July 18, 2008

სლიპების პანაშვიდი

ასე მგონია ჩემი გუნდის პანაშვიდზე ვიყავი დღეს. "მაიკო,ა პაჩემუ ტი ტაკაია გრუსტნაია?" კიმარა,როდის იყო,პანაშვიდებზე იცინოდნენ?
დღეს იყო სხოდკა, 8:30-ზე დანიშნული, მე მივედი,ინკუბუსა,როლერა და ლილუ თავისი ძმით მალევე მოვიდნენ და ძააააააალიან დიდი ხანი ველოდეთ დაფცეს, და ხაჩიკას... პიკამ ვაბშე დაგვიკიდა, საქმე მაქვსო... დაფცე მოვიდა, უფროსწორედ მოირბინა, პრაწივნად იქნევდა ხელებს, ააააააააააუაუაუაუ გადარეული იყო,ბათუმში მივდივარ ამწუთას გავიგეო,მოკლედ,აჟიტირებული... როლერამ წაუკითხა ორტომიანი მოხსენება იმაზე თუ რა არ მოწონს და ვაბშეტა მართალიც იყო... ამ დროს სწერვა ელე გაიჩითა, ფსევდობავშვური "გავბლაზდი,მაგათრასუსმენწამოდროზე" გამომეტყველებით და ქცევებით... ბოლობოლო დაფცე მაინც როლერას შერჩა გასაპუტად, ელე წავიდა მარა მემგონი ისევ გაეკიდა დათო, აბა ბათუმს ხო არ გამაზავდა... როლერას სამართლიან პრეტენზიებზე რაღაც იმდენად იდიოტურად იმართლა თავი რომ მე შემრცხვა მის მაგიერ...
მერე ხაჩიკაც მობოდიალდა ველიკათი... შუბლიდან ოფლის წურვით... :))) დაიგვიანა... ნუ, ეს უკვე უპატივცემულობაა და ფეხზე დაკიდება,როცა ადამიანი გეუბნება მოდი 8:30, იძახი რომ გაიგე 9:30 და მოდიხარ 10:00-ზე. მოვიდა და ეგრევე გადავიდა როლერა საქმის რჩევაზე. ძალიან უსაფუძვლო იყო იმის თქმა რომ მე და ტიტიკომ რატომ დავდეთ ფული იმ თამაშზე,იმიტომ რომ იმიტომ... მარა ეგეც იმ სიას შეუერთდა, რაზეც უნდა ეჩხუბათ.

ბლინ, გასაგებია რო მიქარავს შენი გუნდელი რაღაცეებს, მარა შენ რა, ანგელოზი ხარ???
ხოდა, კაი, გასაგებია, გინდა რომ უთხრა, მაგრამ ეს სახალხო სასამართლოს მოწყობა რაღა იყო? აი ვაააბშე რა მინდოდა მე მანდ? ვიჯექი და ვუსმენდი ამათ კამათს, მოწმესავით...
კი, მართალია როლერა, მარა თავის პონტში ის ორიც მართალი იყო , მესამეც მართალი იქნებოდა და საერთოდაც , ცალ-ცალკე რომ დაგვსხა ყველანი ანგელოზები ვართ...

დავიგრუზე ძალიან..... ეს გუნდი ფაქტიურად მე და ჟენკამ "დავაარსეთ", ინტელაც იყო,მერე წავიდა... მეგობრებმა გავაკეთეთ, მერე ის მეგობრებიც დავჩხუბდით, ჟენკა და მე ერთ ბანაკში და ინტელა მეორეში, სულ რაღაცაზე გვეკინკლავებოდა... ხოდა წავიდა... დაფცეც ინტელამ მოიყვანა იქვე,პირველივე სხოდკაზე... სახელზე რა ამბავი გვქონდა, რამდენი ვიკამათეთ, ბოლოს ჟენკამ მოიფიქრა სლიპები... ხაჩიკა დელს მოყვა, პიკა და ბულდოზერიხა დაფცეს მოყვნენ, პიკას კი ცალხელა მოყვა... ხაჩიკამ მერე კორსარი მოიყვანა, მარა ის უკვე სხვა გუნდშია... კიდე იყვნენ აქაიქ-გაკვრით,სხვადასხვა ადამიანები, მაგრამ ძირითადად ესენი მახსოვან.... ის პირველი თამაში, მე , ლილუ, დელი, სემი და ინტელა---აუ რა დებილები ვიყავით : )))))))))))))))))))
ჰხოდა
ხაჩიკამ მომწერა წეღან, შედი საიტზეო. ამოუშლია თავისი თავიც და თავისიანებიც... სვაბოდნი პალიოტშია და შეუერთდება ალბათ ვინმეს...

ისე, ის რატო არ გახსენებია არავის, რამხელა შრომა გასწიეს დაფცემ,პიკამ და ხაჩიკამ თამაშს რომ ვაკეთებდით????

საშინელება იყო ის სამი კვირა, უძილობა, პიკას სახლში, აიატაკზე დაყრილ დივნის ბალიშებზე ძილი, ლექციების, სამსახურების დაკიდება და ყინვაში გარეთ ბოდიალი,თოვლში, მაშინ როცა ყველაზე ძალიან ციოდა და ტრანსპორტიც კი არ დადიოდა წესიერად... საათობით სცენარის წერა, გადაწერა, თავიდან დაწერა, თარგმნა, ჩანახატების კეთება, პიკას გენიალური (მართლა) იდეები და კვესტები... "და ჰოი საოცრებავ"--ეს იყო ფრაზა რომელზეც ორი ღამის უძილოები, სცენარის საბოლოო დამუშავებისას, მე, პიკა და დაფცე ლამის ნახევარი საათი ვფორთხავდით ძირს... კეტჩუპი, მაიონეზი და კალბასი, და ჩაი-ყავა, ყავა, ყავა, ყავა... გამოვყავდით მთლად,მაგრამ იმ სიცივეში და უძილობაში ნამდვილი პანაცეა და სიცოცხლის წყარო იყო ის ნესკაფე და ჩაის გრანულები... ფაქტიურად იმ სახლში ვცოვრობდით, რიგრიგობით გვეძინა, ერთხელ ლილუს სავარძელშიც კი მოუწია ძილი... მივდიოდი, სემინარს ვაბარებდი და მერე სახლში საბანაოდ ,და ისევ იქ.... ბოლოს რომ შედგა ჩ ვენი გაკეთებული თამაში და ყველამ ერთხმად აღიარა რომ პირველი ჩავარდნის მერე საკაიფო გამოგვივიდა... კისიმ მგონი ჩვენი თამაში ითამაშა : )))) ნუ, 8 საათზე მორჩა მართლა პირველი გუნდი თამაშს, და მერე მითხრა მაგათმა წევრმა, რა არ მოეწონა, და მართალი იყო, მაგრამ ორ კვირაში გაკეთებულისგან..... მაინც კარგი იყო... ვნერვიულობდით, გუნდებს ვგულშემატკივრობდით, ვღელავდით როცა იჭედებოდნენ და გვიხაროდა როცა მალე გადიოდნენ : ))))
პირველი რომ ჩაგვეშალა, ხაჩჳკას სხვა სცენარი მისცეს, შეცდომები გაიპარა, თამაში შეწყდა, და მე და ხაჩჳკამ ვქენით ეს, ანუ სტოპი ვუქენით თამაშს და რაგარჩევები იყო საქმის... თან რატომღაც ჩაითვალა რომ მე ბატკანი ვიყავი და რომ ყველაფერი ხაჩჳკამ გააკეთა ... ეს პირველი რაღაც იყო რაც რეალურად გამიტყდა გუნდისგან...
ბულდოზერა,რომელიც პატიოსნად იჯდა მთელი საღამო ნაუშნიკებით, რომ მერე თამაში გაეტესტა... ჩვენი ჩჲჩელკა პროფესორი,დღესაც ჩემი ხალათით ზის პიკას სახლში: ))))
ვანო-ადამიანი რომლეიც იმის მაგალითია როგორ არ უნდა დანებდე... ადამიანი რომელისაც არ აქვს მარცხენა, ატარებს მანქანას, ენკასაც თამაშობს, ცურავს, და კოშკში ამოფოფხდა.. გადავირიე!!!!! ორი ხელის პატრონები ძლივს ავედით და....

არც ის არ დამავიწყდება, ხაჩიკას სახლში,როგორ ეძინა ხაჩიკას ერთ დივანზე, კორსარას მეორეზე, უნისონში ხვრინავდნენ, მე მეცინებოდა, ძალიან ვცდილობდი თვალები არ დამხუჭვოდა და ლოკაციის სცენარს ვწერდი, ალქიმიკოს (აუ დამავიწყდა) ნუ, იმაზე ვინც ფილოსოფიური ქვა გამოიგონა..... მერე გათენდა და წამოვედით სახლებში...

ენ-კას წყალობით ისეთ ადგილებში ვიფხოტე, ცხოვრებაში რომ არ მომივიდადა აზრად იქ შეძრომა, ფეხით გადავედი პლატოდან ლისის ტბაზე.... ანაურში ვიყავი ღამისთევით, პირდაპირ ღია ცისქვეშ... დილით კი გაირკვა,რომ, წინასაღამოს რომ არავინ დამიჯერა,მართლა ძველ სასაფლაოზე გვეძინა, მე პირადად ქვა მეგონა და საფლავზე მედო თურმე თავი. და იყო კიდევ ერთი რაღაც, მე სულ მგონი მეტრანახევარი რომ ვარ (ნუ,კაი,ცოტა მეტი) ისე ვისკუპე მდინარის შენაკადს გადავევლე ჩემსიგრძეს, იმ სიცივეში დასველების შემეშინდა და, თურმე შემძლებია მეც რაღაცეები....

ვაკის პარკში მე და ვიღაც გუნდელი შეყვარებულებს რო ვანსახიერებდით ფლეშ-მობზე და იმდენად შეიჭრა როლებში რომ მართლა ყველა მხრიდან მიცავდა და არავის აძლევდა ჩემთან მოახლოების საშუალებას :))) ლილუ კი იქვე დარბოდა და თავის თავს ელაპრაკებოდა, ხების გარშემო ტახტოდა, გიჟს ანსახიერებდა :)))

დილას, ანანურში,თვალი რომ გავახილე, და ულამაზესი განთიადი დავინახე, მზე როგორ ამოდიოდა მთებს და ღრუბლებს მიღმა, სულ დამავიწყდა მთელი ღამის კანკალი და თავჩაყოფილი სპალნიკში წოლა.... ეს ისეთი რაღაც იყო, რაც მუდამ გახსოვს და ფოტოგრაფირება არ გჭირდება დასამახსოვრებლად...

მერე კი მიტოვებული სახლი ვიპოვეთ, ვიღაც ამდგარა და ჯასთ წასულა და ეს ყველაფერი ანგრეული, იატაკზე დაყრილი, ვიღაცის ცხოვრების ნაგლეჯები....
ულამაზესი ეზო, ისიც მიტოვებული... კიბე არსაით....

სიგარეტიც წევაც დამაწყებინეს თავიდან ,ამ საძაგლებმა, აბა რა იქნებოდა, 24 საათი პირში სიგარეტი ქონდათ გაჩრილი და თავდანებებულ-გადავიწყებულზე ისევ დავიწყე... არა, ნებისყოფა არფერშუაშია, უბრალოდ გამახსენდა რა სარგებელი მოქონდა წევას თავისდროზე... თან მაინც პასიური მწეველი ვიყავი, ოთახში და მანქანაში სულ ბოლი იდგა ხოლმე....

როგორ ეშვებოდა ხიდიდან ლილუ თოკით და ჩვენ როგორ გავრბოდით და მე როგორ ვიცმევდი გზადაგზა ზეწარს რომ ფოტობონუსი გადაგვეღო და გვერდით მანქანებიდსან ლამის შემოგვიძვრენ,წარმოიდგინეთ, უკანა სავარძელზე გოგო და ბიჭი, ზეწრებში გახვეული, თავზე გვირგვინებით... და ეს ზამთარში...... ან ადრე გაზაფხულზე, ნუ, მოკლედ, საკაიფოდ ციოდა, კურტკა მეცვა...




ღამისთევებიც იყო, სირბილებიც, ძალიან ბვრი სირბილებიც, ძალიან საშიშ ადგილებში ძვრომაც, ტუპოი ძებნა კოდის, როცა უკვე ისე შტერდები რომ ძებნისგან გული გერევა, შიმშილი და შუაღამისას სადღაც მაღაზიაში ნაყიდი პური და რედბული... ან მაკდონალდსის ნაგავი....მანქანაში ძილი, დათხვრილი ტანსაცმელი, დაღლილობა ,როცა მეორე დღეს ფეხებს ვეღარ გრძნობ და ისიც, როცა ისე წვიმს რომ გინდა ახლა ადგე და მოკვდე რომ ამ წვიმის ქვეშ აღარ იარო... ვიშკა თუ რაღაც აგურის ჯანდაბა,რომელზეც აძვრა დაფცე და თჲრმე სიკვდილს გადაურჩა (ეს მერე გავიგეთ, მორყეული ყოფილა საფეხურები გარედან, არანაირი დაცვა და ლამის 5 სართულის სიმაღლეზე აძვრა მგონი), პიკას ძახილი- სლიპებოოოოო როცა კოდს იპოვიდა, სწრაფად ჩატენვა მანქანაში და გაქცევა....სიხარული კვესტის ბოლობოლო ამოხსნისას... რაღაცნაირი შეგრძნება როცა ხედავ რომ სხვა გუნდმა კოდი იპოვა ,ყიჟინით გარბის, და გაორმაგებული მონდომებით იწყებ ძებნას....
ამათი რუსული ლაპარაკი და ჩემი ქართული პასუხები....
ჟენკას რეალურად გმირული საქციელები და ტკივილის უხმოდ ატანა.... როლერას საშინელი სისწრაფით მანქანის ტარება, რაც ძალიან დიდ ფორას გვაძლევდა..

კიდევ ბევრს დავწერდი მაგრამ გაიწელება ძალიან ეს პოსტი....
კაროჩე
ვერ ვიტან ასეთ სიტუაციებს.....ასეთ საქმისგარჩევებს და ზოგადად ასეთ დასასრულებს...:(((((((((((((((
მარა აქედან დედაჩემი აწყობს სკანდალებს, ნუ თამაშობო, დაჟე ბოლო თამაშზე ლამის ინფარქტმა ხია, ვერ ვითამაშე, შემეშინდა, და მეც დავანებებ ალბათ თავს და ეგ იქნება...

ანდა, სლიპები მოეგებიან გონს და კაკ ვ არმიი, ვპერიოდ ი ს პესნეი...

ანდა მე გადავალ სადმე....
მოკლედ,დრო გვიჩვენებს.
ასეთები ვიყავით მაშინ, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა და ყველას მოგვწონდა ერთმანეთი.
ანდა
მე ვარ დებილი და მე მომწონდა ყველა.
ნახვამდის, ბავშვებო :)

8 comments:

Anonymous said...

ehhh ra magari iyo erikas tamashi:(( (pirveli tamashi romelic vitamashe...)
hachik......

sabaha said...

უზომოდ საინტერესოა :(((
ჟალ ასეთი უცხო რომააა

პერწკლი said...

utvino რატომ უცხო? :)))

sabaha said...

უცხო ანუ ჩემთვის უცხო


:უსერ:

პერწკლი said...

utvino შენც დაიწყე თამაში და აღარ იქნება უცხო : ))))
მიგიღებდით ,ჩემი გუნდი ასეთ ამბებში რომ არ იყოს : (((

Anonymous said...

არა, თქვენი გაკეთებული არ იყო ის თამაში, სადაც მე ვითამაშე - ის დამავიწყდა რა გუნდის იყო, მოკლედ, ბიზნეს-კურიერში გავიდა რეპორტაჟი მაგ თამაშძე. ცოტა გავფრიკეთ, სად ბიზნესკურიერი, სად ენკა (აშკარად საპოსკრიპტუმე მასალაა). ნუ მარა პრიკოლი იყო. მანდ ბონუსი იყო დავინჩის ის დახატული კაცი უნდა განესახიერებინა ორს ტიტველს და უჩა და კალაშა გაწვნენ გაყინულ ტბაზე, იმ ყინვაში - შიშვლები (ნუ, ტრუსიკით) და ამ ყველაფერს იღებდა კამერა. კიდევ კარგი დედაჩემმა სიუჟეტს ვერ მიუსწრო :დ

თქვენს ორგანიზებულ თამაშს ოჰო ორ საუკეთესო თამაშში მოიხსენიებდა - ანუ ერთი ტავისი გაკეთებული და მეორე - თქვენი.

გული მწყდება, რომ აგერიათ, თუმცა ვფიქრობ არ უნდა შეეშვა თამაშს. დედას აუხსენი, რომ "რამე რომ მოგივიდეს" მაგის ალბათობა ქუჩაში რომ გადიხარ, მაშინაც კია და ეს განსაკუთრებული სახიფათო ვეში არაა (გუშინ წითელანთებულ შუქნიშანზე, სახლთან გადავდიოდი ჩემთვის პატიოსნად და ვიღაც ქალმა ჩათვალა, რომ მისთვის მოსულა გავლა, და დიდი სიჩქარით ბუკვალნა მილიმეტრებში ამცდა).

ეგეთ დაძაბულ პირობებში კიდევ უცხოები კი არა, ახლობლები გადაეკიდებიან ხოლმე ერთმანეთს. იტს ოკეი, მთავარია ყელში იმდენად არ ამოუხვიდეთ ერთმანეთს, რომ შეგეზიზღოთ - ასე რომ ახლა დაშლა ალბათ ყველაზე სწორი გადაწყეტილება იყო )

პერწკლი said...

დოდკა- ღმერთო ჩემო, შენ ენკას ისტორიაში ყველაზე ბანძ თამაშში მიგიღია მონაწილეობა, მე ვიყო მაჩვი : ))) მაგ თამაშზე საერთოდ რომ ვითამაშე , ის ვინანე : )))

ჰხო რავიცი... იმედია გამოსწორდბა რამე, მიყვარდა ჩემი გუნდი ძალიან...
მადლობა გამხნევებიზა :*

Anonymous said...

ჰაჰ...
კი მიგრძნობდა გული, რომ ბანძი იყო მარა... :დ

ისე თუ ვითამაშე ოდესმე, ჯვაროსნებში ნაღდად აღარ ვიზამ მაგ ამბავს. ცოტა ზედმეტად ასერიოზულებენ ოჰო და სასტავი მგონი :დ

და თან აბსოლუტურ დებილად ვგრძნობ თავს :დ