დღეს მგონი ნახევარი საათი ვიხსენე რა ერქვა წიფის გვირაბს და ვერ გავიხსენე, მერე ვერც მარის ნომერი გავიხსენე და იძულებული ვიყავი სხვასთან დამერეკა... რომ არ გამეგო რა ერქვა, გადავიდოდი ჭკუიდან, რუკაზეც კი ეძებდა ხალხი და გვირაბების ვარიანტებს მთავაზობდა :უსერ:
ჰხოდა
ნუნისში ადრეც კი ვიყავი ნამყოფი, მაგრამ მეორედაც წავედით წიფის გავლით და ეს ნუნისი სულ გადაფარა წიფის შთაბეჭდილებებმა. თუნდაც იმიტომ რომ აქ დავლიე ძაალიან გემრიელი ღვინო და მარი გავიცანი, და ნამდვილ ხის სახლში მეძინა......
ჟონჟოლის გამხმარი ყვავილი მაქვს წიფადან, დიადი აღმოჩენების სოფლიდან. მიყვარს ეს მოგონება..... ხის სახლი, შეშის ღუმელი, გაგუზგუზებული, "ძევიჩნიკი" და მკითხაობა, მწვანე ეზო, ნეო, ულამაზესი ხედი დილით, აივნიდან,ახალგაღვიძებულზე, ერთ-ერთი კარგად გასახსენებელი ქეიფი და გემრიელი ღვინო...შვილების დაბადების და გარდაცვალების თარიღები, ფანქრით, ოთხკლასდამთავრებული ქალის მიერ კარადის კარზე დაწერილი, გამჭვირვალე ჰაერი და აყვავებული იასამნები ეზოში...
მომენატრა ის პახოდი
აი ძალიანძალიან მომენატრა
ახალგაზრდობას რომ მოიგონებენ ხოლმე ბებრები, დაახლოებით მასე მომენატრა...
4 comments:
წიფაა, ვგიჟდები წიფაზე. სახლი გვაქვს მანდ, ნუ ჩემი დეიდაშვილებისაა, მაგრამ ჩემი/იმათი რამ გაყო : )) ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს იქაურობასთან მეც. 2 წელია აღარ ჩავსულვარ. წელს ვგეგმავდი და თორნიკეც მიმყავდა, მარა ვინ გაცალა : ( ომი მოუნდათ და შვებულებაც აღარ მომცეს : ((
მეც ვაპირებდი კიდევ ერთხელ,მაგრამ კურიერობამ მომისწრო : (((
არადა მაგ დღეს თორნიკესაც ვეხვეწებოდი გაიხსენე რა გვირაბია დასავლეთისკენ ბორჯომის ვაგზლიდან რო გავდივართ თქო ; ))))))
...პერ კარგი რა, ასეთი რამეების წერა არ შეიძლება.. როგორ მომინდა ეხლა იქ ყოფნა.. :უსერ: მიხარია რომ ასე თბილად დაგამახსოვრდა იქაურობა....))))) იცი რა გამახსენდა, ხალხი რომ გვეკითხებოდა ვისთან ხართო და მე ვპასუხობდი, ვაიმე იცით არ ვიცი, მეგობართან ვართ ჩამოსული ზევით ცხოვრობს თქო.....)))) და პუყიყა გახსოვს? კიდევ არსებობს, ბოლოს რომ ვიყავი მოგვესალმა, აბა რა იქნებოდა ამდენი გოგო მივაშტერდით, გაწითლდა და მოგვესალმა.....)))) :love:
ხოო, თორნიკემ მითხრა, იხსენებდაო და მაშინვე მივხვდი წიფას იკითხავდა_თქო : ))
პ.ს. დღეს რომ მოვიდა თორნიკე, მე ქვემოთ ველოდებოდი და არაფრით ამოვყევი ზევით : ))
თორემ გაგიცნობდი : )
Post a Comment