February 08, 2009

ცხელ-ცხელი ქართული მარაზმები

ეეეესე იგი წეღან ემესიჯება დედაჩემი ახლობელს და მთხოვს მესიჯი წავუკითხო, სათვალის აღება დაეზარა და.
ახლობელი: ის ბიჭი უმესიჯებს ხოლმე ხანდახან.
დედაჩემი: მე გავიკითხე იმ ბიჭზე და კარგს იძახიან.

ანუ რა ხდება, გოგოა ასე 25-დან ზემოთ, და უნდათ რომ გათხოვდეს, ურიგებენ-იწუნებს-ურიგებენ-იწუნებს, ეს "ბიჭი" ეტყობა მორიგი კანდიდატია და დედები განიხილავენ თუ როგორ მიდის დაწყვილების საქმე.

ცხელ-ცხელი მარაზმი მეორე: ერთი ნათესავის ქორწილი იგეგმება მალე და იმას კიდე იქ გააცნეს საქმრო, ქელეხში.

ოდა დედაჩემი მსაყვედურობს რატომ არ მინდა ქორწილში წასვლა და რატომ არ დავდივარ ქელეხ-პანაშვიდ-ქორწილ-ყვავიჩხიკვისმამიდრაღაცეებში, აბა სადღაც ხომ უნდა გავიცნო ვინმე, ლოლ.

8 comments:

Toma said...

ისე მართლაია, სადღაც ხო უნდა გაიცნო??
პრინციპში მგონია რომ დღესდღეობით გაცნობის ყველაზე მაღალი პრცენტი ინტერნეტზე მოდის. რეგიონებში კი მაინც გარიგებებს და ქელეხ- ქორცილის სუფრებზე.
მე პირადად არანირი საწინაამღდეგო არ ამქვს ამასთანდ დაკავშირებით. არც გარიგებასთან დაკავშირებით.

პერწკლი said...

და არ გგონია, რომ ქელეხში დროის სატარებლად და თვალების დასაპრაწად სიარული კაკ მინიმუმ უადგილოა?
ქორწილის და ქელეხის გარდა მილიონი ადგილი არსებობს.

Toma said...

სოფელში მითხარი კიდევ ერთი ადგილი სადაც ხდება ადამიანების ასეთი დიდი რაოდენობით თავშეყრა, ეს ერთი და მეორეც გოგოები და ბიჭები არავის უპრაწავენ თვალებს არამედ მშობელ ნათესავები აგვარებენ მაგ საქმეს კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით.

პერწკლი said...

კონკრეტულად ჩემს სოფელში რაც ვიცი დაბდღეები, ქორწილები, დღეობები--აქ განსაკუთრებით, ვისაც სიარული შეუძლია იქაა ხოლმე.
ნუ თვალების პრაწვაა აბა რა არის, კაკ რაზ ქელეხში გააცნეს ერთმანეთი, თან ეგ ამბავი სოფელშიც არ მოხდარა, თბილისში მოხდა და არც ესენი არიან სოფლიდან : )))

ისადა საიდან დაასკვენი რომ სოფელში მოხდა ეს ამბები : )))

პერწკლი said...

ისა, ბოლოს რომ ქელეხში კიარადა გასვენებაში ვიყავი ისეთი დამაკიაჟებული სასტავი იჯდა ნერვი ამეშალა, მივედი იქ საშინელ ხასიათზე გულწრფელად ვგლოვობ ( თუ მკიდია სულ არ მივდივარ) და ჩემ გვერდზე ზის ვიღაც ლიტრასუნამოდასხმული სასტავი და ჭორაობს იმაზე რა აცვია ქვრივს და როგორ კუბოში წევს და რატო არ ტირის ის ქალი, აუ ნახე იმას რა აცვია რანაირი ყვაილი მოიტანა და მსგავსი მარაზმატიკობები.არა მომენტ პანაშვიდზე იყო ეს ამბავი, ქელეხი სულმთლად ცაკლე ისტორიაა და საერთოდაც ერთხელ კი უნდა დავწერო იმაზე, რომ ჩემს პანაშვიდზე ვინმე რომ მოვიდეს იმიტომ რომ "ბიჭებმა" და სადედამთილოებმა დაინახონ, უნამუსო ვიყო კუბოდან თუ არ წამოვდგე და არ ვუთხრა შიგ ხომ არ გაქვთ თქო :ვიკ:
ნუ მესმის რომ ადამიანები არიან და აინტერესებთ მარა როცა იქ მიცვალებულის წირისუფალი ტირის იმდენი პატივი მაინც ეცი წადი სახლში და იქ იჭორავე.

პ.ს. სორრი ნერვი ამეშალა რომ გამახსენდა ის სიტუაცია და შენი პოსტის პასუხი არაა, ისე ნერვასლილზე უნდაგამომეშვა ბოლი :((

Toma said...

ვერ წამომიდგენია თბილიში თუ კიდევ შეიძება ხდებოდეს მასე და იქიდან :D

მაგრამ შეიძება მოხდა კიდეც, და მე რა მადარდებს ნეტა, იმათ თუ არ ადარდებთ :D

p.s. ისე მართლა ბოლო პოსტში რაც დაწერე. სხვა რას ლაპარაკობს სულ არ გეკიდა?ან მე ვარ ძალიან ფეხებზე მკიდია ან შენ ძალიან მგრნობიარე.

Toma said...

პ.ს. ყოველთვის ვამბობ, სხვას ძნელად შეცვლი ადამიანი მმითუმეტეს უცნობ ადამიანს მაგარმ შეიძებ შეიცვალო შენი დამოკიდებულება რაიმე ფაქტის თუ პიროვნების მიმართ. ვგულისხბობ რაიმეს მიღებას, დაკიდეას, იგნორირებას ან პირიქით სრულ უარყოპფას და ნერვებზე მოშლას.

პერწკლი said...

ბოლო პნაშვიდი ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანის იყო და გამიტყდა მისი სიკვდილი ვირაცის საჭორაო ადგილად რომ გადაიქცა და ტანსაცმლის გასამზეურებლად, სხვები იდეაში მკიდია.
ჰხო, დამოკიდბულებებს ვიცვლი ნელ-ნელა, წიპა ვასულერთებ, მარა ახლობლებისადმი მიმართებაში ვერ გამომდის : )))
გაკოცე,.