Showing posts with label ავარია. Show all posts
Showing posts with label ავარია. Show all posts

May 01, 2009

ავარიაში, თითქმის


ვდგავარ ჩემთვის პატიოსნად ვაჟაზე, რესპუბლიკურის ასახვევთან, წითელი მთავრდება და აღარ გადავედი დავუცდი თქო მეორეს და უცებ მოშხუილობს რაღაც მანქანა, უკნიდან მოსდევს მეორე, სიგნალი-ბრახ-ბრახ-მიფრინავენ ფარების ნამსხვრევები. უკანას ბრალი იყო მემგონი, ოდა ის პირველი მშვიდად წავიდა, მეორემ ცოტა იგინა და ისიც წავიდა.

ეს ყველაფერი 10-ოდე წამში ჩემგან 2-5- მეტრის დაშორებით.

ბლინ ,გამისკტა გული
რა უბედურებაა ვინ მიცა იმათ მართვის მოწმობა