Showing posts with label წარსული. Show all posts
Showing posts with label წარსული. Show all posts

June 01, 2011

To Survive



ისე არავის და არაფერს შეუძლია ჩემი განიარაღება
ვიდრე იმ ადამიანებს,
ვისთანაც წარსულით ვარ მიჯაჭვული.

მე ვერ "ვიბმები" ნათელი მომავლის იმედებით
(არა იმიტომ რომ არ მჯერა)
მე შეიძლება ხვალ აღარ ვიყო
ან ვეღარ ვიყო
ან მე მე აღარ ვიყო
კჩორტუ ყველა დაპირება
მომავალზე...
მთავარია ახლა და აქ
და
ის, რაც იყო, რაც არის
რეალური
ხელშესახები

არა რა, არ უნდა წამოეწყო რუსეთს ჩვენთან ომი
არ უნდა ავსულიყავი მე მთაწმინდაზე
არ უნდა მომესმინა ზარების განწირული და ისტერიული რეკვა
და არ უნდა გამეცნობიერებინა
რომ
აი, ამ წამს, ამ კონკრეტულ მომენტში
ჩემი ცხოვრება შეიძლება ისე დამთავრდეს, რომ არც კი დაიწყოს

და მე დავიწყე ცხოვრება

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე არასოდეს ყოფილა
იმიტომ რომ მე არასოდეს მქონია ადგილი, რომელსაც ჩემ-ს დავუძახებდი



ჩემი ოქრო ჩემთან...
ენკი-ბენკი-სიკლისა...
ესა-მესა-გადის-ესა...
ენიკი-ბენიკი-მენიკი...

იყო და არა იყო რა
იყო და არც იყო
დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა
პატარაში სულ არ იყო...


ამბობენ, სურვილები რომ აგიხდეს, ჯერ უნდა იცოდე, რა გინდაო
ხოდა აი, მეც ვზივარ და ვფიქრობ
რა მინდა
რომ მინდა მეორე წუთას რატომ აღარ მინდა
საერთოდ რატომ მინდა
ან
რატომ არ მინდა

ჩამოყალიბდი, მაიკო, ჩამოყალიბდი...

არასოდეს არ მქონია მომავლის იმედი
  • მაშინაც კი, როცა კლდეზე ვეკიდე თოკით და ცოცვის ელემენტარული წესები არ ვიცოდი.
  • ზანავში გაყინული ვიდექი და ბილიკს ვერ ვპოულობდით
  • როცა შაორზე საშინელ ჭექა-ქუხილში მეძინა
  • ისე მტკიოდა ემოციები, რომ ვგრძნობდი როგორ მეკუმშებოდა რაღაც, შიგნით
უბრალოდ, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად დარჩებოდა წარსულში, მოგონებებში, თვალის გადასავლებად მაშინ, როცა კიდევ უფრო ცუდად, ან კიდევ უფრო კარგად ვიქნებოდი, ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი გონება აუცილებლად გადაახარისხებდა და მხოლოდ კარგ/ასატან მომენტებს დამიტოვებდა და მაქსიმალურად "დაივიწყებდა" უარყოფით მოგონებებს.



ვერ ვიტან სიტყვას ნახვა-მდის

მე არასოდეს მქონია მომავლის იმედი

January 23, 2009

ადამიანები წარსულიდან

ამასწინათ მოვიდა ლაბში ჩემი ბაღის ჯგუფელი, დედამისიც მოყვა, თავის დროზე ჩემი ბაღის მასწავლებელი იყო ის ქალი. თელავიდან ჩამოსული მაინცადამაინც აქ მოვიდა და მაინცადამაინც მე რო ვიყავი იქ, მაშინ...

დღეს ადნაკლასნიკებზე ვიღაც ცისკარიშვილი იყო შემოსული, კვალს გავყევი და ბავშვობაში სოფელში ზაფხულობით რომ ჩავდიოდი და მეზობლად მაიკო რომ ცხოვრობდა, იმას გადავაწყდი... დედაჩემს არ მოწონდა ის და მისი ოჯახი და იმდენი ქნა, აღარ ვკონტაქტობთ აგერ უკვე 6 წელია მგონი. კაი ბავშვი იყო არადა, უბრალოდ აქაურობისთვის ზედმეტად ემოციური და თავისუფალი.

მერე კიდევ ერთი გოგო ვნახე, და მისი ძმა, ეს გოგო სკოლის მოსწავლე და ძმა საერთოდ ბავშვი მახსოვს, ახლა წვერებიანი თინეიჯერია.

ამ ზაფხულს ქუჩაში რომ მივრბოდი ჩანთით ხელში, ვიღაც ბიჭმა გამაჩერა, მაიკოო. აი რომ არ გამომცნაურებოდა ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი რომ ეს ბიჭი ჩემი ნათესავი იყო, ჩემზე ორი თუ სამი წლით პატარაა, სულ პატარაობაში ერთად ვთამაშობდით, ერთხელ მანქანას ტალახი ვესროლეთ, (გასართობი გვქონდა ესეთი) და მართლა მოხვდა წინა მინაზე და კინაღამ რაღაცას შეასკდა. საბურავების წივილზე გავიქეცით და სიმინდებში დავიმალეთ, ის კაცი კიდე მის დედას ეჩხუბა და მერე კარგად დავისაჯეთ )))) კაი ბოვშვი იყო, ახლა კიდევ დიდი ბიჭია, თანაც კაი ბიჭი : ))
კიდევ......

ერთხელ ბიძაშვილმა მთხოვა, ვიღაც უნდა ვნახო, გამყევიო.... ჩემი ყოფილი მეზობელი, თელავიდან, მეხუთეზე ცხოვრობდნენ. ძმა ყავდა პატარა, რაღაც დეფექტით თვალებზე. საბერძნეთშჳ წავიდნენ მერე, ეს გოგო აქ გათხოვდა და დაიკარგნენ. თურმე საბერძნეთში ეს ბავშვი, ანუ ბიჭი, ანუ გიორგი რომელიც ახლა ასე 18-19 წლისაა და საერთოდ ვეღარ ხედავს, ოპერაციის გასაკეთებლად ჩაიყვანეს უკრაინაში სადაც ჩემი ბიძაშვილის სიძე პატრონობდა ,დაატარებდა, ექიმია თვითონაც და იცოდა სად და როგორ, ბოძაჩემთან ცხოვრობდნენ. მოკლედ, ბიძაშვილისთვის "პატივი რომ ეცათ" რაღაც უნდა გაეკეთებინათ და ამ გოგომ მე წამიყვანა მხარდამჭერად და უხერხულობის გასაფანტად : ))) საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა მე და იმ გოგომ გავიხსენეთ ჩვენი ძველი კორპუსი და სამეზობლო, გაჭირვების პერიოდში , ანუ იმ პერიოდში რაც ეს ოჯახი იქ ცხოვრობდა, ერთ ოჯახად რომ ვცხოვრობდით : )) 12 თუ მეტი წელი არ მყავდა ნანახი....

თჲ წაიკითხეთ და გაიფიქრეთ რომ აბდაუბდაა, ბოდიშს ვიხდი, რისი თქმა მინდოდა მეც არ ვიცი, უბრალოდ, ასეთი შემთხვევითი ადამიანები სიხარულის ნაცვლად ხანდახან ისეთ სევდას იწვევენ ხოლმე......

June 13, 2008

მოგონებული ნივთები


ხოდა

დღეს რა მეტაკა არ ვიცი და ჩემი მოსაგონარი ნივთების დალაგება გადავწყვიტე, ბოლობოლო როდესმე ხომ უნდა მომეწესრიგებინა. სველი ტილო ავიღე, გადმოვყარე,გავწმინდე და თავიდან დავალაგე:

ძალიან ლამაზი დეკორატიული ქვა სარფიდან და იდიოტურად მოხატული ქვა ბათუმიდან,პრაქტიკებზე რომ ვიყავი , მაშინ ნაპოვნი, ზღვის ქვები ბათუმიდან, დავხვეტე და წყლიან ვაზაში ჩავყარე, არ არიან მეტის ღირსები....
ხო... მერე გათლილი ჯოხი და პაწუკა გირჩი რკონიდან, ჩემი პირველი "კარვიანი", ფორუმილი ლაშქრობიდან გამოყოლილი... : )))) არც არავის ვიცნობდი, არც არავინ მიცნობდა... მაშინ ვნახე მექსი, ფეხსაცმელი რომ დამისველდა და მოწყენილი ვიჯექი პარალონზე, მოვიდა დაპარკის ფეხსაცმელები გამიკეთა... არადა არ მომეწონა მაშინ, უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა ძალიან.... მეტჯერ არც მინახია, პრინციპში, მაგრამ სიკვდილმა იმოქმედა... იმდენაც ადამიანზე არ დამწყდა გული, ვისაც არ ვიცნობდი, იმაზე დავფიქრდი რომ ერთ დღესაც , ასე, სადმე წასული, შეიძლება ვერასოდეს დავბრუნდე სახლში.....
ნუნისელი გაფხოკილი, წიწვებგაცვენილი ნაძვის თუ რაღაც ამდაგვარის რტო.... რატომ ვინახავ? პატაპუტინას მაგონებს... და მგლებს... და კოცონთან ღამე, სპალნიკში ძილს,( არ ვაპირებდი არადა, ვერც გავიგე ისე ჩამეძინა)))). იქ გავიცანი წივწივა და ალექსაც. უფრო სწორედ, წივწივამ თავისი კურტკა მომახურა, ძალიან რომ მციოდა, მე კი ასეთი რამეები მამახსოვრდება კარგად... თან თურმე მთაში დადიოდა და კლდეზე ცოცავდა.... პირველი მთაშიბოდიალა გავიცანი და ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა.... ალექსაც ყოფილა, არ მახსოვს,თვითონ მითხრა : ))))
შატილელი მთის ბროლი........ შატილი....მიხაროდა შატილში, თითქოს დაკარგული სახლი ვიპოვე დიდი ხნის შემდეგ... მთის ბროლის კრისტალები წყალში ვიპოვე,მდინარეში.
ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტი------ეისიდ ბარი, ჰერმიონი, ჯინი, მორეირა, ხვიარა, ჰარი პოტერი, ჯადოსნური პორტალი, ინტერვიუ... :)))) ბავშვობა..... ჯადოსნური სამყაროს პატარა ნაწილი, დადებითი ნაპერწკალი ჩემს ცხოვრებაში.
თიხის შეღებილი პატარა სოსკიანი ბავშვი... 16 გავხდი რომ მაჩუქეს, მგონი. სკოლასთან,მარის,ბეროსთან ასოცირდება და უბრალოდ, ჩემ იმდროინდელ მეს მაგონებს.
ბირთვისელი ხის ქერქი, და გამხმარი უვიწყარები..... არ დამავიწყდება ბირთვისები.... ის კლდეები, ქარი, და ენიას კელტური მელოდიები..... შენ სულსულ მაღლა ზიხარ, ყველა კლდეზე მაღლა, ქიმზე, ფეხები ჰაერში ქანაობს, ცოტა გადაიწევი და....ფრი...... და აღარ იქნები..... სასწაული სიჩუმე და სიმშვიდე , მიუხედავად იმისა ,რომ ქარი გიწეწავს თმებს, არ არსებობს არაფერი ამ მომენტის და ამ წამის გარდა.. დრო ჩერდება თითქოს ბირთვისებში.... ლამაზია საქართველო.... განსაკუთრებით ლამაზია ბირთვისები, მზე როცა ჩადის.... სისხლისფერ-აგურისფერ-შავია კლდეები, გადაგრეხილი ერთმანეთში, მთელი სისტემა, კუნძულივით ამოსული ვაკეზე.... შორს ჩანს როგორ მოდის წვიმის ღრუბელი, ქუხილიც აღწევს, მოვიდა ნელ-ნელა ჩემამდე, ქარი და წვიმის მსხვილი წვეთები დამიშინა... ჯიუტად გავაგრძელე კლდეებზე ჯდომა, მაწვიმა-მაწვიმა და მერე ისევ თავისი გზით წაწვიმდა.... მიყვარს საქართველო...
დადუკას მოსაგონარიც მაქვს... დადასი კიარადა, დადუკასი.... ბანანებიანი სამაჯური, ჟუვაჩკა, ხურდა და წითელთვალება თავისქალა.... შესანდობარი იყოს....... წითელი კულული აკლია მხოლოდ......
კიდევ..... ხევსურეთიდან ჩანთით ნათრევი სიპის ქვა და ჯოხი მაქვს.... საწყალი ჯოხი თავიდან მეტრი იყო... მერე....მესამე დღე იყო, დილის 9 საათიდან დაწყებული მოვდიოდით ,დაღამდა , საშინლად წვიმდა,ელავდა, გრუხუნებდა, მთელი დღის ნასიარულებს, ფეხები მტკიოდა ისე, რომ ავტოპილოტზეც ვეღარ მივდიოდი, წამოფარებული მქონდა საწვიმარი, მხრები მტკიოდა ჩანთისგან ,მივდიოდი ქვიან გზაზე,ხეობაში, ველოდებოდი ყოველი მოსახვევის მერე სოფლის სინათლეების გამოჩენას, და არადა არ ჩანდა... გაგვაფრთხილეს თან ,მეცხვარის ძაღლები დადიანო,ფრთხილადო და მეჭირა ეს ჯოხი,ხელს ვუწერდი და იმხელა ძალას მაძლევდა... ვერ გადავაგდე, ახლაც შენახულია....
......
ბაღიდან გაფერადებული ბალახი წამოვიღე... სადღეღამისო ბაღი იყო, ფაქტიურად არაფორმალური "პრიუტი". ერთი ბავშვი მომწონდა, დაგლეჯილ ტანსაცმელში, ბუთხუზა,კეთილი თვალებით. მოუქნელად მივეფერე, ვერ მეხერხება და, ისე მომეკრო, გული მომიკვდა. მამიკო მოკვდაო, დედას არ შეუძლია და აქ მომიყვანაო... მონოს ბარათებით თამაშობდა ბავშვი.... საკუთარ თავს პირობამივეცი, დავბრუნდებოდი და საჩუქრებს გავუკეთებდი ,მაგრამ ვერ შევძელი.... არ შევძელი...... ახლა უკვე აღარ იქნება ბაღის ასაკის, იქნებ აღარც ის ბაღია, არ ვიცი....... სადაა, როგორაა..... აჩიკო ერქვა.
ჟონჟოლის გამხმარი ყვავილი--წიფადან, დიადი აღმოჩენების სოფლიდან. მიყვარს ეს მოგონება..... ხის სახლი, შეშის ღუმელი, "ძევიჩნიკი" და მკითხაობა, მწვანე ეზო, ნეო, ულამაზესი ხედი დილით, აივნიდან,ახალგაღვიძებულზე, ერთ-ერთი კარგად გასახსენებელი ქეიფი და გემრიელი ღვინო...შვილების დაბადების და გარდაცვალების თარიღები, ფანქრით, ოთხკლასდამთავრებული ქალის მიერ კარადის კარზე დაწერილი...
გამხმარი ბურთულიანი ნაყოფი--მარი რომ მესტუმრა, და ნარინჯისფერი სამაჯური-- სიღნაღიდან----ისე, შემთხვევით შემოეკედლნენ თაროს.
ბროლი მაქვს კიდევ დავითგარეჯელი. ესეც,პრინციპში, შემთხვევითი სტუმარია.....
გადაჭრილი თოკი... წივწივამ მაჩუქა, ბირთვისული ნათლობის მოსაგონარია, პირველი დაშვებისა კლდიდან,ცურვა და ცოცვა რომ არ ვიცოდი და მაინც წავედი, უფრო სწორად წამიყვანეს და გამამხნევეს, ხელი შემაშველეს,ბევრი მეხუმრეს, ბევრიც მეკაიფეს, რო ვიმხდალე გამომთათხეს კიდეც... აქ გავეცანი როგორია ნამდვილი ლაშქრობა... კლდის ქვეშ ძილი, სიურპრიზული დაბდღე, წვიმა და ჩემი სიგარეტები და რომ მაინც უნდა დავანებო თავი, ჩუნგა-ჩანგა მდინარის პირას...
ფორთოხლის ჩაი და წითელი ბანწიკი აბასთუმნიდან-- არადა არ მომეწონა ჩაი, მაგრამ რამე მინდოდა წამომეღო და... წითელი ბანწიკი, მოვაჭერი რასაც ება, გადავაგდე და ბანწიკი შევინახე, სიმბოლისტკას სიმბოლისტკური ქცევა... : )))) მზე იყო იქ ძალიან ძალიან თბილი, ისეთი შემოდგომის, მე რომ მიყვარს. დაკიდევ ბევრი სიმყუდროვე იყო. უი ხო, მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო იქ, მაგრამ მოვიგერიე :მო:
საყვარელი მიაუ სტიკერი მაჩუქა სვითიმ და შევინახე,დამენანა მიკვრა. იყოს, ბლოგერობისდა აღსანიშნავად. სვითიმ პირველმა იპოვა ჩემი ბლოღი...
ცაცხვის ჩაი უფრო სწორედ, ნარჩენი... აფჩხი რომ მჭირდა, მომინახულეს, მომიტანეს და ბოლომდე არ დავლიე
კიდევ უცნაურად მოხატული და მოსამკუთხო-ტეტრაედრული ფორმის ქვები მაქვს ვერე-რეჩკული ბოდიალიდან..... ომგ, რა საშინელი ბოდიალი იყო, უმიზნო და უშინაარსო... ფეხები ორი დღე მტკიოდა, კედებით ვიყავი და.... გზაში მე და ტარზანკამ გადავაპრიკოლეთ იქაურობაზე და იქაურებზე თორემ რა მეშველებოდა მარტო რომ წავსულიყავი....
კარსანის წუბდისპანსერიდან წამოვაპროწიალე რაღაც წიწვიანის ნაყოფი.... ახლა უკვე გახმა და მილიონ ნაწილად გაიფარჩხა, თავის დროზე ლამაზი ბურთი იყო, მაგრამ მე ასეთი საწყალიც მიყვარს......
მუხის გამხმარი ფოთლები არ მახსოვს საიდან წამოვიღე...... : ((((( არადა აშკარად ახალი მოტანილია...... სად ვიყავი ნეტავ....
კონუსივით დახვეული ნიჟარები კვერცხთა ომიდან და მსოფლიო წარღვნის დღიდან ,მასეთი გემრიელი წვიმა თჲ მენახოს სადმე, მე ვიყო შპროტის ბანკა.
ჩვეულებრივი დახვეული ნიჟარები ბაზალეთის ტბაზე რომ ვიყავით რამდენიმე კაცი, შებოლილი ძეხვივით რომ ჩამოვედი და ორი კვირა კურტკას ვანიავებდი და ვერ ვანიავებდი.
წითელი ვარდი, გამხმარი, ცაბამ დამიტოვა და გადასაგდებად დამენანა, იდგა,იდგა, გახმა და დავდე ჩემს ნივთებთან ერთად.
რაჭველი ქვა შაორიდან და ზნაკვიდან,გადატეხილი ქვაა ჩაქვავებული სხვა ქვაში და მე მელამაზა... ლამაზი იყო ჭრაჭა, სველი, წვიმიანი და გემრიელი...
კიდევ რამდენი მოგონებაა უსიმბოლოებოდ...... და მავიწყდებიან.....