Showing posts with label სამოგზაურო. Show all posts
Showing posts with label სამოგზაურო. Show all posts

February 09, 2011

წერილი მას, ვისთან შეხვედრასაც ვისურვებდი


ტურ
კონ-ტიკით რომ გადაცურე ოკეანე,8000 კილომეტრი, სულ არ გეშინოდა? აი საერთოდ? სულსულ?
მე შემეშინდებოდა, კაკ მინიმუმ იმისა, ზვიგენებს თუ დავინახავდი ახლომახლოში.



აღდგომის კუნძულზე ის კაცი როგორ აიძულე, ეჩვენებინა როგორ "დაყავდათ" ქანდაკებები?


ძალიან მშურს შენი ტაიტური ცხოვრების, ფატუ-ჰივური ცხოვრების კიდევ უფრო მეტად, რამაგარია, იცხოვრო ჯუნგლებში ცივილიზაციის ყველანაირი მიღწევების გარეშე, ჭამო ის, რაც ხეებზე ასხია, იძინო ბამბუკის ქოხში, უძველესი თავის ქალები შეაგროვო და ისტორიები მოისმინო, გადაცურო ერთი კუნძულიდან მეორეზე თვითნაკეთი ნავით და სრულიად შემთხვევით წააწყდე გოგენის მიერ ამოჩუქურთმებულ კონდახს.
მე ვერ ვარ შენნაირი გამბედავი თორემ მეც მოვნახავდი რამე გზას, მსგავსი ქმედებების ჩასადენად.

ნორვეგიელი ტურ ჰეირდალი. მკვლევარი, ეთნოგრაფი, მოგზაური.

http://en.wikipedia.org/wiki/Thor_Heyerdahl

October 03, 2010

უფლისციხე-ატენის სიონი 5-წუთიანი მარათონით



ხოოოოოდა, ესეიგი ასე და ამგვარად, პირველად ვიყავი სამსახურთან ერთად ექსვკურსიაზედ, ვიყავით ბევრი კაცი, ასე 25-28 ცალი, ლაბი, გაყიდვები, ბუღალტერია, მარკეტინგი და უმფროსობა. (მომიტევეთ წერის პერიოდში სიცხე მაქვს და ცოტას ვიბოდებ).


შეკრება დილის ცხრაზე იყო დანიშნული, ჩემი დილისათსაათზეადგომადი ძმა ადგა 8-მდე, იბანავა და ისევ ბედნიერად მიეძინა, მხოლოდ წასვლის წინა წუთებშიღა შეფხიზლდა მხოლოდ იმისათვის რომ ავტობუსში გაეგრძელებინა ძილი.

პირველ რიგში ჩემი მაღალქუსლიანი თანამშრომელები შევათვალიერე, საბედნიეროდ, გადავრჩით, დაბლებზე ეცვათ! თუმცა ეკამ მაინც მოახერხა და მაღალქუსლიანი მოსახერხებელი სალაშქრო სანდლები იშოვა (ძეგლის ღირსია იმჰო :D ) და 9-ზე შესაკრებელი და გასასვლელი სასტავი გავიდა 10 საათსა და რაღაცეებზე. (აქ წარმოვიდგინოთ გამარჯობა საქართველოს ლაითი ვერსია ჩემი სახით).

პირველი გეგმაში სამთავისი იყო, მახსოვდა რომ აქ იყო ის ხე, ძალიან რომ მიყვარს. გზაში იმდენი ვილაპარაკე, ეზოში რომ შევედით, აბა სადაა შენი ხეო?! არ იყო :((( მერე გავარკვიე, ერთაწმინდაში ამრევია. არადა ისე მიყვარს ის ხე.... რარაცნაირად საყვარელი ტიპია, ხასიეთა. არდა სამჯერ ვიყავი და სამჯერვე ვიღაც კონწიალობდა იმ ხეზე და ვერასოდეს ვერ გადავიღე.

ხოდა შემდეგ წავედით ატენის სიონში. დედათა მონასტერი კი ყოფილა მარა მე რომ იქ საცხოვრებლები და მეურნეობა ვერ ვნახე + მოუვლელი იყო იქაურობა? ზვიომ ეკლესიის ეზოს გარეთ სიგარეტს მოუკიდა და მაშინვე მიიღო კომენტარი, ეკლესიური ადამიანის მიერ წარმოთქმულის შესაფერისი, მე შესაბამისად, ანტიეგეთკომენტარულური სისტემა ჩამერთო... ნუ რას ვიზამთ, ახალმოსული იყო, არ მიცნობს ჯერ და ნამეტანი შოკური სისტემით მოუხდა გაცნობა :D

გზაში რესტორანი დავჯავშნესავით, ანუ საღამოს მენიუ შევუკვეთეთ, მე ამასობაში ეს "შპალიერი" დავინახე და ვებრდღვენი სურათების გადასაღებად. ხოდა ჭაუხებია ხო? თუ მეშლება? არადა რო გავს?!



ატენის სიონში ფერები იყო ლამაზი..... სანთლის გამყიდველები ტრადიციულად ბრაზიანები "თავშალი რატო არ გახურავს, ქალო!" ტიპის გამოსვლებით...

კიდევ, ძალიანძალიან ბევრი ასეთი ყვავილებით მორთული ბაღ-ვენახები იყო



ამის გადასაღებლად შევძვერი "სეტკაში"






დაბოლოს, ნანატრი უფლისციხე....
უფლისციხეს აკეთებენ, მუზეუმის შენობასაც მოვკარი თვალი (ანუ მუზეუმი ეწერა, შიგ რა მოხდება ჯერ არ ვიცით), გიდიც გვყავდა, სტალბერი-სტალინი+ბერია, მამაჩემს ლენინი არ ევასებოდა თორემ ლესტანბერი თუ რარაც ეგეთი ვიქნებოდიო. ჩინელ-იაპონელი პაწუა და მარდი ტურისტიკები იყვნენ ბლომად, დაცუნცულებდნენ ქოლგებით.


აი, გვარბენინა იმ გიდმა ოთხით, ისე სწრაფად მეტყველებდა, მეც კი გამასწრო ტემპებში...
არ ვუსმენდი, სურათები უფრო მაინტერესებდა, დავდიოდი და "ვპაპარაცობდი", ოღონდ ამორჩევით, აი, ადამიანზე მუზა რომ გაგეხსნება, მასე....
ა ხო, პირველი შემთხვევა იყო, ხალხების ჯგუფური სურათები რომ გადავიღე, გადაგვიღე-გადაგვიღეო და.... ერთი მაინც უკმაყოფილო დამირჩა, მე რატო არ ვჩანვარო სურათებშიო, ვახ, დაქირავებული ფოტოგრაფი ვყავდი თუ?!

ცოტაარიყოსდა, ქარი უბერავდა, წვიმამაც გვიკადრა, ოღონდ მოწინწკლა მხოლოდ (აი ამ პერიოდშჳ მომერია ვირუსი, იმჰო)

ლამაზი იყო, ძველისძველი (ვარძია ამასთან შედარებით, ბავშვია) მაგრამ იმდენი ხალხი იყო........ არა, მაინც ბირთვისები მირჩევნია, მე ვიყო მაჩვი...

იმ კაცმა, ამფითეატრებიო, ესენიო, ისინიო.....





ეკლესიის მისასვლელი......



ხევსურეთის პეიზაჟს გავს......


გაცვეთილი უფლის ციხე........



მომიტევეთ, ისევ მე და ჩემი ბალახები და ბალახისფრები......

.................




ეს ნასახლარებია, ადრე სასაფლაოები ყოფილა, ხოდა ეს რომ გაიგეს ადგა თურმე ხალხი და აიყარა დედაწულიანად და სხვაგან გადასახლდა........ (რავიცი, მე კი მეძინა ტკბილად ჟინვალის სანაპიროზე, თავი საფლავის ქვაზე მედო..)

ხავსები


და სულ ხავსები

და მედიტირებადი მე იქ

კიარადა ვმაიმუნობ.......

ხო ნუ იქ იყო ავტობუსში ტაშფანდურები, მერე რესტორანში გაგრძელებული, მარა ეგ უკვე საინტერესო აღარაა, იმჰო. თან ისე გავცივდი, იიიიიიიიიიიიმხელა ჭიქით მოვატანინე ჩაი და მთელი კვირადღე ვკვტებოდი და მეძინა და ვკვტებოდი.

ოდა ეგრე

August 22, 2010

ალგეთი


მაყვლიანი და კვამლიანი გასვლა იყო
(მემგონი ბანაობის მერეც ამდის სუნი ლოლ)


ლისფიტებიანმდინარიანი. მე საბოლოოდ დავასკვენი რომ ბანაობა ჩემი საქმე არაა, გაუმარჯოს მდინარის პირას ჯდომას და მედიტირებას (ეგ ცეცხლთანაც მოსულა)


ვიყავით იდეაში 7 ზრდასრული და მმმ, 2+2+1+კიდევ ბევრი ბავშვი, აქედან საბანაკე ადგილას დარჩა მხოლოდ 6 მოზრდილი და 5 ბავშვი. დანარჩენი აიბარგა ჰორუსების აგარაკზე, იქ დაბდღე ხდებოდა და ჩვენ როგორც "არაქართული სულის მქონენმა " ძალიან გულმოდგინედ ავარიდეთ თავი სუფრას.

ღამე იყო თოვლიანი კიარადა ქარიანი, სუსხიანი და ბოლიანი და მე აცრა რომ მქონდა გაკეთებული და ესენი სვამდნენ და მე საწყალი მზერით ვუყურებდი ცოტა ის იყო, აბზ.სამაგიეროდ ფხიზელზე ნასვამების მოსმენა მაგარი საინტერესოა )))))

კოცონის კვამლმა იდინა ჩემკენ, იდინა, იდინა და იმდენი იდინა ბოლოს ცალ ფეხზე დავიკიდე, ჩემი ნარინჯისფერი რამე ავიფარე და ვიჯექი/ვიწექი/ვიდექი/მეძინა კვამლში.





მეორე დღეს ვიბოდიალეთ ჩანჩქერისკენ. გზა გადიოდა ტყეზე, მუხლამდებალახიან მინდვრებზე...

ბერიშა წინ მიდიოდა,გზას კვალავდა, უკან ორი ბავშვი მისდევდა და მერე ჩვენ



კიდევაც დაიზრდებიანო )))))))))))
ხუხ, ამათმა ისე საკაიფოდ იარეს...... ოდესმე შვილი თუ დავაპირე, აუცილებლად ასეთი უნდა იყოს ))) აცას ბავშვს პირველად ეძინა და რა კმაყოფილი გამოძვრა დილას კარვიდან, კიდე დავიძინებ სხვა დროსაცო ))) ამათ ასაკში უმრავლესობამ კარავი რა არის, არ იცის.

ხედი ხიდიდან




და ხიდი.



გზაზე შემხვდა, რაღაცნაირი......

უკანა გზა კი მდინარით ჩამოვიარეთ, თან ასახვევს გავცდით და ბაარემ ბოლომდეო...



გზაზე შემოდგომის ელჩი შემომეყარა



წალიკ-წალიკ

ალგეთის ხეობაში....

აიი ამ ალქაჯ ჩიტს დავდევდი, იმდენი ქნა, არც სურათი გადამღებინა და ჩავეზნეყვე წელამდე წყალში ))))))

აი აქ ვიყავით დაბანაკებულები.


ასოცირებული სურათი ))) ასეთი გასვლა იყო. თავისუფლება უსასრულობისკენ.


ცოტაც და ვსო...
ბავშვების ტემპით ვერ დავდიოდი, წინ გავქუსლავდი და მერე ველოდებოდ/ვისვენებდი ხოლმე...


ნაომარი ფეხები ))) წყალი თავიდან ცივია და უსიამოვნო, მერე ეგუები, მერე გკიდია და მერე სასიამოვნოც კია (არა, წელამდე არ იყო სასიამოვნო, მომეწეპა და ვერ დავდიოდი)
ჭირი იქა, ლხინი აქა.....
პ.ა. იქამდე როგორ მივიდეთ? როგორ და... ფარცხისს რომ გაცდები და მდინარეს კი არ გადაკვეთ მეორე გზას გაუყვები.... დეტალები არ/ვერ მახსოვს, ახლოა ბირთვისებთან და კაი ტიპია ძალიან )))

August 16, 2010

სამეგრელო


მიყვარს დაუგეგმავი პახოდები, გზადაგზა რომ ეძებ საბანაკე ადგილს, აზრთა სხვადასხვაობები, ჭიდილები და ალალბედზე სუპერადგილების მოძებნა.

მიყვარს უცხო ადამიანები, ხასიათები და უნარ-ჩვევები მცირე დოზებით.

რამდენიმე კარაველთან და ზოგ არაკარაველთან ერთად წავედი სამარგალოში, მხოლოდ სამ კაცს ვიცნობდი, ვიცნობდი რა, ვიცოდი, ფაქტიურად ექსპერიმენტი ჩავატარე, პერწკლი და უცხო გარემო. (ან, უცხო გარემო და პერწკლი) ძალიან, ძალიან დიდი ხანია ასე აღარ წავსულვარ, როგორც წესი ვფრთხები უცხებთან დიდხანსყოფნის პერსპექტივით და მხოლოდ ერთდღიან ექსკურსიებს ვჯერდები.


გასვლა დილის ექვსისნახევარზე უნდა დაწყებულიყო, დაიწყო ექვსზე, მე, კარავულ პუნქტუალობას მიჩვეული, 5-ზე წამოვხტი 3-ზე დაწოლილი. შედეგად მთელი გზა ვაკიმარებდი. საბედნიეროდ ორი ჯიპით (ჯიპი არააო მარა ჩემთვის ჯიპია ქვია მასეთებს) ვიყავით და დაძჳნებისთვის საკმარისზე მეტი ფართობიც კი მქონდა.
მარტვილის რაიონის რომელიღაც სოფელში, ხობისწყალი აკეთებს ძალიან მაგარ ჩანჩქერებს, ყურეებს, ფერების ნაირსახეობებს, ლურჯიდან დაწყებული მწვანით დამთავრებული და იქამდე მივედით.





წყალი იყო ცივი-ცივი-უცივესი, უაზროდ დასიცხული ჩავბოდიალდი და გამაგრილა არ ერქვა, გამყინა, მიმბურძგლ-მომბურძგლა, სუნთქვა შემიკრა, თმა ყალყზე დამიყენა, მოკლედ, სუპერ! ოღონდ ძალიანძალიან იყო დაკლებული... მაგრამ ფერები....მმმმნამ....
ჩემს გარდა ყველა ცურავდა, მდინარე კი ყინულივით იყო, ამიტომ მზეზე ყოფნას და რელაქსაციას დავჯერდი, ძალიან რომ მცხებოდა მერეღა ვყოფდი ცალ თითს მდინარეში.



თავიდან თითქმის მარტოები ვიყავით, მერე მოეყარნენ და რა მოეყარნენ......
აქ ისაა, დადიანების დასასვენებელი ადგილი, ყოფილი, მდინარემდე ქვის ძველისძველი კიბეები ჩადის, ხეობა ღრმაა და ჩვეულებრივ ვერ ჩახრიგინდები.
ნაგავი იყო... ყარდა..... :(((((((





აბლაბუჯღა

ბევრი მწვანე ფერი იყო.....

მწვანე შემოდგომა


კონცენტრაცია

ტროპიკული ქვა



ვინაიდან ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, და კიდე რიგი მიზეზების გამო, ჩავბარგდით და სხვაგან წავედით.... ადგილს ვეძებდით საბანაკეს და ვიარეთ-ვიარეთ... აბორიგენებში არ გაგვიმართლა, ზოგი ატას გვაგზავნიდა, ზოგი ბატას, ზოგი კვატას.
მერე რაღაც ადგილი გვასწავლეს და წავედით და რა წავედით, საწყალი მანქანები იგინებოდნენ თავიანთ ენაზე მემგონი, გზა მიბოდიალობდა სადღაც ჯანდაბაში...












ბოლობოლო საბანაკე ადგილს მიმსგავსებული დავინახეთ, ჩავედით და ისსსსეთი მაგარი რაღაც ვიპოვეთ, ტყის დ კამკამა მდინარის მიქსი იყო, მართლა კამკამებდა, ასეთი ფუსთა და ცივი მდინარე არ მინახავს მე ჯერ.










ბებოები )))


გზაში...

აბორიგენი ბავშვები, გვიყურებდნენ საინტერესო მხეცუნებს, მე კიდევ იმათ ვუყურებდი )))




კარავები, ნახევარი ღამე უპატრონოდ იყვნენ, დიდისამბით გაიშალა, კოცონთან მივბარგდით დასალევად და ჩკა, იქვე გავითიშეთ, დრო არ ვიცი და, მე-15-ე სადღეგრძელოს იძახდნენ ბიჭები როგორც მახსვოს და მერე არაფერი აღარ მახსოვს,თითქოს არ მეძინებოდა და კი ჩამეძინა... მერე ისევ გამეღვიძა, მერე ისევ ჩამეძინა და ასე...
გვქონდა წითელი ღვინო და შოთის პური, კიდევ ჭიანჭველების ლაშქარი პარალონს მიღმა, თავსზემოთ სკირვალიანი ცა და გვერდით ბზის ტყე და შეშა, რომელიც იწვოდა ნელა, ბრიალად და ხარისხიანად.




კიდევ იყო შუაღამისას წამოწინწკლული წვიმა, კიდევ კარგი, იყო, კარავში შესვლა არ დამეზარებოდა, მანქანა არ ოკუპირდებოდა და კოცონთან არ შევხვდებოდი გათენებას.
(სურათი იხილეთ ქვემოთ)


დილის ნაკვერჩხლებზე მოდუღებული ყავა და ცივიწყლით პირდაბანილშურშრობელი მე.
რაღაც ეგზალტირებულად ჟღერს მგონი ამდენი ლალალა, მაგრამ უაზროდ მქონდა მონატრებული, წელს ასე არ ვყოფილვარ არსად და დახუთულ უჰაერო სირცეში უცებ ფანჯარას რომ გააღებ და ახალნაწვიმარი ტყის სურნელი შემოვარდება, ასე ვიყავი.

დილაუთენია, თითქმის ყველას რომ ძინავს...





ხეობა.
ზეზარმაცული მეორე დღე მქონდა, ხალხები საბანაოდ წავიდნენ, მე დავრჩი და მზეს მივეფიცხე, შოკოლადი მქონდა კიდევ და საჭმლის მაგიერ მთელი ფილა ვჭამე, თან დამდნარი და ვიტლიკებოდი თითებს )))) ა ხო, წიგნიც მქონდა.
პ.ს. ბრედბერის ცელი არ უნდა წამეკითხა, ცუდად გავხდი, პურის ყანა ზედმეტად წმინდა რამეა ჩემთვის და სანამ მე ახლა ბრედბერის თავთავებს და იმ კოშმარულ განცდებს მოვიშორებ.... რაღაცნაირი ენერგეტიკა აქვს, როცა არ უნდა მივადგე, ვითრგუნები.




ხე, ერთადერთი და ერთ-ერთი






მეორე დღე, მდინარე, მე, ფოტოაპარატი და ვსო


ჩემი ისინი, მიყვარან, ისე კარგად მატარეს...


ღამე პაატას სახლში ავბარგდით და ბედნიერად დავიძინეთ საწოლებზე, მანამდე კი, ვაღიარებ, ცხოვრებაში მემგონი პირველად, რიტუალური სიგარეტისწევა ჩავატარე, აი, რომ ელოდები შესაფერის მომენტს, ყველას რომ გაისტუმრებ, ღერს ჯერ თითებით მოსინჯავ, დასუნავ, მოუკიდებ და სათითაო ნაფაზს თვალდახუჭული შეიგრძნობ და სადღაც გაფრინდები (ჩემზე იმოქმედა, საუკუნე და ცოტა მეტია, არ იმასმიქნია). (აქ პერსონალური და უზარმაზარი მადლობა ზვიოსულს, უნამუსოდ ავიღე ბოლო ღერი..)
მარა მაინც დებილობა იყო, სუნი ამივიდა თითებზე და მუცელქვეშ ხელამოდებულს მეძინა სუნს რომ არ შევეწუხებიე ))) ((((
დილის 5-ზე გავიღვიძეთ, მთელი გზა ხომ ვთვლიმე და შხაპი კი მივიღე, გავფხიზლდი მარა........

ა, დაბოლილი კიარადა კმაყოფილი როჭოსავით კი ვიცინი )))))) (ცხვირის სიდიდეს არვიჩნევთ, რეალში არ მქვს ამხელა, დედასვფიცავარ :S )
პ.ს. ექსპერიმენტმა გაამართლა მემგონი, I`ve survived
p.p.s. ჯერ ისევ მეძჳნება...