
მწუნე ჩანთა
გოგოშკაპოსტი უნდა გამოვაცხო, მიუხედავად იმისა რომ ქართულ ბლოგოსფეროში რატომღაც ძალიან უბზუებენ ცხვირს მსგავს პოსტებს :D
ამასწინათ გადავწყვიტე, ტანსაცმელი ონლაინ შევიძინო ხოლმე და სატესტოდ გამოვიწერე რაღაცეები, საკუთარი ზომების გადასამოწმებლად, ყველაზე იაფიანს რასაც გადავაწყდი ამერიკული მაღაზია, http://www.forever21.com/ იყო, ხოდა შევესიე.
შედეგად აღმოჩნდა, რომ:
- ფეხი 37 კი არა, 36.5 მაქვს.
- ფორევერის M ზომის მაიკაში დავცურავ, S კარგად მაქვს. (ამერიკული XS-ც კარგად მაქვს, ერთი ცალი მაჩუქეს ადრე)
- სამაგიეროდ ბოლოკაბა მომივიდა ოდნავ პატარა, M ზომის
რაც შეეხება ფორევერის ხარისხს
- ჩანთა იმაზე ბევრად მაგარია, ვიდრე საიტზე იყო, თანაც მწვანეა :D
- 100% კოტონი ნამდვილად კოტონია და ფორმალურად არ აწერია. (ვერ ვხმარობ სინთეტიკას და ჩემთვის ძალიან დიდი პლიუსი იყო)
- მე ნახატებიანი მაიკა გამოვწერე და ძალიან მომეწონა, ორი გარეცხვის მერე არაფერი არ მოსვლია ნახატს, თან მე ძალიან სასტიკად ვიცი გარეცხვა : )))
- ოღონდ თეთრია ეს მაიკა და საკმარისად გამჭვირვალე. მე არ მაწუხებს მაგრამ რავი, იცოდეთ მაინც.
- ფეხსაცმელი უხეშია, ფეხს ტკენს.
ყოველთვის მინდოდა ასეთი "დახვრეტილი" რამე.
პ.ს. აი თურმე რატომ ვერ ვყიდულობ და ვირგებ აქ ფეხსაცმელს, შუალედური ზომები არ იშოვება : ((((
პ.პ.ს. მცივა, ამიტომ ტანსაცმელის გადმოლაგება, ჩაცმა და გადაღება ძალიან დამეზარა, სიტყვაზე უნდა მენდოთ : (
ჩემი საყვარელი ნივთი, ჯერ ერთი მარწყვის არომატი აქვს, მეორე ამ სიცივეში ძშეუცვლელი ნივთია და მესამე, ძალიან მომწონს მისი "მორთულობა".








