Showing posts with label me. Show all posts
Showing posts with label me. Show all posts

February 24, 2009

ჩემი ემო ფეხები


უკვე რამდენმა მითხრა რა ემოსავით დგახარო, არადა პატიოსანი ბავშვი ვარ ყველანაირი ემოური გამოვლინებების გარეშე.
მარა დავაკვირდი და მართლა სულ ასე ვდგავარ, მომწონს, მოხერხებულია და საერთოდაც აი როგორც ეს იწევა ნახევარწვერებზე, მასე აწევა ხომ მთელი სიამოვნებაა.
ასე ყოველტვის ვდგავარ მაგრამ კედებს რომ უხდება,ტყუილია, რა. კიარადა სხვანაირად როგორ უნდა დადგე,რავი, მოუხერხებელია, მაშინ ცალ ფეხზე უნდა ჩამოვეკიდო და არ მომწონს მასე.
აწი აღარ გამიკვირდება რატომ მიფუჭდება ნებისმიერი კედი ერთ თვეშჳ ან უფრო მალე თქო.

December 02, 2008

ნამეტანი გოგოშკა პოსტწიკი


ოდა წეღან მაუსი შემიცდა ავონის კატალოგშჳ და ნეტა არ შევსულიყავი, მარწყვის და ალუბლის ტანის მოვლის სერიები, სპა, ზღვის მინერალები, გემრიელობა სკრაბები, დამატენიანებლები, განსაკუთრებით 8 ფერიან ბლესკის პალიტრაზე გადავირიე.მოკლედ გავფრიკე და გამოვედი უკან.

ვზივარ ახლა და ვიგრუზები, იმიტომ რომ საშინლად მინდა ყიდვა, და მაღაზიაში რომ დამენახა , უეჭველი ვიყიდდი, და საბედნიეროდ, ვირტუალურად შეუძლებელია, მეორეც , რა ჯანდაბად მინდა ეს მერამდენეღაცე ტანის მოვლის საშუალება, როცა ნივეას დუშგელზე უკეთესი მართლა არაფერია ამ დონის კოსმეტიკებში და რამეებში.ტანის სკრაბები სრული დებილობაა, მქონდა ერთხელ და მივხვდი რომ ჩემ კანს აშკარად არ უნდა და არ ჭირდება. ან საერთოდ, ჭიდება კი ვინმეს კანს? ძალიან ეჭვი მეპარება...  

ამასწინათ შემომეყიდა ფაბერლიკის დუშგელი და ტანის რძე, აფროდიზიაკებითო, კხმ. მოვაბრძანე სახლში,აი მართლა მოვაბრძანე, მთელი გზა ვისუნებოდი კრემს :უსერ: ვიბანავე-წავისვი რამდენიმე დღე და ისევ აღმოვაჩინე რომ ნივეას დუშგელი ჯობია,  ნუ აი ტანის კრემზე ვერაფერს ვიტყვი ,მართლა გენიალურია, მარა ჯერ დავის ვერ გამითავებია (რამხელა ფლაკონებში ასხამენ რა უბედურებაა, ახალი ვერ მიყიდია და დამიხარჯია,ბლინ). 

არა, მართლა არაფერში მჭირდება ეს ამდენი ხარახურა თაროებზე, ჩემს ტანს ბავშვის ზეთი და ნივეა ყოფნის იდეაში, მარა რრრრრრრამხელა სიამოვნებაა, საათნახევარი აბაზანაში ყურყუტი, ხასიათის მიხედვით  დუშგელის ამორჩევა, მერე ლოსიონი ტანის კრემი, ან, თჲ ნამეტანი მოვინდომე, ავტოზაგრიანი კრემი და იმის შეგრძნება როგორ გიყვარს შენი სხეული, მერე აბაზანიდან გამოსვლა და აქ წყდება ლენტა, ისმის ჭყრიალი და ჩემი ძმის დამანჭულცხვირიანი შეკითხვა, რისი სუნი აგდის? :სპაი: ნუ კატეგირულად არ ესმის ზოგადად რატომ ამდის არომატები აბაზანიდან ახალგამოსულს, ნიჩევო, გაიზრდება, გაიგებს. ხო ნუ ეს ყველაფერი სიამოვნება თბილ სეზონზე, როცა ცივა კი, შხაპ-შხუპ, ზეთი , ან არც, და ჰერი-ჰერი თბილ ტანსაცმელში.

მთელი ეს ოდა იმიტომ ,რომ მე დავარწმუნო საკუთარი თავი რომ არ მჭირდება ის გემრიელობა კრემი, კიდევ ის პალიტრა, კიდევ ის სიცივის კრემი (ერთი უკვე მაქვს), კიდევ ის სპა რაღაცა.

აი სახეს მართლა უნდა მიხედვა , ტოესწ ორმა კომედონმა შემომიტია და ვერ ვუტევ  :ქრაი: :მო:

მარა აი ამ ტანის მოვლის რამეებზე რატო ვფრიკავ ვერ ვხვდები :ქრაი:

November 30, 2008

ტკივილი

სხვადასხვანაირი არსებობს, მაგრამ ორი ტკივილი მტკივა ხოლემ ყველაზე მეტად. ერთი მენსის, მეორე თირკმლის შეტევა რომ მქონდა.
სამაგიეროდ საოცრად ვმშვიდდები როცა ტკივილი ქრება და ამქვეყნად ყველაფერი ძალიან კარგად და ვარდისფრად მეჩვენება. ისეთი რადიკალური განსხვავებაა რამდენიმესაათის წინანდელ და ტკივილისგავლის შემდგომ მეს შორის, რომ მეთვითონ მიკვირს ხოლმე.......
ოდა ეს ალბათ მშობიარობის რეპეტიციაა ზოგადად ქალის ორგანიზმში, წიპა, ძალიან რომ არ გაფრიკო მაგ დროს. მარა ამაზე 10-ჯერ მეტი, ომგომგ : (((((

თირკმლის შეტევა კი რამდენიმე წლის წინ მქონდა. მტკიოდა წელი, უკანა მხარე, მარცხნივ. ერთადერთი რაც მახსოვს იყო ის რომ თვალები მქონდა დახუჭული ძალიან, არ ვახელდი, სიბნელეში ნაკლებად მტკიოდა თითქოს, და ხელები მქონდა დამუშტული, ტკივილის დასაჭერად. ვიწექი გაუნძრევლად და ველოდებოდი როდის დასრულდებოდა ეს კოშმარი. ზეუმწეო ვიყავი, ვერ "ვიჭერდი" ტკივილს. ანუ ,მუცელი ან თავი როცა გტკივა, მოიკუნტები, თავზე ხელს წაივლებ, ამ დროს კიდე დაუცველი ხარ და პირდაპირ გიტევს და ვერც მოჭყუნავ, ვერც დააშინებ და მთელი ძალაუფლება აქვს შენზე. ჰაერსაც ვერ ვისუნთქავდი ბოლომდე, უფრო მეტად მტკიოდა... საბედნიეროდ მეტი აღარ შემომიტევს :თან:

პ.ს. ჩემი კნუწიკი მოვინახულე, ვიღაცასაც მოუნახულებია, კორმი დაუტოვებია, კიდევ აივნიდან დავინახე, ვიღაც მოფარფატე მოხუცი ბებო ნახევარი საათი როგორ ეძებდა ჩანთაში რამეს, რომ ეჭმია და რაღაცნაირად გული გამითბა....... მარა მაინც ტირის, მარტოა და ალბათ დედიკოს ეძახის : (

პ.პ.ს. პოსტი შთაგონებულია მევიოლინეს და სვითის მიერ :მო:

November 17, 2008

მიაუ-აუ


მერე რა, რომ დედამიწა ისეთი მრგვალი არ არის როგორიც გეგონა

რომ მთვარე ყვითელია და თანაც ვადაგასული.

რომ ხუნწი სულაც არ არის გემრიელი და

არც ისეთი ფერადია ცა, შენი ჩაცმულობა რომ დაიმახსოვროს.

მიაუ-აუ.

October 03, 2008

......


ყველაზე "მე" სურათი

September 16, 2008

სხვისი თვალით

კიარადა
გუშინ ძალიან ისეთი აპჩხი საღამო იყო, დადებითი ემოციებით გაძეძგილი...
და ჩემზე მომიყვნენ ერთი გოგოს შთაბეჭდილება , რომელიც ერთადერთხელ მყავს ნანახი, ისიც შორიდან და ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. შთაბეჭდილება დაახლოებით ასე ჟღერდა: "მაგარი უცნაური ვინმეა ყველა გაგებით, გავიდა იქით, მარტო დაჯდა, ჩვენ აქ ერთად ვიყავით, ვჭამდით ის იქ იჯდა რაღაცეებს აკეთებდა მარტო. მაგას როგორ უგებ და როგორ ეკონტაქტები..."

მმმ

არადა ვიღლები ბევრ უცხო ხალხში და თვითგადარჩენის მიზნით განმარტოვება მესაჭიროება ხოლმე...

არ დავგრუზულვარ, მიჩვეული ვარ მსგავს შეფასებებს ,მაგრამ ასეთი კონკრეტული შეფასება პირველად მოვისმინე და ძალიან გამიკვირდა, რატოა უცნაური ის რომ მარტო ყოფნა მოგინდეს? არ მესმის და მომკალი :უსერ:

July 23, 2008

ვერ ვიტან.....

1 ბიჭის შიშველ ტერფებს... გოგო კიდევ ჯანდაბას, თუ მოვლილია
2 რძე რომ იკეთებს ადუღების მერე ნაღებს.
3 როცა ვინმეს რამე უნდა ვთხოვო.
4 "ყველა მიყვარს" ტიპის ადამიანებს
5 ინდიფერენტულ ადამიანებს
6 ადამიანებს, რომლებიც თვლიან რომ ყოველთვის თვითონ არიან მართლები
7 ხისთავიან რეგვენებს
8 მეტროს გაწებილ ჰაერს
9 ხმაურიან "ტუსოვკებს", "ფართებს" და ზოგადად ხმაურს
10 გაწელილი ტუჩების მქონე ადამიანები მეზიზღება იმ დონეზე რომ ვცდილობ არ შევეხო :(((
11 წარბების გაკეთების პროცესს
12 როცა ნაგავს პირდაპირ ისვრიან სადაც მოხვდება, განსაკუთრებით ბუნებაში მაღიზიანებს მსგავსი საქციელები
13 სოციოფობიას ვერ ვიტან , რომ მჭირს
14 პირში ლაქუცს
15 მოხარშულ ხახვს
16 ყველაფრის ერთი ხელის მოსმით ვერგადაწყვეტის ჩემეულ "ნიჭს"
17 ზედმეტ ფიზიკურ კონტაქტს. განსაკუთრებით გოგოებს ეხერხებათ "ჩამოკიდება".
18 ჩემი კარადის გამოღებას,ჩანთის გახსნას, ბლოკნოტში ჩაჭყეტას უნებართვოდ...
19 ჩემი ნებართვის გარეშე ჩემ იუზერში შესვლას, ფაილების დათვალიერებას, მითუმეტეს მესენჯერის დიალოგის წაკითხვას შეუძლია აფექტში ჩამაგდოს და ადამიანს დავარტყა :შეურაცხადისმაილი:
20 სამზარეულოში რომ ფეხებში მებლანდებიან და მიყურებენ რას ვაკეთებ

მგონი ნევროზი მაქვს........

July 12, 2008

სიკვდილები

ინგლისურზე მოვიდნენ,ორნი იყვნენ,ასე 30-35 წლის კაცი და ბიჭი.. რამდენიმე თვეში ინგლისში მივდივართო.. დიდი მონდომებით იაქტიურა ერთი გაკვეთილი, თუ ორი... შემდეგ გაკვეთილზე გვითხრა მასწავლებელმა რომ თავი მოიკლა, ფანჯრიდან გადმოხტა... მოიკლა რო? ისეთი გეგმები ქონდა... გულის სიღრმეში მაინც მგონია რომ ცოცხალია...

მარიმ დამირეკა, გახსოვს, ბიოლოგიაში ერთად რომ ვემზადებოდით, მარი, დაიღუპაო... ერთი წელი კვირაში სამჯერ ვხედავდი, თითქოს კარგად უნდა მხსომებოდა და გულიც უნდა დამწყვეტოდა, მაგრამ უბრალოდ, ვერ გავიხსენე , იმ ორი მეათეკლასელიდან,ჩვენთან ერთად რომ ისხდნენ, რომელი იყო...

ბიცოლაჩემს მეზობელი ყავს ერთი, ნაზო.. ქმარი ყავდა, ცისფერთვალება, მთელი ბავშვობა ვთვლიდი რომ მამაჩემს გავდა ძალიან, არადა არც მახსოს როგორ გამოიყურებოდა მამაჩემი : )))) წელს ჩავედი და გამახსენდა უცებ, რომ რამდენიმე წელია არ დამინახავს.... მოკვდაო...

ერთი გოგო ვნახე რამდენჯერმე, არ მომეწონა, ისეთი გოგო იყო,რომლებსაც მე ზოგადად ვერ ვიტან.. დაიღუპა, და იმდენად ცოცხალი არ მახსოვს, რამდენადაც სიკვდილი მემახსოვრება მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ჩემი პირველი ახალგაზრდა ნაცნობი იყო, რომელიც მოკვდა. საფლავიც კი შემიძლია წარმოვიდგინო,როგორი აქვს...

ბებიაჩემის დასაფლავების დღეს ღუბელი იყო, როგორც კი დაკრძალეს,მზე გამოვიდა... და მისმა მამიდაშვილმა დაურეკა დედაჩემს, პეტრე ვნახე, იცინოდაო... შვილს უხაროდა რომ დედა მასთან წავიდა? :სპაი: საფლავი არ მინახავს, მაღლა გორაკზე დაასაფლავეს, არ შეიძლება ქალების დასაფლავების ცერემონიაზე დასწრება,მერე კი არ ავსულვარ...

კუდას ბლოღმა შთამაგონა, გამახსენდა ჩემი უცნაური სიკვდილების კოლექცია...
ზოგადად ბავშვობაში ძააააააალიან ბევრი სიკვდილი ვნახე, თანაც ასე 7-12 წლის ასაკში, სოფელში, ზაფხულობით რომ ჩავდიოდი, ხან ბიცოლა დამაპროწიალებდა იმიტომ რომ მარტოს ვერ დამტოვებდა, ხან ბებია... დაკრძალვა,სიკვდილი ასოცირდებოდა ძალიან ბევრ ბავშვებთან,თამაშთან ,სირბილთან ,გართობასთან და გემრიელ საჭმელებთან ,სუფრის გაშლასთან , გვეხალისებოდა პატარებს და დავარბენინებდით თეფშებს... კიდევ გემრიელ თუშურ ლუდთან და კოტრებთან... სასაფლაოზეც ხშირად დავყავდით ბებიას, მივიდოდით, ის იტირებდა, მერე საფლავზე ამოსულ ბალახს მოაშორებდა, ყვავილებს გამარგლიდა, ხეებს ამოძირკვავდა, სასაფლაო იქ ტყეშია და თუ არ მიხედე,ტყე შეჭამს, მე ამასობაში ძველ საფლავებს ვნახულობდი, იქვე ამოსულ ველურ მარწყვს ვჭამდი, ზაფხუკი იყო, ცხელოდა, ტყეში ვიყავი და საერთოდ არ იყო სასაფლაოს განწყობილება... ხან მეზობლის გოგოც მიგვყავდა და დაქალოჩკები დავბოდიალობდით ერთად... მერე სუფრას გავშლიდით,სახლიდან წამოღებულ გემრიელობებს შევჭამდით და ნელ-ნელა დავიძვრებოდით სოფლისკენ, გზა შორი იყო, გზადაგზა კი უზარმაზარი მილები, თუთნარი, სიმინდის და მზესუმზირის ყანები უნდა გაგვევლო... პატარა ბავშვისთვის იმხელა შთაბეჭდილება იყო, ექსკურსიასავით დავყვებოდი ხოლმე...
სახლშიც გარდაცვლილების სურათები ეწყო მუდმივად, მამის, ბიძის, მეორე ბიძის, მესამის, ბაბუის... ვიცოდი ვინ როგორ მოკვდა და ეს ისეთი ბუნებრივი იყო...

ალბათ მაშინ შევეჩვიე სიკვდილსაც და ამიტომ არ მემართება ის ისტერიკა და ვაი-ვიში , გაუცნობიერებელი შიში მკვდრის და საფლავების მიმართ, როგორც ხალხს ჭირს, მე ხომ ბავშვობაში სასაფლაოზე ექსკურსიაზე დავდიოდი და დაკრძალვებზე დაჭერობანას ვთამაშობდი სოფლის ბავშვებთან ერთად... და ალბათ ვერც ვ ერაოსდეს გავიგებ ამ ფრაზას.__"რატომ დაგვტოვე,როგორ გვიჭირს უშენობა". მთელ;ი ეგოიზმი აქ ჩანს ადამიანის, იმას კი არ დარდობს, რომ ის მოკვდა,არამედ იმას, რომ თვითონ გაუჭირდება უიმისობა...

July 03, 2008

ბიჭს ვგავარ



ეს ის სურათებია, ლაშქრობიდან მოსულს სახლის კარი ჩაკეტილი რომ დამხვდა,ძმამ გასაღები არ დამიტოვა და ერთი საათი სადარბაზოში, ცივ იატაკზე ვიჯექი, მუსიკას ვუსმენდი, მერე თავი ჩანთაზე დავდე და დამეძინა და მერე ვისაც არ ეზარებოდა, ყველა კიბეზე ამვლელ-ჩამვლელი მეკითხებოდა ვისთან ხარო ? და მე ყველაფერი ფეხზე მეკიდა ისეთი დაღლილი ვიყავი. ხოდა ამ სურათებზე ბიჭს გავხარო და რავი... არდა ბიჭი აშკარად უფრო სიმპატიური ვიქნებოდი, ვიდრე გოგო ვარ, იმხო

June 30, 2008

ღმერთმა დამიფაროს

ქმარს შვილი ჩემზე მეტად უყვარდეს.
ნუ მოკლედ ფორუმზე წავაწყდი თემას , და, რამდენიმე პოსტს წავაწყდი--- შვილი, შვილი, შვილი...
რაის შვილი,პირველ ადგილას მე უნდა ვიყო, მერე შვილი,შვილიშვილი და ბებიის ყვავაის ჩხიკვის მამიდაშვილის ნახვარდები კიდე
ნუ თანაბარ ადგილსაც დავჯერდები, მმაგრამ
ღრრრრრრრრრრრრრრრრრრ
უფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფფ
სუფთა ქართული მარაზმია ეგეც, შვილის გაფეტიშება და უპირველეს ადგილზე დაყენება...