Showing posts with label წივწივღოველები. Show all posts
Showing posts with label წივწივღოველები. Show all posts

September 20, 2010

წიფაში, მეორედ.


ჭკუა ვერ ვისწავლე, რომ სხვის იმედზე არ ვიყო და ფოტოები თვითონ გადავიღო, თუნდაც
ჩემი ბუძანგალა პაპარატით, რომ არ უნდა დამეზაროს და ავწიო ერთი ადგილი, რომ პოსტი
უსურათოდ არ დამრჩეს.მაგრამ იმდენად რელაქსირებული ვიყავი, დავდე ის ერთი ადგილი
პარალონზე და შედეგად არცისებევრსურათიანი მაგრამ ბევრლაქლაქიანი პოსტი იქნება, თუ
ძალიან გეზარებათ მარჯვნივ ზემოთ წითელი წკაპია და მიაწკაპეთ.



მე მიყვარს წიფა, იმის გამო რომ იქ მატარებლის მეტი არაფერი არ მიდის, ჰაერი სველია და სუფთა, იქ მარის სახლია, ნეო ცხოვრობს და გარშემო სულ მთებია.

მარი, ჩვენი მასპინძელი და ადამიანი, ვინც ყოველთვის მიხარია.

ფეისბუქზე რომ დაწერეს წიფა გადაწყდაო, ჩემი გული თან გაყვა, შაბათს ვმუშაობ ორამდე და ვერც შემცვლიდნენ, უცებ, პარასკევს საღამოს მძინავს დაღლილს და რეკავს წივწივა , ხვალ შუადღესაც შეიძლება წასვლაო, აიაიაიაი ისე გამიხარდა ძილი ვის ახსოვდა, წამოვხტი და ოთახში დავხტოდი ჯუმპ სმაილივით :უსერ:

აქედან ოთხი წავედით, მე, ჩემი პლიუსი კიარადა ზვიოსული, რომელიც მგონი სულ სამ კაცს იცნობდა იქ და ძმები ბასილაშვილები,იქ ანდროგვანცა, ქუცქანინო,ნანუცი, ნინო, სოფო და თვითონ მარი დაგვხვდნენ. წივწივა ბოლო წუთამდე მოდიოდა და მერე ვეღარ წამოვიდა, შესაბამისად, ნანუცი და ნინო დარჩნენ სპალნიკების გარეშე.
კინაღამ ჩვენც დავრჩით, გვანცას რომ არ დაერეკა, ვიჯდებოდით ბედნიერად ვაგზალზე არმოსული წივწივას ლოდინში.

ნეო

გზა იყო მზიანი, სუნიანი, ნაგლბებოიანი, ძლივს სკამზე ფეხი გავშალე და "წამოვწექი", რომ ხაშურში შემოვიდა, 2700 თავისუფალი ადგილი დაიკიდა, თავზე დამადგა, მკვახედ მომახალა "ჩამოიღე ფეხი და დამსვი"-ო და მოკალათდა. მერე ჟურნალი დააძრო და ორ წუთში ზედ დაიძინა.


სულ ოთხნი ჩავედით, გოგოები დაგვხვდნენ სადგურზე და ფეხით ავედით მარის სახლამდე.
გზაზე ის მასპინძელიც ვნახე, პირველად ჩასულებს უმმმაგრესი ღვინო რომ დაგვალევინა და ამბები მოგვიყვა... ინფარქტი გადაუტანია (((((



ბავშვებმა სამწვადე დაგვახვედრეს, კოცონი დავანთეთ და სრული ბედნიერებისათვის მხოლოდ ვარსკვლავიანი ცა მეკლდა.

ის გადაღუნული ხე მოუჭრიათ, ჩიტუციო რომ იწვა, ის გაზაფხულის ყვითელი ყვავილებიც აღარ იყო, სამაგიეროდ იყო უკვე ფუსთა სახლი, ჰამაკი, ხეზე გაკეთებული ფიცრის შტაბი, ვაშლები პირდაპირ ხიდან (ჩემი სუსტი წერტილი), ძილი ფუსთა ჰაერზე, აივანზე, "პრუჟინებიან" საწოლში. (მერე რა, რომ ნახევარი ძილის მერეღა მოვტვინე, რომ მარცხენა მხარზე უნდა დამეძინა, რომ ნორმალურად ჩამძინებოდა).

ენთო ცეცხლი, იწვებოდა მწვადები თავისით და ხანდახდან ბიჭების დახმარებით, ვიჯექით/ვიწექით ცეცხლთან ახლოს და მოშორებით გაშლილ ადიალებზე, პარალონებზე, ჰამაკებში, ვაბოლებდით, კოცონიც, თავის მხრივ, გვაბოლებდა, ვსვამდით ღვინოს/არაყს/კონიაკს სურვილის და შესაძლებლობების მიხედვით, ვჭამდით მწვადებს და პურს და ვლაპარაკობდით, ვლაპარაკობდით ვლაპარაკობდით ყველაფერზე და არაფერზე...

შუაღამისას სასაფლაოზე დაიგეგმა წასვლა, ერთი სული მქონდა, მაგრამ ნიტო კონიაკმა, ნიტო ამბოლოდროინდელმა რეჟიმმა ისე მიმჩექმა, 1-ზე ბედნიერად გავეშურე დასაძინებლად, ანმუ მანამდე, სანამ წასვლას დააპირებდნენ... გზა აბნევიათ, საბოლოოდ მაინც ვერ ვიაგნეს თურმე, დაბრუნებისასღა გამეღვიძა, ვიღაცა იმხელა ხმაზე შემოჯლიგინდა, წამოვხტი მიფეთებულივით.


მეორე დღე მოღრუბლული გათენდა, ცხვირი გამოვყავი სპალნიკიდან და ჰაერი იყო ცივი, სასიამოვნო, ხოდა მეძინა გამოყოფილი ცხვირით, სანამ ბიჭები ეზოში ცეცხლს ანთებდნენ, მერე წამოვიზლაზნეთ ნელ-ნელა გოგოები.

ჩემი სუსტი წერტილი ყავაა და პირველი, რაც ვქენი, ასადუღებელი ხელსაწყოების ძებნა დავიწყე გაწეწილი თმით და დასაბანი პირით, მოვნახე, დავადგი და მერე ვეჩხუბებოდი, რატომ არ დუღდები თქო, არადა თავზე დაფარება დამვიწყებია...


ხოდა მერე ითამაშეს რაღაც კარტიანი თამაში, სავარაუდოდ ძალიან სახალისო, მე არ მქონდა თავის იმედი და "დავეტიე". მერე მაფიოზობანა. მაგის ყურება შჴრიდან მევასება, რომ ვიცი ვინ ვინაა ))))) სოფო თამაშობდა კარგად.

ხოდა მერე ავიბარგეთ და წამოვედით მატარებლით.... წივწივა იქ კი არ იყო, მარა მატარებლით მაინც ვერ წამოვედით, ჩამოგვყარეს.

სანამ ჩამოგვყრიდნენ, ვიარეთ-ვიარეთ ცარიელი სკამის სანახავად, ვერ მივაგენით, ბოლოს სადღაც გავედით, ვაგონებსშუა და დავსხედით.

ცხელა-ცხელა, ნიავი არ იყო, გესტაპოს ტყვეები ალბათ უკეთესად მგზავრობდნენ... სოფო დაიღალა, თავი მიადო კარს და კარი, რომელიც ჯაჯგურით ვერ გავაღეთ, გაიღო!!

ვაშა, ხაერი!

ამ დროს რეკავს მარი, ჩავდივართ ხაშურში და ბორჯომის მატარებლით წავიდეთო, ესენი გვყრიდნენ, ბილეთები არ გაქვთო, პლიუს ერთ ლარს გვთხოვდნენ, რაზეც კარგი პასუხი მიიღეს, მატარებლიდან გვყრით და ლარებს რაღაზე გვთხოვთო.

ჩამოვეყარეთ ხაშურში, დაგვეზარა მატარებლით ჩიქჩიქი, დავიქირავეთ მარშუტკა, რომელსაც პეკინამდე უნდა მივეყვანეთ და ისეთი საყუარელი მძღოლი იყო, რომ ორი შემეტენე მგზავრი დაიმატა.. ;ადსკჰასასფდალკსჯ!!!!!

მწუადაობა ცუცქასთან გაგრძელდა, წივწივაც მოვიდა მერე და ნინი85-იც და მერე მე და წივწივამ ცალკე გავაგრძელეთ ისა, ბომჟაობა და ლუდაობა და სახლში რომ მივედი აბაზანის და ლოგინის თავიღა მქონდა.

ხოდა ესე

მომნატრებია წივწივღოველები, საუკუნე არ მყავდნენ ნანახები და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მივეჩვიე, როცა არ უნდა ვნახო, მათთან თავისუფლად ვგრძნობ თავს, რაც იშვიათად ხდება...

ასოცირებული სურათი: მე, ცეცხლი, წიფა


დაკიდევ, ჩემი პირველი შეხვედრა წიფასთან.....
http://bunbunland.blogspot.com/2008/08/blog-post_27.html

April 27, 2010

აჭარული ტური. ნაწილი II-მწვანე კონცხი


ბათუმი უკან მოვიტოვეთ და ავმწვანეკონცხდით, ნამყოფი მემგონი მარტო მე ვიყავი.
შესვლა უნამუსოდ ძვირი ღირდა, მთეეელი 6 ლარი. (ბაღში შესასვლელად ძვირია, იმჰო) დაცვამ, სტუდენტები თუ ხართ, ლარად შეგიშვებთო და წივწივამ უცებ: სამი სტუდენტი და ერთი არაო და ანდროზე მიათითა, არადა ანდრო ისევე გავს არასტუდენტს როგორც მე იაპონელ მანდარინს. მაშინ-9 ლარიო.
გადავწყვიტეთ რომ ეგეც ძვირი იქნებოდა და სანაპიროსკენ ჩავისეირნეთ, იქნებ საიდანმე შევპარულიყავით. გზადაგზა კლდეზე დაკოფსებული რკინის კიბე დავინახეთ და ყველა ზედ აფოფხდა. მე ცოტა წავიპანიკე, მერე ჩემი ფოტოაპარატი ანდროს ჩავიბარე და ცხოვრებაში მეორედ შეგნებულად შევთხოვე ღმერთს, ოღონდ ახლა გადამარჩინე თქო, თან გულში წივწივას ვხოცავდი, იმას მოაფიქრდა იქ გადაფოფხება.


ნუ თავიდან კიდე არაუშავდა, მოაჯირი იყო და მერე მაღლა-მაღლა რომ ავიდა, აღმოჩნდა რომ იატაკი ორ ადგილას დაჟანგული და ჩავარდნილი იყო.

წარმოიდგინეთ, ქარი უბერავს (ხო კაი, ნიავი) მე ცურვა არ ვიცი, პლიუს სიმაღლის მეშინია პლიუს რაღაც ჩინური ფეხსაცმელი მაცვია. ასე ძალიან, ძალიან დიდი ხანია არ შემშინებია, ბოლოს მაშინ, როცა პარაპლანით გაფრენას ვაპირებდი და დაღმართზე გაქცევისას კინაღამ ავილეწე.
მუხლების კანკალით გადავფოფხდი, დანარჩენები კიდევ ისე გადასეირდნენ, შემშურდა.

ასეთი მყუდრო ყურე იყო მეორე მხარეს, მხოლოდ ერთი ცალი მოხუცი ვარჯიშობდა, რაღაც უმოქმედო კაფესავით იყო, ორსართულიანი, მის ზემოთ ცოტას თუ გაიჭირვებდი და კლდემდე აფორთხდებოდი, წყალი მოდიოდა, კარავი შეგვეძლო მეორე სართულზე, ხის ვერანდაზე გაგვეშალა, წვიმისას თავშესაფარიც იქნებოდა და ლამაზი ხედი+მშრალი დასაჯდომიც გარანტირებული იყო.


მაინც ვყოყმანობდით, დავბანაკებულიყავით თუ არა, ნაგავი ეყარა ბევრი, პლიუის გვანცას მაინცადამაინც არ მოეწონა ადგილი, არც მე, მაგრამ წასვლაც მეზარებოდა...
ამასობაში გაგვახსენდა ღვეზელების გამყიდველთან დატოვებული ჩანთები და წავედით უკან, პლიუს იმდენი ვიწუწუნე, შესვლა გადავწყვიტეთ პარკში.


ეს უკანა გზაზე, გვანცა და წივწივა მოაჯირზე კიდია და რატომღაც საერთოდ არ ეშინიათ.
შესასვლელში ჩვენი უზარმაზარი ჩანთების დატოვება გვინდოდა, დაცვა იყო, იტირებ, უჟმური, გაუცინარი, თუ რამე, პასუხს არ ვაგებთ დანაკარგზეო, ჯანდაბასნუ აგებთო და შევტენეთ მაინც ,აბა თან ვერ ვათრევდით, მძიმეები იყო.
რუკაც ვიყიდეთ, კარგი ხარისხის, მარგამ ხოტა აბნეული, ან მე მომეჩვენა.
პარკში რატომღაც უცნაური ტემპერატურა იყო, ალაგ-ალაგ ძალიან თბილოდა, ზოგ ადგილას კიდევ კააარგად ციოდა.


ეს წივწივამ დაინახა, ვაშა, მანდარინებიო თუ რარაც ასეთი დაინახა და უცებ ჩავარდა დაღმართზე, ხეზე აფოფხდა, ტოტები დაატეხა და მოდიოდაბოტანიკურ ბაღში ხეს ტოტები მოატეხე თქო ისეთი ამბავი დავიწიე, სასწრაფოდ მოაშორა ნაყოფი ტოტებს და მიმტკიცებდა არ მომიტეხია მოგეჩვენაო ))))
თავიდან დიდი უარი გამოვაცხადე ჭამაზე, შემეცოდა ასე ველურად დაკრეფილი (არადა როგორ მშიოდა), მარგამ მერე გავსინჯე და უგემრიელესი იყო, ტკბილი-ტკბილი, მაგრამ ისეთი ჯღანი.

ვებრი სურათები ვერ გადავიღე, სწრაფად შემოვირბინეთ პატარა მონაკვეთი. რუკა კი მოგვცეს, მაგრამ როგორია დაღლილზე ადი ასფალტიან აღმართზე და მერე იგივე გზა უკან. ძველი საბაგიროს ნარჩენები ჩანდა, აი ვინმემ რომ აამოქმედოს, რა მაგარი იქნება, ახვალ ზემოთ და მერე ნელ-ნელა ჩამოსეირნდები ფეხით.


გზადაგზა ვიღაც გაუგებარი ეროვნების და წარმოშობის ქალები და კაცები შეგვხვდნენ, შპიკლებზე ამხტარი და დამაკიაჟებული, პოზა-პოზა იღებდნენ სურათებს.






ძროხა ბორტანიკურ ბაღში, wtf?




ტრადიციული ხედის არატრადიციული ვარიანტი )))



და ტრადიციული ხედი.



კიდევ ერთი...
ყველა, ვინც აქაა ნამყოფი, ამ ადგილას სურათს იღებს ან უღებს.
პ.ს. იგივე დღეა, რაც ბათუმში ,ზღვაც არაა თითქოს შორს, მაგრამ ეს კურჯი და ფუსთაა, ბათუმში კიდევ ტალახიანი.


ჯუსტ, მიყვარს ხეები, ფოთლები და მსგავსი მახათობები, განსაკუთრებით ლამაზ ფონზე.









პარკში რუკაცაა


და ნამეტანი შეთეთრებული მახათობები კიბეების წინ









ერთგან შევისვენეთ, მზეზე წამოვწექი, ბამბუკის სკამზე და მემგონი ჩამეძინა, მზე მათბობდა, ტყე-პარკი ხმაურობდა, რაღაცეები დაბზუაობდნენ, ბავშვები იქვე ისხდნენ, მაგრამ ხმები არ მოდიოდა, ჰაერში გაზაფხულის და ტყის სუნები იდგა, მოლედ, იდილია )))

გვიმრანაირი. ამოსვლის მეთოდს დააკვირდით, ჯერ დახვეული რომ ამოდის და ნელ-ნელა სწორდება ფოთოლი.



ბეეევრი ღვიმრები იყო და სველი, არომატული სუნი იდგა ტყეში. ან მე მეჩვენებოდა, რომ იდგა, იმდენად მიყვარს გვიმრიანი ტყეები.



ჩემი ფავორიტი სურათი. ხეები მომწონს, დახავსებული წიწვოვნები, ჩემზე რამდენი ხნით უფროსები, ყველაფერი რომ ახსოვთ ))


ეს ისე, სკამის ხათრით გადავიღე, ისეთ უხერხულ ადგილას იყო ჩადგმული, უკან ხე პირდაპირ ზურგში ეკვეხებოდა. წინ ანდრო და გვანცა ჩანს მგონი, მე უკან დავრჩი საკმაოდ, საპატიო მიზეზი მქონდა.


წყაროსთან ჩასასვლელი ბილიკი, იქვეა წყარო, შესასვლელიდან 100 მეტრში, ძალიან-ძალიან ცივა პლიუს მოუვლელია და შეიძლება ფეხიც დაისველოთ, თუ არ იფრთხილეთ.წყარო რატომ არ გადავიღე, არ მახსოვს, სახლში რომ მოვდივარ, მერე მახსენდება ხოლმე, რამდენი რამე დამრჩა დაუფიქსირებელი.




და მერე ვიპოვე ფისო, ისეთი ნაცრისფერი, საყვარელი, თავისთვის იჯდა და ილოკებოდა. მწვანეთვალება. ჯერ სურათები ვუღე, არ გამომდიოდა, მემალებოდა, მერე ხელი ვტაცე, ვეფერე,ვეფერე, უზარმაზარი კი იყო, მარგამ მსუბუქი და კრუტუნა, თათებს პრიხავდა სიამოვნებისგან, რომ ვეფერებოდი. აი კატებმა რომ იციან, კლანშების მორიგეობით გამოჩენა-დამალვა+კრუტუნი.

ვაპოზიორე ბევრი, არც გარბოდა, მშვიდად იწვა და ტრიალის საშუალებას მაძლევდა.
მე მემგონი კატა-ტური მქონდა, იმდენი კატები ვნახე )))

ეს რომ გამოდიხარ, კაფესავითაა და ეს ხე მომეწონა ძალიან, ხის ხათრით გადავუღე.
რეალურად, პარკში ასვლა მემგონი მარტო მე მინდოდა, იმდენი ვიწუწუნე, შევედით და მერე ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, 10 ლარი გადავაგდეთ ნახევარსაათიან სეირნობაში.
უკანა გზაზე რომ მოვდიოდით, წყვილი შეგვხვდა და სავარაუდოდ იმ ადგილას წავიდა დასაბანაკებლად, სადაც ვაპირებდით, ამიტომ სხვა ადგილი უდნა მოგვეძებნა, ბიჭებმა იბოდიალეს, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს, ამიტო გადავწყვიტეთ ციხისძირში გადავსულიყავით...

April 26, 2010

აჭარული ტური ნაწილი I

ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს, შესაბამისად შევეცდები დიდი ხნის დაგვიანებით დავდო ბლოგზე აჭარული ტურის მოგონებები.
ხანგრძლივობა- 3ღამე
სირთულე-უმარტივესი (წვიმას თუ არ ჩავთვლით)
ღირებულება-სადღაც 100 ლარამდე საშუალოდ, თავისი ყველაფრით.
შემადგენლობა-მე, გვანცა,ანდრო,წივწივა, ანუ რაჭული (ნეხუიასებე) ტურის მონაწილეები.

ხოდა, 8 აპრილს ღამით, თუ სწორად მახსოვს, ბილეთები ავიღეთ, მოვახტით მატარებელს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (გვანცამ ჩათვალა რომ გვაგვიანდებოდა და ზუგრჩანთააკიდებულები ისეთები მივცვივდით ვაგონთან , გამყოლი აქეთ გვამშვიდებდა) და არამოდერნიზებული კუპეთი წავჩიქჩიქდით ურეკისკენ. სრული კოშმარიზაციაა საქართველოს რკინიგზა, იმჰო, ყარს, ბინძურია (მოდერნიზებული კიდევ უფრო ყარდა რატომღაც), ერთადერთი ღირსება ის აქვს რომ მთელი ღამე მშვიდად გძინავს და გარწევს.
არსად არასოდეს არ მძინავს ხოლმე ისე ტკბილად როგორც მანდ.


ურეკის სადგური
ურეკის სადგურში ჩამოვედით ღამის 4 თუ ხუთ საათზე, წყალი ავავსეთ, ტრასას დავადექით და გამყოლ მანქანებზე თევზაობა დავიწყეთ. იმდენმა ტრაილერმა და მსუბუქმა მანქანამ გაგვიქროლა, გვისიგნალებდნენ და ხელებს შლიდნენ, ააბა სად ჩაგსვათო, ტრელიერები თითქოს აჩერებდნენ, ისეთი ილუზია იქმნებოდა ახლო მოსვლისას, მაგრამ აპიპინებდნენ და მიდიოდნენ, ბიჭებმა ახალი პროფესია, პიპოლოგობა აითვისეს და პიიპ-ებს თარგმნიდნენ ადამიანურ ენაზე. (თუ დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, ძვირს არ ითხოვენ).


უკვე გათენდა, გზად ქობულეთისკენ
თუ ცოტა ვიარეთ რაღაცის და ბათუმის გზაგასაყარიც გავიარეთ (გეოგრაფიული კრეტინიზმი მჭირს, ვერასოდეს ვერ ვიხსენებ, რას გავივლი ხოლმე გზად) და საჭმელად დავსხედით, ცოტა ენერგიები მოვიკრიფეთ და თავიდან დავიწყეთ თევზაობა. შოოორს უკვე ქობულეთის ლამპიონებიც კი ჩანდა.

ჯერ ისევ გურია.


ვთევზაობ "პაპუტკებზე"

ბოლობოლო გაგვიღიმა ბედმა და მარშუტკამ გააჩერა... ცხოვრებაში ასეთი უძილო ადამიანი პირველად ვნახე, ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე, ვაიმე ვამპირი მანიაკი თქო (მეც მეკლდა ძილი :უსერ: ), ლაპარაკის თავიც კი არ ქონდა, თავს იქნევდა ან ხელს, ზომბივით იჯდა და საჭეს ეყრდნობოდა. ერთგან ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა და მუმიასავით დაბოდიალობდა, თეთრი სახვევებიღა ეკლდა. წივწივამ ტვინი გაუღუნა, არ ჩაეძინოსო და რაც რამე გაახსენდა, ყველაფერი თქვა, მძღოლის რეაქცია-0, ერთადეთხელ გაიქნია ხელი და ავტოსადგურში აღმოსთქვა: აქედან ყველაფერი წაგიღებთ ბათუმში ერთ ლარადო. (ანუ ქობულეთამდე მიგვიყვანა).









ბათუმამდე მარშუტკით მივედით, მე წინ ვიჯექი და მთელი გზა პატიოსნად მეძინა+ ვიღაც დებილი ექაჩებოდა ჩემს რუგზაკს, პერიოდულად თვალს ვახელდი და ვუჯიკებდი ხოლმე. ბათუმი წვიმიანი დაგვხვდა და გულს შემოგვეყარა.
ზემოთ სურათძე დილის 8 საათია, ყველაფერი დაკეტილი, წვიმაშ ხაპუნობს, ჩვენ მუსიკალური მაღაზიის აბრის ქვეშ ვდგავართ და გამოსავალს ვეძებთ.


გამოსავალი გვანცამ იპოვა, ახლობლებს დაურეკა, უფრო სწორად დედას დაარეკინა და წავწვიმავდით და გუბეტოპავდით, შევუცვივდით მასპინძელს სახლში, რომელიც ცალთვალგახელილი დაგვხვდა, ისე ეძინებოდა, ჩვენ სველები, გაბონძღილები, დივანზე დავსხედით და ცხელი ყავა-ჩაი-კაკაო დავლიეთ, მერე მე თავი მივდე და დამეძინა, ლაპარაკი მესმოდა და იმ ფრაზაზე "თქვენ აქ დაიძინეთო" ვჭყიტე თვალი, მეთქი ვაშა!
ბიჭებისთვის ბარის უკან დიდი ოთახი გაამზადეს და გოგოებს იმათ სახლში უნდა დაგვეძინა, მაგრამ ჩვენც იქით შევეტენეთ მასპინძლის გაკვირვებების და პროტესტების მიუხედავად. მე და გვანცა ტრადიციული მენტალიტეტების გათვალისწინებით, ერთ დიდ ტახტზე, წივწივა და ანდრო პატარა პაჭაპუჭა რაღაცეებზე.



ეს ისევ მივჩიქჩიქობთ დილის სველ და ჭრელ ბათუმში.


რამდენიმე საათი ძილი გვეყო, მერე ჩანთები დავუტოვეთ მასპინძელს, გავაბოდიალეთ, ვჭამე ჩემი პირველი აჭარული ხაჭაპური,( სადაც შევედით მეტი არაფერი არაფერი გვაქვსო) ჯერ უკვერცხო იყო, მერე კარაქი მოვაცილე და მერე მარილი მოვაყარე, უმარილო იყო ყველი, მოკლედ, ვიცოდი რა, რომ არ მიყვარდა აჭარული ხაჭაპური, გუმანით ყოველთვის ვგრძნობდი.
მაგრამ ისე მშიოდა, ნახევარზე მეტი მაინც ვჭამე, ანდრომ იმდენი იწუწუნა სანამ ჰოთდოგი არ მოვუნახეთ, რომლის გამყიდველსაც რატომღაც ასანთი არ ქონდა, მერე კარი მოგვიჯახუნა და საიდუმლო რიტუალი ჩაუტარა იმ სენდვიჩს.

აჭარული ხაჭაპური, არადა რა მადისაღმძვრელად გამოიყურება, იფ,იფ...

შემდეგ ვისეირნეთ, ვიბოდიალეთ, ზღვა მოვინახულეთ...



















ჩემდა გასაკვირად, უსეზონობის მიუხედავად სისუფთავე და მოვლილი ბულვარი დაგვხვდა, აწი ბათუმს საქართველკოს ერთ-ერთ სუფთა ქალაქად ვაღიარებ.






ზღუა.
პ.ს. არ მიყვარს ზღვა, უფრო სწორად, ბათუმის ზღვა, ჭუჭყისფერია.


სამაგიეროდ რიჟა კენჭები ვიპოვე

ახალი სასტუმრო...


ლამაზად განათებული მათხოჯობა, იმჰო.



მასპინძლის მეზობლის ფისო, ასეთი გაკვირვებულსახიანი კატა პირველად ვნახე. პატრონმა, ძაღლივით კუდში დამყვება,სადაც წავალ,მომყვება და მელოდებაო. მე არ მომეკარა, მშიშარა!
საღამოს მასპინძელი წასული დაგვხვდა, ჩანთებიც ტყვეობაში იყვნენ, ისევ იმ უკანა ოთახს მივეკედლეთ და დავიძინეთ, წივწივას ძილ-ღვიძილის რეჟიმი რატომღაც არასოდეს ემთხვევა ჩვენსას, საბოდიალოდ წავიდა და დაღამებულზეღა მოვიდა.



მეორე დღეს, დილაადრიანად აღვსდექით და დავიძარით მწუნე კონცხისკენ. ბილეთები უნდა გვეყიდა პლიუს ბაზარი მოგვევლო, შესაბამისად, ცენტრიდან დაწყებული, უკანა მხრის ქუჩებით დამთავრებული ყველაფერი მოვაბოდიალეთ და



ამის


ამის


ამის მერე იყო ისეთი წუმპეებიანი ქუჩები, რომ სირცხვილით აქ ვერ დავდებ, რას იტყვიან შემთხვევით შემოსული იუზერები :უსერ:
იმედია ზაფხულამდე გარემონტებენ...



ეს სასტუმრო მომეწონა.


ფუსიკატა ვინმე ნადეჟდას თუ მსგავსსახელიან რუს ქალს ეკუთცნოდა, სანამ წივწივა ჩანთების საყარაულოდ დავტოვეთ და ჩვენ ბაზარში დავდიოდით, გაიცნო, მერე სახლში მივყავდით ჩაიზე და მთელი ამბებით ვეუბნებოდით უარს.



წივწივა და მისი ჩანთა, ბათუმურ მატარებელოპროპკაში მოვყევიტ და ისვენებს.



აი, მატარებელოპროპკა.




მე რისი მე ვიქნებოდი, კათოლიკურ ეკლესიაში ცხვირი არ შემეყო, რარაც ჟურნალებიც კი ავიღე, იქვე შესაწირი იყო და შეწირე და აიღეო, ვირაც ქალმა. მთელი გზა ვათრიე, ბოლოს სარფში დავწვით, წაკითხვაც კი არ ეღირსა, დამეზარა და მემგონი არც მეცალა ჟურნალების საკითხავად.

ლამაზია, მაგრამ ისეთი... უსულო...







გვანცა და ანდრო მწუნე კონცხის მარშუტკის ყარაულში.

შემდეგ ნაწილში: მწვანე კონცხი, მოულოდნელი გადაწყვეტილებები და სასიამოვნოდ გაოცებული მე