Showing posts with label კვამლი. Show all posts
Showing posts with label კვამლი. Show all posts

May 17, 2009

პახოდების სეზონს გახსნილად ვაცხადებ!

ხალხნო და ჯამაათნო!
ესსსსეიგი ასე და ამგვარად
წლის პირველ სერიოზულ პახოდს გახსნილად ვაცხადებ!
:ტარადაააამ:

ჰხო, მივდივარ ზნაკვაში, ეს არის რაჭაში, ზუსტად არ ვიცი სად,მაგრამ ასეთი ადგილი რომაა კი ვიცი









ნუ ჯერ ბევრი ვიფიქრე სანამ ჩავეწერებოდი, მოვიფიქრე და ზუსტად მაშინ დაიხურა სია,თუმცა ბედმა გამიღიმა და ჩემი ადგილიც გამოჩნდა.
წივწივასგან თბილი სპალნიკი ვითხოვე, ჩემი თხელია და სრული ბედნიერებისთვის მჭირდებოდა თბილი,უარი არ უთქვამს.
ხალხსაც არ ვიცნობ წესიერად, მხოლოდ ხათოს, მის დას, ალექსას და ტრულის და მგონი ვსო და ერთორს ვირტუალურად. ნუ ვისაც ვიცნობ საკმარისია იმისათვის რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. სულ 21-ნი ვიქნებით, და პარასკევიდან კვირამდე სრულ ჰარმონიაში ვიქნებით იმედია.

ვაიმე ისე მიხარია ლამის კენგურუსავით ვიხტუნო წინ და უკან
იმდენი უნდა ვიარო, ვიფოფხო, ჰაერი ვყლაპო, გავიმტვერო, კოცონთან გავიმჭვარტლო და ნაცარი მოვქექო, ლუდი დავლიო, ბალახში ვიგორაო, მოკლედ, დედამიწა თავზე დავიმხო
ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა ნივთები წავიღო სრული კომფორტის შესაგრძნებად.

გაიზიარეთ რა ჩემი სიხარული



პარასკევამდე დარჩა 5 დღე

February 23, 2009

ნისლიან ალბიონზედ



სურათზე დეფექტი არაა, ეს ნატურალური ბოლია, მწარე გემოთი და თვალებისწვის უნიკალური უნარით, დახუჭულშიც კი აღწევდა.
ახლაც მგონია რომ კვამლის სუნს ვგრძნობ.
არადა მიმტკიცებენ აღარ აგდისო.
თანაკვამლელმა მომწერა წეღან, გავგიჟდი მთელი დღეა თან დამდევს სუნი ნამდვილად არისო
გამოვკვამლდით სულმთლად, რა იყო ამისთანა
პირველ დღეს საერთოდ მაგარი იყო, არაფერი აღარ ჩანდა შავი ბოლისგან და ცრემლისფრქვევით ვჭამეთ-დავლიეთ პლიუს ასეთი როჟა ვიყავი მარა ეს ძაან მაგარი იყო, დავიხოცე სიცილით, მევასებით ბოვშვებო
ეემ,დადებით ემოციებზე მერე დავწერ, ახლა კლავაზე ყავა გადავასხი,არ იბეჭდება და ლამისაა მუშტი დავცხო