Showing posts with label ფსიხოზი. Show all posts
Showing posts with label ფსიხოზი. Show all posts

February 23, 2010

ემოცია

აღარ მჯერა ხელისგულების

იტყუებიან

უსირცხვილოდ და უნამუსოდ

ისე, რომ

არც კი უტოკდებათ

სინდისის ხაზი.

ყოველდილა

ლოგინიდან გამომძვრალი

ვიყურები სარკეში და

ორეულს ვაკვირდები-

ვერ ვცნობ

და მერამდენედ ვირწმუნებ თავს,

რომ

ამ უცხო გოგოს ანარეკლი

მე ვარ.

ხანდახან

მზად ვარ

საკიდიდან ჩამოვხსნა ჩემი მწვანე ქუდი,

და

უკანმოუხედავად წავიდე

იქ, სადაც

ზამბარებს უფრთხილდებიან.

November 14, 2009

ფისო მენატრება


ლოგინს "ამასაჟებს"


ჩემი დიდი გოგო




წეღან სკამზე დავჯექი და დავაყირავე და უცებ ისე დამძიმდა, როგორც მაშინაა, ფისო რომ მომისკუპდება ხოლმე უკნიდან შეუმჩნევლად.
ძალიანძალიან მომენატრა, დედაჩემთანაა და ამწუთას მგონია რომ ვუღალატე და მივატოვე :(
ცუდი პატრონი ვარ ძალიან : ((



პარასკევს საჭმელები და სასუსნავები ვუყიდე უნდა წამეღო და მარშუტკამ ცალი ფეხით გამასწრო, ისე გავბრაზდი, გზების გადაკეტვა რაღა წესი იყო, ცხოვრებას მიშლიან ეს მორწმუნე თავგადაკლულოზავრები.

მოვდიოდი და შუა ქუჩაში ვტიროდი მოთქმით, ჩემი ფისო კიდევ დამრჩა ასე, უნახავი....
პლიუ სდედას რაღაც შევპირდი და ვერ ჩავუტანე მარა ეგ არაა პრობლემა არ იყო საჩქარო.

იმას იქ არც შია არც ცივა, მაგრამ მე რომ ჩავდივარ სულ ჩემთან წევს ხოლმე და მე მახტება კალთაზე.
ოღონდ გადამეჩვია მგონი, ხელით რომ ვეფერები, იკბინება მწარედ, ადრე მხოლოდ ჩემს ხელებზე არ რეაგირებდა, დანარჩენს კბენდა.

თუმცა ეს მაინც იმისი ბრალია, მწარე წამალი დავალევიე და...


მოკლედ


ჩამოვიყვანო უნდა თორემ გავრეკ ასე

მეორე მხრივ აქ ჩემი ძმა ვერ იტანს, უყვირის და იქ კიდევ დედაჩემი მიეჩვია , თავიდან არ ეკარებოდა ახლა ისე სასაცილოდ ეფერება : ))))

ხოდა ვარ ასე, ორ ცეცხლს შუა...

ჩემი ფასიფუსინა, როგორ მიყვარს :(

May 08, 2009

ჩემი ნერვული კვირა

ძველი ავატარი დავიბრუნე,ძველი აღარ მინდა.


უარყოფითი ნერვოზული ფსიხობები

  • ღამე რო ვბრუნდებოდი ისე შემეშინდა, სახლამდე შურდულივით მივქანდი და კაი ხანი ვქაქანებდი, თან მეგობარს დავურეკე მელაპარაკე რა გზაში თქო.
  • წეღან ესემესი მომივიდა, ვიღაცას დაჭირდა რაღაცის კითხვა და... არადა მე როცა დავუმესიჯე არ მიპასუხა, როგორც ყოველთვის.
    ძალიან ავიშალე ნერვზე, მინიმუმ უნამუსობაა როცა არასოდეს არ მპასუხობ და მერე იძახი რომ ანგარიშზე არ გაქვს, და როცა გჭირდება კარგად მირეკავ. ერთხელ არ გაქვს, ორჯერ, სამჯერ, კიმარა ასეთიღატაკი ხარ რომ არასოდეს არ გაქვს 6 თეთრი?
    ტრუხაა.
    მოკლედ
    :მრავალსართულიანი გინება:
  • გუშინ კიდე ლაბში ვიღაცამ(ებმა) რაღაც არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, მერე მე და კიდე ერთს მოგვიწია ცაიტნოტში იმ ყველაფრის კეთება პლიუს ნერვის შლა და საყვედურის მოსმენა! ნუ დამნაშავე ვინ იყო კაცმა არ იცის, იდეაში ყველა მართალია ცალ-ცალკე მარ მე რა დავაშავე ეგ ვერ გავიგე, ბლინ.
  • ჩემი თემის წერა საშინლად დატორმუზდა, პლიუს კონფერენციაზე უნდა გავიდე, მეზარება, მესიკვდილება, პლიუს პატრონი არ მყავს თემაზე და ნერვი მეშლება, ლექტორს მივწერე თხოვნით იქნებ ეს და ეს სტატია მომცეთ თქო და არც კი მიპასუხა. არადა 10000% უგდია სადმე კომპში.
  • დღეს ერთი მესიჯიც არ მოსულა და ისე ვარ გაფხორილი რა პონტია თქო, თან ვხვდები რომ უაზროდ ვიფხორები და ვდევარ სკამზე უპრეტენზიოდ და თითებს ვაკავებ რომ პრეტენზიები არ გამოთქვან.

საააააამაგიეროდ

  • პ.ს. გუშინ ისეთი საკაიფო წვიმა იყო ვიბოდიალეთ მაგრამ სანამ ჩვენ გავაბოდიალეთ, გადაიღო და ისეთი კარგი იყო ღამის ნაწვიმარი ქალაქი!!
  • მთავარმა ნომერი2 ოპერაცია გაიკეთა და ვბაირამობ მარტოკა ლაბში და კრუტა! (ნუ მთლა უფროსიც იქვეა როცა რამე განსაკუთრებული ხდება რაც ჩემს ძალებს აღემატება მარა მაინც)
  • ზემფირი მაქვს შოკოლადიანი, ჰაუზის ახალი სერია და მაწონი ,
  • მეორადებში 5 ლარად უვარდისფერები უნაზესი მაიკა ვიყიდე თან კოტონის!

December 21, 2008

ტან-ტან



როგორ ვერ ვიტან ამწუთას სარკეში ჩემს გამოსახულებას.
არადა მიყვარს ჩემი სხეული.
მარა გამოსახულებას და ამ ქონებს ვერ ვიტან........ ამ გასუქების შეგრძნებას და რავი კიდე რას.
ამასწინათ სურათი გადამიღეს ჩემი დიდი უარის მიუხედავად და იიიიიიიიიმხელა ვარ თურმე.
ხან ხალათი ფარავს, ხან განიერი ტანსაცმელი და გამისკტა გული.
წავალ თვითგვემას მივეცემი

December 06, 2008

პრ


ორგანიზმს ვერ ვიმორჩილებ

:spy:
უაზროდ ემოციურად, აღრენილად, დაგრუზულად და გაფსიხებულდ გამომეღვიძა და მის მერე ვერ მოვუხერხე თავს ვერაფერი..........
რა მჭირს ბლინ
სიზმარში ვნახე როგორ გადაარჩინა სოფელი გმირმა და როგორ აღმოჩნდა მერე ეს გმირი დადგმული სპექტაკლი და ბუტაფორია........