September 27, 2009

მიწა!

"როცა გისოსოები შუაშია
ძნელია მიხვდე, რომელ მხარესაა სატუსაღო"

კაიხანია, თავიდან არ ამომდის ეს სიტყვები, რამეს ვაკეთებ, მივდივარ, ვწერ, ვკითხულობ და ტივტივდება თავისით.რა უნდა რას მერჩის, მეც არ ვიცი.ვინმე ტრაკშიპერო არადა ნორმალური ფსიქოთერაპევტი კი "გაშიფრავდა" უცებ, რა და როგორ, მერე მე დავფიქრდებოდი, გავუპროტესტებდი ან დავეთანხმებოდი.მარა ეჭვი მეპარება, ამ ფრაზას თავი დაენებებინა.

შარშან აგვისტოს მერე თვითმფრინავის ხმის გაგონებისას პირველი ემოცია შიში მაქვს და ავტომატურ რეჟიმში ვიწყებ იმასზე ფიქრს, რა წავიღო და სად წავიდე.გუშინ, ძIლბურანში რომ შემომესმა, ახლაც ცივი ოფლი მასხავს. თან შედარებით უცხო ადგილას ვიყავი და ამან უფრო "აქ რამე რომ მომივიდეს". დღეს ვთქვი და "როდის უნდა გაიზარდოო". რაშუაშია გაზრდა, ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც არასოდეს უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს, ღამე თვითმფრინავის ხმას გაიგებს და დილით ეტყვიან რომ "დაგვბომბეს". კი, გორში უკვე იყო დაბომბილი, მაგრამ მე, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ "თბილისამდეც მოვიდოდნენ" და ისეთი შოკი იყო, ღმერთო ოღონდ ცოცხალი გადავრჩე და ოღონდ მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი თქო, მეტი ემოცია არ მქონია მემგონი. ჩვეულებრივ დავდიოდი, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მარა ყოველღამე ნახევრად მეძინა, რაღაცას ველოდებოდი და მეც არ ვიცოდი, რას. ცხოვრებაში პირველად მთელი მონდომებით მაშIნ ვილოცე მემგონი. (მეორედ ამ ზაფხულს, შაორზე რომ მოვყევით ჭექაქუხილში ფარატინა კარვით).

მე მშვიდობა მინდა, ვისაც ხელები ექავება, მთავრობის წევრებს და იქ ტამ დიდ გენერლებს და სტრატეგებს, გავუშლი აგერ ტატამს, მედოლეს დავუსვამ და იჭიდაონ სანამ არ დაიღლებიან. ან ავუშვებ რინგზე და დაუზილონ ერთმანეთს თავპირი.

ცივილიზებული ადამიანები გვქვია და პირველყოფილი, მიწის მიტაცების ინსტინქტი მართავს მსოფლიოს.
FუF

1 comment:

გურამი said...

"პირველყოფილი, მიწის მიტაცების ინსტინქტი მართავს მსოფლიოს" - როგორც დიდი თუფაქი იტყოდა ხოლმე "Some things will never change". ინსინქტებთან ბროძის მეთოდებს გაეცანით Half-Life2 ის შესავალ ნაწილში.