წინასიტყვაობის ნაცვლად: ეს არ იყო უბრალოდ მივედი-დავბანაკდი ტური, ეს უფრო ნეტა საით წავიდე-მოდი აქ დავბანაკდები-მოდი ახლა აქ წავიდეთ ტური იყო, გეგმების უეცარი შეცვლებით და სპონტანური გადაწყვეტილებებით სავსე, მე ძალიან მომეწონა, მაგრამ კონსერვატიულ და "ყველაფერიოუნდადავგეგმო" ადამიანებს ძალიან გაუჭირდებოდათ.
პირველი მოულოდნელობა იყო ის ,რომ წივწივა დილაუთენია, წამოსვლამდე ველოსიპედით ჩაეხუტა თავახდილ საკანალიზაციო ლუკს და კოჭი იღრძო... ნუ დავიკიდეთ წივწივას კოჭი იმ იმედით რომ უბრალოდ დაიჭიმა (თან ძალიანაც არ კოჭლობდა თავიდან) და დავაჯექით ავტობუსს. არასოდეს არ წახვიდეთ რაჭისკენ ავტობუსით, ისე ნელა დადის, ფეხით მემგონი უფრო მალე ჩახვალთ, შქმერის გადასახვევამდე სადღაც 7 საათი ვმგზავრობდით, ანუ ონამდე კაარგად არმისული... წინ ვიღაც ცოლ-ქმარი იჯდა, ჭამეს, გამოსკდნენ და ნაავი ფანჯრიდან გაუშვეს, ნერვი მომეშალა და ძალიან ხმამაღლა და გარკვევით გამოვხადე უკმაყოფილება, დარწმუნებული ვარ გაიგეს და იმედი მაქვს, შეაწუხათ სინდისმა.
პატარა გამხდარი ბებო რომაა იმას უთქვამს, მოდი წავიყვანოთო და იმიტო შეანელეს სვლა. კეთილი ბებო მოკლედ, ჩაგვსხეს და წაგვაპროწიალეს შქმერში, არადა ჩვენ მხოლოდ ამ ადგილამდე მივდიოდით
ესაა თამარის კლდე და გამოქვაბულები, ოღონდ აქედან არ ჩანს ,უნდა შემოუარო მარცხნიდან. აქაურებმა, ადრე აპირებდნენ გამოკვლევას, ამინდმა არ გაუშვა, ხოდა მიწისძვრის მერე სულმთლად ჩამოშლილიაო. მხოლოდ შორიდან შევავლეთ თვალი და გზა გავაგრძელეთ.
წარმოგიდგენთ ბზის ხეს. სალოცავთან იყო ბზის ხეები. ძალიან ძალიან დიდი ხანი უნდა ბზის ხეებს, რომ აიხარდონ, მუხაზე გაცილებით ნელა იზრდება. სალოცავიდან კი აქ თურმე არაფერი არ მიაქვთ თან, ალბათ იმიტომ გადაურჩა ბოროტ შეშის მჭრელებს. ეკლესია უკვე მიწასთან იყო გასწორებული და ბზაზე იყო მიმაგრებული პატარა ნიშა ხატით და დაღვენთილი სანთლებით. რატომღაც ასეთი ნიშები უფრო მეახლოვება ღმერთთან, ვიდრე უზარმაზარი ეკლესიები. ალბათ შორეული მთიელი წინაპრების სისხლი ჭყავის ამ დროს
გზა იყო ისეთი, საშიში და ლამაზი, ამწვანებულ ხეებში მიდიოდა მიხვეულ-მოხვეული და ცალ მხარეს გადასავარდნი იყო... თან ეს დანჯღრეული მანქანა, მარტო იმას ვნატრობდი არაფერი მოსვლოდა გზაში და აი წკაპ და აღმართზე ჩაუქრა, უკანსვლა დაიწყო და ის-ის იყო დამცხა, რომ გააჩერა და რაღაც მახინაციებით დაქოქა.
მასპინძლის სახლში გავატიეთ ღამე, რაის კარავი, რისი კარავიო, გასცა ბრძანება მასპინძელმა და... მე და გვანცამ გადავხედეთ ერთმანეთს საწყალი თვალებით და ბედს შევეგუეთ. სამაგიეროდ წივწივასთვის იყო კაი, ჯერ ფინალგელი გამოუტანეს ფეხზე წაისვი და ჭრილობაზე არ მოიხვედროო, იმანაც წაისვა ფეხზე და მერე გემრიელად ამოისვა თვალში ნუ სამაგიეროდ ისე აეწვა, ფეხის ტკივილმა სულმთლად გაუარა
მერე მარილწყალიც გაუკეთა დიასახლისმა, ყავარჯენიც უშოვეს და კოჭლი დათო შეარქვეს ბავშვებმა. მარა მაინც არ ისვენებდა, ა, როგორ გარბის ყავარჯნიანად.
რომ მივედით ეგრევე სუფრა გაშალეს, საქეიფოდ დაგვსვეს, იმდენი ხალხი იყო, ნათესავები სულ, ბევრი გოგოები ყავდათ და თან ყველა ერთმანეთს გავდა და ძალიან ლამაზები იყვნენ. თვითონ მასპინძელს სამი ბოვშვი ყავდა, შუათანა ბიჭი ისსსსეთი ლამაზი ყავდათ, ისსსსეთი, ვდიე კამერით და სულ ტრიალდებოდა.
ორი დღე ვიყავით მასპინძელთან და დილა იწყებოდა ფრაზით "აბა ეს ერთი ჭიქა დაგვილიე" და მთავრდებოდა "აბა ეს ერთი ჭიქაც"-ით. უარი გამორიცხული იყო, "ტეხავდა" და დადიოდნენ ბიჭები ასე, ნახევრად ფხიზლები . პარალელურად კახა მთელი შემართებით გვაშინებდა ფოცხვრებით, დათვებით და მგლებით, რომლებიც უეჭველად შეგვჭამდნენ ღამე გარეთ რომ დავრჩენილიყავით, არ მოქმედებდა ის არგუმენტები რომ ეს ჩვენი პირველი პახოდი არაა და რომ ცეცხლიც გვექნებოდა და ე.წ. ხლაპუშკებიც, რომლებსაც მთელ ვაგზალზე ვეძებდით და ძლივს ვიპოვეთ და გამოუყენებელი რომ არ დარჩენილიყო პაწაპუწით აფეთქებდნენ მერე ბიჭები და პატარა ბავშვებივით უხაროდათ "ბუჰ"-ს რომ იზამდა
ხედი მასპინძლის სახლიდან....
შქმერის მიმდებარე ტერიტორიებიც ვნახეთ, კონკრეტულად
ჯასთ მიდამო
მდინარე ხეორას სათავე
მივემართებით მდინარის სათავისკენ
რულჯი ყვაილები
ამ შიშველ ხეებზე გავფანატდი, შქმერის სალოცავის უკან იყო, იმდენი ვუღე და ვუღე სანამ ნორმალური არ გადავიღე , სამაგიეროდ კარგად დავისუსხე.იქ რაღაც მარილიანი პური მაჭამეს, მგონი "შეთქმული" თუ "გაუტეხელი" ქვია, ვერ ვიხსენებ ზუსტად :( სალოცავს რამეს რომ თხოვენ და შეუსრულებს, მერე ეს პურები ამოაქვთ და იქვე ჭამენ. თუ ვინმემ ზუსტად იცით რა ქვია, დამიწერკომენტარეთ.
გვანცა შქმერის ფონზე
11 comments:
განატეხი ხომ არ ერქვა იმ მარილიან ქადიანს, რომ გაჭამეს? ;)
ხოოო, განატეხი : )))
:) trebiuiu gagrdzelebu!
აუ გვანცა არის მგონი ჩემი ქმრის ძმის შვილის ნატლია. i think so. ნათლობაზე მყავს ნანახი ერთხელ და დამამახსოვრდა
მე თქვენი ტურის შესახებ უფრო დაწვრილებით მოვისმინე და აღფრთოვანებული დავრჩი, :)
au gushin ikvnen andro da gvanca chemtan da momikven kvelafers :) auu meeeeeec mindooodaaaa ... magaroaaa :))) da matarebelze xo vabshee ra :D tsivtsiva rocaa modis sadme maatarebels ar unda gaekarot :D
au da kide is video vanxe :D dzroxas ro tsvelis tsivtsiva :D gavigude sicilit :D
rom vkitxulob isev minda rom iq viyo. dauvuwyari tour gamogvivda ra.... gvanca var :P
ანუკ __ კი მგონი ის ვარ ვისზეც ამბობ, კესოს ნათლია :)
ჰოო ”ყველაფერიროუნდადავგეგმო” ადამიანებს მართლაც გაუჭირდებოდათ.
მე მაგალითად გავსკდებოდი ბოღმისგან და წამოვიდოდი თბილისში :D.
გამოშტერებული ვკითულობდი და ვათვალიერებდი ამ სურეთებს. პეპი მომეწონა ძალიან:love: ეხ, ნეტა მეც წამოვსულიყავი :(
Post a Comment