February 24, 2011

წერილი საძულველ ადამიანს(ებს)


The person you hate most/caused you a lot of pain.

სამი დღეა ვცდილობ ამაზე რამე დავწერო და რადგან სიძულვილს საბედნიეროდ არავის მიმართ არ ვგრძნობ

ამიტომ


ე.ი. მოიმარჯვეთ მაუსები და კარგად დაიმახსოვრეთ, არარაობები ხართ ყველანი, ვინც
  • როდესმე "ზრდილობიანად" გამიღიმეთ, გაიარეთ და ზურგსუკან გამჭორეთ. (ვაღიარებ, მეც "გამიჭორავს", მაგრამ პირშიც არ გამჭირვებია იგივეს გამეორება)
  • ყალბი თანაგრძნობა გამოხატეთ (გაიკეთეთ თქვენც იცით სად)
  • ერთ წუთში რუსეთი გამოლანძღეთ და მეორე წუთში რუსული პროდუქტი იყიდეთ მაშინ, როცა ალტერნატივა არსებობდა.
  • ფარისევლები ხართ, მექანიკურად იცავეთ მართლმადიდებლურ წესებს, დადიხართ ეკლესიებში საჭორაოდ, მარხულობთ სამარხვო კატლეტებით და პირჯვარს ისე იწერთ, როგორც მე ვივარცხნი თმას (ანუ ხელის ერთი მოსმით, მექანიკურად) და რაც მტავარია, როცა არასამარხვო რამეს შემოგთავაზებთ, (შემტხვევით,ზრდილობის ამბავში) იმის ნაცვლად, რომ ზრდილობიანი უარი მითხრათ, ტრაგიკულ სახეს იღებთ "ვაიმე მე ამას ვერ შევჭამ, მოიცა ვნახო, სამარხვოა?". აქეთ გამოვდივარ დამნაშავე რომ შემოგთავაზეთ, ფუკც.
  • ცემთ უმწეოს და თქვენზე სუსტს
  • დაცინით ადამიანებს ზურგსუკან
  • ტოვებთ ნაგავს ბუნებაში და ზოგადად, ანაგვიანებთ გარემოს.
  • და სხვა მრავალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პმს-ს გავლენის ქვეშ ვარ :უსერ:
და კიდევ, ზოგადად, "თავგადაკლული დიასახლისები" მეზიზღებიან, აი ისინი, 24/7 რომ უწუნებენ იმაზე, რაოდენ ბევრი საქმე გააკეთეს, როგორ გადაიტყავეს ხელები, როგორ მოამზადეს 2123219837 თავი საჭმელი მაშინ როცა ააააღარ შეეძლოთ და ამ დროს აქვთ მზრეა "დამაფასეთ" და არიან საშინლად ნერვულები. სულ მგონია რომ ძალიან ცოტა სექსი აქვთ, თანაც უხარისხო და ამ დაუხარჯავ ენერგიას დებენ ხეხვაში.


ძალიან უნიჭო პოსტია, ბოდიში მომითხოვია :/

2 comments:

ikaragua said...

წკლიპ..
არარაობები არ არსებობენ..
არსებობს არარაობული საქციელები უბრალოდ..
იმხო.. :)

Kate said...

პერწკლ – აი ზუსტად!!!! გეთანხმები 100%–ით.