



ფორუმზე ამის კითხვას აზრი არ აქვს, იქ მარტო სარკულებზე იძლევიან პასუხს და რბილად რომ ვთქვათ, არ ადარდებთ ბაძანგალა კამერები, პიემი უნდა მიწერო რომ გიპასუხონ, თან მე უბრალოდ ადამიანების აზრები უფრო მაინტერესებს.
ჰხომდა
დაეხმარეთ საწყალ თავგზააბნეულ ბლოღერს : ))))
p.s. დადებითი მხარეც არ უნდა დავივიწყოთ, მთელი ასე ფული მეზოგება და რაჭაში წავჭრაჭავდები ისე რო ეკონომიები აღარ დამჭირდება.
უარყოფითი მხარე
ტესტი, ხართ თუ არა ცაცია და როგორი ტიპის
http://www.levshei.net/13tests.html შედით აქ.
დაბოლოს, თუ თქვენი შვილი ცაციაა, არ დაუშალოთ, მასწავლებელი თუ ტვინს ბურღავს, მიაჩმორეთ და კლასი გამოუცვალეთ. დაშლის შედეგად ზუსტად ერთი წელი ხმა არ ამომიღია საერთოდ კლასში, არადა სკოლაში შესვლამდე 24/7 ვტლიკინებდი თურმე. მე კიდევ რა მიჭირს, დაშლამ შეიძლება ფსიქიური აშლილობა, ენურეზი, მეტყველების დარღვევები და ა.შ. გამოიწვიოს.
დაბოლოს თუ ვინმე ხართ ცაცია, დამიწერეთ კომენტებში, მე ისევე მიყვარს ცაციები, როგორც წითური ადამიანები
დღეს თბილისის ზღვაზე ავედი სულ მარტო, მხოლოდ მე და მზე ვიყავით და ცივი ტალღები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ დღის თორმეტზე თუ არ გავედი, არ მეკიდება ეს ოხერი მზე და სამი საათის მერეც ისეთი ავდექი, როგორიც დავწექი : ))) სუფთა იყო წყალი, გამიკვირდა : )) ძალიან კარგი იყო, არავისთან ლაპaრაკი რო არ იყო საჭირო და სულ ჩემთვის რომ ვიყავი და ყველაერს ვუსმენდი და ვაკვირდებოდი.
ბოვშვები იყვნენ საყვარლები და ბევრნი, ჟილეტებით დაცურყვინთაობდნენ და როგორ მშურდაა : ))) ორი დიდობდა, კრემები წაისვეს და დიდისამბით იწვნენ და არ დგებოდნენ, უნდა გავირუჯოთო, დედამისი ეჩხუბებოდა, დაისიცხებითო მარა გმირულად იწვნენ, თან ცმუკავდნენ მოუსვენრად, გადატრიალდებოდნენ, გადმოტრიალდებოდნენ, "რაზნიცა"-ს ეძებდნენ : ))
მერე ბავშვები წავიდნენ და ვიღაც ბიჭებმა დასცეს იქვე ბანაკი, იმაზე თათბირობდნენ, სად და როგორ უნდა აეყარათ ნაშები ბათუმში, სამოთახიანი ბინა ქონდათ და წუწუნებდნენ, არ გვეყოფა ადგილიო, თან ის უხაროდათ, ჩვენთან ერთად იქნებიან, შესაბმელები არ გაგვიხდებიანო (ნუ ზუსტად ვერ მივხვდი ეგ როგორ მარა ფრაზა იყო სასაცილო, წიპა ლუკმა თავისით გვივარდება პირშიო: ))) )
ორი გოგო და ერთი ბიჭი მოვიდა, გაშალეს რაღაც, დასხდნენ, გოგოს ბანაობა უნდა და აშკარად რცხვენია, ყოყმანობს, ბიჭი იცინის და "აუ მე შენ წყალში ასე და ისე ჩაგაგდებ" "დაიცა რას გიზამ" , როგორც იქნა გაიხადა გოგომ და ბრრრ, ტრაკის ღარი უჩანდა, ნუ აი FuF მართლა საზიზღრობა იყო :( არადა სანამ გაიხდიდა ისეთი ლამაზი გრძელი და გამხდარი ეხები ქონდა ჯინსის მინიში და გაიხადა და წვრილი ფეხები და არაპროპორციულად განიერი, უწელო სხეული+ წელთან რო აქვთ ხოლმე გასუქებული ისეთი : (( თვალი მოვარიდე ეგრევე.
კიდე ვიღაც თურქები იყვნენ თუ თათრები, ბაზარში რომ გამყიდველები ლაპარაკობენ ხოლმე, მაგ ენაზე ლაპრაკობდნენ, დადიოდნენ წინ და უკან და ვინც კი მდედრობითი სქესის იყო, ყველას სურათებს უღებდნენ და თავის ენაზე ყატყატებდნენ. (ეემ, კი, მე რასისტი ვარ, ორგნულად ვერ ვიტან მაგ ენაზე მოყატყატე ინდივიდებს).
ავტობუსის მძღოლი გავიცანი კიდე, ჯერ მისვლისას რომ ვკითხე საით წავიდე თქო, ( გზა კი ამიხსნეს მარა ბევრი კორპუსები იდგა და ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ზღვაც არ ჩანდა და პლიუს ორიენტაციის უნარი მე ნულს ქვემოთ მაქვს) ლამის პლაჟამდე გამომყვა და მერე წასვლისას დასევდიანდა, კიმარა ასე ცოტა ხანი რატო იყავიო ; )))))
კიდე უნდა ავიდე სანამ თბილისიდან გაღწევა მეღირსება....
არა ნუ ბოლობოლო თუ გადმომცეს ეს სლავური სახის იერი (ნუ არ ვთვლი რომ ასეა მარა ბევრი მეკითხება და ტვინს კხმ), ის ჭორფლები და ღია ფერის თვალები რაღაზე დაენანათ ჰხა? არადა არაა სლვური იერი, ჩაღმური (ანუ თუშური) იერია, ჩემ სოფელში უმეტესობას მაღალი ყვრიმალები აქვს :D და იქ ძალიან ბევრს აქვს ჩემნაირი სახე, ზოგი ჩუქჩას რო უძახის ზოგი სლავს და ჩემი დაქალები "არაქართულად" რო მოიხსენიებენ ლოლ. ერთხელ ვიღაც ნათესავთან მივედით და ას წელს მიკაკუნებული ბაბუა ყავდათ, როგორი დამეტაკა, სუფთა თუშური იერი გქვსო, მეთქი აჰა, თურმე რაშია საქმე...
პ.ს. ხოდა ეს ყველაფერი კაი და რა მაგარია რომ 23-ს, ასეთი მახათი წლის აღარ ვიქნები :ვაშა: :ბის:
პ.პ.ს. აუ როგორ მომწონს ჩემი ახალი ხისსუნიანი და პურის ყანიანი ბლოგი
ოდა
რას მივეფხოტები ყველგან, დავეტიო სახლში
ნუ მეორე მხრივ თუშები რაჭაში ან კახეთში ხო არ ჩამოვადებონენ ამ ცხენებიდან და გაიყინებონენ ნამქერებში ჰხა?
და ყვეელაზე მაგარი და პრიკოლი, დედაჩემს და მის დეიდაშვილს წამოცდათ, როგორ დააჭენებდნენ ცხენებს და სოფელ-სოფელ დადიოდნენ უწვრილეს ბილიკებზე, ისე რომ ერთი ფეხი უფსკრულზე ქონდათ გადაკიდული. წამოცდათ რა, შემოახსენდათ და "ვაიმე ნეტა როგორ დავდიოდითო"
ჰმ, ეგენი მიშლიან აწი მე სადმე სიარულს?
პ.ს. ბებიაჩემის ძმამ მოაგროვა იქაური ლექსები, ხალხური, ერთია, დედა დასტირის ორ შვილს, მერე ბებიაჩემმა მომიყვა რა მოხდა.
ბებიაჩემის მოყოლილი საშინელი ისტორიები (1920-იან წლებშია დაბადებული)
ახლაც არ ვიცი რას მერჩოდა 7-8 წლის ბავშვს, მარა ისე მწარედ მახსოვს და მაშინ ისე ცხადად წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ ზის ის დედა ფარდულის კუთხეში და აქეთ-იქეთ ირწევა...
ნუ, მოეყოლა რამე ლამაზი და კარგი, არაა, მაინცადამაინც ეს საშინელი ისტორიები.
ან მე რას გერჩით ნეტა, რომ გიყვებით : ))