Showing posts with label კბილური ამბები. Show all posts
Showing posts with label კბილური ამბები. Show all posts

April 29, 2009

უნდა დავიწუწუნო!

და-ვი-ღა-ლე, თან ძალიან!
კვირაში ოთხჯერ სტომატოლოგთან წვრილმან-მსხვილმანი უსიამოვნო და ზოგჯერ ფრიად მტკივნეული პროცედურების ატანა, მერე მუდმივად ატკიებული და გაღიზიანებული კბილები, გამაყუჩებლები, და ამ ყველაფრის თმენა-თმენა-თმენა! ნუ საჭმელებს რომ სპეციალურად ვარჩევ ამაზე ხმას არარ ვიღებ!
დღეს პიკია უკვე რა, აი ვზივარ და მეტირება, ისე დაბურღა კბილი რომ ენას ვერ ვატოკებ პირში, ბრიტვასავით ბასრია. იმწუთას კი ვიფიქრე ვეტყვი თქო და დამავიწყდა და ახლა პარასკევამდე არ იქნება ის გოგო იმ კლინიკაში და აღარ ვიცი რა ვქნა.
აააააააააააა!
სასოწარკვეთილების პიკზე დავჩერჩეტობ

April 22, 2009

ნაპერწკალი ცუდ ამბებში

(სათაურის მახათიზმს არ ვიმჩნევთ)
ჰხომდა დღეს მკითხეს ეს თმა შენიაო და ოღჩ როგორ ბუნებრივს გავსო და რატო წითლადო მერე ერთ ქალზე მოყვნენ რომელიც წითურია და მთელი ცხოვრება შავად იღებავს და "აფსუს"-თქო ამოვიოხრე და დაიხოცნენ სიცილით

დღეს 4(!!!!!) კბილი დავიპლომბე, ტოესწ განვპლომბ-თავიდან დავპლომბე,იქაურმა გოგოებმა მითხრეს ჩვენ ამას ვერ გავუძლებდითო და იდეაში ამაყი ვარ. თან იიიიიიიიმდენი რამე ჭირდება ერთ საწყალ ჰელიობჟენს რომ აიაიაიაიაი ამდენი შრომა კი ღირს ის 60 ლარი. ყველაზე საშჳნელი რაღაც მატრიცები იყო,რკინის კონსტრუქცია დამამაგრეს კბილზე რაღატომღაც და მოხსნისას უზარმაზარი რკინის მაშასავით რაღაც რომ აიღო კინაღამ გავექეცი სავარძლიდან
მერე კიდე დაპლომბვისას უცებ ბოლი რომ ამომივიდა კბილიდან მეორედ დავაპირე გაქცევა
თან ამ გაუგებარი ტერმინებით რომ ლაპარაკობენ და გაუგებარი საშინელი უზარმაზარი წვრილი ნემსები, წკირები, ზონდები, და ბურღები რომ არ ვიცი რისთვისაა ყველას დანახვაზე "მეტკინებააააა" მერთვება გაფაციცებული ვუყურებ ექიმის სახეს და ნებისმიერ უკმაყოფილო მიმიკაზე ადგილზე ვკვდები
p.s. ვინაიდან ჩემი ძმის ჯემპრების რეცხvა სერიოზულ შრომასთანაა დაკავშირებული, გადავწყვიტე გადასახადი დამედო და წეღან რომ გამომიცხადა გამირეცხეო, კიბატონო, 5 ლარი მოიტა და გავრეცხავ თქო.
შედეგად ჯემპრი ისევ გაურეცხავია
აბა მადლობას ეს არ მიხდის და მე საქველმოქმედო ორგანიზაცია კი არ ვარ, უზარმაზარი ნაქსოვი ჯემპრები ხელით ვრეცხო და წელი ვიწყვიტო ყოველ დასტვენაზე
თანაც ნერვი მეშლება რა პონტია გოგოს დავალდებულება აკეთოს სახლში ყველაფერი მხოლოდ იმიტო რო ცოტა სხვანაირი ქრომოსომა აქვს.
არა მამენტ კი გავურეცხავდი მარა ისე მომეშალა ნერვი,წეღან რომ მოვედი გამოდებილებულ-დაღლ.ილი, ეს იჯდა და მელოდებოდა რომ ტაფა გამერეცხა და საჭმელი ეჭამა და შემოსული არ ვიყავი "აუ ტაფა გარეცხე რაა" და ზის კომპთან.

April 15, 2009

დღე მეორე, საშინელი განსაცდელი


აბსოლუტურად უცხო გარემოში პირველად ამტკივდა ისე კბილის დაპლომბილი ფესვი რომ კინაღამ ვიტირე :)))) სახლში ალბათ მოვიკუნტებოდი წავიზმუილებდი ხელს მოვიჭერდი წამალს ვყლურწავდი და გამივლდა მარა სავარძელზე ვიწექი გაშოტილი, პლიუს ექიმი,ასისტენტი, და კიდე ორი გოგო დამჩერებოდა და დავითრგუნე. თან პეემესმაც იმოქმედა ეტყობა, ჰხომდა ვეღარ ვსუნთქავდი ისე ცუდად ვიყავი, და ნემსი დამარჭეს გამომიშვეს. პრიკოლ,რა, უნემსოდ დამბურღეს, დამიპლომბეს ერთი ფესვი და წკაპ და ჩემი მინი-ისტერიკა, ნემსი და კაი წაი მერე მოი : )))

შემრცხვა ძალიან, ხოვიცი არ უყვართ ისტერიჩკები.: ((

ა ხო თმა შევიღებე კიდე

April 14, 2009

გამოშტერებული პოსტი


მემზევზუვხარხურბულბულება

ტოესწ აი ეგეთი დარუშებული და თან ბამბის რამე-რუმეები მინდა, რომელიც აქ კაი ხარისხის ან არ არის, ან რაც არის ქე გაეცრიცა ფერი ორი გარეცხვის მერე.
ოდა
არა აი ერთი თქვენ როგორ არ იქნებით კაიფში ასე 3-4-5 გამაყუჩებელი ნემსის მერე და პლიუს მაგის მერე ორნიმესილდალეულები ჰა
კბილებზე ვიყავი დღეს, ნუ მერე რა რომ სისუფთავის ყველა წესი პლიუს ოთხხელა პრინციპი და რამე, აი კინაღამ მოვკვდი სავარძელში, იდეაში რომ ვიცოდი საშიშჳ არაფერი იყო და მაკანკალებდა და საკუთარი თავი ხელით მეჭირა რომ არ გავქცეულიყავი, ხელები შემოვიხვიე ზედ და ასე ვიწექი თან ავტოტრენინგს ვიტარებდი აი ორი წუთიც და წახვალ აი ეს დაბურღვაც და წახვალ, და სტომატოლოგმაც ბარემ ისივ ვქნათ ესეც ვქნათ და კეთილად შემაბა ზუსტად სამი საათის განმავლობაში, ხო ნუ თან ნელაც მუშაობდა ჩემი გადამკიდე, ხან წყალი მოვითხოვე ხან ტუალეტი ხან ააააა, მტკივა წამალიწამალი თქო( არადა მკვდარი იყო ის კბილი თურმე, შტო ზა ჩორტ? ) მერე რო გამოვედი სახე დაბუჟებული, მუხლები აკანკალებული და კინაღამ ვიღაცის მანქანას მივეფინე ზედ
არადა მემგონი სამჯერ კიდე უნდა მივიდე
აუ ხო გუშინ კიდე ვთამაშობ რაღაც დებილობას, უცებ კომპი ზმუის, ეკიდება, მერე კვების ბლოკის მხრიდან გამოდის საშინლადთეთრი კვამლის ბოლქვები, აი მატარებლები რო უშვებენ ხოლმე დილმებში ,ეგეთი, მერე იუპიესი წმუკუნებს, კომპი რესტარტდება და უცებ კვდება, მე გაშეშებული ვზივარ, ჩემი ძმა ხტება ყვირილით "გოგო გათიშე!!!" და მე ვაძრობ შტეფსელიდან, "იუპიესი,იუპიესი!!!" ნუ ხო კაი ვთიშავ და მგლოვიარე სახით ვჯდები დივანზე,თვალწინ უკვე გამირბინა იმან, როგორ ვეკაჩავები რომ ლეპტოპზე დამსვას საქმის გასაკეთებლად, ზვიო ხსნის კეისს და ადასტურებს რომ მხოლოდ კვების ბლოკი გამიფუჭდა და იდეაში ხვალ გაკეთდება და შემიძლია გავიღიმო.
სამაგიეროდ აღდგომას სოფელში მივდივარ ბიცოლასთან, ტრალი-ვალი ურავაშა