Showing posts with label მინდამინდა. Show all posts
Showing posts with label მინდამინდა. Show all posts

May 17, 2009

პახოდების სეზონს გახსნილად ვაცხადებ!

ხალხნო და ჯამაათნო!
ესსსსეიგი ასე და ამგვარად
წლის პირველ სერიოზულ პახოდს გახსნილად ვაცხადებ!
:ტარადაააამ:

ჰხო, მივდივარ ზნაკვაში, ეს არის რაჭაში, ზუსტად არ ვიცი სად,მაგრამ ასეთი ადგილი რომაა კი ვიცი









ნუ ჯერ ბევრი ვიფიქრე სანამ ჩავეწერებოდი, მოვიფიქრე და ზუსტად მაშინ დაიხურა სია,თუმცა ბედმა გამიღიმა და ჩემი ადგილიც გამოჩნდა.
წივწივასგან თბილი სპალნიკი ვითხოვე, ჩემი თხელია და სრული ბედნიერებისთვის მჭირდებოდა თბილი,უარი არ უთქვამს.
ხალხსაც არ ვიცნობ წესიერად, მხოლოდ ხათოს, მის დას, ალექსას და ტრულის და მგონი ვსო და ერთორს ვირტუალურად. ნუ ვისაც ვიცნობ საკმარისია იმისათვის რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. სულ 21-ნი ვიქნებით, და პარასკევიდან კვირამდე სრულ ჰარმონიაში ვიქნებით იმედია.

ვაიმე ისე მიხარია ლამის კენგურუსავით ვიხტუნო წინ და უკან
იმდენი უნდა ვიარო, ვიფოფხო, ჰაერი ვყლაპო, გავიმტვერო, კოცონთან გავიმჭვარტლო და ნაცარი მოვქექო, ლუდი დავლიო, ბალახში ვიგორაო, მოკლედ, დედამიწა თავზე დავიმხო
ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა ნივთები წავიღო სრული კომფორტის შესაგრძნებად.

გაიზიარეთ რა ჩემი სიხარული



პარასკევამდე დარჩა 5 დღე

April 14, 2009

გამოშტერებული პოსტი


მემზევზუვხარხურბულბულება

ტოესწ აი ეგეთი დარუშებული და თან ბამბის რამე-რუმეები მინდა, რომელიც აქ კაი ხარისხის ან არ არის, ან რაც არის ქე გაეცრიცა ფერი ორი გარეცხვის მერე.
ოდა
არა აი ერთი თქვენ როგორ არ იქნებით კაიფში ასე 3-4-5 გამაყუჩებელი ნემსის მერე და პლიუს მაგის მერე ორნიმესილდალეულები ჰა
კბილებზე ვიყავი დღეს, ნუ მერე რა რომ სისუფთავის ყველა წესი პლიუს ოთხხელა პრინციპი და რამე, აი კინაღამ მოვკვდი სავარძელში, იდეაში რომ ვიცოდი საშიშჳ არაფერი იყო და მაკანკალებდა და საკუთარი თავი ხელით მეჭირა რომ არ გავქცეულიყავი, ხელები შემოვიხვიე ზედ და ასე ვიწექი თან ავტოტრენინგს ვიტარებდი აი ორი წუთიც და წახვალ აი ეს დაბურღვაც და წახვალ, და სტომატოლოგმაც ბარემ ისივ ვქნათ ესეც ვქნათ და კეთილად შემაბა ზუსტად სამი საათის განმავლობაში, ხო ნუ თან ნელაც მუშაობდა ჩემი გადამკიდე, ხან წყალი მოვითხოვე ხან ტუალეტი ხან ააააა, მტკივა წამალიწამალი თქო( არადა მკვდარი იყო ის კბილი თურმე, შტო ზა ჩორტ? ) მერე რო გამოვედი სახე დაბუჟებული, მუხლები აკანკალებული და კინაღამ ვიღაცის მანქანას მივეფინე ზედ
არადა მემგონი სამჯერ კიდე უნდა მივიდე
აუ ხო გუშინ კიდე ვთამაშობ რაღაც დებილობას, უცებ კომპი ზმუის, ეკიდება, მერე კვების ბლოკის მხრიდან გამოდის საშინლადთეთრი კვამლის ბოლქვები, აი მატარებლები რო უშვებენ ხოლმე დილმებში ,ეგეთი, მერე იუპიესი წმუკუნებს, კომპი რესტარტდება და უცებ კვდება, მე გაშეშებული ვზივარ, ჩემი ძმა ხტება ყვირილით "გოგო გათიშე!!!" და მე ვაძრობ შტეფსელიდან, "იუპიესი,იუპიესი!!!" ნუ ხო კაი ვთიშავ და მგლოვიარე სახით ვჯდები დივანზე,თვალწინ უკვე გამირბინა იმან, როგორ ვეკაჩავები რომ ლეპტოპზე დამსვას საქმის გასაკეთებლად, ზვიო ხსნის კეისს და ადასტურებს რომ მხოლოდ კვების ბლოკი გამიფუჭდა და იდეაში ხვალ გაკეთდება და შემიძლია გავიღიმო.
სამაგიეროდ აღდგომას სოფელში მივდივარ ბიცოლასთან, ტრალი-ვალი ურავაშა

April 11, 2009

სუფთა ჰაერი




ჩემს სახლში აღარაა, ჩემ ძმას სცივა და ჩახუთა აქაურობა, ბლოგზე მიაინც მქონდეს : )))

April 07, 2009

უსათაუროდ


ზაფხულში მუხლამდე ყვავილებიან მინდორში რომ შეხვალ და გულაღმა დაწვები, გრძნობ როგორ გეღვრება მზე სხეულში.
სიცხით გათანგული მწერების ბზუალი და გათელილი ბალახის და მიწის სურნელი, ერთმანეთში არეული.
მოჭუტული თვალებიდან წამწამებს მიღმა დანახული ლურჯი და ღრუბლები, რომლების მუდმივად სადღაც მიიჩქარიან ზაფხულობით.
სოფელში, შუადღის ბუღს გამოქცეული ფეხშიშველა რომ გახვალ ბოსტანში, სიმინდის კვლებში ლობიოს და გოგრებს შორის ალაგ-ალაგ გაბნეულ კიტრის ხვიარებში რის ვაი-ვაგლახით რომ იპოვი სამიოდ პაწუკა, ხორკლიან კიტრს, მიწას გააცლი, მერე პამიდორებს მოწყვეტავ, დაჯდები რუვის პირას, თხილის და ვაშლის ხების ჩრდილში, რუვთან მუდმივად გრილა, ფეხებს ააჭყაპუნებ და ჯერ ისევ თბილ და მოტკბო პამიდორს გაკბეჩ, სპეციფიკური სუნი რომ ასდის ფოთლის.

არ მშურს იმ ადამიანების ვისაც ბავშვობაში ზაფხულები სოფელში არ გაუტარებიათ, ფეხშიშველებს არ ურბენიათ, ხეებზე არ უძრომიალიათ და ნამდვილი სოფლის ბავშვივით არ უცხოვრიათ. ზაფხულობით ყოველ წელს სოფელში მგზავნიდნენ ბებიასთან, იმას სულ არ ედარდებოდა დედაჩემის ბავშვის ბამბაში შეფუთვნის მეთოდიკა და მათოხნიებდა, კოლორადოს ხოჭოებს მაკრეფინებდა, კარტოფილიც ამომიღია და ხორბალიც გამირეცხავს. სიმინდიც დამიცეხვია. ტურტლიანი ფეხებით წყაროზე მირბენია და საერთოდაც იქაურებისგან თუ არ გავირჩეოდი, იმათზე ნაკლები ნამდვილად არ ვიყავი.

მაშინ გული მწყდებოდა რას მერჩიან თქო და ახლა მიხარია, რომ ასეთი "სოფლური" ზფხულები მქონდა.

საიდან გამახსენდა არ ვიცი, ალბათ უფრო იმიტომ ,რომ აღდგომებზე სოფელში უნდა ჩავიდეთ და საფლავებზე გავიდეთ,ბიცოლასთან მივდივართ, მერე რა რომ იქ ისე ვარ როგორც საკუთარ სახლში, იქ კი სადაც ჩემი წინაპრები ასაფლავია, ჩემი სახლი აღარ დგას. არადა ვერ ვიტანდი იქ ყოფნას, რაც წამოვიზარდე, ჩასვლისთანავე გამოქცევაზე ვიყავი, იმდენად არ მომწონდა მეზობლური სიტუაცია, ახლა კი ვნანობ, ერთი მაინც დაგვეტოვებინა...

ოდესმე ფული თუ მექნა, აუცილებლად ვიყიდი რომელიმე მივარდნილ სოფელში პატარა სახლს.

January 17, 2009

ის, რისი უნარიც არასოდეს მექნება









ყოველთვის მინდოდა მეხატა, უფრო სწორად, ფუნჯი ამეღო და თეთრ ქაღალდზე ხასხასა, მხიარული ფერები დამეტანა. მსუყე, გაჯერებული ფერები, ტროპიკული ტყის, ყოველგვარი ნახევარტონების, შავის და ნაცრისფერის გარეშე.

January 05, 2009

ახალი 2009



ამასწინ მეგობარმა მახარა, წელს ჩვენი წელი მოდისო, ხარისო, არც გამხსენებია კიარადა რომ არ ეთქვა არც გამახსენდებოდა.... ჩემი წელი მოდის და თან 24 წლის ვხდები. არ ვიცი სხვებისთვის როგორ და ჩემთან ნებისმიერი საინტერესო ამბავი და მოვლენა ლუწ წლებს უკავშირდება, ტყუილად კი არ ვარ 22-ში დაბადებული.

წინა წელს ორი ძალიან კარგი ადამიანი აღმოვაჩინე, და ორიც გავიცანი, ბევრი ვიარე წაღმა-უკუღმა, სწავლის გარდა ყველაფერი გავაკეთე, თოკით დავეშვი სიმაღლიდან ,ჩემთვის ეს მართლა გმირობა იყო იმიტომ რომ ძალიან მეშინია სიმაღლის, წინა წლის ბოლოს პირველად მეწყინა ადამიანის გარდაცვალება, და,იმედია, კარგა ხანი არ გავიგებ მსგავსს არაფერს... აპრილში მარი გათხოვდა, იმ იშვიათ ქორწილთაგანი იყო, სადაც არ მომიწყენია. ომი იყო კიდევ, და ყველაზე საშინელი ის კი არ იყო რომ ვაიმე ომია და რაღაც, არამედ ის რომ უმწეო ხარ და საიდან რას გესვრიან არ იცი,ვერც ვერაფერს აკეთებ. ენკას ვთამაშობდი კიდევ იმ წელს... უი ხო,ერთი პიროვნება გავაქრე შეძლებისდაგვარად, ყოვლად თავდაჯერებული და თავგადამეტებული, წიპა მე ვარ და შემომხედეთ. სად მქონდა საღი გონება ნეტავ, ა? მთაში ვიყავი და საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინე. თურმე რა კარგია, როცა ისე ხარ როგორც გინდა.
ჰხომდა
2009-ში არაფერს არ ვგეგმავ, არ მიყვარს გეგმების დალაგება. თუმცა, მარიმ რომ ყაზახური იურტა მაჩუქა, როცა გამახსენდება, ფულს ჩავაგდებ ხოლმე და წლის ბოლოს ჩემთვის აპარატს ვიყიდი! მინდამინდამინდა :(

December 29, 2008

ახალი აღმოჩენა

ზეგენიალური რამე აღმოვიჩინე, ზეიაფი და ზეკარგი და გემრიელი. ამასწინათ გამოვაყოლე ხელს, შოკოლადიო ეწერა და მეთქი, ჯანდაბას, ხარისხი თუ კჩორტუ, სუნი მაინც შემრჩება თქო და სასიამოვნოდ გავოცდი, ისსსსსსსსსსეტი მმაგარი სუნია აქვს ვნეტარებ, ვკაიფობ და ისეთი შეგრძნებაა თითქოს მთლიანად შოკოლადში ხარ გახვეული. წყალი ისედაც იხვივით მიყვარს და ამ სუნზე ხომ გადავირიე...... თან ზეტკბილი სუნი არ აქვს, სადღაც მენთოლის არომატებიც დაკრავს.
მერე საიტი მოვსერჩე და ისა...... მმმ, თურმე რა კაი რამები ყოფილა

მარცხენა ლავანდით და ვანილით, მარჯვენა მანდარინებით, ლოლ.

ლაიმი... საკუთარ თავზეა გამოცდილი, გამოფხიზლების საუკეთესო საშუალებაა დილას.
და შოკოლადი ისევდაისევ, ამჯერად ქოქოსით, ანუ უფრო ტკბილი იქნება..

და აი ეს მაქვს მე. ოდნავ მომწარო შოკოლადის სუნი აქვს, "ბარხატნი".

ოდა ეს კიდო საიტი, იყოს, გამომადგება როდესმე.

December 28, 2008

a wish!

არასოდეს არცერთ ნივთზე არ მქონია გართულება, გარდა ერთისა.... ზეძალიან მინდა ფოტოაპარატი. რამდენჯერაც ფულისშეგროვება დავიწყე, იმდენჯერ დამეხარჯა, პლიუს არ ვარ ის ტიპი რომ სახლში ისტერიკები მოვაწყო და ტვინი ვბურღო მინდამინდამინდა თქო და ვარ ასე... თავის დროზე კომპზეც მთელი ომი გადავიტანე მარა კომპზე კიდე გაიგო დედამ რო ასეთუისე სასარგებლო ნივთია, მარა აპარატზე....

წუხელ დამესიზმრა რაღაც აპარატი მქონდა და სადღაც უცხო ადგილას ვიყავი, მერე თითქოს ჩემ სოფელში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი მეგობრის კორპუსი იდგა, მარა სოფელში რა უნოდა ვერ მივხვდი, თან მთელი ბავშვობა იქ გავატარე და ეს არ დამინახავს თქო ვიძახდი...

ოდა, გამომეღვიძა და ისევე დამწყდა გული, როგორც ერთხელ, ბავშვობაში, აი , ტოტალური გაჭირვება და დეფიციტი რომ იყო და ფლომასტერები რომ დამესიზმრა ფერადფერადი, რომ გამაღვიძეს , კინაღამ ვიტირე. მეორე კლასში ვიყავი მგონი მაშინ.

ბოლობოლო ყულაბას ვიყიდი ისეთს, რომ, როცა რამე მომინდება, გატეხვა დამეზაროს :მო:

December 05, 2008

მომენატრა

დღეს გავბოდიალდი ისევ ფეხით, თან მეზარებოდა და ტან არა, მაინც მინდა თქო და ხაჩჳკას გადავეყარე, ვეჭორავე ცოტა... ჩემი გუნდი გავაკეთე და ვთამაშობთო... ყოველკვირაა თამაშებიო... ომგომომგ აი ისე მიდნა თამაში რომ გავაფრენ ახლა : ((((((( მეთქი თუ რამეა, ჩამწერეთ რა თქვენთან, ნუ, არამგონია დამირეკოს, თან უცხოებში მეც მერიდება......
მერე საიტზე შევედი საუკუნეა არ ვყოფილვარ, ლილუს მესიჯი დამხვდა, ოპერაცია გავიკეთე, კარგად რომ ვიქნები ისევ მინდა გუნდი გავაცოცხლოო....... ჰმ, გუნდი ხო, მარა, მანქანას საიდან მოვქექთ? ერთს ყავდა მარა ის პაწუკა იყო თან ძალიან ცოდო იყო საჟლაგუნოდ
იდეაში კი შეიძლება, გამოცდილი მოთამაშე ვარ და მიმიღებს ალბათ გუნდი ვინმე, მარა ეს უცხო ხალხი ნუ რავიცი, ჩემი გუნდელების ბზიკების შეგუებას დაჭირდა კაი ხანი და უცხოებთან პირველი თამაში მარტო იმას დაჭირდება გაიგო ვის რა ტაქტიკა აქვს და მსგავსები ან ვის შეიძლება რამე უთხრა და ვინ "ფსიხია".
ჰხომდა, არადაბალპასადკიანმანქანიანი, კარგი მძღოლი, გადარეული, ღამისმთეველი, ამტანი, პიროვნება თუ იცით სადმე, ხაჩუ ძალიან :მო:
ბლია, ისიც კი მენატრება დილის ექვს საათძე გაბონძღილი ომ მოვდიოდი სახლში და ლოგინზე ვეცემოდი, ან სამ საათზე უაზრო კვესტის ამოხსნისგან გამოდებილებული რომ ვიჯექი, სლივს ველოდებოდი და მეწეოდი ღერს რერზე და ვგრძნობდი რომ მალე გავაფრენდი. ის ყინვის სუნიც მენატრება და ლისის ტბაზე გიჟივით სირბილი ფერადტკივებულს,ბიჭებს რო არ ჩამოვრჩენოდი.
ოდა
ენკა მინდა, ბლინ!
აი არ მენანება არც ფული, არც დახარჯული ნერვები, არც ფიზიკური დაღლილობა მადარდებს და იქ რაღაცნაირად თავს ცოცხალ ადამიანად ვგრძნობ ხოლმე!!! იქ არავის ადარდებს ჩემი სიგარეტი და ხელს არ იქნევენ ბოლის გადაფანტად, იმიტომ რომ 99% ეწევა, არც შენი აჯაჯული თმა და ჩაცმულობა, აქ ყველას აჯღაბუჯღა და მოხერხებულად აცვია, არც ტალახში ტოპვაა უცხო ხილი. აქ არ იჩითებიან ზედამანიკურებული უწიპუწი როჟები (ნუ კაი ერთიორი მარა მე არ მეხებიან), აქ მთავარია იაზროვნო,იფოფხო, დაიკიდო ის რომ ამ სადენში დენი გადის და ამ კედელზე კი უდან გაიარო მარა ძირს ჩასავარდნია, და ამ მიტოვებულ შენობაში მინები ყრია და ზოგადად ამ შენობაში შესვლა იდეაში არ შეიძლება. ის რომ გიჟივით არ უნდა იარო, მანქანა მოცურდება, რომ შეიძლება მუხლი გადაიტყავო ან რამე იღრძო და რავი ასე შემდეგ.
ცივი სუსხი მიყვარს და უკუნეთი ღამე, მძჳნარე ქალაქი და დაღლილობისგან ისტერიკულად გაცინებული მეც მიყვარს.
გავგიჟდები ახლა მგონი : ((((((((((((((((

December 02, 2008

ნამეტანი გოგოშკა პოსტწიკი


ოდა წეღან მაუსი შემიცდა ავონის კატალოგშჳ და ნეტა არ შევსულიყავი, მარწყვის და ალუბლის ტანის მოვლის სერიები, სპა, ზღვის მინერალები, გემრიელობა სკრაბები, დამატენიანებლები, განსაკუთრებით 8 ფერიან ბლესკის პალიტრაზე გადავირიე.მოკლედ გავფრიკე და გამოვედი უკან.

ვზივარ ახლა და ვიგრუზები, იმიტომ რომ საშინლად მინდა ყიდვა, და მაღაზიაში რომ დამენახა , უეჭველი ვიყიდდი, და საბედნიეროდ, ვირტუალურად შეუძლებელია, მეორეც , რა ჯანდაბად მინდა ეს მერამდენეღაცე ტანის მოვლის საშუალება, როცა ნივეას დუშგელზე უკეთესი მართლა არაფერია ამ დონის კოსმეტიკებში და რამეებში.ტანის სკრაბები სრული დებილობაა, მქონდა ერთხელ და მივხვდი რომ ჩემ კანს აშკარად არ უნდა და არ ჭირდება. ან საერთოდ, ჭიდება კი ვინმეს კანს? ძალიან ეჭვი მეპარება...  

ამასწინათ შემომეყიდა ფაბერლიკის დუშგელი და ტანის რძე, აფროდიზიაკებითო, კხმ. მოვაბრძანე სახლში,აი მართლა მოვაბრძანე, მთელი გზა ვისუნებოდი კრემს :უსერ: ვიბანავე-წავისვი რამდენიმე დღე და ისევ აღმოვაჩინე რომ ნივეას დუშგელი ჯობია,  ნუ აი ტანის კრემზე ვერაფერს ვიტყვი ,მართლა გენიალურია, მარა ჯერ დავის ვერ გამითავებია (რამხელა ფლაკონებში ასხამენ რა უბედურებაა, ახალი ვერ მიყიდია და დამიხარჯია,ბლინ). 

არა, მართლა არაფერში მჭირდება ეს ამდენი ხარახურა თაროებზე, ჩემს ტანს ბავშვის ზეთი და ნივეა ყოფნის იდეაში, მარა რრრრრრრამხელა სიამოვნებაა, საათნახევარი აბაზანაში ყურყუტი, ხასიათის მიხედვით  დუშგელის ამორჩევა, მერე ლოსიონი ტანის კრემი, ან, თჲ ნამეტანი მოვინდომე, ავტოზაგრიანი კრემი და იმის შეგრძნება როგორ გიყვარს შენი სხეული, მერე აბაზანიდან გამოსვლა და აქ წყდება ლენტა, ისმის ჭყრიალი და ჩემი ძმის დამანჭულცხვირიანი შეკითხვა, რისი სუნი აგდის? :სპაი: ნუ კატეგირულად არ ესმის ზოგადად რატომ ამდის არომატები აბაზანიდან ახალგამოსულს, ნიჩევო, გაიზრდება, გაიგებს. ხო ნუ ეს ყველაფერი სიამოვნება თბილ სეზონზე, როცა ცივა კი, შხაპ-შხუპ, ზეთი , ან არც, და ჰერი-ჰერი თბილ ტანსაცმელში.

მთელი ეს ოდა იმიტომ ,რომ მე დავარწმუნო საკუთარი თავი რომ არ მჭირდება ის გემრიელობა კრემი, კიდევ ის პალიტრა, კიდევ ის სიცივის კრემი (ერთი უკვე მაქვს), კიდევ ის სპა რაღაცა.

აი სახეს მართლა უნდა მიხედვა , ტოესწ ორმა კომედონმა შემომიტია და ვერ ვუტევ  :ქრაი: :მო:

მარა აი ამ ტანის მოვლის რამეებზე რატო ვფრიკავ ვერ ვხვდები :ქრაი:

December 01, 2008

ქალაქი ღამე


ჰაერი უფრო ცივი და კრისტალურია, ცხოვრების რიტმი უფრო აჩქარებული, ქუჩებში სინათლის მდინარეებია და ჰაერში რაღაცნაირი სუნია, ენქაუნთერის, სიგიჟის, სიმყუდროვის და სევდანარევი ღიმილების. ისიც მსიამოვნებს, რომ ცივი ჰაერი მისუსხავს სახეს და ქარი მცემს სახეში, თუ შემცივდება შემიძლია კაპიუშონი წამოვიფარო, ბეწვიანი, სადაც ნიავიც კი არ ატანს, მხედველობის არეს გრძელი ფაფუკი ბეწვები ზღუდავენ და ისე ხარ, როგორც ქოხში. ღამე ყველაფერი სხვანაირია, ტროტუარზე ჩამოცვენილი ხმელი ფოთლებიც, ბნელი შესახვევებიც, ადამიანებიც კი...

ყველაზე მეტად გვიანი ღამის ქალაქი მიყვარს, როცა ყველას ძინავს და მხოლოდ პატრულის მანქანები და შენ ხართ ქალაქში, ცარიელი ქუჩები, მოძრაობის სრული თავისუფლება, და სიჩუმე. ალბათ უძილობის გამო მეჩვენებოდა ასეთი საინტერესო ღამის ქალაქი, სკვერები, პარკები, ადამიანების გარეშე, მიტოვებული და ძალიან ჩემიანი.

შარშან, დიდი თოვლი რომ იდო და აუტანელი ყინვები იდგა, მე და ორი ადამიანი წავედით მაღლივის სტუდქალაქში, ხიდის გავლით. ღამე იყო, სიჩუმე, უზარმაზარი, ჩაბნელებული კორპუსები იდგა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელ დედამიწაზე ჩვენ სამნიღა გადავრჩით, რამე კატასტროფის მერე. , ასფალტიანი გზა სულმთლად დაფარული იყო თოვლით, გაუკვალავით, ეს თოვლი ლამპიონების შუქზე ბრჭყვიალებდა და თავი რომელიღაც ფილმში მეგონა... :უსერ:

დღეს სამახურიდან გამოსულმა, იმის მაგიერ რომ სახლშჳ წავსულიყავი, საპირისპირო მიმართულებით წავედი და ლამის ნახევარი ვაჟა და კიდევ პეკინი გავიარე... მერე წელი მეტკინა... დიდი სიამოვნებით გავბოდიალდებოდი სადმე ღამე, ძველ თბილისში, ნარიყალაზე, რავი, წავიდოდი სადმე, მარა მეშინია გოგოს მარტო......

ოდა ასე

მომენატრა ღამე, ენკა, და ზამთარი, თოვლიანი.

October 01, 2008

.....






საქმე არაფერი მქონდა და მშვენივრად გავერთე დღეს


ჰხომდა ლაბში დამოუკიდებლად მიმიშვა დღეს აპარატებთან და მხოლოდ ათი ერთეული (5-6-ია დასაშვები) გავმაზე ჩემი ბრალი არ იყო, შეანჯღრიეო არ უთქვია არავის და მეც დამავიწყდა მარა ზატო ახლა რა დამავიწყებს

ნელ-ნელა მომწონს ჩემი საქმე



ა, ხო

შაბათ-კვირას საინტერესო რამე იგეგმება იმედია გამოვა

September 29, 2008

......


ვაიმე!
წარმოვიდგინე, ადამიანი რომელიც ამ სურათს იღებს, სად უნდა იდგეს და როგორ
და
ისეთი შავი შურით შემშურდა რომ გული ამიჩქარდა....