Showing posts with label მშობლები. Show all posts
Showing posts with label მშობლები. Show all posts

October 13, 2009

თელავი



ამ შაბათკვირას წავედი თელავში, დედის და კატის მოსანახულებლად.
ესეიგი იმდენი ბროწეული ვჭამე, მთელი წლის მარაგი შევივსე.


ნადიკვარზე ვიპროწიალეთ მე და ბერომ.



მიაუ-აუ-ო მითხრა კატამ და ასე მიყურებდა რაც იქ ვიყავი, ეს თუ ფეხზე ვიდექი. თუ ვიჯექი ან ვიწექი, ზედ მეჯდა-მეწვა და კრუტუნებდა ტრაქტორივით.


ესეც ნადიკვარი.




ეს რაცხა საყვარელი სახლი ნადიკვართან. შარშან "აღმოვაჩინე" რატომღაც, მანამდე იმდენჯერ მაქვს არადა ჩავლილი მის გვერდით......



ხედი ნადიკვრიდან... აი ეგ სახლები რომ გამოაკლო და ალაზნის ველი ცოტა უკეთ გამოაჩინო, ზუსტი ხედი იქნება ჩემი სახლის ფანჯრიდან.


ჩემი კორპუსის ეზო. პირველმოსახლეები იყვნენ ჩემი მშობლები და სხვა მეზობლები და ერთობლივი ძალებით გააშენეს ბაღი, ეს ნაძვებიც სანერგიდან მოიტანეს თურმე, ტყის მიწა დაყარეს და ახლა ყველანაირი ხეხილია, ბროწეული, ბალი-ალუბალი, ატამი, ლეღვი, ალუჩა, ტყემალი, კომში, თხილი, ქლიავი, კაკალი... ჭერამიც იყო და გახმა :( პატარა რომ ვიყავი, მაგ ნაძვების წინ მახსოვს, ყვავილნარი იყო, ბეეეეეეეეევრი ნარცისებით და ფერადი ყვავილებით. ახლა აღარაა, ბევრი გადავიდა და მოსულებმა აღარ მოუარეს :(



ესეც ეზოს შესასვლელი და ცაცხვის ძირი.
ლამაზი და სუფთა ქალაქია თელავი. მართლა სუფთაა, განსაკუთრებით ჭუჭყიანი და გამონაბოლქვიანი თბილისის მერე იგრძნობა, ჰაერშიც შემოდგომის სუნი დგას.
იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩემია და იქ გავიზარდე, საქართველოს ცოტაზე მეტ ქალაქში ვარ თუნდაც გავლით ნამყოფი ან ერთიორი დღე დარჩენილი და ასეთი მშვიდი და სუფთა ბორჯომი ვიცი მხოლოდ.

February 08, 2009

ცხელ-ცხელი ქართული მარაზმები

ეეეესე იგი წეღან ემესიჯება დედაჩემი ახლობელს და მთხოვს მესიჯი წავუკითხო, სათვალის აღება დაეზარა და.
ახლობელი: ის ბიჭი უმესიჯებს ხოლმე ხანდახან.
დედაჩემი: მე გავიკითხე იმ ბიჭზე და კარგს იძახიან.

ანუ რა ხდება, გოგოა ასე 25-დან ზემოთ, და უნდათ რომ გათხოვდეს, ურიგებენ-იწუნებს-ურიგებენ-იწუნებს, ეს "ბიჭი" ეტყობა მორიგი კანდიდატია და დედები განიხილავენ თუ როგორ მიდის დაწყვილების საქმე.

ცხელ-ცხელი მარაზმი მეორე: ერთი ნათესავის ქორწილი იგეგმება მალე და იმას კიდე იქ გააცნეს საქმრო, ქელეხში.

ოდა დედაჩემი მსაყვედურობს რატომ არ მინდა ქორწილში წასვლა და რატომ არ დავდივარ ქელეხ-პანაშვიდ-ქორწილ-ყვავიჩხიკვისმამიდრაღაცეებში, აბა სადღაც ხომ უნდა გავიცნო ვინმე, ლოლ.

January 07, 2009

ბავშვზე დაზოგილი ფული

ვიხედები ხოლმე შობელთა კლუბში და რაღაცას ვერ ვხვდები..... მშობიარობაში, იმაში რომ ზემაგარი პირობები შეიქმნან თვითონ, იხდიან ჩემი აზროთ ძალიან გაბერილ თანხებს, ხმარობენ ძალიან ძვირიან კრემებს ,რომ ფორმაში ჩადგნენ, ბავშვებისთვის მაგარ ჩასაცმელებს, საწოლებს, ნუ რავი კიდე რაღაცეებს ყიდულობენ.
და ძიძაში ენანებათ ფული!!!!
დგანან და წუწუნებენ რომ 300 ლარი ძვირია და პახოდუ "ბავშვთან დაკავშირებული ყველაფერი ევალება: მოვლა-პატრონობა, გართობა, თამაში, ჭამა-სმა (გამზადება), ბავშვის სარეცხის გარეცხვა-დაუთოება, გასეირნება, ჩაბანა და ა. შ. ბანაობის დროს ძიძა უკვე წასულია და ძილის წინ მე ვბან ხოლმე." ჰმ :)
ბლია, კაი ,არ ზრდი შენ ბავშვს თვითონ, ერთია როცა შენ შემოსავალზეა დამოკიდებული ბევრი რამ ,ზოგს კი უბრალოდ "მიჭირს გაზრდა" ჭირს, უცხო ქალს ქირაობენ, მარა შვილზე რო ფულს ზოგავენ და კრემებში და ნივთებში ემეტებათ ეგ ვერ მივხვდი რა.
წეღან დაწერეს აღშფოთებული პოსტები, ძიძა ამას უკეთებს, იმას, ამასო, და აბა წარმოიდგინე მთელი დღე უარო,ზოგს სახლის საქმესაც აკეთებინებენ, და ამაში დღეში საშუალოდ 8 ლარს გიხდიდნენ! უმადურობაა მე თუ მკითხავ, და არ მაინტერესებს მეტი შემოსავალი არ მაქვს ლაი-ლაი, დაჯექი მაშინ სახლში, გაზარდე ბაგის ასაკამდე მაინც და მერე გადი სამსახურში, თუარადა ნუ გაქვს პრეტენზია რომ უცხო ქალს შენი შვილი ფეხზე კიდია და ეზარება ნერვის შლა.

მეორეა, ვინმეს რომ წავასწრო ბავშვს გაზე გადატარებით აძინებდეს კარგად შემომელანძღება და გავცოფდები, მარა ამ შემთხვევაში რატომღაც სამართლიანად მეჩვენება ის ფაქტი რომ ფეხზე კიდიათ სხვისი შვილი

December 10, 2008

მშობლები და ვალდებული შვილები

ერთი ქალია, შვილი ყავს სახლში და დედა და მგონი ვსო. დღეს იძახის, რაღაც არასამარხვო ყივიდე, გავაკეთე და დედაჩემმა არასამარხვოც მომთხოვაო და თუ ასე ძალიან უნდა თავისი ფულით იყიდოს, ან მომცეს და მე ვუყიდიო.
ამაზე მეორე-მესამემ უთხრეს, რას ამბობ, შენ იცი რამხელა ცოდვაში იგდებ თავს?
ის პასუხობს- კი მაგრამ მე იმასვახერხებ შვილს საჭმელი ვაჭამო და არ მაქვს იმის საშუალება რომ მეორენაირი სადილიც გავაკეთო.
სხვა ეუბნება-- აბა როგორ გინდა, დედაშენია

ნუ აქ მე გადამეკეტა: კი მაგრამ რატოა შვილი ვალდებული მშობელზე იზრუნოს, მიუხედავად იმისა,როგორია ეს მშობელი? ბაზარი არაა, თუ შემიძლია და მინდა, მშობელს გადავყვები და ბლაბლა, მაგრამ აი ვალდებული (!!!!!) არ ვარ.
აქ გადაეკეტა სხვას: რას ქვია ვალდებული არ ხარ?!!
ნუ იდეაში სხვებმაც მხარი აუბეს.
პ.ს. ამათ ყველას ყავს შვილები.

ზოგადად ჩემსა და მათ თაობას შორის არის განსხვავებები, ამიტომ როგორც წესი ასეთ დროს მე ჩუმად ვარ და არ ვრეაგირებ , მაგრამ დღეს შემომეჭედა.

ნუ აი რატომ ვალდებული?