August 11, 2010

განა რა, მაგრამ...




  • მე არ ვარ დაბალი, მე კომპაქტური ვარ

  • მე არ ვარ პუტკუნა, მე ქალი ვარ და ქალური ფორმები მაქვს

  • მე არ ვარ უწესრიგო, მე ყოველთვის ვიცი სად რა დევს ჩემს კარადაში, ჩანთაში და ა.შ. რომლისგანაც ცხვირი რაც შეიძლება შორს უნდა გაწიოთ.

  • მე არ ვარ ჩაკეტილი, მე ინტროვერტი ვარ (ვინც არ იცით რას ნიშნავს, ამ ჩემს ქალურ ფეხებს).

  • მე არ ვარ უცნაური, ეს თქვენ ხართ დაშტამპულები

  • მე არ ვარ პრეტენზიული, ეს თქვენ ხართ მონების ფსიქოლოგიით აღზრდილები, რაც არაა თქვენი ბრალი.

  • მე თუ თქვენი პრობლემა არ მაინტერესებს, იმ დროს ჩემები მაქვს და თუ შეიძლება გაწიეთ, ნუ მჩრით ცხვირში იმას, რასაც არ გთხოვთ და არ გეკითხებით.

  • თუ თქვენ ჩემს წინ აცხადებთ რომ კატა გეზიზღებათ (მჟავე როჟით) და ამ დროს იცით, რომ სახლში მყავს(და) ნუ გიკვირთ რომ ინდიფერენტული (უარეს შემთხვევაში ცინიკური) ვხდები.

  • თუ თქვენ ჩემს წინ ტონანახევარი მაკიაჟით და საშჳნლად მოუხერხებელი და გაპარჭყული ტანსაცმლით დაპარწკვალობთ, ნუ გიკვირთ რომ მე თქვენ არც ისე ჭკვიანი მგონიხართ

7 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

cool vetanxmebi am gamosvlas : ) katebis punqtis garda: )

Clown said...

დაკიდება ყველაზე კარგი გამოსავალია ^_^

ან შეგიძლია გადაუარო :დ

გურამი said...

მევასები. :2kiss:

Anonymous said...

უფ, ეგრე რა! გაიხარე, მეც მომეშვა!
ჩემი სიტყვები მგონია :)

imagino said...

"თუ თქვენ ჩემს წინ ტონანახევარი მაკიაჟით და საშჳნლად მოუხერხებელი და გაპარჭყული ტანსაცმლით დაპარწკვალობთ, ნუ გიკვირთ რომ მე თქვენ არც ისე ჭკვიანი მგონიხართ" - Sen ggonia ase fiqri,daStampuli azrovneba araa? :D :D :D

პერწკლი said...

დატანჯვა საკუთარი ნებით მარტო სულელს უნდა მხოლოდ იმიტო რო თვითშეფასებას სხვანაირად ვერ იმაგლებს, ამიტო მასეთი ქალი სულელია, სულელის მეტი ვინ იზამს მაგას, ეს სჰტამპი არაა, ეს აქსიომა და აზროვნებაა )))))))

Kate said...

უნდა გაატარო რა.
დაიკიდო და უფრო მარტივი იქნება.