Showing posts with label ფორუმი. Show all posts
Showing posts with label ფორუმი. Show all posts

January 07, 2009

ბავშვზე დაზოგილი ფული

ვიხედები ხოლმე შობელთა კლუბში და რაღაცას ვერ ვხვდები..... მშობიარობაში, იმაში რომ ზემაგარი პირობები შეიქმნან თვითონ, იხდიან ჩემი აზროთ ძალიან გაბერილ თანხებს, ხმარობენ ძალიან ძვირიან კრემებს ,რომ ფორმაში ჩადგნენ, ბავშვებისთვის მაგარ ჩასაცმელებს, საწოლებს, ნუ რავი კიდე რაღაცეებს ყიდულობენ.
და ძიძაში ენანებათ ფული!!!!
დგანან და წუწუნებენ რომ 300 ლარი ძვირია და პახოდუ "ბავშვთან დაკავშირებული ყველაფერი ევალება: მოვლა-პატრონობა, გართობა, თამაში, ჭამა-სმა (გამზადება), ბავშვის სარეცხის გარეცხვა-დაუთოება, გასეირნება, ჩაბანა და ა. შ. ბანაობის დროს ძიძა უკვე წასულია და ძილის წინ მე ვბან ხოლმე." ჰმ :)
ბლია, კაი ,არ ზრდი შენ ბავშვს თვითონ, ერთია როცა შენ შემოსავალზეა დამოკიდებული ბევრი რამ ,ზოგს კი უბრალოდ "მიჭირს გაზრდა" ჭირს, უცხო ქალს ქირაობენ, მარა შვილზე რო ფულს ზოგავენ და კრემებში და ნივთებში ემეტებათ ეგ ვერ მივხვდი რა.
წეღან დაწერეს აღშფოთებული პოსტები, ძიძა ამას უკეთებს, იმას, ამასო, და აბა წარმოიდგინე მთელი დღე უარო,ზოგს სახლის საქმესაც აკეთებინებენ, და ამაში დღეში საშუალოდ 8 ლარს გიხდიდნენ! უმადურობაა მე თუ მკითხავ, და არ მაინტერესებს მეტი შემოსავალი არ მაქვს ლაი-ლაი, დაჯექი მაშინ სახლში, გაზარდე ბაგის ასაკამდე მაინც და მერე გადი სამსახურში, თუარადა ნუ გაქვს პრეტენზია რომ უცხო ქალს შენი შვილი ფეხზე კიდია და ეზარება ნერვის შლა.

მეორეა, ვინმეს რომ წავასწრო ბავშვს გაზე გადატარებით აძინებდეს კარგად შემომელანძღება და გავცოფდები, მარა ამ შემთხვევაში რატომღაც სამართლიანად მეჩვენება ის ფაქტი რომ ფეხზე კიდიათ სხვისი შვილი