- ვინ იჯდა ბოლოს კომპთან:
ზვიო თუ იჯდა, დინამიკი ჩართულია და კლავასთან ჯოისტიკი დევს, ხშირად ამ ყველაფერს პეპსის ნახევრად სავსე ორლიტრიანი ბოთლი აგვირგვინებს, რომელსაც შეიძლება ფეხი წამოკრათ იმიტომ რომ მაგიდის ფეხთან დგას. თუ რატომ მაინცადამაინც იქ, უცნობია.
- ვინ გავიდა სახლიდან ბოლო
თუ ზვიოა გასული, ორჯერ
- ვინ იყო აბაზანაში ბოლოს
ზვიოს მერე აბაზანაში ცურვის ჩემპიონატის მოწყობა შეიძლება იხვებს შორის
- ვინ ცხოვრობდა სახლში ერთიორი დღე მარტო
ზვიოს შემთხვევაში ლუდის და სხვა ალკოჰოლისშემცველი სასმელების ბოთლების არმიაა ხოლმე გასაზიდი სახლიდან, ავეჯი რაღაც სხვანაირად დგას და ის ანგელოზის სახით ამტკიცებს რომ აქ სულაც არ ყოფილა არავინ
- ვინ ესტუმრა დედაჩვენს ბოლო
თუ ზვიო, კატას ნეროზი აქვს და სახლში კატლეტების სუნია
- თეფშზე გადაღებული საჭმლის მიხედვით
და თუ სახლში დაინახეთ სიმინდი, ბროწეული, საზამთრო და ზოგადად, ნებისმიერი ხილი, სულ რომ თავი გაიგიჟოს არ დაუჯეროთ, კაკ მინიმუმ 3-4 საათის წინ სახლში ვიყავი და სადღაც ვარ გასული
- ვისი საწოლია
ტონანახევარგადასაფარებლებიანი ჩემი იქნება
- ვინ არაა ამჟამად სახლში
თუ მაგიდაზე საფულე და 2832837 წვრილმანი არ ყრია, ე.ი. ზვიოა გასული
- კომპის გაფუჭების მეთოდის მიხედვით
თუ სისტემაა დაზიანებული ეს იყო მე (ამ დროს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი აიტი ძმის სახე გახვრეტილი ჩაინიკი დის ხელში)
დაბოლოს, დედაჩემს, რომელსაც ანგელოზის მოთმინება აქვს, ერთხელ, დილაუთენია, სკოლაში წასვლის წინ აღმოხდა, აღარ შემიძლია, ასეთი განსხვავებულები როგორ ხართ, ერთს ერბოკვერცხი უმი უყვარს, მეორეს დამწვარიო (ერთ ტაფაში ჯადოქრობდა ამ ყველაფერს და :უსერ:
პ.ს. მარა გენები მაინც ერთი გვაქვს, ამიტომ ზუსტად ერთნაირად ვიკბინებით და ჯობია ერთის თანდასწრებით მეორის წინაააღმდეგ არ გამოხვიდეთ, ორი ლუხუმაიძე ცოტა არ იყოს საშიში ძალაა
პ.პ.ს. ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ 4 წლით უმცროსია და ჩემზე დიდი გონიათ ხოლმე
დაბოლოს, ვერ შევაერთე და ასე იდოს....
9 comments:
კარგი ტეგ თამაში გამოვიდოდა ...
ამ თემაზე არასოდეს დავფიქრებულვარ რითი ვგავართ ან განვსხვავდებით მე და ჩემი და-ძმა ერთმანეთისგან )) არადა საინტერესოა
ეე ფოტო სრულყოფილი შედარებისათვის ?? : )))
ლოლ
მეც შენზე დიდი მეგონა ფოტოზე :დ რა კარგია ძმა, ცხოვრებაში არ მყოლია =))
ჩემთანაც დიდი სხვაობაა (ჩემი ძმა არის კრეტინი :D) :)))
ჩემთანაც დიდი სხვაობაა (ჩემი ძმა არის კრეტინი :D) :)))
ოოოო, თემა, რომელზეც შემიძლია დისერტაციების დაცვა :დ
ხოდა ძალიან სასაცილო პოსტი იყო.
განსაკუთრებით ნევროზიანი კატა, ხილი, ვაზა, აფეთქებული კეისი და ტონანახევრიანი გადასაფარებელი.
:D :D :D :D :D :D
:)))))
და მე და ჩემი ძმა ვართ ცა და დედამიწა )
rom vkitxulobdi megona chemze da chem dzmaze iyo dawerili. isic IT-a isic 2 litriani pepsit zis komptan, me sul filmebs viwer da internets vuneleb da magari chainiki var teqnikastan dakavshirebit ( yovel shemtxvevaSi imastan shedarebit ).
Post a Comment