დიახ, მე მივეკუთვნები მოსახლეობის იმ 10%-ს ვის გადაკეთებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა კაცობრიობა დიდი ხნის მანძილზე და ეს პოსტი მიეძღვნება მეს-როგორც ცაციას. :ძალიან თავმდაბალი სამაილიკი:
ის რომ ცაცია ვარ, ბაღში აღმოვაჩინე, როცა კოვზი ძააალიან მოუხერხებლად დამაჭერინა ბაღის მასწავლებელმა, მე სწორ ხელში გადამქონდა, ის მოდიოდა და თვითონ როგორც სწორად თვლიდა ისე მაჭერინებდა, სხვა ბავშვებსაც იმ "მოუხერხებელ" ხელში ეჭირათ მარა არ უჭირდათ და ჩავთვალე რომ მე არ ვიცოდი კოვზის დაჭერა. პირველ კლასში ისევე როგორც ყველა ცაციას, მეც დამიბეს ხელი, შედეგად კი ორივე ხელით თანაბრად მომუშავე მე მიიღეს დიდი მადლობა იმ ვიღაც დეგენერატ ქალს, ჩემებს რო უთხრა ხელი დაუბითო მადლობა იმისათვის რომ დამნაშავის კომპლექსს ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვიშორებ მხოლოდ იმიტომ რომ მთელი ერთი წელი "დამნაშავე", "ცუდი ბავშვი" და ა.შ. ვიყავი მაშინ ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო ზიხარ შენთვის და ბაბააახ უცებ და დატუქსვა და ვერ იგებ რა დააშავე მომენტ საკამო წარმატებით ვებრძვი ამას, მაგრამ რამე რომ მოხდება და თან როცა მე ვარ "მართალი" მაინც მაშინვე საკუთარი თავის გვემას რო ვიწყებ, არაა მთლა კაი და ბუნებრივი ამბავი, იმჰო.
დადებითი მხარე
- ორივე ხელით ვწერ, ამიტომაც არასოდეს არ ვიღლები რამის ჩაწერისას, დაწერისას და ა.შ.
- ჩხუბისას როგორც წესი მარცხენა მხრიდან არავინ არ ელოდება შემოტევას და მოულოდნელობის ეფექტის გამო ვიგებდი ხოლმე ბევრს ბავშვობისას.
- კალათბურთის თამაშისას მარცხენა ხელით ვატარებდი ხოლმე ბურთს და სანამ ესენი მარჯვენა მხარეს მიყურებდნენ მე წკაპ და იმასვიზამდი ხოლმე
- ადამიანების უმრავლესობა ვერ იტანს იმის ყურებას, როგორ ვხმარობ დანას მარცხენა ხელით და მართმევენ რომ თვითონ გააკეთონ საქმე, ასე გონიათ რომ წამოვეგები ზედ არადა ანალოგიურად, მეც ვერ ვხვდები როგორ უჭირავთ მარჯვენა ხელში რამე
- ორივე მიმართულებით ვქსოვ (ანუ ძაფს ხან მარჯვენაზე ვიხვევ ხან მარცხენაზე, იმისდამიხედვით მარჯვნიდან მარცხნივ უნდა წავიდე თუ პირიქით) ვისაც ოდესმე რამე მოუქსოვია და უკუღმა თვლის ამოყვანას ვერ იტანს, მიხვდება რა ბედნიერებაა სულ წაღმა ამოყვანა.
- დაბოლოს, რავი, ასწორებს ორივე ხელს თითქმის ერთნაირად რომ ხმარობ.(თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში მაინც მარცხენა მერთვება და მექნიკურად როცა საქმეს ვაკეთებ მაშინაც მარცხენა, მარჯვენის სახმარად "გააზრებულად" უნდა ვიმოქმედო)
უარყოფითი მხარე
- ყველაზე ცუუუდი არის ის, რომ საშინლად მოუხერხებელია მემარჯვენებისთვის განკუთვნილი ნივთების ხმარება: სახაზავების (უნდა დავიგრიხო რომ ხაზი გავავლო), კლავაზე ციფრების აკრეფა მარჯვენა ხელით, კლავაზე თამაში( აქ ალბათ იქნება რამე ხრიკი, მე არ მომიფიქრებია ჯერ), რაღაცნაირი წყლის აბაზანის კრუშკებია როა ცალ მხარეს წვეტით, მაგითი წყლის დასმა არის ხოლმე კომედია,საპირისპირო მხრიდან ვასხავ და ვიწუწები გემრიელად.
- ტვინს ღუნავენ ხოლმე სადღეგრძელოზე ჭიქას მარცხენით ნუ მიჭახუნებო არადა მავიწყდება ხოლმე და მერე ფართხა-ფურთხთ გადამაქვს
- ერთხელ კლდეზე რო ვიცოცეთ ძლივს დავარწმუნე წივწივა რომ მე მარჯვენა ხელის იმედზე ჩემმა მტერმა დამიშვა თქო და ბრძოლით მოვიპოვე მარცხენა აქტიური ხელისთვის შესაფერისი პოზიციის მიღების უფლება
- მეტი მგონი არც არაფერი
ტესტი, ხართ თუ არა ცაცია და როგორი ტიპის
http://www.levshei.net/13tests.html შედით აქ.
დაბოლოს, თუ თქვენი შვილი ცაციაა, არ დაუშალოთ, მასწავლებელი თუ ტვინს ბურღავს, მიაჩმორეთ და კლასი გამოუცვალეთ. დაშლის შედეგად ზუსტად ერთი წელი ხმა არ ამომიღია საერთოდ კლასში, არადა სკოლაში შესვლამდე 24/7 ვტლიკინებდი თურმე. მე კიდევ რა მიჭირს, დაშლამ შეიძლება ფსიქიური აშლილობა, ენურეზი, მეტყველების დარღვევები და ა.შ. გამოიწვიოს.
დაბოლოს თუ ვინმე ხართ ცაცია, დამიწერეთ კომენტებში, მე ისევე მიყვარს ცაციები, როგორც წითური ადამიანები
13 comments:
ისე მართლა არ მესმის, თუ ადამიანი ცაციაა, რატომ უნდა ეცადო გადააჩვიო და მემარჯვენე გახადო. მისთვის მარცხენა ხელია ’მარჯვენა’ და მორჩა!
სხვათაშორის, [აქაც ჩავაკვეხებ ჩემს გატაცებას] რაფაელ ნადალიც მარცხენა ხელით თამაშობს და ვერ იყო ნომერ 1 ჩოგანი? :D [ეხლა მეორეა :))]
mec mishlidnen magram dzn cota xans imitom rom azri ar qonda :D:D
me ar vicodi ro marjvena xeliT unda mecera, zedmetad liberali mshoblebi myavda da cera davicye skolamde, amitom tavidan, sanam vinme chaereoda chem ganatebashi ceras orive xelit vamughamebdi :)
ise, mag fenomens ver vxvdebi ratom uyvart caciebs caciebi da megrelebs megrelebi :D
ლოლ ანუკა მეგრელებზე ვერაფერს გეტყვი, მე თუში ვარ და განურჩევლად ყველა თუშზე ნამდვილად არ მაბოდებს : )))
და დადიები რავი, მიხარია რომ იმ 10-15%-ის რაღაც ნაწილს გავიცნობ ხოლმე ; ))) წიპა კაია რო მარტო არ ხარ ამ საკითხში :)))
ჩემი ოცნებააა ცაციობა, კაი ხანი ვცდილობდი მარცხენათუ წერა მესწავლა, მაგრამ არაფერი გამომივიდა :(
აი სკოლაში და უნივერსიტეტშიც სულ იმაზე ვფიქრობდი ბევრი საწერი როცა მქონდა, რომ აი მარჯვენა რომ იღლება მარცხენაა შეენაცვლებოდეს, მაგრამ სად არის ...
ეს დაშლები საშინელებაა, ადამიანი თუ თავის თავს მარცხნიდან უკეთ აკონტროლებს და მოქმედებს ვისი რა საქმეა, ამით ფსიქიური აშლილობის გამოწვევაც შეიძლება ...
აი ვგიჟდები ვიღაცას რომ ვუყურებ მარცხენა ხელით წერს ...
სააათობით ვიჯდებოდი და ვუყურებდი, აი ულამაზესია ჩემი კრძალი აზრით :))
აუ და აბაზანის "კრუშკაზე" გამეცინა, რომ წარმოვიდგინე, აქადე მაგაზე არ მიფიქრია, კიდევ მაუსის ხმარებაც რთული იქნება, ისე მგონი არსებობს ცაციების მაუსი, სადღაც მაქვს გაგონილი ...
მე არა მაგრამ მამაჩემია ცაცია და ძალიან ბევრი მეჩალიჩეს რომ მარჯვენა ხელით მეწერაო.. არ ვიცი რათ იყო ასეთი მდგომარეობა, რათა.. მარა იყო და ახლაც ყოფილა, როგორც გავიგე. ჩემი ბავშვი თუ ცაცია იქნება და ამაზე ვინმეს პრეტენზია ექნება, მივაჩმორებ და სხვაგან წავიყვან (იმას მივაჩმორებ, ბავშვს კი არა :) )
adre chems blogzec mecera xelebis dabmaze :/ chems shvils vinmem egeti rame rom gauketos, dafas chamovacmev tavze.. grrrr..
zalian miyvars caciebi, ratom ar vici, magram miyvars ^^
chemi bichic caciaa <3 da pirvelad rom agmovachine (ukve chemi bichi iko ) :D metqi wohooo :D ra magaria :D lol ))
wiTuri da cacia xar? wina saukuneebSi rom gecxovra Sen, oconze dagwvavdnen :))))
mec magrad miyvars caciebi, pataraobisas vvarjiSobdi marcxena xeliT weraSi da raRac gamomdioda :)))
აჰა შენ ჩემი პოსტიც.. :)
ისა.. წყლის დასასხმელებზე არ მიწერია მე, მეც ეგრე ვისხამ ხოლმე წყალს და ეგ რამდნიმე თვის წინ აღმოვაჩინე.. :დ
ჩემი ბიძაშვილი ცაციაა, რაც უფროსებს თავიდანვე არ მოსწონდათ რატომღაც.
ბიძაშვილის შვილიც მამიდას ემსგავსება (არ ვიცი რატომ, მაგრამ მიხარია), და უფროსები უშლიან, მარჯვენა ხელში ძალით აჭერინებენ კალამს . არადა, ბავშვი უკვე 9 წლის ხდება.
თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით (ჩემთვის მიუღებელია ამგვარი შეზღუდვა), რას ფიქრობთ?
mec cacia var mara orive xels kargad viyeneb anu ambideqstri var.skolashi marjvenit mimachvies weras exla oriveti vwer. ar sheidzleba bavshvs ro daushalo marcxewnit wera radgan iwvevs ragac defeqtebs enabluobas, gonebis daqvevitebas da a.sh. me gamimartla normaluri var :))) nu daushlit piriqit tqveni bavshi gamorcheuli da nichieriaaa
არასდროს არ შემქმნია პრობლემა ცაციაობაზე, ერთადერთი ცოცხალი მაგალითი მამაჩემია, რომელიც საბჭოთა პერიოდში გადააჩვიეს. ჩემზე არავის "უჩივლია" ცაცია არისო, და ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან დამჯერი ვიყავი და პრინციპის გამო არ მგონია გამეპროტესტებინა ხელის დაბმა. ეხლა კიდე როცა ვკითხულობ, თუ როგორ უბრძანეს მასწავლებლებმა მშობლებს ბავშვის გადაჩვევა, გული ბრაზით მევსება. ჩემს შვილზე რო თქვას მისმა მასწმა, ცაციაა გადააჩვიეო, მაგარს მივაკჩავებ
me skolashi ramodenimejer mtxoves aba tu dawer marjvena xelito )))) dzalian dzalian maghizianeba aseti txovnebi:@ ertxel shevusrule ert maswavlebels es txovan da naxes rogor ver vwerdi da rogor maghizianebda :@ sxvebs pirdapir veubnebodi rom ar sheidzleba-tqo chemtvis marjvena xelit wera da mere manebebdnen tavs ))) ise martla maghizianebs marjvena xelit tu rame davichire(( gulze ragahc memarteba((ar siamovnebs guls(... dedachems wayvanili vyavdi eqimtan da eqimmac moaxsena rom nervozs gamoiwvevso:P ise nervozi isedac maqvs da wikebi(es ise) gaumarjos caciebs:*
Post a Comment