August 27, 2009

ნეხუიასებე ტური, ნაწილი II

ონიდან შაორზე, ჭექაქუხილიან-წარღვნიანი ღამე, დიდი წივწივ პირველი დაბდურთმბრძანებელი,ონელი პეპი, ძროხების შემოსევა და იმპროვიზირებული აბაზანა გოგონებისათვის



ონში მემგონი რაჭველი დაგვემართა, ისეთი აბნეულები და აბდლები დავიოდით წინ და უკან...

კახასთან ყოფნის მესამე დღეს დილიდანვე გამოვიქეცით რაღაც ყვითელი ავტობუსით, რომელიც ხალხით იყო გაძეძგილი, საბედნიეროდ სანამ რაჭველები რამეს მოიფიქრებდნენ, მე და გვანცამ უცებ დავიკავეთ უკანა ოთხი ადგილი და ცალ-ცალკე ვებრძოლეთ მე ვიღაც ბიჭს და გვანცა ვიღაც ბავშვებიან ქალს ადგილების დაკავება რომ უნდოდათ.

ონში ჯერ იყო და თორმეტისკენ ჩავედით სადგურში და შოვისკენ ავტობუსი ოთხზე ადრე არ გავიდოდა, ჯერ ვჭამეთ , კოკა-კოლა დავლიეთ, მერე დიდისამბით ავიბარგეთ და რატომღაც ფეხით გავუყევით შოვისკენ, იმის იმედით რომ ვინმე პაპუტკა წაგვიყოლებდა, მაგრამ ვერ ვიარეთ და პოლიციის წინ დავეყარენით ბარგიანად.
ანდრო და წივწივა რუკის საშოვნელად გაემრთნენ და შუა თათბირზე შეუვარდნენ ამგეობის ხალხებს თურმე, რუკა გვინდაო. რაის რუკა ქვე შენი ჭირიმეო და გამოისტუმრეს უკან.
ღორების ოჯახი პოლიციის თუ საკრებულოს წინ
დავჯექით და რამის გაჩერებას შევეცადეთ, მთელი საქრთველოს ვილისები იქ იყვნენ და ბევრი ფული უნდოდათ შოვამდე, რაც არ გვქონდა, ხოდა ვუშვებდით საწყალი სახით.

მერე ვიღაც კაცი მოვიდა, ქვე შენი ჭირიმე, რა არის თქვენი თემაო, სად მიდიხართო, ჩანაწერებს რატო არ აკეთებთ და საერთოდაც წამო ჭიორაში წამოდითო. წივწივამ კარავი.ჯე-ზე დაუწყო საუბარი, რასაკვირველია თვალი დაყვლიპა და ვერ მიხვდა რაზე იყო ლაპარაკი, მერე გვანცას აუშარდა, რომ მიგიტრიალებია ცხვირი იქეთ, მოიხედე აქეთ რომ ვლაპარაკობო, ანდრო უცხოელად ჩათვალა და ჩვენ გვეკითხებოდა სადაურიაო. ჩემთვის საბედნიეროდ არ მოუქცევია ყურადღება, ეტყობა საკმარისად დაბღვერილად შევხედე, შენ ვიღას დაკარგვიხარ თქო. ვერ ვიტან ასეთ არამკითხე ტიპებს, მოვიდა დადგა და შექსპირისეული ენით წაგვიკითხა ტირადები იმის შესახებ, საიდან იწყება ჩვენი საქართველო და რომ წელს პირველად ჭამა კიტრი თავისი ბაღიდან და თურმე აქამდე გემო არ ცოდნია. გზადაგზა თავის რუსულს ამარიაჟებდა. ისეთი სასაცილო აქცენტი ქონდა ტუჩები შემომეჭამა რომ არ გამცინებოდა, დიდი სიამოვნებით გადავიხარხარებდი, მაგრამ შემეშინდა რომ გამიბრაზდებოდა.

მერე კეთილი პოლიციელი მოვიდა, აქ არავინ გაგიჩერებთ ისევ სადგურში წადითო, ავიკიდეთ ჩანთები და წავჩანჩალდით ისევ უკან, სადგურში.
მოლოდინი ბუნდოვნად მახსოვს, აუტანელი სიცხე იყო, მტვერი, ბევრი ხალხი და დაწყვეტილი ნერვები, იმიტომ რომ ვერ ვარკვევდი სად მივდიოდით. ვიჯექით და რაღაცას ველოდებოდით, მე არ ვიცოდი, რას, და ვერ გაჭედვას ვბედავდი, ბიჭებმა თითქოს იცოდნენ რა და როგორ და....... მერე ანდრომ, შაორზე ჩავიდეთო და შეიპირეს ვიღაც მარშუტკა 8 ლარად. ავა შოვში და ჩამოვა და წაგვიყვანსო... ამ დროს კი ჯერ ავტობუსი გავიდა, მერე სხვა მარშუტკა და ბიჭები დაელურსმნენ ადგილს, არა, გინდათუარა იმ მარშუტკით უნდა წავიდეთო. ოღჩ რა დიდი სიამოვნებით დავაწიწკნიდი თმებს იმწუთას. თან, 4 კაცი 8 ლარი შაორამდე შანსი არაა ალბათ კაცზე თვა 8 ლარი და აუგებრობაა თქო და ვიჯექი და გავდი-გამოვდიოდი ვირტუალურ კედლებზე.

არადა რა ბედნიერი სახე მაქვს ამ სურათში :))))

წივწივა დეზდემონას ეფერება, ლეკვს პურები ვაჭამეთ და ცაცკალი ვერც მიხვდა რომ უნდა ეჭამა, ეთამაშებოდა, სულელი :)))(ერთხელ, ზუსტად ასე ვიჯექი დაქალთან ერთად დედოფლისწყაროში, მარშუტკას რომ ველოდი, მაშინაც მაღაზიის კიბეზე და გამტვერილი, თან ჯოკერს ვთამაშობდით.)


ონში პეპი ვიპოვე!!!!! ნახეთ რა საყვარელი, გაბრაზული და წითურაა, თუნდაც ამის გამო ღირდა ის ჩემი კედლებზე სეირნობა და ჩანთააკიდებული სირბილი აპარატით ხელში, რომ რამენაირად დამეფიქსირებინა, იმდენი ვდიე ბოლოს შეწუხდა და რაღაცას ამოეფარა. სამწუხაროდ ძალიან შორს მიდიოდა და წესიერად ვერ გადავუღე.
და არის, აღსრულდა ოცნება! მივაღწიეთ შაორამდე (მართლა მხოლოდ 8 ლარი უნდოდა თურმე) და პირველივე ადგილას დავახეთქეთ ბანაკი, ისეთი დაღლილები ვიყავით, პირადად მე სულ ცალ წიხლზე მეკიდა სად ვიქნებოდი, ოღონდ სადმე გავჩერებულიყავით და პირველივე შემხვედრ ხეებიან მდელოზე იმასვქენით, ლამაზი ადგილი იყო მომენტ, ოღონდ წყალსაცავის დამბიდან შორს. უცებ წკაპ-წკაპ- გავშალეთ კარავი, მოვაპროწიალეთ შეშები (ყოფილი ღობე, დიდი მადლობა მის გამკეთებელს და შემდგომში დამშლელსაც), დავანთეთ კოცონი და ასე შემდეგ როგორც ხდება ხოლმე.


ოღონ წყალი არ გვქონდა , ანუ წყარო, პირდაპირ შაორის წყალისაცავიდან მოგვქონდა



მარჯვნივ რომ ხეები ჩანს, იქ იყო ჩვენი ბანაკი,შუაში ცოტათი შაორი ჩანს, წითელი და თეთრი წერტილი კი ანდროს და გვანცას მოაქვთ წყალი და დარეცხილი ჭურჭელი შაორიდან. ძალიანაც არ გვინდოდა იმ წყლის დალევა, მარა მოვიკრიბე ტვინის ყველა კუნჭულში რაც რამე ცოდნა მქონდა და გავიხსენე რომ წყალი ან სამი წუთი უნდა ადუღო ან ლიტრზე სამი წვეთი იოდი გაუკეთო და დააყოვნო და მასე ვშვრებოდით, ოღონდ მე იოდიანი არ დამილევია, გემო არ მომეწონა .

პირველ ღამეს ისსსსეთი მშუენიერი თავსხმა, ელვა და ჭექაქუხილებით გვიმასპინძლა შაორმა, რომ აი მნამ , წარმოიდგინეთ, ღამე გეღვიძებათ უცებ იმისგან რომ წვიმა კარავის სახურავზე ბარაბნებს უკრავს, მერე ელვა ანათებს და ასე ათიოდე წამში გრგვინავს. თან უბრალოდ კი არ გრგვინავდა, ტალღებად მოდიოდა ხმას, ზღვის ტალღა რომ ეხეთქება და იშლება, ისეთი შეგრძნებით ვუსმენდი, მიყვარს წვიმა ჭექაქუხილით, სტიქიის შეგრძნება მიყვარს. რაღაც მომენტებში წვიმა ნელდებდა, ჩამეძინებოდა და ისევ თავიდან ბაბაააააახ. უცებ წივწივა აგდებს კარვიდან აბვიაზკას, რომელიც რკინისაა, სიტყვებით "ამისგან რამდენი დაღუპულა" ხოდა აი ამ დროს ძააააალიან შემეშინდა, წარმოვიდგინე როგორ გვეცემა მეხი, თან თავს ვიმშვიდებდი, აქვე დიდი ხეებია, იმათ დაეცემა თქო. მარა სველი მიწა ხომ დენს ატარებს თქო--სამაგიეროდ კარავი ისეთი ნაჭრისგანაა აქამდე არ მოუშვებს თქო ვამშვიდებდი თავს თან რომ გაიელვებდა მუშტებს ვუჭერდი და "ხმა გვიან მოვიდეს, ხმა გვიან მოვიდეს" ვიძახდი გონებაში, რაც უფრო გვიან მოდის ხმა მით ურო შორსაა განმუხტვა და უფრო არასაშიში კაირადა საერთოდ არაა საშიში მარა იმ აბვიაზკის გადაგდების მერე დამრია ხელი შიშმა, ოოოხ წივწივ რა თან ამ დროს კარავში სამარისებური სიჩუმეა და მგონია რომ ყველას ძინავს და ამ დროს გვანცამ კინაღამ ანდრო დაჭმუჭნა თჲრმე შიშისგან




მეორე დილა ღრუბლიანი გათენდა, სველი და გამოლოკოკინებული. სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველაგან ლოკოკინები ეკიდნენ, ემაგრნენ, დაცოცავდნენ, იმალებოდნენ, მისრიალებდნენ. რომ მიდიოდი ბალახში ჭყლატა-ჭყლუტის ხმა ისმოდა, შანსი არ იყო, ფეხს ვერ აუქცევდი იმდენი იყვნენ. ირგვლივ სულ გუბეები იდგა და სადაც არ უნდა წასულიყავი ყველან ჭყაპუნობდა და სველოდა. ერთადერთი მშრალი ადგილი მგონი ჩვენი ბანაკის მიწა იყო, მაგ მხრივ ავიმართლა, არ დავაკვირდით და ისე დავეცით ბანაკი და...



ცხოველებში საერთოდაც ძალიან "გვიმართლებდა", როგორც აღმოვაჩინეთ, ჩვენი ბანაკი ზედ ძროხების ფარის ტრასაზე იყო და დილით არ ვიცი, მეძინა ხოლმე, და ყოველ საღამოს და დღის მანძილზეც კი ვიგერიებდით ძროხებს. თან რა ნაგლები იყვნენ, მოდიოდნენ, დადგებოდნენ და იყურებოდნენ, თავიდან ისე მეშინოდა ხოლმე, მეცემიან და მირქენენ თქო, მივდიოდი ჯოხით ხელში და კი არ გარბოდნენ! მერე მასწავლეს ხმამაღლა დაუყვირეო და ყვირილ-სირბილით ვაფრთხობდით ხოლმე.


ჰხომდა წამოსვლის დღეს პური რომ დაგვიობდა (კიდე კარგად გაძლო 5 დღე) ბიჭებმა რომელიღაც ძროხა გამოიჭირეს, ჯერ პური აჭამეს, მერე მოტყუებით შემოიყვანეს მტრის ბანაკში და მოწველეს ძროხას სულაც არ გაუპროტესტებია, იდგა თავისთვის. ვიდეოცაა ძალიან სასაცილო მარა ვინაიდან მონაწილე პირის ნებართვა არ მაქვს, ვერ დავდებ : )))





შაორზე დიდი ბანაობაც მოვაწყეთ, დაბანაკების მეორე დილას მე და გვანცამ ავხიკეთ შამპუნები საპნები და მსგავსი მოწყობილობები და შაორისკენ დავიძარით, ამავედროს წივწივას დაურეკეს შენი ძაღლია ცუდადო და თავპირისმტვრევით თბილისისკენ გაქანდა, დღეს ან ხვალ დავბრუნდებიო. შაორზე არავინ არ იყო, მზე ცოოტათი ათბობდა, მაგრამ ცუდი ნაპირი იყო დამბასთან ,სულ დიდ-დიდი ლოდები,თან ფსკერი არ ჩანს და საშიშია ფეხის დაცურება. ვიარეთ ვიარეთ და შედარებით პატარალოდური "პლაჟი" მოვნახეთ. პირველმა გვანცამ გაბედა, წყალი იყო ცივი და ცივზე კიდევ უფრო ცივი, თან თავს ვიბანდი თან სამ ხმაში ვკანკალებდი მაგრამ ბოლოსკენ როცა მთლიანად ჩავედი წყალში ისე გათბა უკან აღარ მინდოდა ამოსვლა. ხოდა ამოვედით წყლიდან, ვიცვლით რიგრიგობით და უცებ მოდის ჯიპი, ჩერდება, ორი გოგო გადმოდის და იყურება. მე და გვანცა დამფრთხალი პარტიზანებივით დავიმალეთ ლოდების უკან, მივიფარ-მოვიფარეთ თუ რამე გვქონდა, აღვშფოთდით, შევშფოთდით და დავგმეთ მათი საქციელი, რა იყო, მობანავე გოგოები არ უნახიათ, თუ?

ვბრუნდებით სახლში კიარადა კარავში, მე ყურებამდე შეფუთნული,ზამთრის ქუდით, თავი რომ არ წამეყინოს და ძალიან სუფთა შეგრძნებებით ვტკბებით.

ამასობაში წივწივა გვატყობინებს რომ რაღაცის გადასახვევთანაა (სორიწე, გეოგრაფიული კრეტინიზმი მჭირს) , მერე ვიგებთ რომ ქუთაისშია და ქუთაისს ათვალიერებს. wtf? რა უნდა ამას ქუთაისში აკი თბილისში მიდიოდა? გზაში გაუგია კიკი უკეთესადააო და სადაც გაიგო იქვე ჩამოხტა ალბათ. ქუთაისში ექიმთან მივიდა, კოჭი ჩაისვა, ამოვარდნილი ქონია. უკანა გზაზე კარაველებმა წამოაყოლეს, საწყალი მთელი რამდენი საათი წვიმაში იდგა ტრასაზე, მერე ცეცხლი დაუნთია თბებოდა, ამასობაში ტაქსმა ჩამოიარა და ცოტა ხანი შეიფარა. მერე კარაველებმა წამოაყოლეს ჩვენამდე. გზიდან რეკავს, ცხელი წყალი დამახვედრეთო, ჩვენ ჩავთვალკეთ რომ კარაველები ალბათ აქ აპირებენ დაბანაკებას თქო და რომ წარმოვიდგინე როგორ შეესეოდა ის 20კაცი ჩვენს ბანაკს და ამწვანებულ მინდორს, გული მომიკვდა, არც დანარჩენებს მოეწონათ ეგ იდეა. არა,კარაველების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ძალიან მყუდროდ ვიავით იმ მინდორზე იმისათვის რომ ამდენიხალხი გამხარებოდა: ))) (იქმყოფი სამი ადამიანის გარდავისაც ვიცნობდი). ვიჯექით კოცონთან და ვმსჯელობდით როგორ იქნებოდა...კაი ხნის დაღამებული იყო წივწივა რომ მოვიდა,უკარაველებოდ, თავიდან ფეხებამდე სველი, დამდნარი ხინკლებით, მოვხარშეთ და შევწვით და შევახრამუნეთ, მერე რა რომ დამდნარი იყო, ზატო პახოდში ვის გაქვთ ხინკალი ნაჭამი, ჰხა?

ერთი პირი შეშინებაც მოვასწარი მაგ დღეს, კარავში ვარ, მთვლემს და ის-ის არის ჩამეძინა, ანდრო და გვანცა გარეთ კოცონთან სხედან, და უცებ მესმის"შარისთვის მზად უნდა იყო" და "გოგოების პონტში ყოველთვის შარია" და მსგავსი რაღაცეები. მეთქი ვაი, თან მწყემსს ის ორი დღე რაც იქ ვიყავით, წივწივა არც დაუნახავს და გონია ორი გოგო და ერთი ბიჭი არიან და ბზზზ-ები ჩემრთო, მივცუნცულდი მაშინვე კოცონთან ,ვიღას ახსოვდა შენი ძილი. თურმე ვიღაცცეები დადიოდნენ ყვირილით და ანდრო დანას ამზადებდა და მაგ ხმებზე და ახსნებზე გამეღვიძა . მეთქი ვაივუი რა ხდება, რატოა საშიში, მართლა არასოდეს არ მომსვლია აზრად, ამდენი ხანია დავდივარ, რომ შეიძლება ადგილობრივი აგიშარდეს და ხიფათში გაება. ჰხომდა მოვისმინე უცხო ადგილას მოქცევის წესები, რომლებიც როგორც დამამახსოვრდა, ასე ჟღერს:
  • თუ ვინმემ ლაპრაკი დაგვიწყო, აუცილებლად ვყვებით, არ ვეკამათებით და ყველაფერზე თავს ვუქნევთ (ონში მე და გვანცამ ცხვირები რომ გავუბზიკეთ იმ კაცს, არ შეიძლებოდა თურმე).
  • ვბანაკდებით მოსახლეობისგან შეძლებისდაგვარად შორს.
  • ვფილტრავთ ლექსიკონს.
  • არ ვეხებით სოფლის არანაირ საკუთრებას.
  • ყოველიშემთხვევისთვის ყველაფრისათვის მზად ვართ.
  • გოგო თუ ვართ, მაქსიმალურად ბაბაიაგურ ვიდზე უნდავიყოთ
  • არ ველაპარაკებით რელიგიაზე და უსიტყვოდ ვემორჩილებით "იქ არ შეხვიდე ეს არ ქნა" წესებს (განსაკუთრებით მთაში და აჭარაში კიდო)


თუმცა მე მაინც მგონია რომ საფრთხის რისკი გაზვიადებულია, იმიტომ რომ ქართველები მაინც სტუმართმოყვარე ერია, პირველად რომ ვიყავი რაჭაში, ზნაკვაში, იქაურმა ბებოებმა პატა აქაურია წარმოშობითო რომ გაიგეს, მთელ ჯგუფს ლობიანები, ხაჭაპურები და ღვინო მოგვიტანეს, ვიღაცის სახლში დაგვაბინავეს წვიმის დროს, ერთგან ყავაც კი დაგვალევინეს.

აუ მე ყველაზე ძალიან ის გამიხარდა, რომ ცეცხლის მოვლა-პატრონობა ვისწავლე. ანუ როგორც წესი საკმარისი იყო რამეს მივკარებოდი რომ ქრებოდა ხოლმე და ახლა არ მიქრებოდა და გახარებული დავრბოდი წინ და უკან და ვაყრიდი და ვაყრიდი შეშებს და პატარა ბავშვივით მიხაროდა .

კიდევ ერთი ღამე სულსულსულ ვარსკვლავიანი ცა იყო, ვიწექი გულაღმა და ვუყურებდი როგორ ვარდებოდა ვარსკვლავები. ვარსკვლავიან ზეცის ყურებისას უსასრულობის შეგრძნება მეუფლება, წარმოვიდგენ როგორი საშინელი სიჩქარით მიქრის დედამიწა უსაზღვრო სივრცეში და რომ მე ამ ყველაფერთან შედარებით სრული არარაობა ვარ. ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ფიზიკურად ვგრძნობ, როგორ იზრდება და ფართოვდება გარშემო სივრცე, როგორ ვპატარავდები ნელ-ნელა და უწონადობაში ვტივტივებ. ოღონდ ბავშვობისას უფრო მძაფრი იყო ეს შეგრძნება, ახლა კი ნელ-ნელა სუსტდება და ალბათ მაშინ გაქრება, როცა საბოლოოდ გავიზრდები და იმ ბავშვის აღარაფერი დარჩება, რომელსაც ეგონა რომ ყველა ვარსკვლავი ვიღაცას ეკუთვნის და მისი ჩამოვარდნისას ვიღაც ასრულებს ცხოვრებას, და თუ შენ ამას შეესწრები, მისი დაკლებული ცხოვრება შენ მოგემატება. მიყვარს ღამის ვარსკვლავიანი ცა და ამავედროს მეშინია კოსმოსის, რომელსაც დღე ვერ ვხედავთ და ლურჯი ზეცა თითქოს გვიცავს, ღამე კი ეს მოჩვენებითი საფარიც სადღაც ქრება და შენ პირისპირ ხარ ამ ყველაფერთან, უზარმაზარო სამყაროში ჩაკარგული პატარა ჭიანჭველა...

ჩვენი ბანაკიდან ასე 50 მეტრში იყო ეს გუბურა, დაჭაობების პირას მყოფი, ზედ იხვებით, რამდენჯერმე ვუყარაულე, მაგრამ ვერ გამოვიჭირე, არადა ხმები მესმოდა საიდანღაც, თვითონ კი არ ჩანდნენ.


ამოყირავებული სურათიზა ბოდიში, წივწივა იმდენი ხანი წვალობდა ამის ასაშენებლად ხეებზე, ცოცვა ვისწავლოთო და უნამუსოდ დამეზარა და არ ავცოცდი


ნიკორწმინდა იქვე იყო, სამ კილომეტრში და ბოლო დღეს გადავწყვიტეთ ასვლა, წივწივა იქვე დავტოვეთ,გზაზე, ჩანთებიანად და ჩვენ გავეშურეთ. ძალიან ლამაზი და მშვიდია ნიკორწმინდა, მწუანე ბალახით და თბილი მზიანი გარემოთი. პაწუა ბეკეკა დახტოდა ეზოში და მეეე-მეეე-ვო ბღაოდა რამეს რო შეეკითხებოდი, ძალიან სასცილო ვინმე იყო ჯერ ეშინოდა, მერე მოგვეჩვია, ფეხზე კიარადა ჩლიქზე დაგვიკიდა და გემრიელად წამოწვა, მივცვივდით და ჯერ თვითონ ვაპოზიორეთ მერე ჩვენ ვიპოზიორეთ იმასთან ერთად.

წყალი გვინდოდა აგვევსო და რომ წამოვედით წყაროზე ჩავედით, სანამ ანდრო ავსებდა, მე და გვანცამ დრო ვიხელთეთ დაგადავწყვიტეთ რამე ძეხვი გვეყიდა, მარა ვინ გაცადა, ანდრო დაგვეწია და წაგვაპროწიალა უკან, ეს ძეხვი არა, ზესტაფონში ვიყიდოთ რამე ნორმალურიო, არადა ისეთი საწყალი მშიერი ბოვშვი ვიყავი, საჭმელი კიდევ ბიჭების ჩანთებში იდო, თანაც ტრაკში ანუ ძალიან შორს. რაღას ვიზამდი, დავერიე ნიკორწმინდელ ვაშლებს, ქლიავებს და კაკლებს, ამათაც მოეწონათ და რომ არა ჩემსმიერ შემთხვევით გაჩერებული პაპუტკა, გადავჭამდით ალბათ იქაურობას
ჩამოვღიღინდით წივწივამდე და თათბირი დავიწყეთ რა გვექნა. თან იმ დღეს მოიწმინდა ცა მთლიანად პირველად იქ ყოფნის მანძილზე, მანამდე სულ წვიმდა, შაორი კიარადა ღრუბლების მაგნიტი უნდა ერქვას, რა უბედურებაა, ამდენი სად ეტევა, მთელი დღეები მოდიოდა და მოდიოდა ღრუბლები, მზე-თავსხმა-ჟინჟვლა-ღრუბლიანობა-მზე-და.ა.შ., დავტანჯდი რა!
ხოდა კარაველები ბრუნდებოდნენ მაგ დღეს უძირო ტბიდან და გვინდოდა ზესტაფონამდე გავყოლოდით, სამწუხაროდ ვერ ვუკავშირდებოდით და არ ვიცოდით, ექნებოდათ თუ არა ადგილები, ამიტომაც გადავწვიტეთ დავძრულიყავით და პაპუტკის გაჩერება გვეცადა, გზადაგზა კი ისევ დავურეკავდით...........
შემდეგ სერიაში თქვენ იხილავთ:
წვიმაში კამაზით, ჩემი ჯადოსნური თითი და კეთილი სპარტაკი, ტყიბულური გასტროლი და აბდალი მატარებელი და ბევრი საინტერესობები.

6 comments:

Chaotic said...

არასოდეს ვყოფილვარ ლაშქრობაში
:(

ბანაკები, იცოცხლე და აი, სადმე კარვებით წასვლა....
მიდნა ძალიან. უბრალოდ, არ ვიცი თავს როგორ მოვაბამ: ძრომიალები და ეგეთები არ გამომდის + დღეში ორჯერ დუშში თუ არ შევედი, გული წამივა :D + ტუალეტის არარსებობას, ან ბევრ ადამიანთან გაყოფას საერთოდ ვერც კი დავუშვებ. ექსკურსიაზე ვიყავით ერთხელ და კინაღამ მოვკვდი, იქ ტყის გარდა არაფერი იყო... სახლამდე ჩამოვაღწიე ძლივს :D

პერწკლი said...

უი შენ ახლა მტკივნეულ წერტილს შეეხე : )))
აბაზანის გარეშე მეც არ შემიძლია, მაგრამ პახოდებში გაცილებით უფრო ნაკლებად "ჭუჭყიანდები" ვიდრე ქალაქში და რავი, ვიკიდებსავით ხოლმე : )))
ოღონ თავის დაბანვის დისკომფორტი კია ხოლმე : ((

Schwarz said...

ვააჰ, საყვარელი პეპიიი! სად გიპოვია!!! ეს ხომ თამუნიაა, ჩემი ახლობლის ბავშვი.. სადაცაა თბილისში ჩამოვა, თუ ჯერ არ ჩამოსულა!

მშვენიერი თავგადასავლები გქონიათ! :)

თამუნა_გუდარეხი ;)

Unknown said...

რა ლამაზუნა ხარ იმ ბედნიერ სადგურიან დაღლილ ფოტოში :) აი ძალიან!

პერწკლი said...

ანუკა-- დიდი მადლობა :blush:
schwarz-მოკითხვები გადაეცი ჩემგან : )))
შევუკიკინე მარა მართლა არღფრთოვანებული დავრჩი ისე მომეწონა : )))

Int3lig3nt said...

სად არის გაგრძელება?
ველით!