October 02, 2008

................

აუაუაუაუ

დღეს კოაგულოგრამა გავაკეთე სულ ჩემით და სულ სწორად .
რაღაც ესეთი ტიპი ვიყავი
მიხარია
თან ისეთი საყვარელი აპარატია, სწოედ რომ ჩაასხავ რეაქტივს, წრიპინებს და დღეს იიიმდენჯერ და ისე საყვარლად დაიწრიპინა
მაგრამ მაინც მეშინოდა და ხათოს ვეძახოდი შორს არ წახვიდე თქო

ანუ წიპა თუ რამეს გავაფუჭებ გამოასწორე თქო

მერე დაბდღე იყო და ოფისში ისეთი ტორწიკი მოიტანეს, მუშაობა დროებით პარალიზებული შეიქნა, დაუკრა მუსიკამ, დაილია შამპანიური და ტარარამ-ტურარამ ძალიან გემრიელი ტორწიკი იყო, ანუ პლიუს 0.5 კგ

აუ რაღაც დებილი ბავშვივით მიხარია ამხელა გოგოს, ანალიზის სწორად და თანაც დამოუკიდებლად გამოსვლა მაგრამ მიხარია და რა ვუყო. ყველა ვერაა ჯერ სუპერპუპერპროფესიონალი

და თანაც აქ შეცდომას შეიძლება ისეთი შედეგი მოყვეს, პანაშვიდის და ქელეხის ფული გახდეს ჩემი (ხო კაი, ოჯახის) გადასახდელი ამიტომ ორმაგად სასიხარულოა ეს ანბოვი

11 comments:

utvino said...

კარგად მესმის შენი, აი შენს პროფესიაში პირველ ნაბიჯებს რომ დგამ და აი პროფესიონალების გვერდით შენ გამოუცდელ თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც წარმატებებები გაქვს 100მაგად არის სასიხარულო :))
ხოდა რაღაცის თქმა მინდოდა კიდევ ...
შენს ბლოგზე შეყვარებული ვარ ...
შენი მიყვარს და აივერსონასი ...
განახლებადი და საინტერესოა ...
აი ჩემი ბლოგროლი რომ მეუბნება ბუნბუნლანდიაში ახალი პოსწიკი შეიქმნაო, თავქუდმოგლეჯილი შემოვრბივარ ...
კომენტებს თუ არ ვტოვებ, ზნაჩიტ ვკომპლექსდები, რომ არ მინდა რამე სისულელე დავწერო, თუმცა რომ ვწერ ძირითადად მაშინაც სისულელეებს
:ტან:

utvino said...

გამოუცდელთან "ს" მაკლია
ანუ გამოუცდელს
ისე შეიძლება სხვანაირად აღიქვას კაცმა

პერწკლი said...

vuih
გაიხარე, ვირაცას მაინც ესმის ჩემი : )))
ჰხომდა სულაც არ მიკომენტებს სისულელეებს.
ღრმა ფილოსოფიური აზრებით არც ჩემი პოსწიკები გამოირჩევა.
ასერომ, ველკომე,ველკომე

m i r a m a x said...

აუ პირველად ეგ სიტყვა რომ გავიგე, ერთი 7-ჯერ მაინც გავიმეორე რომ არაფერი შემშლოდა :D
მეც გამიკეთეს იმ დღეს და იმდენი სისხლი გამომაცალეს უმოწყალოდ :(
თანაც ვენები დამეკარგა იმ დღეს, ხან 1 ვენიდან ხან მეორედან მჯიჯგნეს და დავდიოდი ჩაქცევებით ბლინ!

ხო და წარმატებებს გისურვებ ენ საქმიანობაში :))

პერწკლი said...

miramax--მოი ჩვენTან და სულ რაღაც ორ გრამს აგიღებთ :yes:
თუმცა რაღა დროსია საცაა ბაია გაჩნდება :უსერ:
ჰხომდა მეორეს რომ დააპირებ მერე მეც იმედია უკვე დიდი და გამოცდილი გოგო ვიქნები და მე გაგიკეთებ და არც არაფერს დაგაგლეჯ :უსერ:

მადლობა, წარმატებები შენც

ჩორვენი¹³ said...

blah Zalian sisxliani samuSHao gqonia :D

ai chemnairi pacienti rom mova da arc erti vena rom ar etyiba da mtevanze rom mogicevs darsoba da me kbilbe sorm davachrialeb shen eg unda naxo :D tu ginda erti roi satanjavad moval :D

პერწკლი said...

omgomg


ისე აღწერე რომ შენ თუ ჩვ ენთან დაგინახე მე ალბათ დავიმალები სადმე :)))

fe_male said...

...იზრდები პერ იზრდები....)))) ნელ–ნელა ხომ ხედავ....)))) ცოტაც და სადღაც გაქრება უცნაურა–ცნაურა, მაწანწალა–წანწალა, ჭყლიპორტინა წითურთმიანი გოგო.....)))) :უსერ: შენ გარშემო რასაც ხედავ რაღაცნაირი თეთრი სუფთა გრამებით გათვლილი და აწონილ–დაწონილი ყველაფერი... ცოტა ხანში შენ ტანზე მოირგებ მაგ თეთრ ხალათს, ჯერ შეეჩვევი და მერე შენც მასეთი გახდები, რაღაცნაირი სუფთა და თეთრი.....))))

Kate said...

"კოაგულოგრამა" რა არის, არვიცი.
მაგრამ ნებისმიერი ახალი – გამოცდილებაა.
გილოცავ. :2კისს:

m i r a m a x said...

კიდე თუ დამჭირდა მუალ :ყეს:

ntvare said...

აუ აუ, რა მაგარია

ნეტა მე როდის გავაკეტებ დამოუკიდებლად რამეს....

სად მუშაობ ისე?