August 23, 2008

Harry Potter-- ბიჭი,რომელიც გადარჩა

ესაა წიგნი სიყვარულზე........ მთავარი გმირსაც, რომელიც დასაღუპავადაა განწირული, სიყვარულის უნარი იფარავს და სიკვდილისგან იხსნის.

16-ს ვიყავი, პირველად რომ მითხრა ნინომ ჰარი პოტერზე... 5 ლარი ღირდა წიგნი,პირველი,პაწუკა და ისეთი საინტერესო..... მერე მეორე, მესამე... და "შევჯექი". ახლაც ნებისმიერ დროს, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, საკმარისია ავიღო ნებისმიერი და კითხვა დავიწყო, ყველაფერი მავიწყდება და ვმშვიდები. თითქოს მართლა არსებობს ეს სამყარო სადღაც, რომელიც ჩვენთვის,მაგლებისთვის, უხილავია და სადაც ახლაც ცხოვრობენ ჰარი, ჯინი, ჰერმიონი, ისევ დარაჯობს სკოლის ტყეებს ჰაგრიდი და სადღაც, მაღლობზე, კრეჩერი ასაფლავია...

ამასინათ ძალიან დაღლილი და გაბოროტებული მივდიოდი სადღაც და უცებ,ავტობუსიდან , დროის მდევარი დავინახე, გოგოს დავაკვირდი ვისაც ეკეთა და .. ჯინი!!! :))) როგორ გამიხარდა... ვიღიმებოდი დებილივით კაი ხანი. თითქოს რაღაც ჩემი, მშობლიური დავინახე ამ დედააფეთქებულ ქალაქში...

ჩემს უკვე ზრდასრულ სამყაროში რაღაც ჯადოსნური, ბავშვური და სუფთა ჯერ კიდევ დარჩა, ჰარი პოტერია ეს...

რა მიყვარს ამ წიგნში?

უისლების მხიარული, უსაშველოდ ღარიბი და მეგობრული ოჯახი, ჯორჯი და ფრედ უისლები, ცნობილი ოინბაზები მაწანწალას, ქორბუდას და მთვარეულას მერე. ჯინი, ჟღალთმიანი ლამაზმანი, ჭკვიანი და 6 ძმის ყველაზე ყველაზე დაუდეგარი და. დროის მდევარი, ჰოგვორტსი, თავისი მოძრავი კიბეებით,საიდუმლო დერეფნით, მიშველე-ოთახით, სათბურებით, ჰაგრიდის ქოხით, და ყველაზე მაღალი კოშკით ,სადაც დამბლდორი მოკლა სნეიპმა.

სნეიპს ვერ ვიტანდი მთელი ექვსი წიგნის მანძილზე, მაგრამ მას მერე რაც მეშვიდე წავიკითხე, მივხვდი რომ მთელი ეს ისტორია ამ ადამიანის ტრაგედიაზე იყო აგებული.... არ გაბედო,მხდალი მიწოდოო....


მეშვიდე წიგნი ცალკე ისტორიაა... რამდენი ხანი ველოდებოდით, მერე ვიღაცამ წიგნის გვერდბს გადაუღო ფოტოები და გაავრცელა ინტერნეტში და იქიდან ვკითხულობდით მე და რამდენიმე კიდევ... მერე ჰერმიონმა ამობეჭდილი ვერსია მომცა და იმდენჯერ გადავიკითხე, თან ინგლისურად , გაცვდა ფურცლები...

ჰერმიონი, ჯინი,მორე, დეს ვადერი, ტონქსი, კიდევ ერთი ბიჭი..... არ ვიცნობ ამ ადამიანებს წესიერად მაგრამ იმიტომ მიყვარან რომ ჰარი პოტერი უყვართ და მიხარია რომ არსებობენ... ფენიქსის ორდენის ქვაც არის თბილისში... პორტალი საიდანაც გახვრეტილ კარდალაში მოხვდები,ოღონდ საამისოდ კაკ მინიმუმ სქვიბი მაინც უნდა იყო :)) ამასწინათ იქეთ მოვხვდით მე და ჩემი მეგობარი, წავაპროწიალე, ვანახე, მოვუყევი, მოკვდა სიცილით... მეც მეცინებოდა ჩემს თავზე მაგრამ მიხარია და რა ვუყო :უსერ:
გამანაწილებელი ქუდი... მეც გრიფინდორს ავირჩევდი :)))
ჰოგვორტსში, მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში, ოთხი ფაკულტეტია, გრიფინდორი, რეივანქლო, სლიზერინი და ჰაფლეპაფი. ყველაზე მეტი ბოროტი ჯადოქარი სლიზერინმა აღზარდა, ყველაზე მამაცები და გულადები გრიფინდორმა, რეივენქლოში ჭკვიანები და სხარტები წსავლობენ, ჰაფლეპაფში კი ყველა დანარჩენი...... ოთხი ფაკულტეტი იმიტომ, რომ სკოლა ოთხმა ჯადოქარმა დააარსა, გოდრიკ გრიფინდორმა, სალაზარ სლიზერინმა, ჰელგა ჰაფლეპაფმა და როენა რეივენქლომ. თითოეულს ის ბავშვები აყავდა, ვისაც ღირსად მიიჩნევდა... სკოლაში სწავლობდნენ ჯადოქრების შვილებიც, ე.ს. სუფტასისხლიანებიც და ჩვეულებრივ ადამიანთა შორის დაბადებული ჯადოქრებიც..... თუმცა სლიზერინში მხოლოდ წმინდასისხლიანები ირიცხებიან მუდამ...


ასე იწყებოდა...... სამეული და მაკგონაგელის ჭადრაკის ფიგურები... ჯადოსნურ სამყაროში ჭადრაკიც ცოცხალია, ფიგურები მოძრაობენ, და ხანდახან, რჩევებსაც იძლევიან, როცა გამოუცდელი მოთამაშე შეხვდებათ... მაკგონაგელი ანიმაგუსია, ცხოველად შეუძლია გადაქცევა... კატად... ანიმაგუსები მკაცრ აღრიცხვაზე არიან მაგიის სამინისტროში...


ჰოგვორტსის ექსპრესი........ და რონის მამის მფრინავი მანქანა.... არტურს სისხლის წამბილწველს ეძახდნენ მაგლების და მაგლური ნივთების სიყვარულის გამო. შტეფსელების კოლექციას აგროვებდა : ))))

სირიუსი, ჰარის ნათლია..... ტყვე აზკაბანიდან.... დაურეგისტრირებელი ანიმაგუსი--ძაღლი. საიდუმლოებეის დეპარტამენტში ბრძოლისას გადავარდა ფარდიანი თაღის იქით და გაქრა. რა ხდება ნეტავ იმ ფარდის იქით...... და რატომ ესმოდათ ხმები მხოლოდ ლუნას და ჰარის... იქნებ იმიტომ რომ მხოლოდ მათ ყავდათ დაღუპული მშობლები

დამბლიდოღი : )))

ეს პოსტერი ძალიან დიდი ხანი მეყენა დესკტოპზე



ჯიიინი :ლავ: :ლავ:

ეემ,

სულ მშურდა რომ გარეგნობის სურვილისამებრ შეცვლა შეეძლო :უსერ:

დამბლდორის არმია.......... ფრედი, ნევილი, ლუნა, ჰერმიონი, ჰარი,რონი, ჯინი, ჯორჯი, ჩო

სნეიპი ,შხამ-წამლების მასწავლებელი....



ჰოგვორსტი......

ჰოგსმიდი, ჯადოქრების სოფელი, ლავ ით

ონავრების რუკა : ))) ახლა მომცა, ხომ დავინახავდი ბევრ რამეს ; 0))

უისლები ეგვიპტეში : )))))))




6 comments:

Sweet said...

|ფენიქსის ორდენის ქვაც არის თბილისში... პორტალი საიდანაც გახვრეტილ კარდალაში მოხვდები,ოღონდ საამისოდ კაკ მინიმუმ სქვიბი მაინც უნდა იყო :))|

შენ რა გითხარი, მეც მაჩვენე რა ეგ ადგილი პლზ...

პერწკლი said...

kargi : ))))
სადაა იცი, ქაშვეთის უკან რომ ბაღია, იმ ბაღში რომ რაღაცნაირი ფორმის ქვაა, აი ისაა...... მორეირას ექნება ფოტოები შენახული... რედ რ.ა.ბ. ეწერა, თუ გახსოვს, ის იდუმალი ინიციალები, სირიუსის ძმა რომ აღმოჩნდა მერე...
თუარადა გავაბოდიალოთ ერთხელ მანდ და განახებ : )))

Sweet said...

ეს ნახე: http://teen.ge/index.php?showtopic=2754

თუ გენატრება... :უსერ:

პერწკლი said...

მადლობა, შენს საიტზე წავაწყდი და ვნახე უკვე :2კისს:
დღეს მეგობარმა წაიღო პირველი წიგნი, რაყველა ამას კითხულობს , თუ მომეწონა ყველას წავიკითხავო და ერთი სული მაქვს გავიგო მოეწონება თუ არა : ჩუპს:

Anonymous said...

vaime, rogor gamixarda es posti .. :love:
Cveni qvis ordeni ..
ra dgeshi viyavi t . .eh
unda davdo mere chems blogzec eg suratebi da ambebi
kai gogo xar :2kiss:
da momenatre

პერწკლი said...

moreira-- მეც მომენატრე
და ველი პოსტს : )))