November 17, 2010
წვრილმანები
თუმცა არ მაწუხებს ეგ ფაქტი, რატომ, არ ვიცი.
კაბა იმიტომ ვიყიდე რომ ბერო გათხოვდა, მე მეჯვარე ვიყავი (ტოესწ ვიდექი, ციკლი მქონდა და მამაომ გადაწყვიტა რომ მე უწმინდური ვიყავი, თუმცა ეს მისი ბრალი არაა, მას ასე ასწავლეს და არამგონია მაგ საკითხზე დიდად დაფიქრებულიყო, რატომ არ ვარ მე ამ დროს უწმინდური და საერთოდაც, რა ჩვენი ბრალია, რომ კაცებს არ ესმით, რატომ ვიცლებით სისხლისგან თვეშჳ 4 დღე და არ ვკვდებით, ხოდა რადგან პატრიარქატია, პუსწ ქალი ბუძეტ უწმინდური, სამაგიეროდ მამრებს ექნებათ პასუხი იმ კითხვებზე,რისი მოფიქრების (და ცოდნის შეძენის) თავიც არ აქვთ))
ქორწილი კახეთში იყო, ანუ კაკ მინიმუმ ქალაქიდან გავედით, წინანდალში ვიხეტიალეთ, ნინოს დედის საფლავზე ავედით.
წინანდალში ისეთი ფოთლებიანშემოდგომური მინდორი იყო, დავრჩებოდი იქ დიდი სიამოვნებით, გავიშოტე, შევისუნთქე შემოდგომა და მეტი არ დამცალდა, უნდა წამოვსულიყავით.
სუფრაზე ვიღაცამ ჩემს ფოტოაპარატს ლიმონათი გადაასხა.
გავმეორდები და აქაც დავწერ, მიახმეს ხელი და თუ მამრია, სხვა რამეებიც.
აპარატის ხელში აღებისასაც ყოველთვის გავიფიქრებ ხოლმე და იმედია მიეწევა ჩემი კეთილი სიტყვები.
პ.ს. ჩართვისას ცხვირის ფრთები არ გადადის ობიექტივიდან და როგორ ვუშველო არ ვიცი :(
ხე.ლით გადაწევის გარდა.
აპარატი დიდი არაფერი, ჯუსტ ნერვი მეშლება.
იმედია ნინო კარგად იქნება.
სხვა რა.........
არც არაფერი.
ზამთარია და ჩემს განწყობაზე აისახება
ისე, რომ კედლების გარღვევის სურვილებს მიჩენს
მაფიქრებინებს, რამდენად პროგნოზირებადადგანვითარებადია ჩემი ემოციები
და
ვშინდები.
February 23, 2010
ემოცია
აღარ მჯერა ხელისგულების
იტყუებიან
უსირცხვილოდ და უნამუსოდ
ისე, რომ
არც კი უტოკდებათ
სინდისის ხაზი.
ყოველდილა
ლოგინიდან გამომძვრალი
ვიყურები სარკეში და
ორეულს ვაკვირდები-
ვერ ვცნობ
და მერამდენედ ვირწმუნებ თავს,
რომ
ამ უცხო გოგოს ანარეკლი
მე ვარ.
ხანდახან
მზად ვარ
საკიდიდან ჩამოვხსნა ჩემი მწვანე ქუდი,
და
უკანმოუხედავად წავიდე
იქ, სადაც
ზამბარებს უფრთხილდებიან.
February 13, 2010
მწუნე ჩანთა და ონლაინ შოპინგი

მწუნე ჩანთა
გოგოშკაპოსტი უნდა გამოვაცხო, მიუხედავად იმისა რომ ქართულ ბლოგოსფეროში რატომღაც ძალიან უბზუებენ ცხვირს მსგავს პოსტებს :D
ამასწინათ გადავწყვიტე, ტანსაცმელი ონლაინ შევიძინო ხოლმე და სატესტოდ გამოვიწერე რაღაცეები, საკუთარი ზომების გადასამოწმებლად, ყველაზე იაფიანს რასაც გადავაწყდი ამერიკული მაღაზია, http://www.forever21.com/ იყო, ხოდა შევესიე.
შედეგად აღმოჩნდა, რომ:
- ფეხი 37 კი არა, 36.5 მაქვს.
- ფორევერის M ზომის მაიკაში დავცურავ, S კარგად მაქვს. (ამერიკული XS-ც კარგად მაქვს, ერთი ცალი მაჩუქეს ადრე)
- სამაგიეროდ ბოლოკაბა მომივიდა ოდნავ პატარა, M ზომის
რაც შეეხება ფორევერის ხარისხს
- ჩანთა იმაზე ბევრად მაგარია, ვიდრე საიტზე იყო, თანაც მწვანეა :D
- 100% კოტონი ნამდვილად კოტონია და ფორმალურად არ აწერია. (ვერ ვხმარობ სინთეტიკას და ჩემთვის ძალიან დიდი პლიუსი იყო)
- მე ნახატებიანი მაიკა გამოვწერე და ძალიან მომეწონა, ორი გარეცხვის მერე არაფერი არ მოსვლია ნახატს, თან მე ძალიან სასტიკად ვიცი გარეცხვა : )))
- ოღონდ თეთრია ეს მაიკა და საკმარისად გამჭვირვალე. მე არ მაწუხებს მაგრამ რავი, იცოდეთ მაინც.
- ფეხსაცმელი უხეშია, ფეხს ტკენს.
ყოველთვის მინდოდა ასეთი "დახვრეტილი" რამე.
პ.ს. აი თურმე რატომ ვერ ვყიდულობ და ვირგებ აქ ფეხსაცმელს, შუალედური ზომები არ იშოვება : ((((
პ.პ.ს. მცივა, ამიტომ ტანსაცმელის გადმოლაგება, ჩაცმა და გადაღება ძალიან დამეზარა, სიტყვაზე უნდა მენდოთ : (
ჩემი საყვარელი ნივთი, ჯერ ერთი მარწყვის არომატი აქვს, მეორე ამ სიცივეში ძშეუცვლელი ნივთია და მესამე, ძალიან მომწონს მისი "მორთულობა".
December 06, 2009
პირდაპირი რეპორტაჟი საკვირაო წირვიდან
ბევრი ხალხი იყო, საშჳნლად არ მომეწონა იმ ჭყლეტვაში უცხო ადამიანებთან ასე ახლო დგომა, არც ისე სასიამოვნო სუნების ყნოსვა და მემგონი ვინც გაციებული იყო, ყველამ მაშინ გადაწყვიტა იქ მისვლა და ახველეს და აფცხიკეს იქ. წირვის დასრულების მერე იქადაგა მამა ზაზამ და ისა, ჭკვიანი კაცია ძალიან : )
ქადაგება მორჩა, გალობა დაიწყო და მეთქი ვსე, წავედი აწი და თურმე ჯვარს უნდა ემთხვიო და ღვინიანი პური აიღო (მერე რა რომ ვერცერთ კომპონენტს ვერე ვიტანთ ვერც მე და ვერც ჩემი კუჭი :( პურს და ღვინოს ვგულისხმობ ). მიმაბრუნა ალეკომ უკან და ჩავდექი რიგში მორჩჳლად, რაღა მექნა. (ხო, ალეკო ჩემი უფროსი და ძალიან ჭკვიანი ადამიანია).
საერთოდაც, როგორ გავძელი დამთავრებამდე,ვერ ვხვდები, ისე ამტკივდა წელი დიდხანს ფეხზე დგომისგან, თან იმდენი ხალხი იყო, სკამს ვინ ჩჳვა, კედლამდე ვერ მივედი რომ მივყუდებოდი :(
თავი მტკივა-გული მერევა, ეტყობა წნევა დამივარდა ან ამივარდა, ნე ზნაუ.
სამხურში ვზივარ სრულიად მარტო, ისმის როგორ მოძრაობს მეტროს მატარებელი, ტაიმერზე 5 წუთი დამრჩა და დრო ვიხელთე რამის დასაწერად.
მოკლედ, ისეთი უარყოფითემოციიანი ვიყავი იქ, არამგონია მადლისმსგავსი რამე წამომყოლოდა იქიდან, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ჩემი საქმე, რისთვისაც ახლა ლაბში ვზივარ, ხუთიანზე გამოვიდა.
პ.ს. ზამთრიოს სქელი ნაჭრის კაბა რომ მაცვია, თავი დედამიწაზე ყველაზე დაბალი,სქელი და მახინჯი მგონია ხოლმე :( თხელები მიყვარს მარა მოვკვდები ვერ გადავიტან ქარის დაბერვას :s
პ.პ.ს. ჩემი კურსელი დავინახე, იმანაც დამინახა მარა ან ჩათვალა რომ მოველანდე, ან თუ მიცნო, იფიქრა, მეშლება ,შანასი არაა ეს ახლა აქ იყოსო. კიდე კაი, რაღაცნაირი გოგო იყო, არ მევასებოდა არასოდეს.
November 26, 2009
მოულოდნელი სტუმარი
მერე პირის ბანვასაც შეუდგა..
October 13, 2009
თელავი
ამ შაბათკვირას წავედი თელავში, დედის და კატის მოსანახულებლად.
ესეიგი იმდენი ბროწეული ვჭამე, მთელი წლის მარაგი შევივსე.
ნადიკვარზე ვიპროწიალეთ მე და ბერომ.
მიაუ-აუ-ო მითხრა კატამ და ასე მიყურებდა რაც იქ ვიყავი, ეს თუ ფეხზე ვიდექი. თუ ვიჯექი ან ვიწექი, ზედ მეჯდა-მეწვა და კრუტუნებდა ტრაქტორივით.
ესეც ნადიკვარი.
ეს რაცხა საყვარელი სახლი ნადიკვართან. შარშან "აღმოვაჩინე" რატომღაც, მანამდე იმდენჯერ მაქვს არადა ჩავლილი მის გვერდით......
ხედი ნადიკვრიდან... აი ეგ სახლები რომ გამოაკლო და ალაზნის ველი ცოტა უკეთ გამოაჩინო, ზუსტი ხედი იქნება ჩემი სახლის ფანჯრიდან.
ჩემი კორპუსის ეზო. პირველმოსახლეები იყვნენ ჩემი მშობლები და სხვა მეზობლები და ერთობლივი ძალებით გააშენეს ბაღი, ეს ნაძვებიც სანერგიდან მოიტანეს თურმე, ტყის მიწა დაყარეს და ახლა ყველანაირი ხეხილია, ბროწეული, ბალი-ალუბალი, ატამი, ლეღვი, ალუჩა, ტყემალი, კომში, თხილი, ქლიავი, კაკალი... ჭერამიც იყო და გახმა :( პატარა რომ ვიყავი, მაგ ნაძვების წინ მახსოვს, ყვავილნარი იყო, ბეეეეეეეეევრი ნარცისებით და ფერადი ყვავილებით. ახლა აღარაა, ბევრი გადავიდა და მოსულებმა აღარ მოუარეს :(
June 24, 2009
ბოლოდროინდელი ანგარიში კიარადა ბზზზზზ
- დაახლოებით ორი კვირა ან ცოტა მეტია თემას ვწერ-ვწერ-ვწერ გულდასმით და დღეს გავარკვიე რომ ჩემ გარდა ყველასთვის მიუციათ თეორიული მასალაც..... აი თუ არ გავრეკავ არ მგონია, მე საცოდავმა სადღაც 20 სტატია წავიკითხეგლდასმით, 10-ოდე ბოლომდე ვთარგმნე და ჩორტ ზნაეტ რამდენს თვალი გადავავლე სასარგებლო ინფოს ძიებაში.
- ჩემი კბილების ამბავი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. სამაგიეროდ ნერვები აღარ მყოფნის, თურმე ერთი ფესვი დასაპლომბი იყო დარჩენილი და უნდა დავპლომბოთო და გრძელი წვრილი ნემსი რომ დავინახე (ფაილი ქვია ადამიანურ ენაზე თურმე) ვაიმე ეს კოშმარი აღარ მორჩა თქო და თავის ხელში აყვანის მეთოდს მივმართე ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მეთოდი შემდეგშია: რაც შეიძლება მაააგრად ვეხუტებით საკუთარ თავს, კარგად ვუჭერთ და გუნებაში ვიმეორებთ რას გავაკეთებთ ამ სკამიდან რომ ავდგებით, ვითვლით არითმეტიკულ მაგალითებს და რამე პრობლემაზე ვფიქრობთ. ამართლებს სხვათა შორის : )))
- გავხდი, ნუ ურავაშა ერთია მარა საჭმელად ვერ ვიცლი ან ვერ ვჭამ ან ცხელა და იმიტომ ვერ ვჭამ და მოკლედ, ჯინსი გამიგანივრდა და მიხარიასავით ; )))
- თბილისში ისე ჩამოცხა და ისეთი მტვერია რომ ამასწინ რუსთავში რომ მომიწია წასვლა, იქაურობა სამოთხედ მომეჩვენა, ცოტა მანქანა დადიოდა და .
- აღმოჩენა: გარეთ რომ ყველაფერი იწვის, სახლში ნასკი მაცვია, ფეხები მეინება, ისე გრილა, რა მაგარია.
- გუშინ ვიშკაზე ავძვერი ხოდა დღეს მთელი დღეა ხელები მაქვს სუსტად, ზემოთ რომ ვწევ ვგრძნობ, სამაგიეროდ ყველა კუნთმა იმუშავა ისეთი დაძაბული დავფოფხავდი : ))) თან კაბა მეცვა და ბალეტკები ხოდა ბალეტკები გავიხადე და მიდიიი, ფეხშიშველი, კრინის მილებიან კიბეზე. კაი იყო : ))))
- ბებიაჩემის და მოკვდა სამშაბათს... კაი ხნის გამოტირებული მყავდა, ცუდად იყო დიდი ხანი და არანაირი ემოცია აღარ მქონია, გამიკვირდა კიდეც. თან ისე იწვალა, დაისვენა საწყალმა სიკვდილით. სამი და-ძმიდან ერთიღაა ცოცხალი, უმცროსი. რა ცუდია ალბათ, შენს გარშემო რომ ნელ-ნელა კვდება ხალხი და აი მერე უკვე ხვდები რომ მალე შენი ჯერიც მოვა...
- ჩემს კატას ახალი გატაცება აქვს-ჩემი მეგობრის ლაკის ჩანთა, გრილია ეტყობა და ზედ ბრტყელდება ხოლმე ბლინივით, როგორც კი დადებულს დაიგულებს სკამზე : ))) კიდევ ბუზების სეზონიგაიხსნა და წუხელ ორჯერ გამეღვიძა, ჩემ საწოლთან დაფრინავდა ეტყობა ერთი ცალი და ხტომა-დევნაში თავზე დამახტა ეს დებილოზავრი. დღე კიდე თუ ზემოთ კედელზე ზის, დაჯდება იატაკზე და შეჰკნავის საწყალობლად, იძულებული ვხდები ვტაცო ხელი და ავწიო ბუზის სიმაღლეზე, დაიჭერს ხოლლმე და კმაყოფილი დადის კუდაპრეხილი: ))
June 18, 2009
გამოფენა....

ცაიტნოტში ცხოვრება და დღეში 3-4 საქმის კეთება და აქეთ0იქეთ პროწიალი რა საინტერესო, დამღლელი და ნერვული ყოფილაო
ჰრქუა მემ
და
წაბუზღუნდა სამაგისტრო თემის საწერად, რომლის დაწერასაც ბოლო არ უჩანს და სავარაუდოდ ჩაფლავდება საწყალი მე და ძალიან განიცდის და ტრაურშია.
ხო, სიბრძნის კბილს უნდა დაემშვიდობოო და წინასწარ მეტირება .
პ.ს. ისა.....:მო:
June 13, 2009
ჩემი მეგობარი

June 10, 2009
კამიკაძე

June 04, 2009
June 01, 2009
დღე-ქაოსი
Kyle XYადამიანი 6-ზე რომ დაიძინებს, აბა იმას მეორე დღე როგორ უნდა ქონდეს ნორმალური, თან რატო არ დავიძინე, ჯერ რაღაცას ველოდი 2-მდე, თან პრეზენტაციის კეთებას გადავყევი, უნიკოდში უნდა გადამეყვანა აკადნუსხური და საერთოდაც როდის დადგავენ უნიში ადამიანურ კომპებს???? თან ისე გამიტაცა ამ გადაყვანამ რომ ლამის თავიდან ავაწყე ახალი, პარალელურად სერიალს ვუყურებდი, ასევთქვათ, განსამუხტად და შრომითი ნაპერწკლების მოსაპოვებლად. მერე სერიალში ისეთი რამეები იყო რომ შემეშინდა, მარტო ვიყავი და სანამ არ გათენდა ,არ დავწექი.ზემოთ რომ ბიჭია, ეგ იყო იმ სერიალში და მე კიდე ბავშვობაში გადავვარდი,გამახსენდაროგორ მოგვწონდა ბავშვური და უწიპუწი ტიპები მე და ჩემ დაქალს და მთელი ერთი სეზონი ვშთანთქე სიამოვნებით.
http://gom.ge/2009/04/26/bbbb-xy-kyle-xy-season-1-episode-7-8-rus.html ეს, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, პირველი სეზონი კარგი ხარისხია, მეორე ცუუუუდი :(
დილას რასაკვირველია 9-ზე დაყენებული ბუძილნიკი მივაიგნორე და 10-ზე ჩემი ძმის ზარმა გამაღვიძა, კუდში მეზობლის გოგო მოყვა, იმხელა ხმაზე კამათობდნენ, გამეღვიძა მინდოდა-არ მინდოდა, მაგათი მოკვლის სურვილი ჩავიხშე და გავაგრძელე ძილი 11-მდე. სიზმარში სადღაც მივდიოდი ვითომ ექსკურსიაზე მარშუტკით, იქ ბებოებიც იყვნენ და ყველის სუნიაო გარბოდნენ და მერე მე გამახსენდა რომ ჩანთაში მედო ის ყველიდა ძალიანშმერცხვა,თან გამახსენდა რომ დეზოდორი დამრჩა სახლში და საყიდლად დავირაზმე, მარშუტკიდან ნავში გადავჯექით რამდენიმე კაცი და ასე გავცურეთ რაღაც მიხვეულ-მოხვეულებში, მერე ულამაზესი ჩანჩქერები დავინახე, ბევრი, ძალიან ბევრი,სხვადასხვა ზომის.უცნაური ის იყო რომ იმ არხებში მანქანებსაც ვეჯახებოდით, თითქოს წყალდიდობა მოხდა და ყველამ მიატოვა თავისი ტრანსპორტი. ეს სიზმარი ადრეც მინახავს.
მერე უნიში წავედი, ლექტორს კიდე აგვიანდებოდა საქმეზე იყო და კოლოკვიუმი დააწერინეო. შევლაგდი აუდიტორიაში, აააბა ბავშვებო დაწერეთ ნებისმიერი ორი საკითხი თქო, მოვიმარჯვე დიდი წიგნი წასაკითხად და ნუ იმედია სიტყვა-სიტყვით არ გადაუწერიათ. ასე რომარ მექნა, დიდი შანსია 90%-ს ვერ დაეწერა და რაღა მე დამედო მაგათი ცოდვა.
აუ რაღაც უცნაური შეგრძნება იყო წინა მერხზე ამდენი ხალხის წინ რო ვიჯექი და ესენი ისე მიყურებდნენ როგორც ლექტორს არადა 3 წლით იყვნენ ალბათ პატარები ლოლ. უმეტესობა რაღაც უფერული გოგოები იყვნენ, აი რო შეხედავ და მეორე წუთას დაგავიწყდება, ხოდა ვცდილობდი რამე ნიშნებით დამმახსოვრებოდა, ერთს თმა ქონდა კარგი,მეორე უცნაურად იყურებოდა, მესამემ ჩემი ჯგუფელი მომაგონა და ასე ვერთობოდი ,მარა მერე ვინამუსე, ვკითხულობდი რომ თავისუფლად გადაეწერათ. ნეტა როგორ ახსოვთ ხოლმე ლექტორებს ამდენი ბავშვები?
გვიანობამდე ვიყავი უნიში, კონფერენციაზე გავარკვიე რაღაცეები ამასობაში ქე გახდა სამის წუთები და ლაბში გასვლას არარ ქონდა აზრი, ავდექი და ფორუმზე ნანახი H&M-is შარვლის საყიდლად დავირაზმე. სამწუხაროდ უზარმაზარი აღმოჩნდა, კი ეწერა 38, მარა 40-42 უფროა მემგონი, არადა ისეთი მსუბუქი იყო, თეთრი,თან სარჩულით, არც ძალიან დაბალწელიანი, უკან ჯიბის გარეშე, მოკლედ, შემიყვარდა, ერთგულება შევფიცე და წამოვედი.
ამ ყველაფრის მერე მივხვდი რომ 4-5საათიანი ძილი არ მეყო და კიდეც მივიძინე ისე, რომ შემოსულმა ზარებმაც კი ვერ გამაღვიძეს, 9-10-სკენ ავწიე ტავი და ვეცი აჯარბანდალს, გავაკეთე, ვცეცხლე და ჩემ ძმას ვებუზღუნები რა პონტში არ ჭამ თქო. სასისკებით გამოსკტა, ტოჟე მნე ისა!
ტრანსპორტს ვეღარ ვიტან, აი მართლა ცუდად ვხდები ჩახუთულობაში ,თან იმდენ ხანს უნდება გადაადგილებას, ნერვი მექანცება და ლამის უკნიდან მივაწვე. დღეს სანამ აჭარიდან ჩემამდე მოვიდა, ჩემი დამემართა, შორიახლო ჩამოვხტი და რაღაც მანძილი ჰაერზე გავიარე. რა გაძლებს მთელი ზაფხული, ოღჩ.
რეპორტაჟის დასასრული.
p.s. http://spreadsheets.google.com/viewform?formkey=cnExNmtVRGFrRFFMZHkwSkh2WTExckE6MA.. ეს ისე, ბლოგერული გამოკითხვის ლინკი, არ დაიზაროთ, შეავსეთ.
May 08, 2009
ჩემი ნერვული კვირა
ძველი ავატარი დავიბრუნე,ძველი აღარ მინდა.
უარყოფითი ნერვოზული ფსიხობები
- ღამე რო ვბრუნდებოდი ისე შემეშინდა, სახლამდე შურდულივით მივქანდი და კაი ხანი ვქაქანებდი, თან მეგობარს დავურეკე მელაპარაკე რა გზაში თქო.
- წეღან ესემესი მომივიდა, ვიღაცას დაჭირდა რაღაცის კითხვა და... არადა მე როცა დავუმესიჯე არ მიპასუხა, როგორც ყოველთვის.
ძალიან ავიშალე ნერვზე, მინიმუმ უნამუსობაა როცა არასოდეს არ მპასუხობ და მერე იძახი რომ ანგარიშზე არ გაქვს, და როცა გჭირდება კარგად მირეკავ. ერთხელ არ გაქვს, ორჯერ, სამჯერ, კიმარა ასეთიღატაკი ხარ რომ არასოდეს არ გაქვს 6 თეთრი?
ტრუხაა.
მოკლედ
:მრავალსართულიანი გინება: - გუშინ კიდე ლაბში ვიღაცამ(ებმა) რაღაც არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მერე მე და კიდე ერთს მოგვიწია ცაიტნოტში იმ ყველაფრის კეთება პლიუს ნერვის შლა და საყვედურის მოსმენა! ნუ დამნაშავე ვინ იყო კაცმა არ იცის, იდეაში ყველა მართალია ცალ-ცალკე მარ მე რა დავაშავე ეგ ვერ გავიგე, ბლინ.
- ჩემი თემის წერა საშინლად დატორმუზდა, პლიუს კონფერენციაზე უნდა გავიდე, მეზარება, მესიკვდილება, პლიუს პატრონი არ მყავს თემაზე და ნერვი მეშლება, ლექტორს მივწერე თხოვნით იქნებ ეს და ეს სტატია მომცეთ თქო და არც კი მიპასუხა. არადა 10000% უგდია სადმე კომპში.
- დღეს ერთი მესიჯიც არ მოსულა და ისე ვარ გაფხორილი რა პონტია თქო, თან ვხვდები რომ უაზროდ ვიფხორები და ვდევარ სკამზე უპრეტენზიოდ და თითებს ვაკავებ რომ პრეტენზიები არ გამოთქვან.
საააააამაგიეროდ
- პ.ს. გუშინ ისეთი საკაიფო წვიმა იყო ვიბოდიალეთ მაგრამ სანამ ჩვენ გავაბოდიალეთ, გადაიღო და ისეთი კარგი იყო ღამის ნაწვიმარი ქალაქი!!
- მთავარმა ნომერი2 ოპერაცია გაიკეთა და ვბაირამობ მარტოკა ლაბში და კრუტა! (ნუ მთლა უფროსიც იქვეა როცა რამე განსაკუთრებული ხდება რაც ჩემს ძალებს აღემატება მარა მაინც)
- ზემფირი მაქვს შოკოლადიანი, ჰაუზის ახალი სერია და მაწონი
,
- მეორადებში 5 ლარად უვარდისფერები უნაზესი მაიკა ვიყიდე თან კოტონის!
May 01, 2009
ავარიაში, თითქმის

April 27, 2009
წვანე პოსტი

ხრაშ-ხრუშ
ბავშვთა სამყაროდან დინამომდე მოვირბინე ყველაფერი და მაინც ვნახე ალუჩა, მერე გზაში მწვანე მაიკა შემომეფეთა და ისიც გამოვაყოლე ხელს. იქვე მწვანე ბალეტკები დავინახე მაგრამ ნასკებზე ვერ გავისინჯავდი და ამ დღეებში ისევ მივაკითხავ. მწუნე ჩანთა კი აგერ საკიდზე განისვენებს, შევაკეთებ და ისევ დავიჭერ, ანდა სულაც ახალს იმასვიზამ. ხოდა კიდე მეგონა მწუანეთვლებიანი თმისსარჭი ვიყიდე თქო და დღის სინათლეზე ცისფერი აღმოჩნდა :უსერ:
ვოდა ეგრე.
მიყვარს მწვანე, Fresh ფერია.
ბზბუზ
April 15, 2009
დღე მეორე, საშინელი განსაცდელი

April 14, 2009
გამოშტერებული პოსტი

April 11, 2009
April 09, 2009
რაზე ვიტირე დღეს
- ჩამეძინა, რომ გამეღვიძა ორი საათი იყო
- აბაზანაში წყალი აღარ მოდიოდა და გაბონძღილი დავრჩი საღამოს 6 საათამდე
- კბილზე დებილ ექიმთან მიმავლინეს
- რამდენიმეჯერ იმაზე რომ ნათქვამი მეწყინა, და არნათქვამიც.
- იმაზე რომ რატო მეშლება კბილები
- იმაზე რომ ჩემმა ძმამ წვრილი კიტრები ამოიტანა და ვაბშეტა უხეშად მითხრა რაღაც
- იმაზე რომ დედას უთხრა თავი დამანებეო
- წყლიანი ჯამი გამივარდა
- მერე კარტოფილისნაფრცქვენიანი პარკი და დამებნა და ასაკრეფი გარდა
- კბილი მიტოკავს და საშინელი შეგრძნებაა, თავი 80 წლის ბებერი მგონია
კიდე გავაგრძელებდი მარა ვეფხისტყაოსანი გამოვა
რა ჯანდაბა მეტაკა, აღარ შემიძლია რა
თან მეორე წუთას საკუთარ თავზე მეცინება,მარა მერე ისევ წყენა მახსენდება და ვარ ასე მზე პირს რომ იბანს ისეთ მგდომარეობაში.
აი ყველაფერი მაღიზიანებს, დღევანდელი ვაიაქცია და ზოგადად დღევანდელი მაარაზმატიკული გადაცემა და საქციელები ქართველების, ცუდია თუ კარგი, არ ვფიქრობ მაგდენს, უბრალოდ, გამაღიზიანა იმან,რაც ვნახე და დიდი სიამოვნებით მოვუშლიდი ნერვს ყველა მარაზმატიკს ერთად აღებულს და ცალ-ცალკე.
ასათიანზე მარშუტკა მიდის კაკ რაზ ჩემიდან და რო გათენდება წავალ ჩემი ფეხით




