Showing posts with label ბუნება. Show all posts
Showing posts with label ბუნება. Show all posts

August 26, 2009

ნეხუიასებე ტური. ნაწილი I

რაჭა, შქმერი, თამარ დედოფლის გამოქვაბულები, დიქტატორი მასპინძელი და კოჭლი დათო


წინასიტყვაობის ნაცვლად: ეს არ იყო უბრალოდ მივედი-დავბანაკდი ტური, ეს უფრო ნეტა საით წავიდე-მოდი აქ დავბანაკდები-მოდი ახლა აქ წავიდეთ ტური იყო, გეგმების უეცარი შეცვლებით და სპონტანური გადაწყვეტილებებით სავსე, მე ძალიან მომეწონა, მაგრამ კონსერვატიულ და "ყველაფერიოუნდადავგეგმო" ადამიანებს ძალიან გაუჭირდებოდათ.


პირველად იყო სიტყვა კიარადა კახა ჭარელი რომელმაც მოუყვა ანდროს თამარის გამოქვაბულების შესახებ, მანაც შეკრიბა კიდევ სამი ადამიანი და წაასხა რაჭაში, შქმერამდე არმისულში, იდეაში თოკით იმ გამოქვაბულებამდე ჩასაცოცებლად და გამოსაკვლევ-გადასაღებად. გეგმაში იყო 7 დღეში იქამდე მისვლა-გამოკვლევა-უკან წამოსვლა. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი გულიანად ხარხარებდა-ვო. არ მოეწონა გეგმა და გადაწყვიტა რომ ჩვენს ოთხეულს აუცილებლად უნდა შეესწავლა შქმერი და მისი მიდამოები.


დილაუთენია, ჩანთაჩაბარგებული და აპარატგადაკიდებული რომ შევუდექი გზას, პირველი პაპუტკა მაშინ გამომიჩნდა, ჩემი სახლიდან გვანცას სახლამდე გავედი ფეხით და ლამის მთელი გზა უკან მდია, სადაური ხარ, სად მიდიხარ, გაგიყვანო. გვანცა თავისხელაჩანთააკიდებული დამხვდა, მხოლოდ წინ მიმავალი ორი ფეხი და ჩანთა ჩანდა რომ დადიოდა . დიდუბის მეტრომდე ძლივს მივაპროწიალეთ ჩანთები და იმას ვგეგმავდით, ბიჭებს რას გადავუდებდით ჩანთებში, მაგრამ რომ მოვიდნენ თავისხელა ჩანთებით, რა სინდისით ამოვიღებდით ხმას ისეთი მძიმეები იყო მე ძლივს ვძრავდი.

პირველი მოულოდნელობა იყო ის ,რომ წივწივა დილაუთენია, წამოსვლამდე ველოსიპედით ჩაეხუტა თავახდილ საკანალიზაციო ლუკს და კოჭი იღრძო... ნუ დავიკიდეთ წივწივას კოჭი იმ იმედით რომ უბრალოდ დაიჭიმა (თან ძალიანაც არ კოჭლობდა თავიდან) და დავაჯექით ავტობუსს. არასოდეს არ წახვიდეთ რაჭისკენ ავტობუსით, ისე ნელა დადის, ფეხით მემგონი უფრო მალე ჩახვალთ, შქმერის გადასახვევამდე სადღაც 7 საათი ვმგზავრობდით, ანუ ონამდე კაარგად არმისული... წინ ვიღაც ცოლ-ქმარი იჯდა, ჭამეს, გამოსკდნენ და ნაავი ფანჯრიდან გაუშვეს, ნერვი მომეშალა და ძალიან ხმამაღლა და გარკვევით გამოვხადე უკმაყოფილება, დარწმუნებული ვარ გაიგეს და იმედი მაქვს, შეაწუხათ სინდისმა.


ადასახვევთან რომ ჩამოვედით წნევა მქონდა აშკარად მინუსებში, თვალებში წრეები დადიოდნენ, გული მერეოდა და თავი მეწვებოდა მარა მემგონი არ ვიმჩნევდი, ნუ, ისტერიკები არ მომიწყვია ვაიმე მგონი ვკვდები მეთქი, ავიბარგეთ და წივწივა ისე აკოჭვალდა სასწრაფოდ გადავწყვიტეთ რომ აღმართებს არ შევუყებოდით და იქვე, მდინარის პირას ვბანაკდებოდით, ამასობაში გამოჩნდა რაღაც ყავისფერი, ერთი შეხედვით სიკვდილის პირას მყოფი მანქანა, აი სასწრაფოებს რომ ყავდათ ადრე, იმას გავდა (მანქანის მარკების ცოდნაში ნული ვარ), ხელიც კი არ დაგვიქნევია, უცებ თავისით აჩერებს და არც მეტი, არც ნაკლები, თვით ანდროს ნაცნობი, აიაიაიაი სულ 0.000000000001% რომ იყო შეხვედრის და რომ შეგვხვდა!! ხუთი წუთით ადრე ან გვიან რომ გაგვევლო იმ ადგილას, არ შევხვდებოდით. ამას ქვია ღმერთმა გადმოგვხედაო.





პატარა გამხდარი ბებო რომაა იმას უთქვამს, მოდი წავიყვანოთო და იმიტო შეანელეს სვლა. კეთილი ბებო მოკლედ, ჩაგვსხეს და წაგვაპროწიალეს შქმერში, არადა ჩვენ მხოლოდ ამ ადგილამდე მივდიოდით




ესაა თამარის კლდე და გამოქვაბულები, ოღონდ აქედან არ ჩანს ,უნდა შემოუარო მარცხნიდან. აქაურებმა, ადრე აპირებდნენ გამოკვლევას, ამინდმა არ გაუშვა, ხოდა მიწისძვრის მერე სულმთლად ჩამოშლილიაო. მხოლოდ შორიდან შევავლეთ თვალი და გზა გავაგრძელეთ.



წარმოგიდგენთ ბზის ხეს. სალოცავთან იყო ბზის ხეები. ძალიან ძალიან დიდი ხანი უნდა ბზის ხეებს, რომ აიხარდონ, მუხაზე გაცილებით ნელა იზრდება. სალოცავიდან კი აქ თურმე არაფერი არ მიაქვთ თან, ალბათ იმიტომ გადაურჩა ბოროტ შეშის მჭრელებს. ეკლესია უკვე მიწასთან იყო გასწორებული და ბზაზე იყო მიმაგრებული პატარა ნიშა ხატით და დაღვენთილი სანთლებით. რატომღაც ასეთი ნიშები უფრო მეახლოვება ღმერთთან, ვიდრე უზარმაზარი ეკლესიები. ალბათ შორეული მთიელი წინაპრების სისხლი ჭყავის ამ დროს





გზა იყო ისეთი, საშიში და ლამაზი, ამწვანებულ ხეებში მიდიოდა მიხვეულ-მოხვეული და ცალ მხარეს გადასავარდნი იყო... თან ეს დანჯღრეული მანქანა, მარტო იმას ვნატრობდი არაფერი მოსვლოდა გზაში და აი წკაპ და აღმართზე ჩაუქრა, უკანსვლა დაიწყო და ის-ის იყო დამცხა, რომ გააჩერა და რაღაც მახინაციებით დაქოქა.


მასპინძლის სახლში გავატიეთ ღამე, რაის კარავი, რისი კარავიო, გასცა ბრძანება მასპინძელმა და... მე და გვანცამ გადავხედეთ ერთმანეთს საწყალი თვალებით და ბედს შევეგუეთ. სამაგიეროდ წივწივასთვის იყო კაი, ჯერ ფინალგელი გამოუტანეს ფეხზე წაისვი და ჭრილობაზე არ მოიხვედროო, იმანაც წაისვა ფეხზე და მერე გემრიელად ამოისვა თვალში ნუ სამაგიეროდ ისე აეწვა, ფეხის ტკივილმა სულმთლად გაუარა


მერე მარილწყალიც გაუკეთა დიასახლისმა, ყავარჯენიც უშოვეს და კოჭლი დათო შეარქვეს ბავშვებმა. მარა მაინც არ ისვენებდა, ა, როგორ გარბის ყავარჯნიანად.

რომ მივედით ეგრევე სუფრა გაშალეს, საქეიფოდ დაგვსვეს, იმდენი ხალხი იყო, ნათესავები სულ, ბევრი გოგოები ყავდათ და თან ყველა ერთმანეთს გავდა და ძალიან ლამაზები იყვნენ. თვითონ მასპინძელს სამი ბოვშვი ყავდა, შუათანა ბიჭი ისსსსეთი ლამაზი ყავდათ, ისსსსეთი, ვდიე კამერით და სულ ტრიალდებოდა.


ორი დღე ვიყავით მასპინძელთან და დილა იწყებოდა ფრაზით "აბა ეს ერთი ჭიქა დაგვილიე" და მთავრდებოდა "აბა ეს ერთი ჭიქაც"-ით. უარი გამორიცხული იყო, "ტეხავდა" და დადიოდნენ ბიჭები ასე, ნახევრად ფხიზლები . პარალელურად კახა მთელი შემართებით გვაშინებდა ფოცხვრებით, დათვებით და მგლებით, რომლებიც უეჭველად შეგვჭამდნენ ღამე გარეთ რომ დავრჩენილიყავით, არ მოქმედებდა ის არგუმენტები რომ ეს ჩვენი პირველი პახოდი არაა და რომ ცეცხლიც გვექნებოდა და ე.წ. ხლაპუშკებიც, რომლებსაც მთელ ვაგზალზე ვეძებდით და ძლივს ვიპოვეთ და გამოუყენებელი რომ არ დარჩენილიყო პაწაპუწით აფეთქებდნენ მერე ბიჭები და პატარა ბავშვებივით უხაროდათ "ბუჰ"-ს რომ იზამდა



ხედი მასპინძლის სახლიდან....

შქმერის მიმდებარე ტერიტორიებიც ვნახეთ, კონკრეტულად




ჯასთ მიდამო





მდინარე ხეორას სათავე




მივემართებით მდინარის სათავისკენ





რულჯი ყვაილები




ამ შიშველ ხეებზე გავფანატდი, შქმერის სალოცავის უკან იყო, იმდენი ვუღე და ვუღე სანამ ნორმალური არ გადავიღე , სამაგიეროდ კარგად დავისუსხე.იქ რაღაც მარილიანი პური მაჭამეს, მგონი "შეთქმული" თუ "გაუტეხელი" ქვია, ვერ ვიხსენებ ზუსტად :( სალოცავს რამეს რომ თხოვენ და შეუსრულებს, მერე ეს პურები ამოაქვთ და იქვე ჭამენ. თუ ვინმემ ზუსტად იცით რა ქვია, დამიწერკომენტარეთ.



კიდევ ამ ძნებზე......

გვანცას "უძირო ტბა" მოეწონა, სამწუხაროდ არ მაქვს იმისი სურათი, სოფელთან ახლოში, ხეებშუა გაყურსული პატარა ტბაა, მომწვანო-მოლურჯო ფერის. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ადრე აქ ხარებიანი ურემი დაკრგულა და ამიტომ ეძახიან უძირო ტბას.

ისე, ვერ გავიგე, სადაც რამე ტბაა მემგონი ყველას უძიროს ეძახიან რაჭველები, იმიტომ რომ კარაველებიც იყვნენ სულ სხვაგან უძირო ტბაზე და მერე ონში ვიღაც კაცი გველაპარაკებოდა, ჭიორელი ვარ და ჩვენთან უძირო ტბააო


გვანცა შქმერის ფონზე




მოსაღამოვებული ნისლები.
საბოლოო ჯამში კაი იყო შქმერში, თუ იმას არ ჩავთვლით რომ რატომღაც ძალიან უსუსურები ვეგონეთ იმ ხალხს და ორ მეტრზე რომ ჩამოვრჩებოდით რომელიმე, შფოთავდნენ, არ დაიკარგონო. განჯარეულის გამოქვაბული გვინდოდა გვენახა, სტალაქტიდები ყოფილა შიგნით. მაგრამ მარტო არავინ გაგვიშვებდა, იმათ შეწუხებაც აღარ გამოდიოდა, ამიტომაც ორი ღამე გავათიეთ იქ და დილაზე გავეშურეთ ონისკენ, იქიდან შოვში გვინდოდა ასვლა, მაგრამ სულ სხვაგან ამოვყავით თავი.

June 11, 2009

რომ......



ემოციები შემომელია...

მიწა მინდა

ცხელი

რომ

ისევ შევიგრძნო

ყველაფერი.

May 17, 2009

პახოდების სეზონს გახსნილად ვაცხადებ!

ხალხნო და ჯამაათნო!
ესსსსეიგი ასე და ამგვარად
წლის პირველ სერიოზულ პახოდს გახსნილად ვაცხადებ!
:ტარადაააამ:

ჰხო, მივდივარ ზნაკვაში, ეს არის რაჭაში, ზუსტად არ ვიცი სად,მაგრამ ასეთი ადგილი რომაა კი ვიცი









ნუ ჯერ ბევრი ვიფიქრე სანამ ჩავეწერებოდი, მოვიფიქრე და ზუსტად მაშინ დაიხურა სია,თუმცა ბედმა გამიღიმა და ჩემი ადგილიც გამოჩნდა.
წივწივასგან თბილი სპალნიკი ვითხოვე, ჩემი თხელია და სრული ბედნიერებისთვის მჭირდებოდა თბილი,უარი არ უთქვამს.
ხალხსაც არ ვიცნობ წესიერად, მხოლოდ ხათოს, მის დას, ალექსას და ტრულის და მგონი ვსო და ერთორს ვირტუალურად. ნუ ვისაც ვიცნობ საკმარისია იმისათვის რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. სულ 21-ნი ვიქნებით, და პარასკევიდან კვირამდე სრულ ჰარმონიაში ვიქნებით იმედია.

ვაიმე ისე მიხარია ლამის კენგურუსავით ვიხტუნო წინ და უკან
იმდენი უნდა ვიარო, ვიფოფხო, ჰაერი ვყლაპო, გავიმტვერო, კოცონთან გავიმჭვარტლო და ნაცარი მოვქექო, ლუდი დავლიო, ბალახში ვიგორაო, მოკლედ, დედამიწა თავზე დავიმხო
ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა ნივთები წავიღო სრული კომფორტის შესაგრძნებად.

გაიზიარეთ რა ჩემი სიხარული



პარასკევამდე დარჩა 5 დღე

May 04, 2009

სადღაც იქ, წვერზე.

რაღაც საოცარი დღე იყო, ჯერ ღრუბელი, მერე საშინელი წვიმა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი, მერე ნისლები, ულამაზესი სანახაობა იყო, დგახარ ზემოთ გორის წვერზე, სუნთქავ ნაწვიმარ, ცინცხალ ჰაერს და ხედავ ორივე მხარეს "ხეობაში" როგორ დადიან ღრუბელ-ღრუბელ ნისლები, ნელ-ნელა ზემოთ ამოდიან და ბოლოს რძისფერ ნისლში ეხვევი. მერე ნისლი მიდის და კაშკაშა მზე გამოდის, ცაზე კიდევ თეთრი მთვარე და დაცვარული ბალახი

აი ასეთ დროს ვხვდები ხოლმე რომ ვცხოვრობ!


წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, არ ვიცი პირველად-არ ვიცი მერამდენედ, მაგრამ გუშინ თავისი პირდაპირი მოვალეობა პირნათლად შეასრულა: შეგვიფარა

წივწივამ დაგვიბარა დილით არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ თავისუფლებაზე, მერიასთან, (ხო, აქ უნდა აღვნიშნო, არ ვიცი წვიმის გამო-არ ვიცი იმის გამო რომ დილა იყო, ათ კარავზე მგონი 1 კაცი მოდიოდა. ერთი ბებო კიდევ თან კარავში იჯდა, თან მათხოვრობდა.)

დილას ძლივს ავწიე თავი, ნაწვიმარი იყო და კინაღამ ძილი შევიბრუნე, კიდე კარგი არ შევიბრუნე! გარეთ ისეთი ცინცხალი ჰაერი იყო მივხვდი დღეს რაღაც კარგი იქნებოდა.


ჰხოდა მივედით სადღაცამდე, არ ვიცი სადამდე,წყარო კი იყო იქვე, და ფეხით გავუყევით მინდორს, ყვითელი ბევრი ყვავილები იყო ზედ და მე და აივერსონი ისე დავდიოდით რომ ფეხს არ ვადგამდით, მერე წივწივასაც შევთავაზეთ და რას ამბობ, მაგას რო ვუყურო როგორღა ვივლიო, ლოლ ალაგ-ალაგ მზეც გამოვიდა და ურავაშა ჩამერთო, კურტკის წაღება დამავიწყდა და მციოდა და გავთბი.

მერე ოთხ ჯგუფად დავიყავით და კვერცხების ომი გავმართეთ, ჩვენ ჯგუფს ურჯულო ტუსიბრუები დავარქვით, ცოტა კვერცხები შემოვინახეთ და ყველაფერი რომ მორჩა შემონახული კვერცხები დავუშინეთ დაუცველ ხალხს ჰხო ამ სურათში მზაკვრულ გეგმებს ვალაგებთ მე ის ვარ თავიდან ფეხებამდე შეფუთული როა.

თან ისეთი კვერცხები იყო არ ტყდებოდა და ერთი ისე მწარედ მომხვდა და თან არ გატყდა, მერე ავიღე გავუქანე ვიღაცას. აუ თან სროლას რომ დავაპირებდი შევხედავდი მიზანს, ის თვალებში შემომხედავდა და ააარა, ამას ვერ ვესვრი და ამიტო მარტო "ზურგში მიპარვით" ვესროდი ვინც არ მხედავდა


მერე ასეთი გეგმა იყო, ეკლესიასთან უნდა მივსულიყავით და თოკით დავშვებულიყავით ძირს, მერე ბეთანია და სახლი. მააააგრამ უცებ ისეთმა წვიმამ მოსცხო, ნამდვილმა გაზაფხულის შხაპუნამ რომ იცის მხოლოდ, ჩამობნელდა, ჰაერი ნესტით გაიჟღინთა და ფერდობზე აფოფხებულები სასწრაფოდ დავეშვით ისევ ეკლესიაში, თავის შესაფარებლად. გარეთ კი ისეთი წვიმა მოდიოდა ნისლივით ჩანდა შიგნიდან, სეტყვამაც გამოურია და დაიგრუხუნა თან ორჯერ. ვჭამეთ ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ, გავშრით ცოტა, თან ისეთი პატარა ეკლესია იყო და შემთხვევით საკურთხეველზე ავხტი


წკლესიის ეზოში, წვიმის შემდეგ

როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი...


ნისლი...

და მზე

და მთვარე!
პ.ს. (შივიდასჯერ ვკითხე ჩემს მეგობარს რატომ ჩანს დღისით მთვარე თქო, 700-ჯერვე ამისხნა და მაინც ვერ ვიმახსოვრებ, რა უნიჭო ვარ )


მნამ!

ჰხოდა მერე ვიცოცეთ!
რომ გაწვიმდა ნაწილმა თქვა ჩვენო არ გვინდაო, გვცივა გვსველაო, ნაწილი მიდიოდა და მე დავფრთხი სველი თოკის შემეშინდა, მაგრამ ბოლო-ბოლო ყოყმანის და "აუ არ მოვკვდები?" კითხვების მერე მეც წავედი. (ხო აი მეშინია ზოგადად სიმაღლეზე რამე არ მომივიდეს და მომკალი! ).

გაიცანით ეს არის ჩემი ერთგული მეგობარი გრიგლი :პარარაამ:

აი მაგ სახელურს რომ მოქაჩავ და ტრაკით "დაჯდები" დაშვებისას, თოკი მოძრაობს და ქვევით მიდიხარ, ხელს როგორც კი გაუშვებ ჩერდება. მოკლედ, გრიგლთან ერთად გულითაც რომ მოინდომო ვერ ჩამოვარდები. კიდევ არის რვიანი ანუ ვასმიორკა, იქ უკვე ხელის მოძრაობით აკონტროლებ ჩასვლა-გაჩერებას. ვასმიორკა ჯობია იმიტომ რომ უფრო სწრაფად და ხტუნვა-ხტუნვით ჩადიხარ, გრიგლით ნელა ხდება, ნუ თუ დამუღამებული გაქვს სწრაფადაც შეიძლება, მე ბოლოსკენ ვცადე, ნაკლებ დაქანებაზე და კაი იყო.
დაცვასაც გიკეთებენ, ეს არის თოკი ან რამე მსგავსი, რისი დანიშნულებაც ისაა, რომ თუ შენი გრიგლი ან ვასმიორკა მოკვტა ან გაფუჭდა ან რამე გაუკეთე და უკონტროლოდ ჩაფრინდი, მეორე თოკი იმ მთავარ თოკზე გამაგრებს და ვერსადაც ვერ გაფრინდები

აი ჩემი ჩამოფოფხების მცდელობაც,ასეთუისე წარმატებული.


თუ დააკვირდებით თბილისს დაინახავთ შორს თეთრად.
მმმწვანე ბალახები ბევრი-ბევრი.

აქ იყო ვასია : )))
ბეთანიაში ვეღარ წავედით დრო არ დაგვრჩა წვიმისდაგამო და წამოვედით უკანვე.
ჰხომდა მერე მოვედი სახლში გატალახებული-გაბონძღილი, შევვარდი აბაზანაში და იმდენი ვიბანავე იმდენი იმდენი
და მერე აი ზუსტად ესეთი ტიპი დავჯექი კომპთან
დათუ თქვენ ეს ყველაფერი წაიკითხეთ დიდი მედალი თქვენ

პ.ს. წივწივას დიდი მადლობა, მაგ ადამიანის გასვლები რომ მიყვარს ისე არაფერი მიყვარს

წვრილმანი აღნიშვნები

  1. იქ ისეთი საყვარელი და ხუჭუჭა გოგო იყო ისეთი ისეთი ისეთი
  2. სამახსოვრო ნივთად უცნაური ფორმის ნიჟარები წამოვიღე,ერთ ფერდობზე მივაგენი, ბეეევრი ლოკოკინები ცხოვრობდნენ და იმდენი ვეძებე რომ უპატრონო ვიპოვე ორი ცალი და წამოვაცუნცულე ეგენი და იები და გიაცინტის ველური ჯიში, ჰარი პოტერში გავახმობ
  3. მიუხედავად იმისა რომ ეკლესიური არ ვარ ტრადიციული ქართული გაგებით, ძალიან მჯერა რომ ეკლესიისკენ და ეკლესიაში მიმავალ ადამიანს არაფერი არ დაემართება. მმმ, მგონი ეს ცრურწმენას უფრო გავს მარა მე ასე მწამს.