January 18, 2009

EN-თამაში, ჰარი, და მე

გუშინ ვითამაშე ზაფხულის მერე პირველად და გამიხარდა-მომეწონა-მესიამოვნა. დინამიური თამაში გამოვიდა, სწრაფი,მოხერხებული და ზოგადად, საკაიფო.. ჩემი წვლილიც შევიტანე, უფანრობისდამიუხედავად (დამიჯდა,მიღალატა) ორი კოდი მოვნახე, ნაჭერზე მივხვდი რა უნდა გვექნა და ერთიორი ლოკაცია გამოვიცანი, თუმცა ეგ ერთობლივად ხდება ხოლმე, ვიღაცას ლოკაცია ახსენდება, ვიღაცას კიდევ რაღაც და ერთობლივად მივბოდიალობთ აზრამდე.
არც ისე არ ციოდა როგორც მეშინოდა....
თანაც გაუთვალისწინებელი ტოესწ შედარებითგათვალიწინებულმა ფიზიოლოგიამ შემომიტია მარა წამლებიც მომარაგებული მქონდა პლიუს თავდაცვა და რამე, და ისე ყოჩაღად ვმოძრაობდი მეთვითონ გამიკვირდა.....
გამისწორდა შუაღამისას ბოდიალობა და რამეების ძებნა
საახალწლო თამაში გააკეთეს და კუკიაზე მოგვიწია ბოდიალი, კუს ტბის გზაზე, ციყვებთან, მე ყველაზე მეტად ეგ ლოკაცია მომეწონა, წიწვოვნებში დავბოდიალობდით სუფთა ჰაერზე, ალაგ-ალაგ თოვლიც კი იყო შემორჩენილი...
მერე გზაზე ვიპოვეთ პაწუკა ლეკვი, ისეთი პაწუკა, პური ვერ ჭამა, არ იცოდა რა იყო, თან ნავთის თუ სალიარკის სუნად ყარდა. გუნდელმა წაიყვანეს მივხედავთო.....
პ.ს. ხომ არავის უნდა? ჯანმრთელი იყო, პაწუკა და შეშინებული, შუა ტრასაზე იჯდა და დაჭყეტილი იყურებოდა, როგორც კი კალთაში ჩაისვა ჟენკამ, გაიტრუნა და კმაყოფილმა დაიძინა.
აუ სხვა რა?
რავი ისეთი არც არაფერი.
ჩემი დაბრუნება ენკაში შედგა, ჩემი რა, გუნდის.


წავედი ყავას დავლევ აზრზე მოვალ და იმ შეკრებაზე წავალ.

მოკლედ, ენკა რულზზზზზზ

update:ვეღარ წავალ, ძაან შემომიტია : (((((((

No comments: