September 23, 2009

ნეხუიასებე ტური, ნაწილი IV, დასკვნითი.

გრიგოლეთელი ტურისტები







ვერ მოვაბი თავი დამთავრებას. ვეღარ ვწერ ვერაფერს, ზედმეტად ბევრი ემოციები როცა მიგროვდება, სიტყვები სადღაც იჩხირებიან ხოლმე, არადა ამ ბოლო დროს იმდენგან ვიყავი და იმდენად დავიტვირთე, ჯერ აზრზე მოვდივარ. მარა უნდა დავამთავრო.

იქ შევჩერდი მემგონი, ზესტაფონის გასასვლელში რომ ვიდეთ რუგზაკებზე,დილის 5 საათი იყო დაახლოებით, მანქანები მაინც დადიოდნენ, ძირითადად დიდი სატვირთოები, მაცივარ-საწყობი მარშუტკები, კანტიკუნტად მსუბუქი მანქანები, რამდენიმე დიიიიდმა ავტობუსმაც გაიარა. რამდენი საათის ნაბოდიალ-დაღლილი, დავჯექი დახვეულ პარალონზე, ჩემ რუგზაკს მივეყრდენი, სარი გადავიფარე და მოლოდინისთვის მოვემზადე, აი ბედს რომ შეეგუები ადამიანი, მოხდს რაც მოსახდენიაო. წივწივა დაკოჭლაობდა იქვე საცოდავად და მანქანებს აჩერებდა. არ დამავიწყდება ალბათ არასოდეს ის სიტუაცია, ღამე, სიჩუმე, ძაღლების ყეფის ხმები, ყველა მძღოლს იმედით რო უყურებ და სათითაოდ მიაქვთ შენი იმედის ნაწილები გავლილ მანქანებს.

უცებ რაღაც მარშუტკა გააჩერა, თან სარეისო! ღამის 5 საათზე ყველაფერს წარმოვიდგენდი და მაგას ვერა. 7 ლარად გრიგოლეთამდეო და შევცვივდით გიჟებივით. მე და წივწივა წინ დავსხედით ჩემი ჩანთიანად, გვანცა და ანდრო სადღაც უკან შეძვრნენ. არ მეძინებოდა საერთოდ და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ჩამეძინა, სამაგიეროდ წივწივას გაუჩნდა სალაპარაკო თემა, როგორ მეძინა ვიღაც კაცის თუ ბიჭის მხარზე. თითქოს გზას ვუყურებდი და მერე უცებ მქაჩავს ვიღაც, მე მომეყუდე და ისე დაიძჳნეო. აუ ისე შემრცხვა იმწუთას, ჯერ ვიღაცის მხრის ბაქტერიების სახის კანით გაცნობა რა სასიამოვნოა და მერე კიდე წარმომიდგენია რა ბოლის არომატები ამდიოდა და რა შევაწუხე ის ვიღაც. :კომპლექს: ვეღარც დავიძინე, ჩავეხუტე ჩანთას და ვიყურებოდი ჭუკივით.


ასე შეგვხვდა ნესტიანი ზღვა,დილის 7-ოდე საათი...

უცებ უკნიდან ანდრო ყვირის ჩავედითო. ჩამოვლაგდით მარშუტკიდან, თენდება, ნაცრისფერია ცა, ჰაერში ნესტის სუნი დგას, ცივა. დავადექით გზას ნელ-ნელა. ისე მციოდა, ისეისე, წამდაუწუმ აღმოსავლეთისკენ ვიყურებოდი მზის მოლოდინში, ის კიდე არადა არ ჩანდა, გზაც გაიწელა... სახლები შეთხელდა და სასტუმროები დაიწყო, ერთგან გადავუხვიეთ პლაჟზე, მაგრამ საშინლად ბინძური იყო,
იქვე მეთევზე და მისი ცოლი უამრავ თევზებს წმინდავდნენ თუ ახარისხებდნენ, მეცხვარის ლეკვი დარბოდა. რაღა ლეკვი, ჩემზელა ძაღლი იყო, მარა ბიჭებმა, ლეკვიაო. ანდრომ პური აჭამა და ვსე, აგვეკიდა ძაღლი. ძუნძგლიანი, ბეწვი აბურძგნული და ალაგ-ალაგ ჭუჭყიან, შავ ნაფლეთებად ჩამოკიდული. აქ ვერ დავბანაკდებით, სადმე შორს წავიდეთო და დავადექით გზას, წივწივას პროტესტის მიუხედავად.

დაწალიკებულები მივდიოდით, წინ ანდრო, მერე მე და გვანცა მორიგეობით ვუსწრებთ ერთმანეთს და მერე მოჩანჩალობს წივწივა და თან "გავჩერდეთ-გავჩერდეთ-დავისვენოთ-მეძინება-კიდე ბევრი უნდა ვიაროთ-მალე მივალთ-და-ასე-შემდეგ. " ერთგან გაჭედა, იჯდა და აღარ მოდიოდა. რომ არ დავმალო, იმ დილას ცოტ-ცოტა ყველამ გავჭედეთ, მარა აბა თქვენ ცადეთ რამდენიმე საათი მატარებლის ლოდინი, მერე პაპუტკის, და უთენია, ღამენათევზე სამი-ოთხი კილომეტრი (ან მეტი) მძიმე ჩანთით. აი ძალიან გაიწელა გზა, მივდიოდით-მივდიოდით და აღარ უჩანდა ბოლო. გვანცას ფეხი ატკივდა და ცდილობდა მოხერხებულად ევლო. თან ეს ძაღლი მოგვდევდა, არ გვშორდებოდა და კინაღამ გავრეკე, ბანაკში ეგ ძაღლიღა გვეკლდა, ჭუჭყიანი, ბინძური, მივდიოდი და თან ხმამაღლა გამოვხატავდი აღშფოთებას. ჩამოგვშორდა როგორც იქნა, იმ ადგილსაც მივაღწიეთ, სადაც გადასვლა შეგვეძლო პლაჟზე, შევედით, დავყარეთ ჩანთები სილაზე და დავჯექით.


თითქმის მაშინვე წავედი ზღვისკენ, აუცილებლად უნდაწამეღო სადმე უარყოფითი ენერგია, თორემ ვიფეთქებდი, ზღვაზე კიდევ ნისლის ბოლქვები იყო, თოლიები დაბუზღუნებდნენ იქვე, ქვიშაზე, ღრმადჩავისუნთქე, ვმედიტირდი ასე 5 წუთი და ნუ ცოტა აზრზე მოვედი.


მომდევნო რამდენიმე საათი პირდაპირ ქვიშაზე, პარალონებზე გვეძინა-ვთვლემდით. მზემ დაიწყო ამოსვლა, მივეშვირე ცხვირპირიანად, კარგადჩავთბუნდი და წავედი სიზმრებში. ძაღლის ხმამ გამაღვიძა, თვალი გავახილე, ვიღაც ქალი დაგვდგომია თავზე და გვიყურებს ცნობისმოყვარეობით. მერე ისევ ჩამეძინა... მეორედ სიცივემ გამაღვიძა, ვიყინებოდი საშინლად, წამოვჯექი, მიმოვიხედე და გამოვშტერდი, რამდენიმე მოაგარაკე კუპალნიკებით იქვა, ვიღაც კაცი ზღვაში ბანაობდა და პატარა ბავშვები გარბოდნენ ჟრიამულით ზღვისკენ. და მე ამ დროს მეცვა: თბილი ნასკი, თბილი შარვალი, მაიკა, ჟაკეტი და დუტის ჟილეტი, ვიწექი მზეზე და მციოდა!! თან ცხვირი მქონდა აშკარად დამწვარი მზეზე.

წივწივა უკვე გამოღვიძებული იყო, სულ დაავიწყდა რომ დილაობით თუ ძალიან გამოუძინებელი ვარ,ფეთქებადსაშიშჳ ვხდები და ჩემს გართობას და კარგ ხასიათზე მოყვანას ცდილობდა ნამეტანი ორიგინალური ფორმით, ბინოკლი მომაწოდა, ნახე იმ კაცს ტრაკის ღარი უჩანსო. ოღჩ აი როგორ ვერ ვიტან ეგ რო უჩანს გოგოს და ახლა ვიღაც ბაბუაჩემისხელა კაცს, პუკე, ხოდა კინაღამ წავაყუდე წივწივა ქვიშაში თავით






"ყველასგან მიტოვებულია თითქოს"-ჩემი მეგობრის კომენტარი ამ სურათზე

წავედით მერე საბანაკე ადგილის მოსაძებნად, სადაც უნდა ყოფილიყო წყალი, სუფთა ქვიშა სწორი ზედაპირით, რაც შეიძლება ნაკლები ხალხი და ნაკლები ნაგავი და კიდევ შეშა, ცეცხლისთვის (ჩაი,ყავა,რამე ) და კიდე ბუჩქები. შორს მომწვანო მდელოსავით მოჩანდა, ვანცამ მანდ ჭაობიაო, ნამყოფი ვარ ვიციო, არ დავუჯერეთ და წავედით მე და წივწივა ექსპედიციაში. არ იყო ჭაობი, მშუენიერი ბუჩქები იყო, კაი შორს კი იყო... გზადაგზა რამდენიმე "ქვიშის მდელო" ვნახეთ, შეშებიც ეყარა, აგარაკებს რომ გაცდებოდი თითქმის, ხოდა იქ დავბანაკდით.

ჩვენი კარავი და ისინი

ძალიან-ძალიან ცხელოდა, ცა იყო მოწმენდილი და ზღვა ციიიივი ანუ ჩემთვის ცივი, პირველ დღეს ძლივს ჩავედი, მციოდა, მერე და მერე გავუთამამდი. საერთოდ, რაჭაშიც და ზღვაზეც ჩვენ ჩაგვქონდა კარგი ამინდი, აქაც და იქაც გვითხრეს, პირველი დღეა რაც ამინდები გამოვიდაო.



ქვიშის ვარვარისგან და შუადღის ხვატისგან თავშესაფარებელი ერთადერთი საშუალება კარავი იყო, ორივე კარი გავუხსენი, გემრიელი ნიავი დატრიალდა და სანამ ხალხი მაღაზიაში იყო წასული, მშვენივრად მეძინა, გამოვიძინე, მერე შეშაც შევაგროვე და ვიბანავე და ბლაბლა.







წყალი იქვე მოდიოდა პომპით თუ რარაცით, არ ვიცი რა ქვია, წყალი უნდა ჩაგესხა მილში, დაგექაჩა სახელური და ამოვიდოდა, მივედი, ვეწვალე-ვეწვალე ვერ ვქენი, მერე სახლის პატრონი გამოვიდა და მიშველა, ჩემი საცოდაობა რომ დაინახა. ხოდა დავდეთ წყლიანი ბოთლები ქვიშაზე და მალე ცხელი წყალიც მზად იყო შხაპისთვის


საღამოს კოცონიც დავანთეთ, ჩაი ავიდუღეთ, რაღაც ძალიან უცნაური იყო კოცონი ზღვის პირას: )))))))))

ხო, სილაზე აუცილებლად უნდა დავწერო, სილა იყო ყველგან, ჩაის ჭიქით დაწყებული, ნასკით დამთავრებული, საძილე ტომარაშიც კი იყო, არადა იმდენი ვფერთხე, აქ რომ ჩამოვედი, თმიდან იმდენი სილა გამძვრა, იმდენი.

მეორე დღეს ბიჭებმა ბავშვობა გაიხსენეს, ჯერ სილაში ითამაშეს დაკოშკები აშენეს, მერე დათვების დასართხობად წაღებულ ასაფეთქებლებს დანიშნულება მოუნახეს და კონსერვის ყუთით რაკეტობანა ითამაშეს, თვითოეულ აფეთქებას აღტაცებული ყიჟინა მოსდევდა თან : )))



მეთევზე

რა დავწერო კიდევ? არ მახსენდება განსაკუთრებული არაფერი, ისიც საკმარისი იყო იმწუთას, მხოლოდ ჩვენ და ზღვა რომ ვიყავით. (ადამიანები იმდენად შორს იყვნენ, არ გვეხებოდნენ).
დაბრუნებით, მარშუტკით ფოთამდე და ფოთიდანაც მარშუტკით თბილისამდე...




გვანცა დაისის ფონზე


თუგაადიდებთ, ჩვენი მოგზაურობის არასრულ ვერსიას ნახავთ.








დაბოლოს, ჩემი მოგონებული ნივთი-აყვავებული მიდია.
და ფავორიტი ფოტოც : )

ეს კი ლინკები პირველი სამი ნაწილის
http://bunbunland.blogspot.com/2009/08/i.html
http://bunbunland.blogspot.com/2009/08/ii.html
http://bunbunland.blogspot.com/2009/08/iii.html

7 comments:

Toma said...

neta maseti stilit mogzaurobas (karavi) Tu shevdzleb rodesme.
miyvars grigoleti, miuxedavad imsia rom dzlian chuchkiania mainc. imitom rom dzaalian kargi mogonebebi maqvs mag adgiltan dakavsirebit.

გურამი said...

მიშაა! ოთხივე ნაწილი მიშაა! ძაან მაგრად აღწერე და გემრიელადაც.

Unknown said...

verasdris ver SevZleb ase siaruls... magram minda. gulcrfelad.

Anonymous said...

ბოლო ფოტო ულამაზესია!

fe_male said...

პეეეერ :2kiss:
მშურს, მშურს... თეთრი შურით მშურს პერ.......)))))
მსოფლიოში ყველაზე ძალიან მიყვარხართ შენ და წივწივა... უზომოდ მენატრებით..
წავედი ახლა თორემ გული ამიჩუყდა და ვიტირებ....))))
:2kiss: :2kiss: :2kiss:

Unknown said...

ooo nanatri me4 nawili, rogorc iqna !

neta axla damabruna im droshi.. zgva, koconi, karavi.. cudad var monatrebisgan

Int3lig3nt said...

ეს რა ორიგინალური რუკა დაგიხატიათ.
ვისი იდეა იყო, მასეთი განლაგება?