შავი ზებრა და მორწმუნე (?) მე.

ცხოვრებაში დადებითს ყოველთვის უარყოფითი ცვლის, შავს თეთრი, ზებრასავით, ჩემი ზებრა კი მემგონი ამ ბოლო დროს გადაღებეს, სულმთლად შავია.

  • სამსახურში პრობლემები, რომლებიც ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩემი ბრალი არაფერი არაა და მაინც ჩემზე ტყდება. ისე ცუდად ვგრძნობ იქ თავს, თუ ასე გაგრძელდა, ჯანდაბას უფულობა, უნდა წამოვიდე. გული ყელშჳ მებჯინება,რომ მახსენდება.
  • ჩემი ძმა რომელიც ავად იყო, გამოჯანმრთელდა და მიყვირის, რას გამიჭირე საქმეო. (მკურნალობის ამბავში). ერთი კვირა წესიერად არ მძინებია და მადლობის მაგიერია.
  • დედაჩემი, რომელიც ჩამოვიდა და ლანძღვა-წუწუნის კორიანტელი მომიწყო.

ბოლოში რამე მინდოდა მიმეწერა დადებითი მარა არ გამახსენდა არაფერი.

პ.ს. ღმერთთან თამაში დავიწყე, მისი წესებით: ეკლესია-მარხვა. ვნახოთ ერთი რა გამოვა.

მე ღმერთის მწამს, მაგრამ ეკლესიის და ხატის მწამს თუ არა, არ ვიცი. კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებს გავს ერთი შეხედვით მსახურება... ვეცდები, ეგებ აღმოვაჩინო საკუთარ თავში რწმენიმაგვარი რამე. ვასრულებ რიტუალს ,მაგრამ გულსგარეთ, სანთელს ვანთებ და პირდაპირ "ღმერთთან" შევდივარ დიალოგში, იმის მაგიერ რომ ლოცვა წავიკითხო, ასე მეადვილება.

მოძღვარი ავიყვანე,(რა საშინელი გამოთქმაა ავიყვანე, ჯასთ მივედი) რეალობასთან კავშირი რომ აქვს, ისეთი. ისეთი ადამიანი სცემს პატივს, გამორიცხულია სხვანაირი იყოს. მარხვის კურთხევა ავიღე და დღეს პირველი დღეა. ძალიან ვცდილობ ნერვი მოვთოკო და როგორც მარხვას შეეფერება ისე მოვიქცე, წიპა სიფიცხე-გამკიცხველობა და მასეთები მოვთოკო მაგრამ ძალიან ცუდად გამომდის, თითქმის ვერ გამომდის. არჭამა მეორეხარისხოვანია, თუ დამერღვა, არაა ჩემი აზრით პრობლემა.

დამლოცე მამაო-მდე დიდი გზა მაქვს გასავლელი.

აღსარებამდეც.

ზიარებამდეც ალბათ.

ჯერ-ჯერობით ჯასთ დავდივარ.

არადა ჩემი დიდი ბაბუა მღვდელი იყო, ბებიაჩემის პაპა ანუ. პავლე. შვილებზე ვერაფერს ვიტყვი და შვილიშვილებს (ანუ ჩემ ბებიებს) რაც შეეხება, ერთი ბებია კატეგორიულ ათეისტად მოკვდა, მეორე, რომელმაც გამზარდა, ქრისტიანის და წარმართის საინტერესო ნაზავი იყო, და მესამე, რომელიც ცოცხალია, რამდენიმე წელია რაც მოინათლა. სადმე საიქიოდან თუ მიყურებს ალბათ როგორ უხარია პავლეს, მარა ჩ ემნაირი ცოდვილი შვილიშვილისშვილიშვილის ყოლა რა გასახარია,რეავიცი.

თუ ვინმე ყოფილხართ ასე, სიამოვნებით მივიღებ დახმარება-რჩევა-შენიშვნას, ოღონდ ზომიერების ფარგლებში და "უნდა"-ს გარეშე.

გარშემო მყავს მომარხულეები მარა იმათთან ლაპარაკი რიგი მიზეზების გამო არ მინდა, ამიტომ საერთოდ არ ვიღებ ხმას.

მოულოდნელი სტუმარი


კარზე კაკუნია, ჩამოიღეს კარი, გავედი ბუზღუნით და მეზობელია, ეს კატა შენ ხომ არ გამოგეპარაო?
ვინცხა კატა იჯდა ზღურბლზე და მიყურებდა.
კარგად რომ დავაკვირდი, ვიცნობ ამ კატას, ეზოსია, ხშირად ვხედავდი მარა არ მოდიოდა ხოლმე ახლოს. ერთხელ ჩემი კატა რომ გამეპარა, დავდიოდი შუაღამისას და ფისო-ფისო თქო გავიძახოდი, იმდენი ვიარე, ეს კატა მოვიდა და შემომკნაოდა, მეთქი დამანებე თავი, მე ჭუკლინეს ვეძებ :(.
ხოდა დღეს მოვიდა, საიდან გავახსენდი ნეტა, მემგონი ორსულადაა, იიიიმხელა და ისეთი ღიპი აქვს, თან ნაჩხუბარი, ცხვირგაჩხაპნილი.
ვისკასის მარაგი გამახსენდა ეგრევე, ვაჭამე, წყალიც დავუდგი და გიჟივით მიასკდა. მშიერი იყო ეტყობა :( წყალიც დავუდგი ლიფტთან.


მერე პირის ბანვასაც შეუდგა..


ბევრი ვეფერე და შემოვედი სახლში. ხრუტუნობდა, კრუტუნის ზეაღმატებული ფორმაა ეგ, და თათებით იჭერდა ჩემ ხელს, აფერისტკა ეგა : )))


ნეტა არავინ გააგდოს აქედან, ვაჭმევ ხოლმე. : (
რაღაც ცუდადაა მემგონი და თან დაფრთხული, თუმცა გარეულები სულ ასე არიან ხოლმე დაძაბულები, რა ქნან, ყველა ამათ ერჩის და სხვა გზა არ აქვთ.
აუ კიდე კატების ოჯახს ვიცნობ მეზობელ სახლში, დედა,მამა და კნუტი კატა არიან, როდესმე გადავუღებ იმათაც და დავდებ.

სიმყუდროვე


ასე გამოიყურება.

ჩემთვის.

ბლა-ბლა-ბლა

წამკითხავი რომ არავინაა, ვიცი,მაგრამ იმდენი ხნია მინდოდა ამის შევსება, ბარემ შევავსებ.

ვოცნებობ – ალპინისტობაზე და ბევრ შვილზე

ვფიქრობ – ამ ბოლო დროს მემგონი საერთოდ არარ ვფიქრობ.

კმაყოფილი ვარ -- საკუთარი თმით.

მძულს – ფარისევლები

ვნანობ – ბევრ რამეს.

მენატრება – ზაფხული და ლაშქრობები

მსურს – საკუთარი სახლი

მაღიზიანებს – ყველა ვინც ხელს მიშლის.

ვგრძნობ – რომ ვცოცხლობ.

მეშინია – ძაღლების, სიმაღლის და სიბერის.

ვიცი – რომ არაფერიც არ ვიცი.

არ ვიცი – ის, რა იქნება მომაცვალში.

შემიძლია – გავაკეთო ის, რაც მინდა.

არ შემიძლია – გადავახტე საკუთარ ემოციებს.

ვმეგობრობ – ძალიან ცოტა ადამიანთან.

ვაპატიებ – ადამიანს გააჩნია.

ვტირი – როცა მტკივა.

ვიცინი – ვიცინი.

ვეძებ – ფოტოგრაფიის ინტერნეტ-კურსებს, უფასოს.

ღირსი ვარ - არ ვარ.

ვკარგავ – მოთმინებას, ნელ-ნელა.

მშურს – პრიმიტიული ადამიანების.

ვემალები – იმათ, ვინც მეზარებიან.

ვემტერები – არავის.

მაინტერესებს -- ყველაფერი

არ მაინტერესებს - ვინ ვის როგორ რამდენად.

მახსოვს – ემოციები, ფაქტების გარეშე.

მრცხვენია – უხერხული სიტუაციების და უცხო ხალხის მრცხვენია ხოლმე.

უარვყოფ – რომ გოგო ვარ.

ვავადმყოფობ – ჭირიანი ვიყავი, აწი გამიარა.

ვმალავ – აპარატს, ემოციებს და ურთირთობებს სხვებისგან. არ მინდა ყველამ ხელი მოკიდოს.

ვინახავ – ძველ ნივთებს, სამახსოვროდ.

მწამს – მემგონი.

მიკვირს-- ბუნების სასწაულები

მიხარია – რომ ვარსებობ.

ვჭორაობ – მეზარება.

ვდარდობ – კატაზე.

ვამაყობ – კატით.

ვაკეთებ – დიახ, ვაკეთებ.

ვეფერები – ვისაც მინდა.

მსიამოვნებს – :კრუტუნ:

მესიზმრება – 100 აბდაუბდა

ვეწევი – აღარ.

მწყინს – უყურადღებობა და არდაფასება.

ვხარჯავ – ნერვებს, ფულს და ძალიან ბევრ დუშგელს.

ვღალატობ -- ევას არ ვღალატობ.

ვკამათობ 24/7

ვუხეშობ – უხეშებთან, კრეტინებთან და დებილებთან, რომელბმაც მოქცევა არ იციან.

ვუსმენ – იმას, რასაც მომცემენ.

ვყოყმანო – ყველაფერზე.

ვკითხულობ – ყველაფერს განურჩევლად.

ვამზადებ – გემრიელ საჭმელებს.

ვუყურებ – მონიტორს 24/7 (ვუყურებდი- ბუნებას)

ვკლავ – ბუზებს ვკლავდი, ახლა ჩემი კატა უსწორდება.

ვცხოვრობ – "სახლში".

ვცემ –საკუთარ თავს შემოვულაწუნებდი ხოლმე, მეცოდება არადა.

ვმღერი – აღარ.

ვასრულებ სურვილებს, უსასყიდლოდ და ხარისხიანად, თუ ხასიათძე ვარ.

დავდივარ – დავდივარ, დავდივარ,დავდივარ,დავდივარ...

ვერიდები – ძაღლებს, არაადეკვატურ არსებებს, ხალხს.

ვთამაშობ მაუსით სათამაშო ფერად თამაშებს.

ვიტყუები – იმათთან, ვინც მკიდია.

ვგიჟდები – კატებზე.

ვაგროვებ – სამახსოვრო ნივთებს და მწვანე ტანსაცმელს.

ვიხდი – ყოველ ღამე.

ვეჭვიანობ – უმიზეზოდ, მიზეზიანად და ეგ საერთოდაც ჩემი მოგონილია.

ვკაიფობ – ეეჰ, არავინ არ მასინჯებს მარიხუანას :(

ვიზიდავ – იმას, ვინც მინდა. კიდევ დარტყმულ მამრებს, კბილებალესილ ძაღლებს და იდიოტებს.

ვილამაზებ – ჩემს მიკროსამყაროს.

ფისო მენატრება


ლოგინს "ამასაჟებს"


ჩემი დიდი გოგო




წეღან სკამზე დავჯექი და დავაყირავე და უცებ ისე დამძიმდა, როგორც მაშინაა, ფისო რომ მომისკუპდება ხოლმე უკნიდან შეუმჩნევლად.
ძალიანძალიან მომენატრა, დედაჩემთანაა და ამწუთას მგონია რომ ვუღალატე და მივატოვე :(
ცუდი პატრონი ვარ ძალიან : ((



პარასკევს საჭმელები და სასუსნავები ვუყიდე უნდა წამეღო და მარშუტკამ ცალი ფეხით გამასწრო, ისე გავბრაზდი, გზების გადაკეტვა რაღა წესი იყო, ცხოვრებას მიშლიან ეს მორწმუნე თავგადაკლულოზავრები.

მოვდიოდი და შუა ქუჩაში ვტიროდი მოთქმით, ჩემი ფისო კიდევ დამრჩა ასე, უნახავი....
პლიუ სდედას რაღაც შევპირდი და ვერ ჩავუტანე მარა ეგ არაა პრობლემა არ იყო საჩქარო.

იმას იქ არც შია არც ცივა, მაგრამ მე რომ ჩავდივარ სულ ჩემთან წევს ხოლმე და მე მახტება კალთაზე.
ოღონდ გადამეჩვია მგონი, ხელით რომ ვეფერები, იკბინება მწარედ, ადრე მხოლოდ ჩემს ხელებზე არ რეაგირებდა, დანარჩენს კბენდა.

თუმცა ეს მაინც იმისი ბრალია, მწარე წამალი დავალევიე და...


მოკლედ


ჩამოვიყვანო უნდა თორემ გავრეკ ასე

მეორე მხრივ აქ ჩემი ძმა ვერ იტანს, უყვირის და იქ კიდევ დედაჩემი მიეჩვია , თავიდან არ ეკარებოდა ახლა ისე სასაცილოდ ეფერება : ))))

ხოდა ვარ ასე, ორ ცეცხლს შუა...

ჩემი ფასიფუსინა, როგორ მიყვარს :(
Related Posts with Thumbnails