Showing posts with label რწმენა. Show all posts
Showing posts with label რწმენა. Show all posts

March 05, 2010

გამარჯობა, მე ანტიმორალისტი ვარ



შევკიკინდი დღეს მორალისტების მიერ, მერამდენედ. (ამჯერად კარავზე) უფრო სწორედ, სხვას , მეც ჩავერიე კამათში და თვითშეკიკინება გამომივიდა. (აი ჭიანჭველის ბუდეზე ფეხს რომ დაადგავ და არ აიღებ, ისეთი შეგრძნება იყო)

რატოა ძნელი იმის გაგება, რომ მორალი იმისთვისაა მოგონილი რომ მასები მართონ?!

არადა ეს რაღაც წესები არაა, რასაც მასა გვკარნახობს, ის, რასაც ხალხი იდეაშჳ მორალს უწოდებს, შენი თანდაყოლილი, პირადი ზღვარია, რის იქით გადაბიჯების მერე ცუდად გრძნობ თავს და თვლი, რომ არასწორად მოიქეცი, ეს ზღვარი ყველას სხვადასხვა აქვს, ხალხური მორალი კი აპრიორი ერთ ჩარჩოში აქცევს ყველას.

ზოგს მართლა აწუხებს ის, რომ ნაგავს ყრის ხალხი ქუჩაში, ზოგი კი არ აგდებს ნაგავს და სხვასაც ხელებში ეცემა იმიტომ რომ "ასეა მიღებული", თუმცა მარტო რომ დარჩება, ისე მოისვრის, თვალს არ დაახამხამებს, მას ხომ ამ დროს "არავინ უყურებს".

"მორალისტებისთვის" მარტივია ცხოვრება, ზედმეტი ფიქრი არ უწევთ, როგორ უნდა იცხოვრონ, ისინი ჯასთ მთელი ცხოვრება იმასაკეთებენ, რაც "უნდა გააკეთონ" და სხვისი თავისუფალი ნების დანახვაზე ტანში ცრით და ისტერიკულად იწყებენ მორალის ქადაგებას.

პ.ს. უბრალოდ მაინტერესებს, რატომ ითვლება სირცხვილად იმის თქმა რომ დღეს მენსტრუაცია გაქვს და იმისა არა, რომ დღეს უზეთო მარხვაზე ხარ? (სახე ორივე შემთხვევაშჳ ტრაგიკული უნდა წარმოიდგინოთ).

კაცო, თუ მარხულობ და სულს იწმინდავ, მე რაღას მეტრაგიკულები?

მაშინ მეც წავიტრაგიკულებ იმაზე რომ მუცელი მტკივა და ოთხად მოკეცილი ვიფოფხებ სამსახურში.

აკხმ!

February 23, 2010

ემოცია

აღარ მჯერა ხელისგულების

იტყუებიან

უსირცხვილოდ და უნამუსოდ

ისე, რომ

არც კი უტოკდებათ

სინდისის ხაზი.

ყოველდილა

ლოგინიდან გამომძვრალი

ვიყურები სარკეში და

ორეულს ვაკვირდები-

ვერ ვცნობ

და მერამდენედ ვირწმუნებ თავს,

რომ

ამ უცხო გოგოს ანარეკლი

მე ვარ.

ხანდახან

მზად ვარ

საკიდიდან ჩამოვხსნა ჩემი მწვანე ქუდი,

და

უკანმოუხედავად წავიდე

იქ, სადაც

ზამბარებს უფრთხილდებიან.

November 29, 2009

შავი ზებრა და მორწმუნე (?) მე.

ცხოვრებაში დადებითს ყოველთვის უარყოფითი ცვლის, შავს თეთრი, ზებრასავით, ჩემი ზებრა კი მემგონი ამ ბოლო დროს გადაღებეს, სულმთლად შავია.

  • სამსახურში პრობლემები, რომლებიც ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩემი ბრალი არაფერი არაა და მაინც ჩემზე ტყდება. ისე ცუდად ვგრძნობ იქ თავს, თუ ასე გაგრძელდა, ჯანდაბას უფულობა, უნდა წამოვიდე. გული ყელშჳ მებჯინება,რომ მახსენდება.
  • ჩემი ძმა რომელიც ავად იყო, გამოჯანმრთელდა და მიყვირის, რას გამიჭირე საქმეო. (მკურნალობის ამბავში). ერთი კვირა წესიერად არ მძინებია და მადლობის მაგიერია.
  • დედაჩემი, რომელიც ჩამოვიდა და ლანძღვა-წუწუნის კორიანტელი მომიწყო.

ბოლოში რამე მინდოდა მიმეწერა დადებითი მარა არ გამახსენდა არაფერი.

პ.ს. ღმერთთან თამაში დავიწყე, მისი წესებით: ეკლესია-მარხვა. ვნახოთ ერთი რა გამოვა.

მე ღმერთის მწამს, მაგრამ ეკლესიის და ხატის მწამს თუ არა, არ ვიცი. კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებს გავს ერთი შეხედვით მსახურება... ვეცდები, ეგებ აღმოვაჩინო საკუთარ თავში რწმენიმაგვარი რამე. ვასრულებ რიტუალს ,მაგრამ გულსგარეთ, სანთელს ვანთებ და პირდაპირ "ღმერთთან" შევდივარ დიალოგში, იმის მაგიერ რომ ლოცვა წავიკითხო, ასე მეადვილება.

მოძღვარი ავიყვანე,(რა საშინელი გამოთქმაა ავიყვანე, ჯასთ მივედი) რეალობასთან კავშირი რომ აქვს, ისეთი. ისეთი ადამიანი სცემს პატივს, გამორიცხულია სხვანაირი იყოს. მარხვის კურთხევა ავიღე და დღეს პირველი დღეა. ძალიან ვცდილობ ნერვი მოვთოკო და როგორც მარხვას შეეფერება ისე მოვიქცე, წიპა სიფიცხე-გამკიცხველობა და მასეთები მოვთოკო მაგრამ ძალიან ცუდად გამომდის, თითქმის ვერ გამომდის. არჭამა მეორეხარისხოვანია, თუ დამერღვა, არაა ჩემი აზრით პრობლემა.

დამლოცე მამაო-მდე დიდი გზა მაქვს გასავლელი.

აღსარებამდეც.

ზიარებამდეც ალბათ.

ჯერ-ჯერობით ჯასთ დავდივარ.

არადა ჩემი დიდი ბაბუა მღვდელი იყო, ბებიაჩემის პაპა ანუ. პავლე. შვილებზე ვერაფერს ვიტყვი და შვილიშვილებს (ანუ ჩემ ბებიებს) რაც შეეხება, ერთი ბებია კატეგორიულ ათეისტად მოკვდა, მეორე, რომელმაც გამზარდა, ქრისტიანის და წარმართის საინტერესო ნაზავი იყო, და მესამე, რომელიც ცოცხალია, რამდენიმე წელია რაც მოინათლა. სადმე საიქიოდან თუ მიყურებს ალბათ როგორ უხარია პავლეს, მარა ჩ ემნაირი ცოდვილი შვილიშვილისშვილიშვილის ყოლა რა გასახარია,რეავიცი.

თუ ვინმე ყოფილხართ ასე, სიამოვნებით მივიღებ დახმარება-რჩევა-შენიშვნას, ოღონდ ზომიერების ფარგლებში და "უნდა"-ს გარეშე.

გარშემო მყავს მომარხულეები მარა იმათთან ლაპარაკი რიგი მიზეზების გამო არ მინდა, ამიტომ საერთოდ არ ვიღებ ხმას.