Showing posts with label ტურ ჰეირდალი. Show all posts
Showing posts with label ტურ ჰეირდალი. Show all posts

January 26, 2012

თავგადასავლების მაძიებლები

მიუხედავად იმისა, რომ 
  • მზე ყველგან ერთნაირად ამოდის და ჰაერი ყველგან ერთი და იგივე აირებისაგან შედგება, 
  • მთები ყველგან მთებია და ცხოველები ყველგან ერთ ენაზე "ლაპარაკობენ", 
  • ბალახი ყველგან მწვანეა და ერთნაირი სუნი აქვს, 
  • საქართველოს ყველა სოფელი და ევროპის ყველა პატარა ქალაქი ერთმანეთს გავს
ჩვენ მაინც ვდგებით, ვალაგებთ ჩემოდნებს, ზურგჩანთებს, ვკრავთ ბოხჩებს, ვჯავშნით თვითმფრინავების მატარებლებს, ვაჩერებთ გამვლელ მანქანებს, ვადგებით გზებს და უვალ ბილიკებს.
არადა, გზები ყველგან ერთნაირია.

მაგალითად, ეს შუამთის გზას გავს, რომ არა ზედმეტად სუფთა და ყვითლად დაზოლილი სავალი ნაწილი, ვიფიქრებდი, რომ ისა...


ეს ალავერდის გავლით ალვანში რომ მიდიხარ, ის გზაა, ალვებჩარიგებული. ბავშვობაში, მანქანით რომ მივდიოდით, სულ მეგონა , რომ იქ, ბოლოში, გზა ვიწროვდებოდა და ხეები გვეღობებოდა.



გზა ვაშლოვანისკენ, მოსაწყენი, უბედური, სწორზე სწორი, ერთი ფუნჩხა ბალახის ან ბუჩქის გარეშე


ვაშლოვანი ზამთარში, გადატრუსული, შოკოლადისფერი და ქარვისფერი დიუნები.


მანავი, კახეთი. ზუსტად ასეთი გაბარჯღული ხეებია გადმოფარებული გზაზე.


აბასთუმნის სერპანტინები, ნისლიანი, საშიში, უგზო-უკვლოდ დახვეული.


ეს სურათიც მაგონებს რომელიღაც უკვე ნანახ სურათს, მაგრამ ვერ გავიხსენე ვერაფრით...



თუშები თვლიან, რომ თუშეთი ყველაზე ლამაზი მხარეა საქართველოში. მე ვეთანხმები. არა იმიტომ, რომ ეს ასეა, ნწ, ის ზუსტად ისეთივე ლამაზია, როგორც ხევსურეთი, სვანეთი ან ზანავი-ნუნისი. უფრო მეტიც, თუშეთის გზის რაღაც ნაწილი ზუუუუსტად ისეთივეა, როგორც ხევსურეთის.

უბრალოდ, მე იქაური ვარ. ესაა და ეს.

მე პოლინეზიის არქიპელაგის ნახვა მინდა. ერთი კონკრეტული კუნძულის-ფატუ-ჰივასი. ფატუ-ჰივას მეზობელია ტაიტი, არა, კი გამიხარდება საგზურის მიღება მანდ, მაგრამ ტაიტიზე ჩასული აუცილებლად ჩავალ ფატუ-ჰივაზეც, და ქვას წამოვიღებ, რომელიც იმით განსხვავდება იმ რიყის ქვისგან, რომელიც ჩემს ეზოში გდია, რომ მასზე შეიძლება ოდესღაც ტურ ჰეირდალმა დააბიჯა.

მწერალი გაცილებით უკეთესად დაწერდა ალბათ ამაზე

მე კი უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ პწიჩკებს სვამს უკვე ნანახი აუცილებელი ღირსშესანიშნაობების გასწვრივ, ვერასოდეს მიხვდება, რატომ შეიძლება დაადგე გზას ისე, რომ არ გქონდეს კონკრეტული მიზანი.

February 09, 2011

წერილი მას, ვისთან შეხვედრასაც ვისურვებდი


ტურ
კონ-ტიკით რომ გადაცურე ოკეანე,8000 კილომეტრი, სულ არ გეშინოდა? აი საერთოდ? სულსულ?
მე შემეშინდებოდა, კაკ მინიმუმ იმისა, ზვიგენებს თუ დავინახავდი ახლომახლოში.



აღდგომის კუნძულზე ის კაცი როგორ აიძულე, ეჩვენებინა როგორ "დაყავდათ" ქანდაკებები?


ძალიან მშურს შენი ტაიტური ცხოვრების, ფატუ-ჰივური ცხოვრების კიდევ უფრო მეტად, რამაგარია, იცხოვრო ჯუნგლებში ცივილიზაციის ყველანაირი მიღწევების გარეშე, ჭამო ის, რაც ხეებზე ასხია, იძინო ბამბუკის ქოხში, უძველესი თავის ქალები შეაგროვო და ისტორიები მოისმინო, გადაცურო ერთი კუნძულიდან მეორეზე თვითნაკეთი ნავით და სრულიად შემთხვევით წააწყდე გოგენის მიერ ამოჩუქურთმებულ კონდახს.
მე ვერ ვარ შენნაირი გამბედავი თორემ მეც მოვნახავდი რამე გზას, მსგავსი ქმედებების ჩასადენად.

ნორვეგიელი ტურ ჰეირდალი. მკვლევარი, ეთნოგრაფი, მოგზაური.

http://en.wikipedia.org/wiki/Thor_Heyerdahl

May 19, 2010

ტურ ჰეირდალი ანუ დაბრუნება ბუნებასთან


კონ-ტიკის გემბანზე, საკვებად დაჭერილი რომელიღაც თევზით

ისინი ცხოვრობდნენ ბამბუკის რტოებისგან გაკეთებულ ქოხში, რომელიც ბანანის ფოთლებით იყო დახურული, ჭამდნენ მხოლოდ იმას, რაც ტყეში და მდინარეში მოიპოვებოდა, ტანთ მცენარეებისგან გაკეთებული "ტანსაცმელი" ეცვათ და იმავე მდინარეში ბანაობდნენ, საიდანაც სასმელ წყალს იღებდნენ.
ტურ ჰეირდალი ნორვეგიაში, ლარვიკში დაიბადა და პირველი ექსპედიცია 24 წლის ასაკში განახორციელა ცოლთან ერთად, როცა პოლინეზიაში წავიდა, რათა ველურების მსგავსად ეცხოვრა, ცივილიზაციის ყველა "სიკეთის" გარეშე და იქაური ფლორა-ფაუნის წარმოშობა გამოერკვია (საიდან მოხვდნენ იმ მიყრუებულ კუნძულებზე მცენარეები, ცხოველები და ბოლო-ბოლო ადამიანი).
თავდაპირველად ის ტაიტის "გამგებელმა"- ტერიიერომ იშვილა,რომელსაც უამრავი ცოლი და შვილები ყავდა, ტაიტური სახელები მიცა, ასწავლა, როგორ ეცხოვრათ ველურ პირობებში, როგორ მოედუღებინათ ფორთოხლის ხის ფოთლებისგან ჩაი, გამოეცხოთ პურის ხის ნაყოფი, გააცნო ყველაზე გემრიელი ბანანი- ფეი (რომელიც ახლა ალბათ აღარც არსებობს) და მხოლოდ ამის შემდეგ გადაბარგდნენ მარკიზის კუნძულების კუნძულ ფატუ-ჰივაზე, სადაც კუნძულის პრინცესას კუთვნილი ხეობა "იქირავეს".

ფატუ-ჰივა

შემდეგ იყო კონ-ტიკი, გალაპაგოსები, აღდგომის კუნძულის გრძელყურიანი ადამიანები...
ტურ ჰეირდალის "ფატუ-ჰივა" 9 წლის ასაკში წავიკითხე, მერე კიდევ ბევრჯერ გადავიკითხე და დღემდე ვიზიარებ მის "ფილოსოფიას", რომ მუსიკა მხოლოდ იმიტომ გვჭირდება, რომ ბუნებასთან კავშირი დავკარგეთ, ბუნებრივი მუსიკის ხმები აღარ გვესმის და სუროგატებს ვეძებთ.
და იმისათვის, რომ ბუნებამ "მიგვიღოს", მას პატივი უნდა ვცეთ და მისი დამანგრეველი ძალის გვეშინოდეს, აგდებულად არ მოვექცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ვიწვნევთ მის შურისძიებას.
ტურ ჰეირდალი 2002 წელს გარდაიცვალა.