Showing posts with label გარიგება. Show all posts
Showing posts with label გარიგება. Show all posts

February 08, 2009

ცხელ-ცხელი ქართული მარაზმები

ეეეესე იგი წეღან ემესიჯება დედაჩემი ახლობელს და მთხოვს მესიჯი წავუკითხო, სათვალის აღება დაეზარა და.
ახლობელი: ის ბიჭი უმესიჯებს ხოლმე ხანდახან.
დედაჩემი: მე გავიკითხე იმ ბიჭზე და კარგს იძახიან.

ანუ რა ხდება, გოგოა ასე 25-დან ზემოთ, და უნდათ რომ გათხოვდეს, ურიგებენ-იწუნებს-ურიგებენ-იწუნებს, ეს "ბიჭი" ეტყობა მორიგი კანდიდატია და დედები განიხილავენ თუ როგორ მიდის დაწყვილების საქმე.

ცხელ-ცხელი მარაზმი მეორე: ერთი ნათესავის ქორწილი იგეგმება მალე და იმას კიდე იქ გააცნეს საქმრო, ქელეხში.

ოდა დედაჩემი მსაყვედურობს რატომ არ მინდა ქორწილში წასვლა და რატომ არ დავდივარ ქელეხ-პანაშვიდ-ქორწილ-ყვავიჩხიკვისმამიდრაღაცეებში, აბა სადღაც ხომ უნდა გავიცნო ვინმე, ლოლ.