ჰხოდა
დააკომენტეთ რა
აქვს თუ არა ადამიანს უფლება, რომელიმე ფორუმზე დააფიქსიროს თავისი დარდი და ემოცია და ზოგადად შეხედულება
და აქვს თუ არა ადამიანს უფლება ,ვისაც ეს ნაწერი ეხება, სკანდალი მოაწყოს და სულელი, უაზრო რამეების ბოდიალა, სინდისზე შემგდები,უნამუსო, უსინდისო და ასე შემდეგ გეძახოს?
(ნუ ,სულელად ყოველთვის მთვლიდა მარა ეგ სხვა სიმღერაა, ამჯერად ეგ დავიკიდე)
და მომენტ ისე იყო დაწერილი რომ არც იმ პიროვნებას ეხებოდა პირდაპირ და ვერც ვერავინ მიხვდებოდა რატო და ვისზე იყო დაწერილი
არადა მამენტ დამნაშავე იყო, კატეგორიულად გავაფრთხილე თავის დროზე რომ ის რაც მოხდა არ უნდა მომხდარიყო და მაქსიმალურად ეცადათ ამის ტავიდან არიდება :უსერ: ამ დროში რეები ხდება და რაზე დარდობო..... ჩვენ გვაპატიეთ სახალხოდ რომ არ ვყვირვართ რომ პატრიოტები ვართ და გულში მჯიღს არ ვიცემთ და ვცდილობთ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ
მერე მივდრაფტავ მარა ერთიორი კომენტი მესაჭიროება, თუნდაც თავში ჩარტყმის კილოიანი იმიტომ რომ ყელში ამოვიდა ამდენი მოთმენა , ბოლო წვეთი იყო.........
:ძალიანგაცოფებულიდამაქსიმალურადთავშეკავებულისმაილი:
28 comments:
Kissie ვარ, ოპენ-იდზე გადასვლა მეზარება და კიბორგას აცც-ით დავპოსტავ.
მოკლედ ამ თემაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მანამ, სანამ არ დებ იმ ადამიანის სახელს და გვარს ან აშკარა ნიშნებს თუ ვინაა (ანუ რავი, ერთადერთი მწვანეთმიანი გოგო ქალაქში და შენ წერ: - ფუ ეგ მწვანეთმიანი ბოზი! ლოლ), მაშინ სრული უფლება გაქვს რაც გინდა ის წერო, როგორც გინდა ისე ანთხიო და ა.შ.
ეს არის პირადი ბლოგი, პირადი, სადაც სრული უფლება გაქვს დედა აგინო ილია ჭავჭავაძის პოეზიას და ნიკო ლორთქიფანიძის მრავალწერტილებს და არავის აქვს უფლება, რომ შენი აზრები, ემოციები თუ დამოკიდებულება რაიმე საგნის მიმართ შეურაცხყოს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - შენი მხრიდან თუ დაცულია იმ ადამიანის პრივასი - შეგიძლია გაუშვა ნახ. და უთხრა, რომ თუ ასე აღიზიანებს, აღარასდროს შემოვიდეს ამ მისამართზე.
eem
ფორუმზე დავწერე ვაბშეტა
მარა ფრივასი დაცული იყო
და იმას დაობს რომ თვითონ მართალია და მე უნამუსოდ ვაგდებ სინდისზე....
ანუ წიპა რადგან ომია მე მომხდარი ფაქტი უნდა დავიკიდო....
ნუ თუნდაც ფორუმზე, ფრივასი - მთავარია. ანუ იურიდიულად შენ მართალი ხარ.
ახლა ზოგადად რაც სიტუაციას შეეხება, აზრზე არ ვარ იასნია, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ ჩემი მდიდარი ფორუმული გამოცდილებიდან ლოლ:
შეუძლებელია ადამიანი დაარწმუნო იმაში, რომ ცდება. შეუძლებელია. აი, ენერგიის დახარჯვაც არ ღირს ამაზე რა.
მითუმეტეს აი ზოგმა შეიძლება გაიგოს შენი აზრი, არ დაგეთანხმოს მაგრამ გაიგოს და უმეტესობას ეგეც არ შეუძლია.
ასე რომ, გაუშვი ნახ. : )))
თანაც, ადამიანი, რომელიც შენ სულელად გთვლის... აი რა ჯანდაბად ხარჯავ მასზე ნერვს და რესურსს? :დ
ხო ომმა ადამიანები შეარყია ბლომად ლოლ. განსაკუთრებით კომიკურია მსგავსი გულზემჯიღები ხალხისგან, ვისაც რეალურად არანაირად არ შეხებია ეს ომი.
და კიდევ - ძალიან ძალიან ძალიან სუსტი თავის გასამართლებელია ომის მოხსენიება გარკვეულ სიტუაციებში ადამიანების მხრიდან :დ აი, არგუმენტების არქონის შემთხვევაში ყვირილზე რომ გადადიან, მაგ დონის :დ
არაფერს არ ვხარჯავ, ჯასთ გადაკვეთის წერტილები გვაქვს და მაგათი გაქრობა მგონი შეუძლებელია.......
მაგრამ ვცოფდები როცა თვითკმაყოფილი როჟით მატყობინებს რომ მე უსინდისო ვარ,რომ ის მართალია, და რომ ჩემი სამართლიანი გაბრაზება ჯასთ უნამუსობაა და რომ მე მის სათუთ ნერვულს სისტემას ვაზიანებს და რომ ერთ ადგილას კიდია მე როგორ მომეშალა ნერვები.....
ისტორია კიდე......
ჩემი ნივთი წაიღეს და სხვაგან დატოვეს იმის ნაცვლად რომ უკან დაებრუნებინათ... გაუგებრობა მოხდაო... არადა მეთქი თვალისჩინივით გაუფრთხილდებით და რამე......
მადლობა რომ გამომეხმაურე , თორემ გავსკდებოდი გულზე....
ხანდახან რა კარგია ცრემლიანი თვალით ვინმეს რამე შესჩივლო : ))))
ეემ, დაკიდება მე დავამატე, მარა ფაქტია რომ კიდია მე რა ვიგრძენი როცა გავიგე რომ სხვისი ნაჩუქარი ნივთი სადღაც ჯანდაბაშია წაღებული და ვინ იცის იქ როგორ ენატრება პატრონი :მო:
აუ არ თქვა ახლა, რომ შენი ჩანთა არ დაგიბრუნეს ლოლ ))
დამიბრუნეს, ადგილზეა : )))))))
სხვა რამეზეა ლაპრაკი......
ჩანთა მე ვიყიდე თავის დროზე : )))
უფჰ
მეთქი ჩანთა და უნდა მეთქვა, რომ თვალები დააჩიჩქნეთქო, ისე გავბრაზდი და დავიქოქე თავი : )))
რაც უნდა იყოს, უპასუხისმგებლობის და სხვისი ნივთების უპატივცემულობის ომით გამართლება კაი იდეა არაა, ვოტ!
და ხო კიდევ რომელიღაც დაბლა პოსტისთვის უნდა მეპასუხა - იმაში გეთანხმები, გაატრაკეს რა ახლა უნდა ყველას რემბო და კეთილშობილი გამოჩნდეს, ვისაც რამის კეთება უნდა და დახმარება, ისედაც დაეხმარება და არა ჩვენი მტავრობასავით - ერთი კილო გრეჩიხის მიტანისას ერთსაათიანი პრესკონფერენციით ტვ-ში...
ჰეჰეჰ, ვერ დავჩიჩქნიდი, ვერ ვარ ჩხუბისთავი : )))))
ხო,დასახმარებლად ერტობლივად რომ იკრიბებიან კიდევ.... მაღიზიანებს...
რაკარგია ჩემნაირად რომ ფიქრობ :sun:
მივაშტე ისინი ; )))
ძილინებისა
sweet dreams
იცი რა პონტია???
აი ახლა დოდის არ იყოს, მეც მინდა კომენტარის დაწერა...
კიარადა, რჩევის თუ იმჰო–ს დაფიქსირება, მაგრამ ძალიან არაჩახედული ვარ ამ ფაქტში და რამე დებილობა რომ გირჩიო, ეგ არანაირად არ მინდა.
ხოდა, როგორც ჩემი მოკლე ჭკუით რაც გავიგე, იმას განვიხილავ. თუ რამეს არ ეთანხმები, ბაზარი არაა, მაგრამ მე უბრალოდ ჩემსას გეტყვი.
ტაკს...
1)"აქვს თუ არა ადამიანს უფლება, რომელიმე ფორუმზე დააფიქსიროს თავისი დარდი და ემოცია და ზოგადად შეხედულება"
კი, აქვს. მე ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია ეს უფლება. და განსაკუთრებით "ჯასთ რა"–ში.
ბევრჯერ დამიპოსტავს ზმნები: მიყვარხარ, მძულხარ, მეზიზღები, მელამაზები, მეღიმილები, მომენატრე etc
აგრეთვე ბევრჯერ სიმბოლოების გარეშე მიგინებია კონკრეტული ადამიანები.
ნუ დადებითი ემოციის დროს ზოგჯერ სახელიც დამიწერია, ზოგჯერ – არა.
ანალოგიურად უარყოფითის დროსაც.
ანუ ფრაივასი ზოგჯერ დამიცავს, ზოგჯერ – არა. გააჩნია ადამიანებს და გააჩნია ურთიერთობას.
2)"აქვს თუ არა ადამიანს უფლება ,ვისაც ეს ნაწერი ეხება, სკანდალი მოაწყოს და სულელი, უაზრო რამეების ბოდიალა, სინდისზე შემგდები,უნამუსო, უსინდისო და ასე შემდეგ გეძახოს?"
ეს ცოტა საკამათო საკითხია. მქონია მაგალითი, რომ საერთოდ რომ სხვა ადამიანია, იმას მიუღია საკუთარ თავზე. არადა ამ უკანასკნელის მიმართ ძალიან კარგად ან ინდიფერენტულად ვიყავი განწყობილი.
ანუ ადრესატი ზოგჯერ მიმხვდარა,ზოგჯერ – ვერა.
თუმცა სკანდალები და დაკითხვები არ მახსენდება, რომ ასე ჩემთვის შუა ფორუმზე აეტეხა ვინმეს. პმ და მისი ჯანი. ან მსნ–ი. ზოგადად ის, ვინც შუა ფორუმზე აწყობს სკანდალებს, ძალიან დაბალ დონედ მიმაჩნია.
მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ ერთმა ადამიანმა საერთოდ სუუუულ სხვა ადამიანს რაღაც უთხრაჩემზე ცუდი ისე, რომ საერთოდ არ ვუხსენებივარ. თუმცა მე მივმხვდარვარ, რომ მე მეხებოდა. და მეც aiverson–ს მივწერე: რა მაგარი სიგნაჩარი გაქვს "უბრალოდ დაიკიდე, როცა *ლეობას გეუბნებიან"–მეთქი. თან პირდაპირ, სიმბოლოების გარეშე. არადა ეს იმის დასანახად დავწერე და დაინახა კიდევაც სავარაუდოდ.
3)"და მომენტ ისე იყო დაწერილი რომ არც იმ პიროვნებას ეხებოდა პირდაპირ და ვერც ვერავინ მიხვდებოდა რატო და ვისზე იყო დაწერილი" ეს ამბავი დაივიწყე. შეიძლება შენ განიხილავდე ივანეს/პეტრეს/პავლეს და ამ დროს მე გიპასუხო, რატომ მეუბნები ასეთ რაღაცასმეთქი. ეს ერთგვარი რეფლექსია, ფორუმული რეფლექსი. გვევასება სხვის პოსტებში ჩაძიებები.
მაგ: მე შევედი "ჯასთ რა"–ში და დავპოსტე რაღაც.
ამ დროს შენ შემოდიხარ და უბრალოდ წერ: " აუ რა დებილია რა". მე 80%–ით დარწმუნებული ვიქნები, რომ ეს მე მეხება და დამეწყება ზამასკები. არადა 20%–იან სიმართლეს ვერ ვხვდებოდე.
4)არადა მამენტ დამნაშავე იყო ეს მომენტი შეგიძლია შენს სასარგებლოსდ გამოიყენო, თუცა უარყოფითიც აქვს.
ანუ დადებითი ის, რომ რომ გეტყვის რამეს, უთხარი, შენ საერთოდ რა შუაში ხართქო? შენ რა იცი, რომ შენ გიგულისხმეთქო?! უარყოფითი ის, რომ თუ ნამეტან ი მონდომებით უმტკიცე, რომ მას არ ეხებოდა შენი რისხვები, ამოისუნთქებს და იფიქრებს, რახან მე არ მეხება, მაშინ დავიკიდებო. თუმცა მაინც სადღაც, გულის სიღრმეში ეჭვები ექნება, რომ მას ეხება,მაგრამ...
kate მადლობა !!! :***
ეგ რეფლექსბი რამდენჯერ დამართვიათ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს, იმდენი მილიონი შენ და მე : )))) ერთი პრიოდი კონკრეტული ადამიანისთვის ვწერდი ,"სენ არა" თქო " : )))
მაგრამ ამჯერად მიზანმიმართული იყო და მიზანსაც მოხვდა და გამწარდა და საბედნიეროდ სკაიპში მომწერა, წიპა "იმიჯს " გაუფრთხილდა : )))
იცოდეს მაინც ხალხმა, ვინაა სინამდვილეში ;)))
აზრებისთვის მადლობა.
ლავიუ
შემოვედი.
გავედი.
შემოვედი.
დავწერე.
აქვს.
აქვს.
ВСЁ.
: ).
: )))
GASSAGEBIA
შენც გაქვს იმის უფლება სადაც და რაც გინდა წერო და მასაც აქვს უფლეა ის გეძახოს რასაც ფიქრობს შენზე, უბრალოდ მანაც იმავე დოზით უნდა დაიცვას ის ფრივასი თუ ჯანდაბა, რა დოზითაც დაიცავი შენ :))
ვსე დავოლნი (ც) აივერსონი )))
ყველაფრის უფლება გაქვს ;)
utvino კაი... მარა შენ ვერ გაიგე... მე ფრაივასი დავიცანვი, მარა ტიპმა მესენჯერში მიმალანძღა... ახლა შეკითხვა: სადმე რამე რო დაწერო, რომელიც მე მეხება მარა ისე ომ არ შემეხო, მაქვს იმის უფლება სრულად უტაქტოდ მოგწერო მესენჯერში რომ შენ სულელი ხარ და რაღაცეებს ბჟუტურებ? ამის მერე მე არ ვიქნები უტაქტო ხისთავიანი ვირი?
მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი ^^
წავიკითხე. დავიბენი. ვერაფერი გავიგე. მერე დავფიქრდი. მერე გავიგე.
ჰოდა როცა პირადად ნახავ და რამეს გეტყვის, ან წაგკბენს ან რამე მსგავსი, ჯასთ გაუღიმე. სულ შეიშლება ჭკუიდან : ))) მაგრამ შენ მართალი დარჩები შენ თავთან და დამატებით კამათს და ნერვების შლას აირიდებ თავიდან. : )
ჰეჰე, გამომიტანეთ უკვე განაჩენი, თუ ვერა :D?
მშვენიერი სტატია გამოგიცხვია პერწკლი.
ზეობიექტური და სიმართლის მოღაღადე.
მადლობა :).
პატივს ვცემ შენს სამფლობელოს და მეტს არაფერს არ დავწერ.
დამნაშავე-- შემოვიდა,სასწრაფო წესით ტავი იმართლა და გავიდა? :))))))))
არაფრის გენაცვალე,შენ შენი სიმართლით გაგიმარჯოს, მე ჩემი.
ხო, ეგ ბაზარი არაა.
მეც ძალიან ხშირად დამმართვია მსგავსი რამ. თან მერე დაჟე პმები მოუწერიათ, რომ ვინ იგულისხმე იმ პოსტშიო, რა იგულისხმეო და ა. შ. მაგრამ მაგას ვერ შეებრძოლები რა. ფორუმული რეფლექსია.
რაღაც მომენტში ვფიქრობ ხოლმე, ეს ვაფშე რა პონტში მეპასუხება იმ პოსტზე, რაც მას საერთოდ არ ეხება, მაგრამ მეორე მომენტში შეიძლება პირიქით, მესიამოვნოს, რომ რაღაც ყურადღება გამოხატა.
რავიცი აბა, ძალიან ინდივიდუალური სიტუციაა..
ხოდა არაფრის, გაიხარე.
Post a Comment