August 22, 2008

ბეთანია

მახათს ვეძებ

ამიტომ

კვირას ალბათ ბეთანიაში წავალ

ძველ მოგონებებს მივაფურთხებ, მივაბოლებ და წამოვალ

ტრალალა

მერე რა რომ ჩემთვის არავის უთქვამს, წიპა კარავზე ხო დაიდო :აქ ის სმაილი, რომელსაც ვერ ვიტან:

ასეთი ნათქვამი ვიცი, არ უნდა წახვიდე იქ სადაც ოდესღაც ბედნიერი იყავიო, მაგრამ მაგ სიტყვის მაგიერ რომ უბედური ჩასვა, ნეტავ დედაააზრი მაინც იგივე დარჩება?

ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, და მთელი ის დრო თავი ისე მტკიოდა,კინაღამ მოვკვდი. თვალებს ვერ ვახელდი და თავს ვერ ვატრიალებდი წესიერად, ყველა გატოკებაზე თითქოს გავარვარებული მასა მოძრაობდა თავის ქალაში. წამალი არ მქონდა, ცივი ტილო ვერ მშველოდა, ვერც თავზე მაგრად შემოჭერილმა ნაჭერმა მიშველა. მაინც ვიარე ის მანძილი, და მაინც ვეცადე ადეკვატური შეძლებისდაგვარად მხიარული და კომუნიკაბელური ვყოფილიყავი... ერთი რამე დამამახსოვრდა კარგად... შემოდგომა, ოქროსფერი სიმშვიდე და კატები, ძალიანძალიან ბევრი კატები

1 comment:

sabaha said...

წამო წამო ჯუმპ ჯუმპ