August 30, 2009

ნეხუიასებე ტური,ნაწილი III

მოგზაურობა სატვირთოთი, ტყიბულელი გასტროლიორები, კეთილი სპარტაკი და გადამგდები მატარებელი

ოდესმე გიმგზავრიათ სატვირთო მანქანის ძარაზე ასკუპებულს, როცა ბურთივით განჭყრევს და დარწმუნებით იცი, რამდენ კენჭს გადაუარა მანქანამ გზადაგზა?

ბანაკიდან დაძრულებს ასი მეტრიც არ გვქონდა გავლილი რომ გაგვიჩერა, ავფოფხდით სწრაფად და დავიძარით. უკან რამდენი მანქანაც მოდიოდა, იმდენი ცოტა ხანი მოგვდევდა, გვათვალიერებდა და მერეღა უსწრებდა ჩვენ ჩანჩალა მანქანას. თავიდან არაუშავდა გზას, გვანცა სულ ფეხზე იდგა და რაღაცეებს ათვალიერებდა, მე ჯერ სურათების გადაღებას ვცდილობდი და პარალელურ რეჟიმში თავის შემაგრებას, მერედამერე ნაქერალაზე რომ ავედით, მოიღრუბლა, წვიმა წამოვიდა და მანქანამაც აუჩქარა სვლას, მოსახვევებში კიდევ უფრო აჩქარებაც დაიწყო, რასაც ჩემი წივილ-კივილი მოყვა, მეშინია და რა ვქნა. ერთგან მანქანამ უცებ მკვეთრად დაამუხრუჭა და დაასიგნალა და მეთქი ვსე, ხრამში ვვარდებით და ელვის სისწრაფით დავალაგე გეგმა რომელ მხარეს უნდა გადავმხტარიყავი ჰაერში გაფრენილი მანქანიდან და ამასობაში მანქანაც გაჩერდა, თურმე მძღოლს ნაცნობი დაუნახია, ჰმ!


გზადაგზა...




შორიდან ისე ჩანდა, რომ ძალიან-ძალიან წვიმდა, არადა უბრალოდ, ნისლი ყოფილა და სულ ცოტა წვიმა, მაგრამ ქარი ისე გვირტყავდა, კარგად დავსველდით, გვანცას საწვიმარში გაატანა და გაბრაზებულმა კინაღამ ტყიბულში, პირველივე შემხვედრ ნაგვის ურნაში ჩაუძახა.


კიდევ გზადაგზა...


ხოდა ასე იყო თუ ისე იყო, ჩამოგვყარა კეთილმა გრუზავიკმა ტყიბულში (ლირიული გადახვევა: ძალიან დიდი ხანია, ტყიბული და ტყვარჩელი მეშლება ერთმანეთში ,ახლაც, სანამ დავწერდი, კარგად დავფიქრდი, რომელი უნდა დამეწერა. ორივე ქვანახშირული და მაღაროული ქალაქია და მიტო მერევა...). ისევ წვიმდა, დავიწყეთ ფეხით მოძრაობა და დაიწყო ჩვენი დასკანერებიც მცდელობები... აი წარმოიდგინეთ, საშინლად წვიმს, ქუჩა ცარიელია, მიდის ოთხი ზურგჩანთიანი ადამიანი და მათ ზურგსუკან ნელ-ნელა გამოიშლება მთელი ხალხი სახლებიდან, მაღაზიებიდან... ასეთი დახვედრა არც ერთგან არ გვქონია, უნამუსო ვიყო.





გზადაგზა ვურეკავდით კარაველებს, მარა ფეხი.... თან ტელეფონები უკვე კვდებიან.... გავჩერდით გაჩერების ჯიხურები რომაა იქ და იმდენი ვრეკეთ-ვრეკეთ, თან იმათ უკვე ურეკიათ და მობილებს ხმა რომ ქონდა გამორთული, ვერ გავიგეთ. ბოლოს სადღაც დავრეკეთ, ნიტო პატასთან. ნიტო , გვითხრეს,ჩვენ ძალიან გვიან გამოვდივართ აქედანო. ხო კაი, ისევ ჩვენით წავალთო, მივუგეთ და დავიძარით... ამასობაში მსხვილმა შხაპუნა წვიმამ მოსცხო, ჩვენ არ შევიმჩნიეთ (წუწუნებს თუ არ ჩავთვლით და ჩემს აუ გავჩერდეთ-ს) და გავაგრძელეთ გზა.





უცებ ერთ მაღაზიაში ვიღაც მსუქანა და უზარმაზარი კაცი გადმოდგა და იმდენი გვიძახა მოდით-მოდითო, სანამ არ მივედით, თან გზადაგზა ვიმეორებდით რომ "არანაირი დალევა, ვითომ მეგობრები გველოდებიან". მივედით და გამოიშალა იმდენი ხალხი, როგორ ეტეოდნენ ნეტა იმ პაწუა მაღაზიაში, მეზობლი სახლებიდან კიდევ რამდენიმე ადამიანმა მოირბინა და ცნობისმოყვარეობით შეგვათვალიერა. ტრადიციულად ვუთხარით რომ თბილისიდან ვართ, ფეხით ვმოგზაურობთ, რომ რაჭიდან მოვდივართ და რომ "არა დიდი მადლობა არაფერი არ გვინდა" და რომ მეგობრები გველოდებიან "რაღაცის" გადასახვევთან (მე, როგორც ყოველთვის, დამავიწყდა, რის გადასახვევთან უნდა მივსულიყავით). რომელ საათზე გელოდებიანო? ოპა, აი აქ გავიჭედეთ და რაღაც სისულელეების ბოდიალი დავიწყეთ, მობილები დამჯდარი იყო და აზრზე არ ვიყავით რომელი საათი იყო. გვეხვეწა ის კაცი, რითი გცეთ პატივი რა გინდათ მითხარითო,, მარა ააარა არაფერი არ გვინდაო და ცოცხალი თავით არ შევყევით მაღაზიაში, ხოდა მაშინ აბა ტაში დავუკრათო და ათიოდე კაცმა ტაშისკვრით გაგვაცილა.






ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, გასასვლელს მივადექით, წრე იყო და გზა ორ ნაწილად იყოფოდა, ქუთაისისკენ და ზესტაფონისკენ. ჩვენ ზესტაფონისკენ გვინდოდა, გზადაგზა ვუქნევდით ხელს მანქანებს, მარა ამაოდ... ქალაქში არ აჩერებენ ხოლმე. ერთმა გამოიმასქნებულმა თეთრმა პიკაპმა გაგვიჩერა, შიგ ამჟავებული სიფათებით იჯდა ორი უზრდელური სიტყვა და "სადგურში მისულიყავით აქ რას უნდა გაყვეთ ვინ გაგიჩერებთო". აუ რა დიდი სიამოვნებით ვუპასუხებდი, ყველა თქვენნაირი კი არ არის თქო მარა უცხო მხარეში მოძრაობის წესები გამახსენდა და სასწრაფო წესით დავაჭირე ენას კბილი.


ამასობაში ის დავინახეთ, ტუალეტი, თან შედარებით ცივილიზებული, ხოდა რიგიც დავაყენეთ. წივწივამ ,საბანაკე ადგიული მოვნახოთო, მე კიდევ თავის გართობის მიზნით ხელების ქნევა დავიწყე, თან გზის სხვა მხარეს ვიდექი. ბავშვებმა, აქ არ გააჩერებსო, მარა ნუ გააჩერებდა, მე ხო ჩემსას ვცდილობდი. თავიდან მრცხვენოდა ხოლმე ხელის აწევა და ვერ ვბედავდი, მერე ნერვი მომეშალა, რას ქვია მრცხვენია თქო და "გაბედვაში ვარჯიში" დავიწყე და სადაც იყო და არ იყო მაინც ხელეხს ვიქნევდი, ჩემ შიშებს იქეთ ვაშინებდი.



ამასობაში რამდენიმე ისეთი საყვარელი და ტევადი პიკაპი გაგვცდა, გავაყოლე ნაღვლიანი თვალები და უცებ წკაპ და ერთ-ერთი ასე 5 წუთში უკან მობრუნდა, საით მიდიხართო, მეც, ყურებამდე გაღიმებულმა, აქადააქ, და წაგვიყვანთო? (ზესტაფონამდე რომ ქალაქია, იქ გვინდოდა). დასხედითო. თურმე ქუთაისში მიდიოდნენ, ცოტა რომ გაგვცდნენ მძღოლს უთქვამს უფროსისთვის, მგონი ხელს გვიქნევენ და წავიყვანოთო (არადა არ იყვნენ რაჭველები, მარა ეტყობა ჩვენი რაჭა გადაედოთ? ) , ქუთაისში მიმავლებმა გზა გაიმრუდეს და პირდაპირ ზესტაფონში, სადგურზე მიგვიყვანეს, თან მოგვიბოდიშეს, მეტი პატივი ვერ გეცითო. უდიდესი მადლობები სპარტაკს, ის რომ არა ხომ გავათენებდით იმ ღამეს ტყიბულში. კარავიც ცოდნიათ და კარაველებიც, ამასწინათ კიდევ სამი კაცი გადავარჩინეთ ასე უადგილო ადგილას ღამისთევასო.
ჰხო, სამწუხარო ამბავი კიარადა წივწივამ ჯერ მაჩუქა საწვიმარი, მერე პიკაპში რომ ვჯდებოდით დაწვიმული ქონდა და სველი იყო და ვკეცავდი, გამომართვა, ჩავთვალე რომ დაკეცვას დაამთავრებდა და შემოიტანდა და არ შემოასკუპა გარეთ ჩანთებთან ერთად?! ეჰხ, გაფრინდა ცაცკალი, ახლა ალბათ ზედ აწვიმს და ცოტა ხანში მოათოვს კიდევაც...





ასე გამოიყურება ზესტაფონის ვაგზალი. დიდი არაფერი ვაგზალია, ორი ღერი რელსით და ორი ღერი თანამშრომლით,დაცვით, რომელიც მართალია არ იცავს, მარა მორალურ მხარდაჭერაში ბადალი არ ყავს, მე ვიყო ციყვი. ბილეთები ვიყიდეთ ფოთამდე, მივათრიეთ ჩანთები დარბაზის ყველაზე შორეულ კუნჭულამდე, სკამები სადაც მთავრდებოდა და სულ ბოლო დავიკავეთ.ძალიან გვშიოდა, საჭმელები იმასვქენით და ჭამა დავიწყეთ. ამასობაში ვიღაც წყალწაღებული გარეგნობის მამრობითი სქესის ელემენტები მოგვიახლოვდნენ, ასე ექსვიოდე ცალი, ერთ-ერთი დანით, და მეზობელ სკამზე დაჯდნენ. თავიდან არ მიმიქცევია ყურადღება, მერე გვანცას შეწუხებული სახე დავინახე მეთქი რა იყო და ბარგთან ფრთხილად იყავიო. ზურგშექცეულად იდგა სკამები და ერთზე ვისხედით, მეორეზე ჩანთები იდო, მეთქი ოპა, ვტაცე ხელი ჩემს ნივთებს და აქეთ გადმოვაბარგე, ჩვენს მხარეს, გვანცასიც ჩვენკენ იყო, ბიჭების ისევ იმ სკამზე. აუ რა ცუდი იყო, თან ვჭამთ, ვლაპარაკობთ და პარალელურ რეჟიმში ისინი გვასკანერებენ და თვალებით გვბურღავენ, ახლა რომ მახსენდება მეცინება მარა იმ მომენტში სულაც არ იყო სასაცილო ეს ამდენი კაცი რომ მოგშტერებია და რაღაცას აბორიგენულად ლაპრაკობს კიარადა დუდღუნებს.ძალიან ვცდილობდი თვალებში არ შემეხედა, ხელებში ვუყურებდი, ისედაც არ მიყვარს სხვის თვალებში ჩიჩხინი, ახლა კიდე ამათში, მარა ერთიორჯერ გამომიჭირეს :(

იყბედეს, იყბედეს და წავიდნენ, ჩვენც ამოვსუნთქდით თავისუფლად, ვკონცენტრირდით ურო კომპაქტურად და თავის გართობა დავიწყეთ.ძალიან მინდოდა გამებოდიალებინა, ვერ ვიტან ერთ ადგილას ჯდომას, თან მეთქი ნეტკაფეს მოვნახავ, ხოდა წავედით მე და წივწივა, ანდრო და გვანცა ბარგთან დარჩნენ. მაღაზია იყო იქვე, ვაგზლის პირდაპირ და იქ დაგვეწია ანდრო, მობილის დამტენზეც იკითხეთო კიარადა ამინდზეო, თუ სწორად მახსოვს. ოკეი-ო მოვიგეთ და მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში გვითხრეს, რაის ინტერნეტი ამ შუაღამისასო, მაინც დავადექით გზას. ჯერ ერთ მხარეს წავედით, არ მოგვეწონა, ბნეოდადა მაღაზიები არ იყო, ამიტომ მეორე მხარეს შევუდექით და უამრავ მაღაზიას შორის ღამის 10-11 საათზე ქე ვიპოვეთ ნეტკაფე, არაუშავს ინტერნეტით, რომელიც ერთი ლარი ღირდა საათი, და სულ ორი კომპი იდგა, მეპატრონემ, შუასთან დაჯექითო. ძალიან ბევრი ვეძებე შუა და რომ ვერ მოვძებნე იმ ორს შუა ჩამოვჯექი, რომელიმეს ახსნის ბლოკს და მივხვდები თქო. თურმე კუთხეში ყოფილა კიდევ ერთი კომპი, რაღაც ქონდა ეტყობა მიქარული, ისე იყო შეჭუჭყნული. ვიბოდიალეთ ნეტში, ფორუმზე, კარავზე, მე კონსპირაციული წერილი გავაგზავნე, სანამ წივწივა ჭერს ათვალიერებდა : ))) მერე ბლოგებზე შევედი, ამინდი ვნახეთ და ისევ წავბოდიალდით უკან.





ჩვენი ბანაკი სადგურში: გვანცა გათიშული ზის, მერამდენე საათია მოლოდინის რეჟიმშია. წივწივას სკამზე ძინავს, (ნეტა როგორ მოახერხა, მე ათი წუთიც ვერ გავძელი ზედ წამოწოლილმა და წელი გამენასკვა, ისეთი შემერჭვე ფიცრები იყო, გვანცა ცოტა მეტხანს იწვა მაგრამ ვერც მან დაიძინა) ანდრომ საქმე გამონახა- ჩვენი წაღმაუკუღმა ბოდიალის რუკას ხატავს მასშტაბის და მიმართულებების სრული იგნორირებით, მე გვანცასგან მარჯვნივ რომ ჩანთა ჩანს იმის ძირში ვიყავი მიმჯდარი და დაღლილობისგან ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი, მარა მერე მომწყინდა და მახათი კიარდა აპარატი მოვიმარჯვე.


ვბრუნდებით სადგურში და გვანცა გვხვდება ფერწასული და ომგადატანილი. ჩვენ რომ წავედით და ანდრო გამოგვეკიდა, ის ბაცაცები ისევ უკან მოსულან და დაუწყიათ გვანცას და ბარგის გარშემო ბოდიალი. ესეც არ დაიბნა და სანამ ანდრო მოვიდოდა, თავი გაიმაგრა, დანა მოიმარჯვა და კანკალს არ შეუშინდა, მძარცველების შემოტევა გმირულად გადაიტანა. მომენტ ხუმრობა იქით იყოს და მე მის ადგილას უარესი მომივიდოდა ნერვიულობისგან.



მატარებელს მოსვლის დრომდე ველოდეთ, 6 საათი ვიცდიდით დაახლოებით. ამასობაში ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ზოგს ეძინა, მერე უსაქმურობისგან და სიცივისგან ასკინკილა დავიწყე სიარული მარა შემრცხვა და გავჩერდი. ერთი უცნაური ქალი დადიოდა, პარიკი ედო თავზე და მგონი ფსიქიკური დარღვევები ქონდა, მოვიდა, გვიყურა-გვიყურა, საიდან მოდიხართაო-მეთქი ნიკორწმინდიდან და აააა-ვო და წავიდა, გზადაგზა ნიკორწმინდას იმეორებდა. დრო რომ მოვიდა გამოვლაგდით ჩანთააკიდებულები ბაქანზე, მოვიდა დაცვა და ტრადიციული დიალოგი გაიმერთა--ვინ ვართ,საიდან მოვდივართ-სად მივდივართ და რა დაგვკარგვია. აუ ერთი კაცი იყო, ხან იქიდან მოგვიარა, ხან აქედან, შვიდასი რაღაც გვკითხა და ვერ დაადგინა რა სიამოვნებას ვღებულობდით ასე სიარულით. თან გვეკაიფებოდა, წეღანმეორე ლიანდაგზე რომ იდგა მატარებელი, ალბათ ის იყო თქვენი და წავიდა უკვეო, გაგეპარათო. წავედით ამბის გასაგებად, გადაცდა უკვე დროს და მატარებელი არ ჩანს.... გადაგვაგდო მატარებელმა, არ მოვიდა! გორთან ხიდია ჩატეხილი და იქვეა გაჩერებული თქვენი მატარებელიო. კიმარა ჩვენ რო არ გვეკითხა, მანამდე არ უნდა გაერკვიათ და ეთქვათ? ის ხიდი იმწუთას ხო არ ჩატყდებოდა... რეაქციაც კი აღარ გვქონდა, გავიცინეთ, ბილეთები დავაბრუნეთ და რამეს გავყვებით ან კარავს გავშლითო, გზას დავადექით გაოცებული თანამშრომლების თვალწინ.


წამოვსიცილხარხარდით შუაღამისას ავტოსადგურისკენ, გზადაგზა იმდენი ახდილი საკანალიზაციო ლუკი შეგვხვდა, მე ერთში კინაღამ იმასვქენი, მეჳძნებოდა და რა მექნა. ავტოსადგურთან ძაღლებიგამოგვეკიდნენ ყეფით. არ ვარ ზოგადად მაწანწალა ძაღლების წინააღმდეგი მარა რა პონტია ავტოსადგურში კბილებდაკრეჭილი ძაღლის ყოლა? მიაბან მაინც ღამე...





ზესტაფონში, გასასვლელთან, ღამის 5 საათი, რამე ტრანსპორტის მოლოდინში.


შემდეგ ნაწილში: მოგზაურობა ფოთამდე, მაგრამ კიმარა რატომ ფოთში, მოდი ბარემ აქ... კარავი ზღვის პირას...

6 comments:

Unknown said...

ახლაც ვერ ვიხსენებ რაზე ვფიქრობდი იმ დანას რომ ვტაცე ხელი... აფექტი იყო ნუტუ ??

Toma said...

ra lamazi qveya ngvaqvs da rogor ver viyenebt resursebs

გურამი said...

ვაუ! ახლა წავიკითე სამივე ნაწილი და ძაან სერიოზულობა იყო. თხოვნა მექნება,უფრო მეტი სურათები დადე ხოლმე

Natalia said...

ჰუჰ, ამ წუთას მოვრჩი.

როგორ მომეწონა, ჯერ ერთი კარგად წერ, და მერე საინტერესო იყო თქვენი მოგზაურობა.

რაჭას ნახვა კი უფრო და უფრო მაინტერესებს..

ველი გაგრძელებას :)

Anonymous said...

ვაიმე რა ძალიან ისეთი თავგადასავალი გქონიათ პერწკლ
თან ძალიან კარგად წერ, შენეული სიტყვებით, ვკითხულობ ად ვხალისობ ტუმცა ბევრი ისეთი მომენტია სულაც არაა სახალისო :P,მაგრამ მაინც სახალიოსა

MONTY said...

ტყიბულში უმეტესობა ეგეთი ხალხია, საბედნიეროდ ინაძჩუნებენ სტუმარ მასპინძლობას!
ცხრაჯვარიც უნდა მოგიენახულებინათ და კარგი იქნებოდა :)