Showing posts with label ზამთარი. Show all posts
Showing posts with label ზამთარი. Show all posts

December 15, 2009

იყალთოს აკადემია

შაბათს კარაველებთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავი კახეთში, ამის გულისთვის. დანარჩენი ყველაფერი ნანახი მქონდა და იყალთო არა. ჯეოსელმა ხომ წამოიწყო სარესტავრაციო სამუშაოები და რამე გრანდიოზულის მოლოდინით წავედი...
არ მინანია , თბილოდა, ჰაერში მაინც შემოდგომის სუნი იდგა და ეზოშიც ხმელი ფოთოლი და მწვანე ბალახი იყო ერთმანეთშჳ არეული.


ეზოშჳ დავჯექი ძველი ხის მორზე და კარგახანს ვიჯექი, სიმშვიდით და იმის შეგრძნებით ვტკბებოდი, რამხელა ისტორიის მქონე ადგილას ვიყავი. მერე ეს სურათი გადავიღე.


რაცა შუბლზე გეწეროს...
გული დამწყდა, საფლავის ქვები ხავსისგან მაინც გაეწმინდათ, ზოგი ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. ეკლესია ხარაჩოებში იყო, ზამთაარში შეჩერდა და მერე ისევ გაგრძელდებაო. კაი, ეკლესიას აღადგენ,მარა აუცილებელია თავზე მაინცადამაინც გუმბათი ედგეს, რამეს რომ მოკიდონ ხელი გადასარჩენად? :( ამ საფლავებსაც აქვს ისტორიული ღირებულება, თჲ მაინცადამაინც სარგებლის მიღება უნდათ რამის გადარჩენისგან.




ეზოში. გაადიდეთ და მაყვალ-ბარდებს დაინახავთ, რომლის გაკაფვასაც ერთი გამრჯე ადამიანი და ერთი დღე ყოფნის.



აკადემიის ნანგრევები



















ეს მცირედი ისტორიული ცნობები დაინტერესებული პირებისთვის
იყალთო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ში. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. კომპლექსიდან შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

February 02, 2009

week-end


სასაფლაოზე ვსრიალებთ :)))
მსხვერპლი არ შეინიშნება, ზემოდან არავინ არ ყოფილა :მო:


მე და ზღარბუნია ვუყურებთ ფილმა იმაზე თუ როგორ დაკარგა ბიჭმა (მგონი) :))



კიდევ ზღარბუნია











რას ვუყურებ ნეტა მაცოდინა : ))))))
ოდა ისა, წივწივღოველები იყვნენ იქ, ქვიშხეთშჳ, ცუცქების სახლში. თავიდან შემცივდა ფეჩიან სახლში, ტემპერატურული ცხვლილებების გამო ავიბუზე, მერე გამიარა და კაი პონტი იყო, თან ბევრი ბავშვები კიდევ უფრო კაი იყო. ტოტალური უსაქმურობის რეჟიმში გავატარე სამი დღე, ერთადერთი საკუთარ ლოგინს ვალაგებდი, და ერთი ცალი კარტოფილი გავთალე, ლოლ. უი კიდე სოსისები ჩავყარე ქვაბში : ))) რა კაია სახკლში ვირაც შენ მაგიერ რო აკეთებს რაღაცას, თვეზე მეტია მგონი დედაჩემი არ ჩამოსულა და მომენატრა მჭირდა


მეორე დღეს ისე გამოვთვერი.... ჯერ ორი ჭიქა ისე დავლიე, მერე მარანშჳ ჩავიპარეთ რამდენიმე კაცი, მერე სასაფლაოზე ავიხირეთ და უდანაშაულო ბიჭები წავათრიეთ, რომლებსაც მგონი სულაც არ უნდოდათ წამოსვლა და თბილი სახლის დატოვება თუმცა მერე ალბათ გულში მადლობაც გვითხრეს ასეთი საინტერესო ექსკურსიისთვის : )))


აუ ზღარბუნა იყო იქ ისეთი საყვარელი და პატრონი კიდევ უკეთეს წარმოდგენებს ადგმევინებდა, ისსსსსსსეთი საყვარელი ზღარბი იყო მეც მიდნამასეთი :(


მატარებელში ბოლოსკენ ხო მაინც უნდა მოხდეს რაღაც და ვიღაც სირიკოს გამოხტომამ იმასქნა ხასიათში, თუმცა ის სირიკო სირიკოდ დარჩება, რა მისი ბრალია ასეთი გააჩინა დედიკომ :ვიკ:


სახლში რომ მოვდიოდით დენი ჩაქრა ყველგან, მაღაზიაში შევედი და ყველების ქალი მიღიმის, მეთქი რა უნდა და უცებ გამახსენდა რამდენჯერმე ჩანთით დამინახა და მკითხა პახოდიდან ხომ არ მოდიხარ, მონათესავე სულია ეტყობა. მერე მობილურის შუქით მივაღწიე სახლამდე, და სანთლიანად შევვარდი საბანაოდ : )))


ოდა ისა თუ ამას წაიკითხავთ მადლობა ბოვშვებო ასეთი კარგები რომ ხართ :მო:

ნუ მე ცოტა "ვერ ვარ" მარა თქვენთან ერთად კაი იყო კარგად გავერთე :D


სურათების დადება მინდოდა მარა რავი, ტეხს მაინც, იქნებ არ უნდა ადამიანს რომ მისი სურათი აქ დაიდოს და ვინმემ ნახოს. : ))))


უი, ყველაზე პრიკოლი, ჩამოვედი, ვიმეცადინე იმ გაბომჟილმა ბავშვმა და დილას რო მივედი უკვე გაუფორმებია ნიშანი : ))

January 24, 2009

თანატოლები

თანატოლებში რა კარგია თურმე, ბევრ თანატოლებში.
ამ ბოლო დროს ჩემს გარშემო არსებული ადამიანებიდან ყველაზე უმცროსი 31 წლისაა და ისა... დღეს წიპა "დავაფასე" თანატოლები, შენნაირი აზროვნებით, შენი თაობის, შენნაირი ცხოვრებებით და ჯერ ის ზამაშკები რომ არ აქვთ, მე აქ ვერ დავჯდები და მე ამას არ ვჭამ და რავი კიდევ ვერ გადმოვცემ ზუსტად, რაღაც მუხტი, რომელიც იკარგება ეტყობა ასაკთან ერთად.
და თუ ამ ყველაფერს მთაწმინდა და კოცონიც ემატება სულმთლად მაგარია.
დავიცალე თითქოს.
ნუ მერე რა რომ გავიყინე მერე გავთბი კოცონთან , მერე ბოლით ავქოთდი, ნახევრად შემწვარი კარტოფილი ვჭამე და ძალიან გემრიელი ტორტი ღამის 10 საათზე , ნიგვზებით, ჯანდაბას ჩემი დიეტა დამემართა.

ოღჩ რა რა რაღაცნაირი ვარ : ((((( არ მევასება ასეთი ჩემი თავისაზრები

January 18, 2009

EN-თამაში, ჰარი, და მე

გუშინ ვითამაშე ზაფხულის მერე პირველად და გამიხარდა-მომეწონა-მესიამოვნა. დინამიური თამაში გამოვიდა, სწრაფი,მოხერხებული და ზოგადად, საკაიფო.. ჩემი წვლილიც შევიტანე, უფანრობისდამიუხედავად (დამიჯდა,მიღალატა) ორი კოდი მოვნახე, ნაჭერზე მივხვდი რა უნდა გვექნა და ერთიორი ლოკაცია გამოვიცანი, თუმცა ეგ ერთობლივად ხდება ხოლმე, ვიღაცას ლოკაცია ახსენდება, ვიღაცას კიდევ რაღაც და ერთობლივად მივბოდიალობთ აზრამდე.
არც ისე არ ციოდა როგორც მეშინოდა....
თანაც გაუთვალისწინებელი ტოესწ შედარებითგათვალიწინებულმა ფიზიოლოგიამ შემომიტია მარა წამლებიც მომარაგებული მქონდა პლიუს თავდაცვა და რამე, და ისე ყოჩაღად ვმოძრაობდი მეთვითონ გამიკვირდა.....
გამისწორდა შუაღამისას ბოდიალობა და რამეების ძებნა
საახალწლო თამაში გააკეთეს და კუკიაზე მოგვიწია ბოდიალი, კუს ტბის გზაზე, ციყვებთან, მე ყველაზე მეტად ეგ ლოკაცია მომეწონა, წიწვოვნებში დავბოდიალობდით სუფთა ჰაერზე, ალაგ-ალაგ თოვლიც კი იყო შემორჩენილი...
მერე გზაზე ვიპოვეთ პაწუკა ლეკვი, ისეთი პაწუკა, პური ვერ ჭამა, არ იცოდა რა იყო, თან ნავთის თუ სალიარკის სუნად ყარდა. გუნდელმა წაიყვანეს მივხედავთო.....
პ.ს. ხომ არავის უნდა? ჯანმრთელი იყო, პაწუკა და შეშინებული, შუა ტრასაზე იჯდა და დაჭყეტილი იყურებოდა, როგორც კი კალთაში ჩაისვა ჟენკამ, გაიტრუნა და კმაყოფილმა დაიძინა.
აუ სხვა რა?
რავი ისეთი არც არაფერი.
ჩემი დაბრუნება ენკაში შედგა, ჩემი რა, გუნდის.


წავედი ყავას დავლევ აზრზე მოვალ და იმ შეკრებაზე წავალ.

მოკლედ, ენკა რულზზზზზზ

update:ვეღარ წავალ, ძაან შემომიტია : (((((((

December 21, 2008

ტან-ტან



როგორ ვერ ვიტან ამწუთას სარკეში ჩემს გამოსახულებას.
არადა მიყვარს ჩემი სხეული.
მარა გამოსახულებას და ამ ქონებს ვერ ვიტან........ ამ გასუქების შეგრძნებას და რავი კიდე რას.
ამასწინათ სურათი გადამიღეს ჩემი დიდი უარის მიუხედავად და იიიიიიიიიმხელა ვარ თურმე.
ხან ხალათი ფარავს, ხან განიერი ტანსაცმელი და გამისკტა გული.
წავალ თვითგვემას მივეცემი

December 16, 2008

მიყვარს ისა........












































და მე, ზამთარში.
მიყვარს თოვლი, მარგამ უსაშველოდ მცივა, კანი მეჭიმება, მექერცლება, ცხვირი მიწითლდება, და პახოდუ ახლა ჰერპესი და მეორე ტუჩისკუთხის გახეთქვა დაემატა : (((((
ისეთი "ლამაზი" ვარ, ენა ვერ აღწერს. :გიგი: :თავისჩამოხრჩობა: