Showing posts with label მაიკა. Show all posts
Showing posts with label მაიკა. Show all posts

February 13, 2010

მწუნე ჩანთა და ონლაინ შოპინგი


მწუნე ჩანთა

გოგოშკაპოსტი უნდა გამოვაცხო, მიუხედავად იმისა რომ ქართულ ბლოგოსფეროში რატომღაც ძალიან უბზუებენ ცხვირს მსგავს პოსტებს :D



ამასწინათ გადავწყვიტე, ტანსაცმელი ონლაინ შევიძინო ხოლმე და სატესტოდ გამოვიწერე რაღაცეები, საკუთარი ზომების გადასამოწმებლად, ყველაზე იაფიანს რასაც გადავაწყდი ამერიკული მაღაზია, http://www.forever21.com/ იყო, ხოდა შევესიე.

შედეგად აღმოჩნდა, რომ:
  • ფეხი 37 კი არა, 36.5 მაქვს.
  • ფორევერის M ზომის მაიკაში დავცურავ, S კარგად მაქვს. (ამერიკული XS-ც კარგად მაქვს, ერთი ცალი მაჩუქეს ადრე)
  • სამაგიეროდ ბოლოკაბა მომივიდა ოდნავ პატარა, M ზომის

რაც შეეხება ფორევერის ხარისხს

  • ჩანთა იმაზე ბევრად მაგარია, ვიდრე საიტზე იყო, თანაც მწვანეა :D
  • 100% კოტონი ნამდვილად კოტონია და ფორმალურად არ აწერია. (ვერ ვხმარობ სინთეტიკას და ჩემთვის ძალიან დიდი პლიუსი იყო)
  • მე ნახატებიანი მაიკა გამოვწერე და ძალიან მომეწონა, ორი გარეცხვის მერე არაფერი არ მოსვლია ნახატს, თან მე ძალიან სასტიკად ვიცი გარეცხვა : )))
  • ოღონდ თეთრია ეს მაიკა და საკმარისად გამჭვირვალე. მე არ მაწუხებს მაგრამ რავი, იცოდეთ მაინც.
  • ფეხსაცმელი უხეშია, ფეხს ტკენს.

ყოველთვის მინდოდა ასეთი "დახვრეტილი" რამე.

პ.ს. აი თურმე რატომ ვერ ვყიდულობ და ვირგებ აქ ფეხსაცმელს, შუალედური ზომები არ იშოვება : ((((

პ.პ.ს. მცივა, ამიტომ ტანსაცმელის გადმოლაგება, ჩაცმა და გადაღება ძალიან დამეზარა, სიტყვაზე უნდა მენდოთ : (

ჩემი საყვარელი ნივთი, ჯერ ერთი მარწყვის არომატი აქვს, მეორე ამ სიცივეში ძშეუცვლელი ნივთია და მესამე, ძალიან მომწონს მისი "მორთულობა".

December 24, 2008

ამბავი მაიკისა მისისა

ერთ დღეს, მეგობარს გავყევი ბაზრობაზე, რა უნდა ეყიდა, არ მახსოვს, მაგრამ ყავისფერი მაიკა რომ დავინახე ყვითელი კანტებით, ბევრი არ მიფიქრია, სასწრაფოდ ვიყიდე, და მერე რა, რომ პიჟამოდ იყო გათვალისწინებული, მეორე დღესვე ჩავიცვი და მის მერე მაცვია და მაცვია.
ის ჩემთან ერთად დადიოდა პახოდებში, აბარებდა გამოცდებს, ზამთარში სიცივეში წელს მითბობდა, ზაფხულში ერთადერთი ბრეტელებიანი მაიკა იყო, რომელიც ჩემზე მეტნაკლებად ასატანად ჩანდა, მაცვია სახლში, გარეთ, ნუ, ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე.
ოდა ერთხელაც მეგობართან ღამისსათევად წასულს დამრჩა საწყალი მაიკა, გაეკვეხა თურმე საწოლის უკან და სიჩქარეში თუ რარაც ჯანდაბაში ვერ დავინახე...... ნუ, კაი, წავედი, დავიბრუნე...... სახლში მოსულმა აღმოვაჩინე რომ თურმე ისევ იქ დამრჩენია... არაო აქ არაააო და ნუ, გამოვიგლოვე მეთქი უეჭველი გზაში დავთესე (ნუ რანაირად მარა მაინც) ამასწინათ მირეკს, მაიკა ვიპოვეო, აუ ისე გამეხარდა ისეისეისე, თურმე ადიალაში გახვეულა და როგორც იქნა დაიხსნეს ტყვეობიდან.
საწყალი მაიკა ისევ ქიაა, მისი პატრონი კიდე აგერ იყინება, მივაკითხო უნდა........
არა ნუ რა შუაში იყო მარა :მო:
პ.ს. აქ არ ჩანს კარგად, მაგრამ რომლებზეც ჩანს ისე გამოვიყურები გადავწყვიტე არ დავდო :გივი:

პ.პ.ს. უი რამხელა საჯდომი გამზრდია :უსერ: