მთელი დილა მციოდა
ვერ გავითბე ძვლები
ვერც ემოციებით და
მითუმეტეს
სავალდებულო ჩახუტებები როდის იყო, ვინმეს ათბობდა.
(ხო, მე მხოლოდ მაშინ გავთბი, როცა ნამდვილად ჩავეხუტე)
ხუტვები გულებიდან მოდიან
თბილები
საყვარლები
ფუმფულები
ენერგიებით დამუხტულები
ჩემიანების
ჩემნაირების
შინაურების
მეგობრების
ადამიანების
რომლებიც მინდა
ძნელია, აიღო და ჩაეხუტო ადამიანს, რომელმაც არ იცის
არaფერი არ იცის
და შენ აიღო, ჩაეხუტო და ის ენერგიები გასცე
შენ რომ გიგროვებია წლობით
და მე არ შემიძლია ჩახუტებები ენერგიების გარეშე
უფრო სწორად
მე უკვე ვიცი, რომ არ შემიძლია.
და აი მე ავიღებდი დღეს და ჩავეხუტებოდი ადამიანს
ერთს,
ორს
სამს
ან ოთხს
ან ხუთს
და
ვიღაცას
ან
ვიღაცეებს
არ.
(ხო, ამის უფლება გვქონდა)
ეს ნიშნავდა, რომ
გამოვარჩევდი
ავარჩევდი
და
მერე...
იმ ვიღაცას გული დაწყდებოდა
ან არ დაწყდებოდა და პირიქით, გაუხარდებოდა
იმ ვიღაცას არ გაუსწორდებოდა
იმ ვიღაცას ერთი სული ექნებოდა როდის მოვშორდებოდი
იმ ვიღაცას მოეწონებოდა
და მე ვერ მივხვდებოდი, ვინ როგორ...
ხოდა
მე ავდექი და
საერთო წრიდან გავედი და
ცალკე დავჯექი.

2 comments:
მერე მოვედით და არც კი გვიკითხავს, ისე ჩაგეხუტეთ და დაგამშვიდეთ.. პერწკლი, ნუ ნერვიულობ!.. :* მაინც გვიყვარხარ!.. :))
მადლობა ))))
Post a Comment