Showing posts with label აჭარა. Show all posts
Showing posts with label აჭარა. Show all posts

April 27, 2010

აჭარული ტური. ნაწილი II-მწვანე კონცხი


ბათუმი უკან მოვიტოვეთ და ავმწვანეკონცხდით, ნამყოფი მემგონი მარტო მე ვიყავი.
შესვლა უნამუსოდ ძვირი ღირდა, მთეეელი 6 ლარი. (ბაღში შესასვლელად ძვირია, იმჰო) დაცვამ, სტუდენტები თუ ხართ, ლარად შეგიშვებთო და წივწივამ უცებ: სამი სტუდენტი და ერთი არაო და ანდროზე მიათითა, არადა ანდრო ისევე გავს არასტუდენტს როგორც მე იაპონელ მანდარინს. მაშინ-9 ლარიო.
გადავწყვიტეთ რომ ეგეც ძვირი იქნებოდა და სანაპიროსკენ ჩავისეირნეთ, იქნებ საიდანმე შევპარულიყავით. გზადაგზა კლდეზე დაკოფსებული რკინის კიბე დავინახეთ და ყველა ზედ აფოფხდა. მე ცოტა წავიპანიკე, მერე ჩემი ფოტოაპარატი ანდროს ჩავიბარე და ცხოვრებაში მეორედ შეგნებულად შევთხოვე ღმერთს, ოღონდ ახლა გადამარჩინე თქო, თან გულში წივწივას ვხოცავდი, იმას მოაფიქრდა იქ გადაფოფხება.


ნუ თავიდან კიდე არაუშავდა, მოაჯირი იყო და მერე მაღლა-მაღლა რომ ავიდა, აღმოჩნდა რომ იატაკი ორ ადგილას დაჟანგული და ჩავარდნილი იყო.

წარმოიდგინეთ, ქარი უბერავს (ხო კაი, ნიავი) მე ცურვა არ ვიცი, პლიუს სიმაღლის მეშინია პლიუს რაღაც ჩინური ფეხსაცმელი მაცვია. ასე ძალიან, ძალიან დიდი ხანია არ შემშინებია, ბოლოს მაშინ, როცა პარაპლანით გაფრენას ვაპირებდი და დაღმართზე გაქცევისას კინაღამ ავილეწე.
მუხლების კანკალით გადავფოფხდი, დანარჩენები კიდევ ისე გადასეირდნენ, შემშურდა.

ასეთი მყუდრო ყურე იყო მეორე მხარეს, მხოლოდ ერთი ცალი მოხუცი ვარჯიშობდა, რაღაც უმოქმედო კაფესავით იყო, ორსართულიანი, მის ზემოთ ცოტას თუ გაიჭირვებდი და კლდემდე აფორთხდებოდი, წყალი მოდიოდა, კარავი შეგვეძლო მეორე სართულზე, ხის ვერანდაზე გაგვეშალა, წვიმისას თავშესაფარიც იქნებოდა და ლამაზი ხედი+მშრალი დასაჯდომიც გარანტირებული იყო.


მაინც ვყოყმანობდით, დავბანაკებულიყავით თუ არა, ნაგავი ეყარა ბევრი, პლიუის გვანცას მაინცადამაინც არ მოეწონა ადგილი, არც მე, მაგრამ წასვლაც მეზარებოდა...
ამასობაში გაგვახსენდა ღვეზელების გამყიდველთან დატოვებული ჩანთები და წავედით უკან, პლიუს იმდენი ვიწუწუნე, შესვლა გადავწყვიტეთ პარკში.


ეს უკანა გზაზე, გვანცა და წივწივა მოაჯირზე კიდია და რატომღაც საერთოდ არ ეშინიათ.
შესასვლელში ჩვენი უზარმაზარი ჩანთების დატოვება გვინდოდა, დაცვა იყო, იტირებ, უჟმური, გაუცინარი, თუ რამე, პასუხს არ ვაგებთ დანაკარგზეო, ჯანდაბასნუ აგებთო და შევტენეთ მაინც ,აბა თან ვერ ვათრევდით, მძიმეები იყო.
რუკაც ვიყიდეთ, კარგი ხარისხის, მარგამ ხოტა აბნეული, ან მე მომეჩვენა.
პარკში რატომღაც უცნაური ტემპერატურა იყო, ალაგ-ალაგ ძალიან თბილოდა, ზოგ ადგილას კიდევ კააარგად ციოდა.


ეს წივწივამ დაინახა, ვაშა, მანდარინებიო თუ რარაც ასეთი დაინახა და უცებ ჩავარდა დაღმართზე, ხეზე აფოფხდა, ტოტები დაატეხა და მოდიოდაბოტანიკურ ბაღში ხეს ტოტები მოატეხე თქო ისეთი ამბავი დავიწიე, სასწრაფოდ მოაშორა ნაყოფი ტოტებს და მიმტკიცებდა არ მომიტეხია მოგეჩვენაო ))))
თავიდან დიდი უარი გამოვაცხადე ჭამაზე, შემეცოდა ასე ველურად დაკრეფილი (არადა როგორ მშიოდა), მარგამ მერე გავსინჯე და უგემრიელესი იყო, ტკბილი-ტკბილი, მაგრამ ისეთი ჯღანი.

ვებრი სურათები ვერ გადავიღე, სწრაფად შემოვირბინეთ პატარა მონაკვეთი. რუკა კი მოგვცეს, მაგრამ როგორია დაღლილზე ადი ასფალტიან აღმართზე და მერე იგივე გზა უკან. ძველი საბაგიროს ნარჩენები ჩანდა, აი ვინმემ რომ აამოქმედოს, რა მაგარი იქნება, ახვალ ზემოთ და მერე ნელ-ნელა ჩამოსეირნდები ფეხით.


გზადაგზა ვიღაც გაუგებარი ეროვნების და წარმოშობის ქალები და კაცები შეგვხვდნენ, შპიკლებზე ამხტარი და დამაკიაჟებული, პოზა-პოზა იღებდნენ სურათებს.






ძროხა ბორტანიკურ ბაღში, wtf?




ტრადიციული ხედის არატრადიციული ვარიანტი )))



და ტრადიციული ხედი.



კიდევ ერთი...
ყველა, ვინც აქაა ნამყოფი, ამ ადგილას სურათს იღებს ან უღებს.
პ.ს. იგივე დღეა, რაც ბათუმში ,ზღვაც არაა თითქოს შორს, მაგრამ ეს კურჯი და ფუსთაა, ბათუმში კიდევ ტალახიანი.


ჯუსტ, მიყვარს ხეები, ფოთლები და მსგავსი მახათობები, განსაკუთრებით ლამაზ ფონზე.









პარკში რუკაცაა


და ნამეტანი შეთეთრებული მახათობები კიბეების წინ









ერთგან შევისვენეთ, მზეზე წამოვწექი, ბამბუკის სკამზე და მემგონი ჩამეძინა, მზე მათბობდა, ტყე-პარკი ხმაურობდა, რაღაცეები დაბზუაობდნენ, ბავშვები იქვე ისხდნენ, მაგრამ ხმები არ მოდიოდა, ჰაერში გაზაფხულის და ტყის სუნები იდგა, მოლედ, იდილია )))

გვიმრანაირი. ამოსვლის მეთოდს დააკვირდით, ჯერ დახვეული რომ ამოდის და ნელ-ნელა სწორდება ფოთოლი.



ბეეევრი ღვიმრები იყო და სველი, არომატული სუნი იდგა ტყეში. ან მე მეჩვენებოდა, რომ იდგა, იმდენად მიყვარს გვიმრიანი ტყეები.



ჩემი ფავორიტი სურათი. ხეები მომწონს, დახავსებული წიწვოვნები, ჩემზე რამდენი ხნით უფროსები, ყველაფერი რომ ახსოვთ ))


ეს ისე, სკამის ხათრით გადავიღე, ისეთ უხერხულ ადგილას იყო ჩადგმული, უკან ხე პირდაპირ ზურგში ეკვეხებოდა. წინ ანდრო და გვანცა ჩანს მგონი, მე უკან დავრჩი საკმაოდ, საპატიო მიზეზი მქონდა.


წყაროსთან ჩასასვლელი ბილიკი, იქვეა წყარო, შესასვლელიდან 100 მეტრში, ძალიან-ძალიან ცივა პლიუს მოუვლელია და შეიძლება ფეხიც დაისველოთ, თუ არ იფრთხილეთ.წყარო რატომ არ გადავიღე, არ მახსოვს, სახლში რომ მოვდივარ, მერე მახსენდება ხოლმე, რამდენი რამე დამრჩა დაუფიქსირებელი.




და მერე ვიპოვე ფისო, ისეთი ნაცრისფერი, საყვარელი, თავისთვის იჯდა და ილოკებოდა. მწვანეთვალება. ჯერ სურათები ვუღე, არ გამომდიოდა, მემალებოდა, მერე ხელი ვტაცე, ვეფერე,ვეფერე, უზარმაზარი კი იყო, მარგამ მსუბუქი და კრუტუნა, თათებს პრიხავდა სიამოვნებისგან, რომ ვეფერებოდი. აი კატებმა რომ იციან, კლანშების მორიგეობით გამოჩენა-დამალვა+კრუტუნი.

ვაპოზიორე ბევრი, არც გარბოდა, მშვიდად იწვა და ტრიალის საშუალებას მაძლევდა.
მე მემგონი კატა-ტური მქონდა, იმდენი კატები ვნახე )))

ეს რომ გამოდიხარ, კაფესავითაა და ეს ხე მომეწონა ძალიან, ხის ხათრით გადავუღე.
რეალურად, პარკში ასვლა მემგონი მარტო მე მინდოდა, იმდენი ვიწუწუნე, შევედით და მერე ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, 10 ლარი გადავაგდეთ ნახევარსაათიან სეირნობაში.
უკანა გზაზე რომ მოვდიოდით, წყვილი შეგვხვდა და სავარაუდოდ იმ ადგილას წავიდა დასაბანაკებლად, სადაც ვაპირებდით, ამიტომ სხვა ადგილი უდნა მოგვეძებნა, ბიჭებმა იბოდიალეს, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს, ამიტო გადავწყვიტეთ ციხისძირში გადავსულიყავით...

April 26, 2010

აჭარული ტური ნაწილი I

ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს, შესაბამისად შევეცდები დიდი ხნის დაგვიანებით დავდო ბლოგზე აჭარული ტურის მოგონებები.
ხანგრძლივობა- 3ღამე
სირთულე-უმარტივესი (წვიმას თუ არ ჩავთვლით)
ღირებულება-სადღაც 100 ლარამდე საშუალოდ, თავისი ყველაფრით.
შემადგენლობა-მე, გვანცა,ანდრო,წივწივა, ანუ რაჭული (ნეხუიასებე) ტურის მონაწილეები.

ხოდა, 8 აპრილს ღამით, თუ სწორად მახსოვს, ბილეთები ავიღეთ, მოვახტით მატარებელს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (გვანცამ ჩათვალა რომ გვაგვიანდებოდა და ზუგრჩანთააკიდებულები ისეთები მივცვივდით ვაგონთან , გამყოლი აქეთ გვამშვიდებდა) და არამოდერნიზებული კუპეთი წავჩიქჩიქდით ურეკისკენ. სრული კოშმარიზაციაა საქართველოს რკინიგზა, იმჰო, ყარს, ბინძურია (მოდერნიზებული კიდევ უფრო ყარდა რატომღაც), ერთადერთი ღირსება ის აქვს რომ მთელი ღამე მშვიდად გძინავს და გარწევს.
არსად არასოდეს არ მძინავს ხოლმე ისე ტკბილად როგორც მანდ.


ურეკის სადგური
ურეკის სადგურში ჩამოვედით ღამის 4 თუ ხუთ საათზე, წყალი ავავსეთ, ტრასას დავადექით და გამყოლ მანქანებზე თევზაობა დავიწყეთ. იმდენმა ტრაილერმა და მსუბუქმა მანქანამ გაგვიქროლა, გვისიგნალებდნენ და ხელებს შლიდნენ, ააბა სად ჩაგსვათო, ტრელიერები თითქოს აჩერებდნენ, ისეთი ილუზია იქმნებოდა ახლო მოსვლისას, მაგრამ აპიპინებდნენ და მიდიოდნენ, ბიჭებმა ახალი პროფესია, პიპოლოგობა აითვისეს და პიიპ-ებს თარგმნიდნენ ადამიანურ ენაზე. (თუ დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, ძვირს არ ითხოვენ).


უკვე გათენდა, გზად ქობულეთისკენ
თუ ცოტა ვიარეთ რაღაცის და ბათუმის გზაგასაყარიც გავიარეთ (გეოგრაფიული კრეტინიზმი მჭირს, ვერასოდეს ვერ ვიხსენებ, რას გავივლი ხოლმე გზად) და საჭმელად დავსხედით, ცოტა ენერგიები მოვიკრიფეთ და თავიდან დავიწყეთ თევზაობა. შოოორს უკვე ქობულეთის ლამპიონებიც კი ჩანდა.

ჯერ ისევ გურია.


ვთევზაობ "პაპუტკებზე"

ბოლობოლო გაგვიღიმა ბედმა და მარშუტკამ გააჩერა... ცხოვრებაში ასეთი უძილო ადამიანი პირველად ვნახე, ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე, ვაიმე ვამპირი მანიაკი თქო (მეც მეკლდა ძილი :უსერ: ), ლაპარაკის თავიც კი არ ქონდა, თავს იქნევდა ან ხელს, ზომბივით იჯდა და საჭეს ეყრდნობოდა. ერთგან ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა და მუმიასავით დაბოდიალობდა, თეთრი სახვევებიღა ეკლდა. წივწივამ ტვინი გაუღუნა, არ ჩაეძინოსო და რაც რამე გაახსენდა, ყველაფერი თქვა, მძღოლის რეაქცია-0, ერთადეთხელ გაიქნია ხელი და ავტოსადგურში აღმოსთქვა: აქედან ყველაფერი წაგიღებთ ბათუმში ერთ ლარადო. (ანუ ქობულეთამდე მიგვიყვანა).









ბათუმამდე მარშუტკით მივედით, მე წინ ვიჯექი და მთელი გზა პატიოსნად მეძინა+ ვიღაც დებილი ექაჩებოდა ჩემს რუგზაკს, პერიოდულად თვალს ვახელდი და ვუჯიკებდი ხოლმე. ბათუმი წვიმიანი დაგვხვდა და გულს შემოგვეყარა.
ზემოთ სურათძე დილის 8 საათია, ყველაფერი დაკეტილი, წვიმაშ ხაპუნობს, ჩვენ მუსიკალური მაღაზიის აბრის ქვეშ ვდგავართ და გამოსავალს ვეძებთ.


გამოსავალი გვანცამ იპოვა, ახლობლებს დაურეკა, უფრო სწორად დედას დაარეკინა და წავწვიმავდით და გუბეტოპავდით, შევუცვივდით მასპინძელს სახლში, რომელიც ცალთვალგახელილი დაგვხვდა, ისე ეძინებოდა, ჩვენ სველები, გაბონძღილები, დივანზე დავსხედით და ცხელი ყავა-ჩაი-კაკაო დავლიეთ, მერე მე თავი მივდე და დამეძინა, ლაპარაკი მესმოდა და იმ ფრაზაზე "თქვენ აქ დაიძინეთო" ვჭყიტე თვალი, მეთქი ვაშა!
ბიჭებისთვის ბარის უკან დიდი ოთახი გაამზადეს და გოგოებს იმათ სახლში უნდა დაგვეძინა, მაგრამ ჩვენც იქით შევეტენეთ მასპინძლის გაკვირვებების და პროტესტების მიუხედავად. მე და გვანცა ტრადიციული მენტალიტეტების გათვალისწინებით, ერთ დიდ ტახტზე, წივწივა და ანდრო პატარა პაჭაპუჭა რაღაცეებზე.



ეს ისევ მივჩიქჩიქობთ დილის სველ და ჭრელ ბათუმში.


რამდენიმე საათი ძილი გვეყო, მერე ჩანთები დავუტოვეთ მასპინძელს, გავაბოდიალეთ, ვჭამე ჩემი პირველი აჭარული ხაჭაპური,( სადაც შევედით მეტი არაფერი არაფერი გვაქვსო) ჯერ უკვერცხო იყო, მერე კარაქი მოვაცილე და მერე მარილი მოვაყარე, უმარილო იყო ყველი, მოკლედ, ვიცოდი რა, რომ არ მიყვარდა აჭარული ხაჭაპური, გუმანით ყოველთვის ვგრძნობდი.
მაგრამ ისე მშიოდა, ნახევარზე მეტი მაინც ვჭამე, ანდრომ იმდენი იწუწუნა სანამ ჰოთდოგი არ მოვუნახეთ, რომლის გამყიდველსაც რატომღაც ასანთი არ ქონდა, მერე კარი მოგვიჯახუნა და საიდუმლო რიტუალი ჩაუტარა იმ სენდვიჩს.

აჭარული ხაჭაპური, არადა რა მადისაღმძვრელად გამოიყურება, იფ,იფ...

შემდეგ ვისეირნეთ, ვიბოდიალეთ, ზღვა მოვინახულეთ...



















ჩემდა გასაკვირად, უსეზონობის მიუხედავად სისუფთავე და მოვლილი ბულვარი დაგვხვდა, აწი ბათუმს საქართველკოს ერთ-ერთ სუფთა ქალაქად ვაღიარებ.






ზღუა.
პ.ს. არ მიყვარს ზღვა, უფრო სწორად, ბათუმის ზღვა, ჭუჭყისფერია.


სამაგიეროდ რიჟა კენჭები ვიპოვე

ახალი სასტუმრო...


ლამაზად განათებული მათხოჯობა, იმჰო.



მასპინძლის მეზობლის ფისო, ასეთი გაკვირვებულსახიანი კატა პირველად ვნახე. პატრონმა, ძაღლივით კუდში დამყვება,სადაც წავალ,მომყვება და მელოდებაო. მე არ მომეკარა, მშიშარა!
საღამოს მასპინძელი წასული დაგვხვდა, ჩანთებიც ტყვეობაში იყვნენ, ისევ იმ უკანა ოთახს მივეკედლეთ და დავიძინეთ, წივწივას ძილ-ღვიძილის რეჟიმი რატომღაც არასოდეს ემთხვევა ჩვენსას, საბოდიალოდ წავიდა და დაღამებულზეღა მოვიდა.



მეორე დღეს, დილაადრიანად აღვსდექით და დავიძარით მწუნე კონცხისკენ. ბილეთები უნდა გვეყიდა პლიუს ბაზარი მოგვევლო, შესაბამისად, ცენტრიდან დაწყებული, უკანა მხრის ქუჩებით დამთავრებული ყველაფერი მოვაბოდიალეთ და



ამის


ამის


ამის მერე იყო ისეთი წუმპეებიანი ქუჩები, რომ სირცხვილით აქ ვერ დავდებ, რას იტყვიან შემთხვევით შემოსული იუზერები :უსერ:
იმედია ზაფხულამდე გარემონტებენ...



ეს სასტუმრო მომეწონა.


ფუსიკატა ვინმე ნადეჟდას თუ მსგავსსახელიან რუს ქალს ეკუთცნოდა, სანამ წივწივა ჩანთების საყარაულოდ დავტოვეთ და ჩვენ ბაზარში დავდიოდით, გაიცნო, მერე სახლში მივყავდით ჩაიზე და მთელი ამბებით ვეუბნებოდით უარს.



წივწივა და მისი ჩანთა, ბათუმურ მატარებელოპროპკაში მოვყევიტ და ისვენებს.



აი, მატარებელოპროპკა.




მე რისი მე ვიქნებოდი, კათოლიკურ ეკლესიაში ცხვირი არ შემეყო, რარაც ჟურნალებიც კი ავიღე, იქვე შესაწირი იყო და შეწირე და აიღეო, ვირაც ქალმა. მთელი გზა ვათრიე, ბოლოს სარფში დავწვით, წაკითხვაც კი არ ეღირსა, დამეზარა და მემგონი არც მეცალა ჟურნალების საკითხავად.

ლამაზია, მაგრამ ისეთი... უსულო...







გვანცა და ანდრო მწუნე კონცხის მარშუტკის ყარაულში.

შემდეგ ნაწილში: მწვანე კონცხი, მოულოდნელი გადაწყვეტილებები და სასიამოვნოდ გაოცებული მე