March 21, 2010
კრეტინი მეზობლები სახლში
იმ ეზოში, მთელი კორპუსი რომ ვუვლიდით და ნამდვილი ბატარა ბაღი იყო თავისი ნაძვებით, ხეხილით და ყვავილნარით, ტალავერზე აშვებული ვაზით და იასამნებით, ახლა საბომჟეთია, ყველგან ნაგავი ყრია, ხეებს აღარავინ უვლის და აღარც ბავშვები თამაშობენ, სხედან 2-3-4-5 კლასელები და მშობლების მიბაძვით "სემიჩკას" იპურჭყებიან.
ის ბავშვები, ვისთან ერთადაც მე ვთამაშობდი და ეზოს ვუვლიდი, გაიზარდნენ და ჩემსავით დაიფანტნენ აქეთ-იქით, ვინც დარჩა, არ ვიცი ეთაკილება, არ ვიცი არ ადარდებს, მისი შვილი ნაგავში ითამაშებს თუ ბალახში...
თავის დროზე ჩვენმა მამებმა ტყის მიწა მოიტანეს, სანერგეები შეაწრიალეს, ტყიდან ნაძვები და ფიჭვები მოზიდეს, სამშენებლო ნაგავი გაზიდეს, შემოღობეს, რომ ბავშვები არსად დავკარგულიყავით და ჭიშკარი ჩამოკიდეს. ერთადერთი, ცემენტი ვერ დაასხეს შემოსასვლელში, რაიკომმა (თუ ვინც იყო მაშინ უფროსი) არ დართოთ ნება.
ახლა პირველსართულელი თამარა ბებო აღარ არის, აღარ არის არც მისი ხელით დარგული და გამოზრდილი ადესა ყურძენი, იები და ენძელები, ჰიაცინტები. რა გადაუარეს ამისთანა, ერთიც არ ამოსულა!
ვერ ვიტან ჩემს ახალ მეზობლებს, სოფლიდან ჩამოსულებს, იმის მაგიერ რომ "ქალაქელების" გაკეთებულისთვის მოევლოთ, უდაბნოს დაამსგავსეს! ჯანდაბას, ნუ გააკეთებდნენ, რაღატო აფუჭებენ! ბორჯომის ბლასმასის ბოთლების და ოლვეისების გადმოყრა ხო ეხერხებათ ფანჯრიდან!
პირველი მსგავსი მახათი ოჯახი რომ გადმოგვივიდა, იმდენი ვქენით მეზობლებმა, ადგნენ და გადავიდნენ, ვერ აიტანეს ათვალწუნებული მზერები... გაკეთებას ხო არავინ თხოვთ, ნუ აფუჭებენ რა! ის ხო კაია, ყოველსაღამოს ნაძვების ქვეშ რომ სხედან და ლეღვი მწიფს იმდენი, ხეზე ჩიტები ქეიფობენ ხოლმე და ადამიანებსაც რჩებათ, ალუჩაზე და ტყემალზე ხმას აღარ ვიღებ, არც ბროწეულზე და თითა ყურძენზე, დგანან, ამტვრევენ ტოტებს, ანაგვიანებენ, მოკლედ, ღორები! მეზიზღებიან!
აღარ მიხარია სახლში ჩასვლა, ეს ჩემი სახლი აღარაა, იქ აღარც თამარა ბებოა, აღარც გორგიშელი, კარის მეზობლად აღარ ცხოვრობს მედიკო დეიდა და აღარც კორპუსის სახურავზე ასასვლელი კიბეა ადგილზე.
აღარ მოაქვთ სურნელოვანი შეშის მორები, დედა ვეღარ ანთებს შეშის ღუმელს, ქვემოთა შიზოფრენიკი მეზობელი პოლიციაშჳ უჩივის, ხანძარი გამიჩნდებაო (ნეტა მაცოდინა,როგორ?).
სადარბაზოს სუნიც კი შეიცვალა, ჩემი ბინისაც, ასე მგონია, უცხო ადგილას ჩავდივარ და ყოველ ჯერზე თავიდან ვეგუები იქაურობას.
აწი აღარ გავაპროტესტებ, ამის გაყიდვას და სადმე გადასვლას თუ გადაწყვეტს, რაც მიყვარდა, ყველაფერი მოსპეს ველურმა გაუზრდელმა ღორებმა!
March 05, 2010
გამარჯობა, მე ანტიმორალისტი ვარ

შევკიკინდი დღეს მორალისტების მიერ, მერამდენედ. (ამჯერად კარავზე) უფრო სწორედ, სხვას , მეც ჩავერიე კამათში და თვითშეკიკინება გამომივიდა. (აი ჭიანჭველის ბუდეზე ფეხს რომ დაადგავ და არ აიღებ, ისეთი შეგრძნება იყო)
რატოა ძნელი იმის გაგება, რომ მორალი იმისთვისაა მოგონილი რომ მასები მართონ?!
არადა ეს რაღაც წესები არაა, რასაც მასა გვკარნახობს, ის, რასაც ხალხი იდეაშჳ მორალს უწოდებს, შენი თანდაყოლილი, პირადი ზღვარია, რის იქით გადაბიჯების მერე ცუდად გრძნობ თავს და თვლი, რომ არასწორად მოიქეცი, ეს ზღვარი ყველას სხვადასხვა აქვს, ხალხური მორალი კი აპრიორი ერთ ჩარჩოში აქცევს ყველას.
ზოგს მართლა აწუხებს ის, რომ ნაგავს ყრის ხალხი ქუჩაში, ზოგი კი არ აგდებს ნაგავს და სხვასაც ხელებში ეცემა იმიტომ რომ "ასეა მიღებული", თუმცა მარტო რომ დარჩება, ისე მოისვრის, თვალს არ დაახამხამებს, მას ხომ ამ დროს "არავინ უყურებს".
"მორალისტებისთვის" მარტივია ცხოვრება, ზედმეტი ფიქრი არ უწევთ, როგორ უნდა იცხოვრონ, ისინი ჯასთ მთელი ცხოვრება იმასაკეთებენ, რაც "უნდა გააკეთონ" და სხვისი თავისუფალი ნების დანახვაზე ტანში ცრით და ისტერიკულად იწყებენ მორალის ქადაგებას.
პ.ს. უბრალოდ მაინტერესებს, რატომ ითვლება სირცხვილად იმის თქმა რომ დღეს მენსტრუაცია გაქვს და იმისა არა, რომ დღეს უზეთო მარხვაზე ხარ? (სახე ორივე შემთხვევაშჳ ტრაგიკული უნდა წარმოიდგინოთ).
კაცო, თუ მარხულობ და სულს იწმინდავ, მე რაღას მეტრაგიკულები?
მაშინ მეც წავიტრაგიკულებ იმაზე რომ მუცელი მტკივა და ოთხად მოკეცილი ვიფოფხებ სამსახურში.
აკხმ!