
თემის სათაური იყო თემისსიგრძე, პლიუს ჩემი თემის შინაარსს მხოლოდ დეტალური გნმარტების მერე თუ მიხვდებოდა დამსწრე საზოგადოება (იმუნოლოგია ნამეტანი მახათი საგანია, წვრილმანი დეტალები სხვა სპეციალობებმა არ იციან) მე კიდებ ორსათიანი რეჩი მოვარტყი რომ გაეგოთ მარა ნიკის ნათქვამი გამართლდა და შესაბამისად კითხვები დამისვეს, იტირებდი :D "რაში მდგომარეობს თქვენი თემის ფუნდამენტური არსი და საერთოდაც რა მეცნიერულ პრინციპებს და მიღწევებს ეფუძნება იგი"? ჩმოვუთვალე, არ მოეწონა და თავისი რაღაც თქვა ზემაღალფარდოვნად და "აი ამის მოსმენა მინდოდაო" მე და ჩემი იმუნოლოგი ლექტორი "wtf???"

საერთოდაც ძალიან პრიკოლი სიტუაცია იყო, კითხვებს სვამდა კომისიის ზოგიერთი წევრი ისე, გეგონება ხმლამოღებული ებრძოდა ქარის წისქვილებს

ესეიგი დიდ მადლობას ვუხდი სოლვეიგს
და
კიდევ ნინო გაჩეჩილაძეს ჩემი მორალური მხარდაჭერისთვის


ხო, მე ხო ყველაფერი გენიალური უნდა დამემართოს და დილაუთენია მუცლის ტკივილმა გამაღვიძა, როგორ მივფოფხდი უნიმდე, არ მახსოვს, როგორც წესი ასეთ დროს ვწევარ და 40 გრადუსიან სიცხეშიც კი თბილ ადიალას ვეხუტები

91 ქულა დამიწერეს ანუ 5. ნუ მე მეპატარავა ქულები მარა რაღას ვიზამდი :(
ეეეეემ, ლოლ ყველაზე მაგარი რა იყო იცით, ყვეეეელაზე აზრიანი კითხვები სტუდენტებმა დამისვეს

3 comments:
გილოცავ
:)
მადლობაა ; ))
გილოცავ! :) ყოჩაღი ხარ!
Post a Comment