არსებობს ერთი ბლოგი, ერთდროულად სევდიანი, თბილი და მყუდრო. ასეთივე მუსიკით. ძალიან მიყვარს ეს ბლოგი და მისი პატრონიც, შესაბამისად. ბლოგი ასე გავდეს პატრონს, რავი....
არის კიდევ ძალიან პერსონალური ბლოგები, სადაც შეგიძლია წაიკითხო რითი და როგორ ცხოვრობს მისი პატრონი. რაღაც მომენტში საინტერესოა გასაღების ჭუჭრუტანაში თვალთვალი, მითუმეტეს როცა ამის ნებას თავად ავტორი გაძლევს.
არის ბლოგები, სადაც შეხვალ და იმდენად საშინელება ყოფილა მისი ავტორისთვის ეს ცხოვრება, რომ სასწრაფოდ გამოდიხარ უკან, იმის შიშით, ეს ვირუსი შენც არ შეგეყაროს. ეს ბლოგები ძირითადად თინეიჯერებისაა და ერთადერთი დევიზი აქვთ "მეხომისეთიგანსხვავებულივარდავერავინმიგებს". გაიზრდებიან, გაუვლით, მანამდე კი მათ ბლოგებზე არ შევდივარ.
არის ერთი-ორი ბლოგი, რომელზეც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება ჩქეფს, დევიზით, ოღონდ რამე ვაკეთოთ. ასე მგონია ავტორები ენერგიის განსაკუთრებული წყაროებით არიან აღჭურვილები, წიპა, დამატებითი მიტოქონდრიები ან რამე ასეთი.......
არის ბლოგები ზეაგრესიული მუსიკით და ზეაგრესიული დიზაინით, დაგეთხრება არამარტო თვალი არამედ ნერვი. მიზანი? რავი. ეტყობა თვითონ მოწონს, ოდა, იდეაში კაია, კიდია ყველას აზრი და თავისი მიკროსამყარო აქვს თუნდაც ნეტში.
არის კიდო ისა, მშვიდი და დადებითი ბლოგები, აი რომ შეხვად და მშვიდდები, ისეთი აურაა, სურათები და ნაწერები.
ზოგი ბლოგი პატრონს გავს, ზოგი საერთოდ არა....... ზოგზე მაშინვე ხვდები, აუ , ემო თინეიჯერი, და 99% ამართლებს :: )))
რაშუაში იყო ეს და......
ჩემი ბლოგი არ მევასება, რამე უნდა მოვუხერხო ამ ლაბელებს, თორემ ძალიან აბდაუბდა ვწერ არადა იდეაში იმისთვის იწერება რომ დროის კონკრეტულ მომენტებშჳ ემოციები დააფიქსიროს და რამდენიმე წლის მერე ადვილად საპოვნელი იყოს.
თან თითქოს ჩემი მეც აღარაა აქ
ბლინ :(
17 comments:
ჩემი ბლოგი დიდი ხანია ნერვებს მიშლის მეც
როგორია ნეტა?
"ზოგი ბლოგი პატრონს გავს, ზოგი საერთოდ არა..."
umetesoba ar gavs... :)
neta me tu mgavs Cemi blogi?
=)
utvino-- რავი, მგონი არ გგავს. ; )))
mtvareuli : მმმ, შენი ისეთია, მყუდრო და მშვიდი, აი რომ შემოხვალ ჭიქა ჩაის დასალევად, ეგეთი. და გგავს :ყეს:
space- შენი ბლოგი ვიცი : )))) დრობებიანი ავტორი ხარ ხო : ))))
დრობებიანი ? =))
:2kiss: პერ მე მომწონს შენი ბლოგი... ოღონდ ამ თეთრ ფონს იქნებ მოუხერხო რამე..)))) აუ ხო კიდევ... ეს გოგო მომწონს ... გემრიელია......)))):chups:
mena? :baby:
ძალიან არ მიყვარს იმ ბლოგების კითხვა სადაც მუსიკაა. მაგრამ მაინც ვკითხულობ
მე მე მე მე?? მგავს ბლოგი?
ეს ჰედერი მომწონს, გიხდება უფრო. და ბლოგს რას ერჩი?
მე მიყვარს ჩემი ბლოგი :)
ჩემმა გიომ გამიკეთა და მიყვარს. თანაც განსხვავებულია ყველასგან, ნუ ბექრაუნდით მაინც (აუ რა ვაქეე!!! :დ)
პერწკლი - "მმმ, შენი ისეთია, მყუდრო და მშვიდი, აი რომ შემოხვალ ჭიქა ჩაის დასალევად, ეგეთი. და გგავს :ყეს:"
:ჯუმპ: :ჯუმპ: ხშირად შემოდით ხოლმე მერე, ჩაი ბევრი მაქვს :ჯუმპ:
female--რას ერჩი ფონს? : ))) ნუ ნაცრისფეი კაი იქნებოდა მარა არ ვიცი შეცვლა : )))
taka-- მმმ, შენი ისეთია, ქაოსური. რომ შემოვდივარ ქაოსი მეწყება იმდენი ერთმანეთისგან განსხვავებული აზრებია ხოლმე.
pink pantere- მეც შევდივარ და მუსიკას ვუწევ.ნუ ზოგგან კიდე სპეციალურად მაქვს ბლოგი გახსნილი რომ კონკრეტული მუსიკა მოვისმინო
kuda-შენთანაც მყუდროა და თბილა :მო:
miramax-- მმმ. შენთან ის მახსოვს, პროპელერიო : ))))
meeec mainteresebs chems bloogze :mo:
მე მომწონს შენი წერის მანერა და სხვისი არვიცი...
ხოდა, ჩემი ბლოგი რომელ კატეგორიაში შედის???
გეთანხმები, მაგრად გაქვს ჩამოყალიბებული კატეგორიები...
მე შენი მომწონს, ყოველდღე ვიჭყიტები ხოლმე თუ ნეტი არ უბერავს და არ მაძჳძგნის ნერვებს...
რაც შეეხება ჩემსას უბრალოდ არაფერისმთქმელია, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, რაღც არ მინდება რომ დავწერო რამე, ხან მეზარება...
moreira შენთან... ცოტა გრუზია და პოტერის განწყობა იგრძნობა : )))
kate შენი რავიცი, უკატეგორიოა : )))იდეაში პირადი ბლოგია მარა პირადზე არაფერი წერია ; )))))
taka-- მმმ, შენი ისეთია, ქაოსური. რომ შემოვდივარ ქაოსი მეწყება იმდენი ერთმანეთისგან განსხვავებული აზრებია ხოლმე.
mgvanebia :)
:*
Post a Comment