Showing posts with label ტკივილი. Show all posts
Showing posts with label ტკივილი. Show all posts

July 23, 2010

გამარჯობა, ღმერთო

მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევ, მაგრამ:
  1. რატომ დაიღუპა 21 წლის თათა?
  2. რატომ დაიღუპა ჩემი ბიძაშვილის 27 წლის მეუღლე?
  3. რატომ დაიღუპა ერთხელ სიკვდილს უკვე გადარჩენილი გოგო, რომელიც ჩემთან ერთად ემზადებოდა აბიტურიენტობისას, 20 წლის ასაკში???
  4. რატომ დაიღუპა გელა დაიაურის მთელი ოჯახი, მათ შორის 2 წლის და სამი თვის ბავშვები?
  5. რატომ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სულ მალე დაოჯახებას გეგმავდა?
  6. ჩემი თანამშრომლის ძმა და ახალშობილი ბავშვი
  7. დაბოლოს, ჩემი 19 წლის პაციენტი.

ჩემს გარშემო ძალიან ცოტა დროის მანძილზე ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და აუცილებლად გკითხავ, რომ (თუ მეღირსა) გნახავ

რ ა ტ ო მ ?

წაგეყვანა ეს ნაყარ-ნუყარი ხალხი, ამათ რას ერჩოდი?!

პ.ს. ღმერთს კარგები უნდაო, არ მიიღება, ღმერთს მოცდა არ გაუჭირდებოდა/ჭირდებოდა, მისთვის დრო ცოტა სხვა მცნებაა, ჩვენსსტანდარტებს ნუ მოვარგებთ თუ შეიძლება.

უმეტესობა ავარიაში მოყვა, გზაზე მოკვდა, პატარა გაუფრთხილებლობა, ცოტა სასმელი, ცოტა ბედისწერა და მზადაა...

დამაინც

რაც გიწერია არ აგცდება.

ხოდა

აი იმ მწერალს ვედავები ახლა მე :l

და ეს მთები კიდევ...

ბაბუა და ბიძა მთაში დაიღუპნენ, რძლის ძმა მთაში დაიღუპა, თუშეთში ყოველწელს მინიმუმ ერთი კაცის სიკვდილს ვიგებ, ხევსურეთში რომ ვიყავით, სავსე იყო გზა წყაროებით, იმის წყარო ამის წყარო, არადა მაშინ როგორ მიხაროდა წყაროს დანახვა, ბლინ, სულ მწყურვალს მევლო, არ მერჩივნა!

June 13, 2009

ფუ

სტუმარი გვყავს სახლში და ჩემმა გამოიმასქნებულმა ძმამ ჯერ მიღრიალა მერე რაღაც გაისროლა და პირდაპირ იმას მოარტყა, ბოდიშიც არ მოუხადა წავიდა და დაეგდო.


ერთი კვირა თუ ხმა გავცე.....

და მარტო არ მინდა საჭმელი მოითხოვოს, ამ ჩემ ფეხებს!

აი უკვე ძაან ყელშია რა, ასე არ გავნერვიულებულვარ ძალიან დიდი ხანია.

უმადური!

ხო და ჩემი ვალიც დამიბრუნოს, მახატია, საიდანაც უნდა იქიდან მოიტანოს ფული!

პ.ს. ხალხს ვიცნობ სახლში ყავთ ყოველდღიურად მოსკანდალე ტიპები, აღარ მიკვირს ცოტა რომ ვერ არიან ხოლმე.....

April 15, 2009

დღე მეორე, საშინელი განსაცდელი


აბსოლუტურად უცხო გარემოში პირველად ამტკივდა ისე კბილის დაპლომბილი ფესვი რომ კინაღამ ვიტირე :)))) სახლში ალბათ მოვიკუნტებოდი წავიზმუილებდი ხელს მოვიჭერდი წამალს ვყლურწავდი და გამივლდა მარა სავარძელზე ვიწექი გაშოტილი, პლიუს ექიმი,ასისტენტი, და კიდე ორი გოგო დამჩერებოდა და დავითრგუნე. თან პეემესმაც იმოქმედა ეტყობა, ჰხომდა ვეღარ ვსუნთქავდი ისე ცუდად ვიყავი, და ნემსი დამარჭეს გამომიშვეს. პრიკოლ,რა, უნემსოდ დამბურღეს, დამიპლომბეს ერთი ფესვი და წკაპ და ჩემი მინი-ისტერიკა, ნემსი და კაი წაი მერე მოი : )))

შემრცხვა ძალიან, ხოვიცი არ უყვართ ისტერიჩკები.: ((

ა ხო თმა შევიღებე კიდე

December 04, 2008

ნომინაცია- წლის კოშმარი


დილას ერთი საათი ვიყურყუტეთ უნიში, ლექტორს ვუცდიდით, რომელიც სხვა კათედრაზე იჯდა და თურმე ჭამდა... მოვიდა, მოგვცა რაღაც, გვეჭორავა, გაგვიშვა. მივედი ლაბში, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო ის რომ ზეძალიან მშიოდა, გუშჳნ 6-ს მერე არ მქონდა ნაჭამი და ახლა უკვე პირველი ხდებოდა.... ხალათის ჩაცმა ვერ მოვასწარი რაღაც პასუხები მოვიდა და მიხედეო.... აი თავში რო ტაფას ჩაგარტყავენ მასე დამემართა და კონცენტრირება ძლივს მოვახდინე რომ საქმე გამეკეთებინდა და წყნარად ღიმილით მეთქვა , კაი ,ამას გავაკეთებ მარა ეს დანარჩენი უკვე იყო, მარა ჯანდაბას, ამასაც გავაკეთებ და დღეიდან ამ ყველაფერს მე აღვნიშნავ რა გაკეთდა და რა არა თქო. :მო:
ოდა ოდესმე თუ გტკიებიათ თავი ისე რომ გულისრევის შეგრძნება გაგჩენიათ, თავშჳ წვის, და იმის, რომ მალე ელემენტი დაჯდება და გაითიშები, აი მასე ვიყავი ზუსტად... დაახლოებით ორი საათი ვითმინე, თან ვერც გავედი საჭმელად, ხალხის და ანალიზების ზედახორა იყო, და ასე პატიოსნად ვითმინე 2 საათი სანამ ყავა და ნამცხვარი მოვახერხე მეჭამა. გამიარა ცოტა ხანი, მერე ისევ შემომიტია..... ამასობაში გახდა ოთხი და ვიფიქრე რომ აი ახლა ავიღებ ჩანთას და ჰერი-ჰერი. ამ დროს მოდის კოაგულოგრამები და ლიპიდურები, ეს კი იმას ნიშნავს რომ ხათოსაც ეჩქარება და მაიკოს ძალიანაც არ უნდა მარა კოაგულოგრამას უნდა მიხედოს, და ამოვიოხრე და კონვეიერული წესით გავაკეთე,ორ-ორი ერთად. ამასობაში კუნთებს გლუკოზა გამოელია და ხელი მიკანკალებს, ძლივს ვუმიზნებ ერთი ბეწო კიუვეტებს. როგორც იქნა დავამთავრე, მერე კიდე რაღაც წვრილმანები ბლაბლაბლა, და მერე კიდევ ერთი სიურპრიზი, 15 წუთი ველოდე 149-ს და 200-ს , არც ერთი არ გამოჩენილა, იძულებული გავხდი ქავთარაძიდან ფეხით ამოვსულიყავი, კაპიუშონი მეხურა, და კინაღამ მანქანამ დამარტყა,ვერ დავინახე მარა იმწუთას ფეხზე მეკიდა ისე მაწუხებდა თავი. და დღის კოშმარი, ჩემი თეთრი კომბოსტოს მწნილი აღარ ქონდათ მაღაზიაში, ღრრრრრრრ
დღეს პატარა აღმოჩენა გავაკეთე, მივხვდი რას განსხვავებაა სექსში უპრეზერვატივოდ და პრეზერვატივით, ხელთათმანებით ვცდილობდი ზმეიკიანი პარკის გახსნას და ფაილში ფურცლის ჩადებას. ძლივს მოვახერხე, საერთოდ ვერ ვგრძნობდი ვერაფერს თითის წვერებით : ))))
უი, ყველაზე მთავარი ,ამ სიჩქარეში და ცუდადყოფნაში ერთი-ორჯერ გავმაზე ხელთათმანი და იმედია არაფერი შემეყრება : )))

November 30, 2008

ტკივილი

სხვადასხვანაირი არსებობს, მაგრამ ორი ტკივილი მტკივა ხოლემ ყველაზე მეტად. ერთი მენსის, მეორე თირკმლის შეტევა რომ მქონდა.
სამაგიეროდ საოცრად ვმშვიდდები როცა ტკივილი ქრება და ამქვეყნად ყველაფერი ძალიან კარგად და ვარდისფრად მეჩვენება. ისეთი რადიკალური განსხვავებაა რამდენიმესაათის წინანდელ და ტკივილისგავლის შემდგომ მეს შორის, რომ მეთვითონ მიკვირს ხოლმე.......
ოდა ეს ალბათ მშობიარობის რეპეტიციაა ზოგადად ქალის ორგანიზმში, წიპა, ძალიან რომ არ გაფრიკო მაგ დროს. მარა ამაზე 10-ჯერ მეტი, ომგომგ : (((((

თირკმლის შეტევა კი რამდენიმე წლის წინ მქონდა. მტკიოდა წელი, უკანა მხარე, მარცხნივ. ერთადერთი რაც მახსოვს იყო ის რომ თვალები მქონდა დახუჭული ძალიან, არ ვახელდი, სიბნელეში ნაკლებად მტკიოდა თითქოს, და ხელები მქონდა დამუშტული, ტკივილის დასაჭერად. ვიწექი გაუნძრევლად და ველოდებოდი როდის დასრულდებოდა ეს კოშმარი. ზეუმწეო ვიყავი, ვერ "ვიჭერდი" ტკივილს. ანუ ,მუცელი ან თავი როცა გტკივა, მოიკუნტები, თავზე ხელს წაივლებ, ამ დროს კიდე დაუცველი ხარ და პირდაპირ გიტევს და ვერც მოჭყუნავ, ვერც დააშინებ და მთელი ძალაუფლება აქვს შენზე. ჰაერსაც ვერ ვისუნთქავდი ბოლომდე, უფრო მეტად მტკიოდა... საბედნიეროდ მეტი აღარ შემომიტევს :თან:

პ.ს. ჩემი კნუწიკი მოვინახულე, ვიღაცასაც მოუნახულებია, კორმი დაუტოვებია, კიდევ აივნიდან დავინახე, ვიღაც მოფარფატე მოხუცი ბებო ნახევარი საათი როგორ ეძებდა ჩანთაში რამეს, რომ ეჭმია და რაღაცნაირად გული გამითბა....... მარა მაინც ტირის, მარტოა და ალბათ დედიკოს ეძახის : (

პ.პ.ს. პოსტი შთაგონებულია მევიოლინეს და სვითის მიერ :მო: