მაშინ რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, მარტო ვიყავი და...
  2. ბავშვობაში, 2 წლისაც არ ვიყავი, ბებიაჩემის თვალის წვეთები დავლიე, იმან ვერ დაინახა და დასაძინებლად რომ დამაწვინა და აღარ გავიღვიძე, არ ვიცი ვინ, მარა ვიღაცამ შეამჩნია ცარიელი პიპეტკა და სასწრაფოდ გამაქანეს საავადმყოფოში, თურმე არც კი მესინჯებოდა წნევა. გამომათრიეს რასაც ქვია, "იქიდან".

პ.ს. თუ ოდესმე კოფეინის დალევას გადაწყვეტთ, ამპულის არ იყიდოთ, უსაზიზღრესი გემო აქვს!
პ.პ.ს. დიდი შანსია ჩემი შიშები სიმართლეს არ შეესაბამებოდეს და ოდესმე თუ დაბალი წნევა შემოგიტევთ ჩემსავით არ დაპანიკდეთ, უბრალოდ დალიეთ ბევრი ცხელი მაგარი ყავა, რაც შეიძლება მუქი შოკოლადი, წამოწექით და ფეხები ზემოთ აწიეთ და რამე სასიამოვნოზე იფიქრეთ.

April 05, 2009

ჩამოვედი, ოდა

მერე დავწერვიწუწუნვიფხორებ, მეზარება ახლა, საჭმელი უნდა გავიკეთო, ლექტორთან დავრეკო და კიდე კატას უნდა მივხედო, გამიველურეს სულ!

მოვწერწუწუნფხორდი.

რა ხდებოდა სადაც ვიყავი,პრინციპში ისეთი არაფერი, არც ასეთი, გარდაიმისა რომ კიდევ ერთი ბარიერი გადავლახე, სახელწოდებით "პროვინციელი უცხოს აზრი". ბევრი ვსვი-ვჭამე-ზევიუსაქმურე, ვილოთავე კიდეც. ერთი ცუდი თვისება აქვს ამ ჩემ ვიკენდებს, თავისუფლებაზე ყოფნის და ამ სამყაროს დავიწყების ფუნქცია მივანიჭე და როცა შუა ნირვანაში მწარედ გამოგაფხიზლებენ, ძალიან ძნელია ადეკვატური დავრჩე, თუმცა დამრღვევს რას ვერჩი, მართალია...

სამაგისტრო თემა მაქვს დასაწერი და ისეთი პანიკა მჭირს, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ, თან მეშინია, რომ ვერ "დავიცავ" და რამე საშინელებას მკითხავენ და მე დებილივით დავაღებ პირს. მილიონი თემა დამიწერია, თან საკმაოდ კარგად, მარა ეს სამაგისტროს დაწერის პრინციპი სხვაა და რომ არ ვიცი ბზზზზ მჭირს. ესე ვარ საერთოდ, პირდაპირ პანიკა მეწყება, ვყოფ თავს ბაკანში და სანამ მე გამოვძვრები ნახევარი შანსები დაკარგულია ხოლმე (შანსები შეუსაბამო სიტყვაა,სხვა ვერ მოვიფიქრე უბრალოდ იმ დაკარგული დროს აღასანიშნავად). თან ხელმძღვანელი საზღვარგარეთაა და ვის ვთხოვო რჩევა პატრონი არ მყავს : ))) (ეს პატრონი არ ითვლება, ამან იცის მარა ჩემი თემის სპეციფიკა არ იცის) თან ისეთი ვაჟნი ქალია, მერიდება. იდეაში კითხვებიც არ მაქვს ჩამოყალიბებული თან და რაც მაქვს ის დებილურად მეჩვენება.

მოკლედ ისეთი შეგრძნებაა რომ ივლისის დასაწყისში მიმთავრდება ცხოვრება და უფსკრული იწყება და უნდა მოვასწრო რაც შეიძლება ბევრი რამ, მერესი კი მერემ იდარდოს, თუნდაც მერე მე ვინანო, ახლა ხომ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ თუნდაც იმ ნახევარი საათით ან უფრო მეტით.

ასე და ამგვარად დასრულდა ჩემი კიდევ ერთივიკენდი მზიან სამოთხეში და ახლა ერთფეროვანი სულის დამამძიმებელი რუტინა იწყება, შესაბამის ადგილებში სიარულით და ხასიათით.

პატივისცემით

ლუციფერი.

პ.ს. პირველად ვნახე სპექტაკლი დარაბებს მიღმა გაზაფხულია, ადრეც მქონდა ნანახი, არ მახსოვდა უბრალოდ და ისა, რო მახსენდება ახლაც ცუდად მხდის : (((((


პ.პ.ს. სააადმე მივარდნილ ადგილას, ბუნებაში მინდა პატარა სახლი, წავიდოდი ერთიორი წლით საცხოვრებლად.

March 22, 2009

ვოიაჟი ბაზრობაზე და კატა სამოთხეში

აიაიაი უნამუსო ვიყო, კატა ვნახე დღეს სამოთხეში მყოფი. ჩემი ფისოსთვის უნდა მეყიდა საჭმელი და გავიხედე და ზის დიიიიდი მსუქანი რიჟა კატა, შევიცხადე როგორც ყოველთვის "უი,კაატა",თან იჯდა შუა გასასვლელში მედიდურად და გზას არ უთმობდა არავის. მერე მეორე კატაც დავინახე, ძალიან დინჯად დაიარებოდა საჭმლის პარკებზე, მერე ერთი ამოარჩია დაჯდა და ჭამა დაუწყო. სულ ცალ თათზე ეკიდა მყიდველებიც და ისიც რომ ვისაც არ ეზარებოდა ყველა ეფერებოდა, იფერებდა და იყო კმაყოფილად.
აი მე რო მიმიყვანო კოსმეტიკის და ტანის მოვლის განყოფილებაში და მითხრა რაც გინდა შენი იყოსო, მერე ანალოგიურად ფოტოაპარატი ამარჩევინო, იმ კატაზე ბედნიერად ნამდვილად არ ვიგრძნობ თავს ალბათ.
დღეს მთელი დღე რაღაც ძაან კმაყოფილი დავდივარ ისე გამიხარდა იმ კატის კაი ცხოვრება
თან კიდე დღეს თბილოდა და მზე იყო და კაი პონტი იყო, მერეკიდე ისეთჳ ლამაზი ჭრელი ფერადი რუკზაკი დავინახე და ძალიან პატარა იყო, და ჩემი მეგობარი ეუბნება გამყიდველს, კიდე კარგი სხვაც არ გაქვთ თორემ იყიდიდა და დაიჭერდაო აი რადა მერე რა რომ ჭრელი იყო ზატო ლამაზი იყო :კაჭკაჭისსმაილი:
მერე კიდე ისაო, მოსუქებულხარო და აჰა შენ კანფეტებიო არა ნუ კი ცივი რო რეჟიმი დავარღვიე და რაღაც და ვზივარ ახლა და მშიერი, სინდისშემოტეული მზერით ვბურღავ იმ კანფეტებს

დავაბშე მაგარი შოპინგი იყო, მივედით,ვნახეთ, ვიყიდეთ, წამოვედით

March 20, 2009

მზეში






მზე რომ დადიოდა
იმ თვალებში
ახლა მხოლოდ დაღლილობაა
და ფიქრები, ბევრი.
მზეს დავაბრუნებდი
რომ შემეძლოს
მაგრამ
ისღა დამრჩენია
ნაპირამდე მივაცილო
და ხელი დავუქნიო
სანამ ნავი
ჰორიზონტს მიეფარება
მზის შესახვედრად.




(c) პერწკლი

March 03, 2009

გაფასხული მოიდა






ჯუსტ.
გაფასხულის მეორე დღე
:ფასხულ-ფასხულ:
:ჭრაჭუნ-ჭრუჭუნ: :თოვლ-თოვლ: :ბარდნ-ბარდნ:
მიაუ-აუ-ავ-ავ.
Fსო

February 17, 2009

ფასხულის საღამოს ზმანება

რაღაც კარგი საღამო იყო, დადებითი რამე ვნახე და მომეწონა, განსაკუთრებით ფერადოვნება და ისეთი ფრიალა მანტია-კაბა მინდა
და საერთოდ როგორ მშურს მსახიობების, და მიკვირს, როგორ შეუძლიათ ასე გარდასახვები და ცოტა ხნით სულ სხვა სამყაროში ცხოვრება. დავიმუხტე დადებითად და სახლამდეც კი მომყვა, ახლაც თან მახლავს.
მეტრალალავება+მევანკა-სტანკა-ხასიათება აი იმ წუტას რომ ტრალი-ვალი ხარ და მეორე წუთას გრუზის მდინარე, თან ეს გრუზი როგორც წესი რაღაც მოგონილი აზრის გამო, რაზეც შენს მეტი არავინ მგონი არც იგრუზება და ამის გამო კიდევ ურო ტრალი-ვალი ხასიათზე დგები და დაცინი შენს თავს.

ჩემი ახალშეღებილი თმა ჩემთვის კომპეტენტურმა ადამიანმა შეაფასა და თქვა რომ ძალიან ლამაზი ფერიაო და ფრიად ფრთაშესხმული დავიარები, ის რომ პროფესიონალს მიანდე და შეასწორეო მითხრა ეგ ისე, ყურს ახლო გავატარე, უუნდა გავიზარდო და გრძელი რიჟა თმა უნდა მქონდეს მეე, ვა, პარიკმახერი ბევრს მომაჭრის და არ მინდა დაკიდე ვირაც გოგოს რომ ლამაზი მოწითალო-მოშვინდისფრო ქონდა შენი ჯობიაო და იმხელაზე გავიჭიმე ამაყად

და თუ თქვენ ეს აბნეუილობა წაიკიტხეთ, ბოდიშს ვიხდი ამ ორი წუთის წართმევისათვის.
პატივისცემით
სურნელოვანი მე
და
მეს ანჩხლი პორჭყნია კატა.